მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
პაწაწინა სურვილი ვარ, შენთან მოველ მალულად, ბროლის ჭიქის ფსკერზე ჩემი
სახე გადამალულა.
შენს ოცნებას მივეჭერი გრძნობად, თუმცა არ გჯერა,
ნუ იღიმი, ყავის ნალექს გავექეცი ამჯერად. წინათგრძნობა ხშირად მხოლოდ სასწაულებს მპირდება, სურვილების კონას შევკრავ, თუმცა არ მსურს დიდება. გაზაფხულდა, სიურპრიზებს გვიძღვნის ალბათ მაისი, ჩამიფიქრე... იქნებ უცებ აგისრულდე, რა იცი?!
|
ზარი..... შეკრთომა.... ამიწეწს ფიქრებს გასლის შორეულ გრძნობათა ფიქრებს თითები..... წამი.... ყურმილი..... გისმენთ! და გაიშლება ყვავილი სიყრმის, როცა ვიღაცა რაღაცას გიხსნის ეს შენ არახარ? მე ასეც ვიცი, ააშრიალებ შორეულ ფარდებს გაზაფხულის წინ მომიტანს ვარდებს სიყვარულისთვის დალევს დათვრება წავა და სადღაც დაიკარგება ეს შენ არა ხარ გამოცხადებავ? ხმა იდუმალი სადღაც შთენილი სიგიჟისათვის,მარტოობისთვის უშნობისთვის ვარ გაჩენილი აქ სიჩუმეა და დაპირება ჩვენი ცხოვრების გამოტირება ჩვენი შეხვედრა ღმერთმა ინება და განშორებაც მას ეწყინება სადღაც იშლება თეთრი სუფრები სადღაც ვიღაცა რაღაცას ელის მე სიყვარულზა გესაუბრები თვალთაგან მცვივა ცრემლები ცხელი ათასწლეულებს დაბერავს ქარი ბევრი ცოცხალი გახდება მკვდარი გარეთ კი ისევ ჩუმად იწვიმებს მთვარე ღრუბლებში გამოიძინებს გამოგაყოლებ სევდიან თვალებს ასე გადაღლილს და ნამტირალებს მომენატრები მოდი მომხედე ჯადოსნური ხმით მომაჯადოვე და დაამსხვრიე ჩემი კერპები ტანჯვა, ცრემლები და სიმარტოვე.
|
მეგონა, ჩემზე ფიქრობდი, მე ხომ ამ ფიქრით ვცდებოდი, მეგონა, ჩემთვის სუნთქავდი, მე ხომ ამ სუნთქვით ვცხოვრობდი, მეგონა, შენი თვალები რომ ჩემს სიყვარულს მალავდნენ, მეგონა, ჩვენი გულები თითქოსდა ერთად სუნთქავდნენ, მეგონა, ჩვენი ოცნება ფრთებს შეისხამდა, იფრენდა, მეგონა, შენ მე გიყვარდი, მაგრამ მე მხოლოდ მეგონა...
|
დავშენდეთ, წამოდით წვიმებზე დავშენდეთ
და მერე შევავსოთ სიმთვრალე ტეკილით,
იცით?! რომ აპრილის მოგართვით ავშანი
მემ, ასე უბრალოდ და თქვენ კი თაკილობთ.
გუბეებს ჩახედეთ, მიხილავთ ცილინდრით,
ან კიდევ მოვწყდები ღამეებს წიწვიდან,
დრო გადის მხოლოდ და წამების ცილის დრო...
იქნებდა როგორმე ზეციდან მიწვდიდეთ
სხივს. მერე წავიდეთ, წვიმებზე დავშენდეთ
და მერე, შევავსოთ სიმთვრალე ტეკილით,
მემ, იცით?! აპრილის მოგართვით ავშანი,
სიყვარულს დაგპირდით, თუმცა თქვენ თაკილობთ...
|
გაქრება ყველა ზღაპარი ერთად, მაგრამ დარჩება ჩვენი ზღაპრები. შენ გადაფურცლავ ცვალებას ფერთა, და უსათუოუდ მოგენატრები. და მერე მოვა სხვა გაზაფხული, და თეთრ ფერებში შენ მოირთვები, იდგება მხოლოდ უხმო წარსული, და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები... და შეიცვლება აქ ბევრი რამე, შეიცვლის სახელს ქუჩაც,უბნებიც, სიზმრებში მოვა ის თეთრი ღამე და მე უსაზღვროდ გესაუბრები. შენ ალბათ მერე სხვას შეიყვარებ, არ ემონები უმიზნო ლოდინს და დაივიწყებ მალე,სულ მალე, რომ სიყვარული სულ ერთხელ მოდის. და შენ იქნები კვლავ ბედნიერი, და გაზაფხულზეც კვლავ მოირთვები, მე კი დამრჩება შენზე ფიქრები და თეთრ ფურცლებზე თეთრი რითმები..
|
გამოდი კაბიდან, გამოდი თმებიდან, დაღლილი სამყაროს რიტმიდან გამოდი. დღეს ჩამოვიხსენი სიმძიმე მხრებიდან და ტანზე ზაფხულის ყვავილი ამომდის. გამოდი სულიდან, გამოდი წვიმაში, პერანგს რომ ბრინჯაოს სხეული ააკრა. ჩაწექი შიშველი მხურვალე სილაში, მთვარე ზღვის ნაპირებს ალერსით დააკვდა. გამოდი და ისე თამამად მიყურე, მიჭირდეს დიდი ხნით მე შენი გაძლება. სარკიდან გამოჭრილ ალესილ ფიგურებს შენი ანარეკლი გაუვლის, გაძვრება. გამოდი და მზეზე გული დაასვენე, სიახლის ძიებით დამფრთხალი, ნარბენი. ესპანურ კანტატას მღერიან მასები და კვდები ცეკვაში ცეცხლივით კარმენი. გამოდი, სისხლივით ჩქარია კორიდა, გამოდი და "ოლე" შესძახე ტრიბუნებს. გამოდი, დაჭრილი მოვედი ომიდან და შენს თავს ვიბრუნებ.nika_wero |
სრულად წაკითხვა >>
|
ისე უბრალოდ ქალი ვარ და... ისე უბრალოდ აგიჩემე... იცი რამხელა დარდი ვარ და რამდენი ტყუილი დავიჯერე? ისე უბრალოდ ფიქრი მიყვარს, ღმერთის წინაშე მაქვს დიდი ვალი... ასე უბრალო თუ ამიტანე მაშინ გამიხდები საფიცარი... ისე უბრალოდ ქარი ქრის და ალბათ მეც ამიტომ აგიჩემე... ჩემი ქალური სული თრთის და სიმართლის მაინც დაიჯე...
|
მომენატრე...და დღეს ჩემთან მთები არის... და მწვერვალებს ხელი ძმურად გადავხვიე. მომენატრე როგორც ქურციკს ლებიანი, ეს ბარათი თუ არ მოგწონს გადახიე. მომენატრე...რა მოგწერო სხვა წერილი, ჟამს უბადრუკს ნაღვლიანი სულით ვითრევ, მთის შუბები ზედ გულზე მაქვს მოჭერილი, მომენატრე, აუ როგორ მომენატრე. ჩემი სული წამებისთვის გამიმეტდა, დიდი ქარი ჩემს კარიბჭეს გამბით ამტვრევს, თმა კი არა , მგონი სისხლიც გამითეთრდა, მომენატრე, იცი როგორ მომენატრე? მალე ალბათ ხორცი ძვლებზე მომადნება, ალბათ,ღამეც ამ ჩემ სულში გაშლის აფრებს, წამილეკა ყველაფერი მონატრებამ, მომენატრე, აუ როგორ მომენატრე.
|
მოდი და მოვუყვეთ ერთმანეთს, როგორ ვეღარ ვძლებთ ბგერების ვაკუუმში. მერე, უცნაური ფერებით გადავიხატოთ თვალები, გაბზარული სულის ანარეკლებიდან. ავწიოთ დროშები და ვუთხრათ დროს, რომ დუმილი არ ნიშნავს დანებებას! დაწოლილ სკამზე დავსხდეთ და უბრალოდ, დაველოდოთ მორიგ გათენებას. ანდა, ხელების ცეცებით გავიკვლიოთ გზა, რომელსაც მთლიანობისაკენ მივყავართ. ჩადრი ჩამოვგლიჯოთ მიმიკებს ერთადერთ დასკვნასთან მივიდეთ, რომ ახლა ცალ-ცალკე უკვე ნიშნავს უარყოფას. მე კი არ მინდა არყოფნას შევეხიდო, გელოდები შენ! პასუხამდე, ამ ლექსს დავწერ, მერე, მოდი და უბრალოდ, გავთბეთ, ცამდე.
|
ცხოვრებაში ერთ შეცდომას ყველა უშვებს, სწორედ იმ ერთს ვერ ასწორებს ვერაფერი, და თუ მართლა დამნაშავედ მიგაჩნივარ, მაპატიე.. მაპატიე.. ყველაფერი. თუკი სევდა გარს გეხვევა როგორც ნისლი, და სიმართლეს ტყუილისგან ვეღარ არჩევ, თუ ორივე ერთად ყოფნამ გადაგვღალა, მაშინ მხოლოდ განშორება გადაგვარჩენს, მე გშორდები,მე მივდივარ რადგან ვხედავ, ჩვენ შეხვედრას არ შორდება ყალბი ფერი, და თუ ახლას დამნაშავედ მიგაჩნივარ, მაპატიე.. მაპატიე.. ყველაფერი!!!
|
« 1 2 ... 57 58 59 60 61 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|