მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
რომ დაგიჩოქო დარწმუნდები ჩემს სიყვარულში? მომეფერები, გამიღიმებ? მითხარი კარგო! რომ შეგევედრო ჩაიხედავ ჩემს წმინდა სულში თუ ყველაფერი სიგიჟეა, სჯობს დავიკარგო. ოჰ, როგორ მსურდა ერთხელ მაინც შენს წინ დავემხო არ დაგაცადო გაკვირვება და აღშფოთება ვიტირო დიდხანს, რომ ცრემლებით მიწაც გავალვხო რომ ვერასოდეს გაგიბედო მე განშორება. მაგრამ სად, როგორ, როდის შევძლო შენთან ცრემლისღვრა?! როგორ გაკადრო მე უვიცმა შენ შეყვარება.?! ჩემი ბრალია თუ გამიხდი ძილში ზმანებად ჩემი ბრალია მოსვენება თუკი წამართვი ჩემი ბრალია ქვეყნად შენს მეტს თუ ვერვის ვხედავ! დამნაშავე ვარ, თუ ამის თქმას მე შენ გიბედავ. ო, მეშინია მაგ თვალების ასე რომ მხიბლავს კადნიერებად არ ჩათვალო ოცნება წმინდა.
|
,,როდის - არ ვიცი, ადრე თუ გვიან, მაგრამ ოდესმე იქნება, ვიცი, დაგრჩება გულის კარები ღია და ჩაგაფიქრებს ტკივილი: რისთვის? რისთვის ან ვისთვის ხარჯავდი ღიმილს, წმინდა სხეული ვის დაანებე? მოვა, დარეკავს წვეთები წვიმის და წაიშლება ღიმი თვალებზე. ღირდა თუ არა იგი რაიმედ, ვისაც კარივით გაუღე გული? მოვა, დარეკავს წვიმა, ვაიმე, და გაგეხსნება ვარდივით წყლული როდის - არ ვიცი, ადრე თუ გვიან, მაგრამ ოდესმე იქნება, ვიცი, დაგრჩება გულის კარები ღია, როგორც ოდესღაც დატოვე სხვისი...."
|
,,ცა აპირებს გაწვიმებას და მიბრუნებს დაპირებულ დაპირებას წვიმს... წვიმის შემდეგ რა დარჩება?.. არაფერი გადარჩება.. მწყინს.. მოვა თქეში, არა ჩქამი.. წვიმა ქარზე უფრო ჩქარი წვიმს.. წვიმის შემდეგ საით ვივლი.. შემოლეულ წამებს ვითვლი.. მწყინს.. ზეცის ცრემლი გაწვიმდება.. ცასთან ერთად ატირდება ზღვა.. არაფერი გადარჩება.. მე წავალ და აქ დარჩება სხვა. სულის კარებს და ნაპირებს წვიმა ართმევს დანაპირებს.. წვიმს.. მარტოობას ვეგუები.. ჩემად აღარ მეგულები.. მწყინს.. ცა აპირებს გაწვიმებას და მიბრუნებს დაპირებულ დაპირებას მწყინს... დაკარგული წლები მტკივა.. ციდან სევდისფერი წვიმა წვიმს.."
|
ძალიან მალე იცვლება ჭიქა,
ძალიან მალე იღლება თვალი,
ძალიან მალე, ძალიან მალე
იცვლება აზრი, იშლება კვალი.
მე კი კვლავ გულის კარნახით ვცხოვრობ -
ჯერ ვერ ამოვდე გრძნობას სადავე,
ჯერ ვერ მოვუღე ოცნებას ბოლო,
ვერ მოვუშალე იმედს სათავე.
და კვლავ იმ პირველ ელდით ვარ სავსე,
ვით ციხე - მტრებით გარემოცული...
თუმცა თვალები დაბერდნენ გზაზე
და ვერ გიხილეს ჩემთან მოსული..
|
სადა ხარ, როცა ასე მჭირდები, როცა უძილო ღამის კოცონზე ვიწვი _ ფიქრები, ვით ბრმა ჩიტები, გავარვარებულ სულს მიკორტნიან _ როცა გამდნარი ღამის ზვირთები მახრჩობენ, როცა ღმერთიც შორია... მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა, ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია!..
|
წვიმა ოცნებას გაიტაცებს ზღვისფერ ტალღებში და მერე ისევ მოგონებებს წლები გაჰყვება... დაგრჩება მხოლოდ სინანულის ცრემლი თვალებში, მაგრამ ეს ცრემლიც სინანულის მალე გაქრება. წვიმის წვეთები წალეკავენ ყველა ნაკვალევს, დაღრუბლულ მანდილს დააფენენ ღამის ოცნებას, უმანკოება გაიკეთებს ფერად სათვალეს და ეს ცხოვრება შავ-თეთრებში უხმოდ მოკვდება. უხმოდ მოკვდება ყველასაგან დავიწყებული, როგორც ფოთლები გაგიჟებულ ქართა თარეშში და მხოლოდ წვიმის სურნელებით ატირებული თავბრუს დამახვევს გაბუტული მთვარის ალერსი... იცი სხვა მიყვარს, სხვაზე ვფიქრობ, სულ სხვას ვაღმერთებ, იცი მოველი ზღაპრულ რაინდს თეთრ ბედაურზე... შენ კი ვიცი, რომ, მხოლოდ ხატთან სანთელს დამინთებ და ცრემლით მნახავ ქორწინების დღესასწაულზე... მერე კი უხმოდ წახვალ ჩემგან და ცხოვრებიდან, არ შემახსენებ არსებობას თითქმის არასდროს და იმ წარსული სიყვარულის მოგონებიდან, სულ სხვას დაუთმობ შემოდგომის წვიმის ქალბატონს...
|
ნუ გეშინია... მე შენთან მოვალ, მოგძებნი ბნელში ხელისცეცებით... მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა, როგორც ორთავეს ეს სარეცელი.
შენ ახლა ისე მჭირდები, ისე, ვით ღამეს დილა, დილას-საღამო... როგორც პოეტებს უსაზღვრო სივრცე, როგორც ვარსკვლავებს მთელი სამყარო.
მე ვიცი, თბილი ცრემლების გასწვრივ შენი სიზმრებიც როგორ შფოთავენ... ვით დაკარგული ნაწილი ნაწილს, რადგან ერთმანეთს ვეძებთ ორთავე.
ნუ გეშინია... მელოდე... მოვალ, გიპოვნი მაინც ხელისცეცებით, მჭირდები ისე, ვით ზამთარს თოვა, როგორც ორთავეს ეს სარეცელი..
|
წამწამებზე ჩამომისხდნენ ბეღურები და ითხოვდნენ ჩემს თვალებში თავშესაფარს, საღამო კი ფანჯარასთან მშვიდად თვლემდა თან, ართავდა თითის ტარით ნაცნობ ზღაპარს. ბუხრის სევდა, ქარს რატომღაც აგიჟებდა დაათრევდა თეთრ კვამლს, შლეგი,აღმა-დაღმა, მოგონებებს ცაცხვის ჩაის გემო ქონდა, უშენობით თოვლი თოვლსაც არა გავდა... ჭრელ ბალიშებს უძილობა თავზე ედგა, და მაცდური სიზმრებისგან იფარავდა, როგორ მინდა შენც რომ იყო ბეღურა და შენც ნატრობდე ჩემს თვალებში თავშესაფარს..
|
გავიქცეთ... წამო... მომეცი ხელი, აპრილს ჩავუსახლდეთ გულში,
ჩვენი სიყვარულის შემხვედვარე, ჩუმად გაკვირდება ნუშიც.
ხელი არ გამიშვა , შემისისხლხორცე და
ერთად გავუმკლავდეთ ტკივილს,
სანამ ერთმანეთი ასე გვიხარია, მხრებში გამართული ვივლი.
გვირილების ველზე წვიმად მოვვარდები,
რომ შენ გამელუმპო თქეშით,
მერე ჩაგიხუტებ, თმაში გაგებნევი,
ჩიტივით შეგიფარებ მხრებში.
სანამ ერთმანეთით დილა გვიხარია,
მაგრად მომიჭირე ხელი,
ვაითუ გამეშვა და ვაითუ დამეკარგო... ალბათ უშენობა შემშლის.....
|
მე თუ ვტირივარ,ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს, მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია, მე თუ ვიყვარებ,არა ვგავარ ბრჭყვიალა ქალებს და რაც ჩემშია,ყველაფერი მუდამ ნაღდია.
მე თუ ვმეგობრობ,ერთგულებას ელოდე,უნდა, მე თუ ვღალატობ,იმ ღალატსაც თავის ფასი აქვს, არ ვხურდავდები,არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასეანსს.
მე თუ ვუჩოქებ,ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო, მე თუ ვაღმერთებ,-სიყვარულის ღმერთია იგი, და მე თუ ვნატრობ,შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ, რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს...
|
« 1 2 ... 58 59 60 61 62 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|