♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

ჩემი სიყვარული მდინარე არ, არის
რომ გადსცურო, გახვიდე გაღმა,
ჩემი სიყვარული ზღაპარი არ არის
რომ დაასრულო ლამაზად ახლა.
ჩემი სიყვარული ჭრილობა არ არის
ნემსით და ძაფით არ გაიკერება,
კანონი არ არის ჩემი სიყვარული
ბრძანებით არ დაიწერება.
არც ვერცხლის მონეტა არ არის
გროშებად არ დახურდავდება. ..


.............................................................


ჩემი სიყვარული მდინარე არ, არის
რომ გადსცურო, გახვიდე გაღმა,
ჩემი სიყვარული ზღაპარი არ არის
რომ დაასრულო ლამაზად ახლა.
ჩემი სიყვარული ჭრილობა არ არის
ნემსით და ძაფით არ გაიკერება,
კანონი არ არის ჩემი სიყვარული
ბრძანებით არ დაიწერება.
არც ვერცხლის მონეტა არ არის
გროშებად არ დახურდავდება. ..ჩემი სიყვარული მდინარე არ, არის
რომ გადსცურო, გახვიდე გაღმა,
ჩემი სიყვარული ზღაპარი არ არის
რომ დაასრულო ლამაზად ახლა.
ჩემი სიყვარული ჭრილობა არ არის
ნემსით და ძაფით არ გაიკერება,
კანონი არ არის ჩემი სიყვარული
ბრძანებით არ დაი ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1210 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იმედდაკარგული არ მინდა გელოდო
აღარ გამომივლი ვიცი.
სევდამორეული ვითვლი ამ დღეებს,
რა ვქნა? გული მაინც გიცდის.
ფანჯრიდან გავყურებ ცარიელ ქუჩებს
და კვლავ შენი ფეხის ხმა ისმის,
ვიცი შენ არა ხარ, ვიცი მეჩვენება
ვიცი და მაინც გიცდი.
ვგრძნობ, რომ არ ჩაივლის ასე ყველაფერი,
მარტო არ დამტოვებ ვიცი.
ვიცი გვიან მოხვალ, მაგრამ მაინც მოხვალ
ვიცი და ამიტომ გიცდი..


..................................................


სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში
ის დრო იყო სიყვარული იღვიძებდა იაში.
მზე ათბობდა თეთრ ალუბლებს, ულამაზეს ლიანებს.
სიყვარული რიგდებოდა და მე დავიგვიანე
რიგში იდგნენ ყმაწვილები, უფრო მეტად ქალები,
წიგნის თაროს შეჰყურებდნენ ანთებული თვალებით...
სევდა სწვავდა თვალთა უპეს, სევდა, გაურიყავი,
სიყვარულის რიგში, ღმერთო, იქაც ბოლო ვიყავი
რომ მეთხოვა, იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგი დაეთმო,
რომელიმე ღვთისნიერ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1167 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემთვის ეს სიყვარულია!..
შენთვის კი...აბა,რა ვიცი?..
გახედე,გაზაფხულია...
მეც ჭრელა-ჭრულა ჩავიცვი...
ჩემთვის ეს სიყვარულია!..
მარტი,აპრილი,მაისი...
გულს შენსკენ მოუხარია...
სხვა ყველაფერი დაიცდის...
ჩემთვის ეს სიყვარულია!...
შენთვის კი...აბა,რა ვიცი?...
გინდა?..შენს გულში დამტოვე...
თუ არა...მაშინ გამიშვი


.......................................................


ისევ წახვედი და მიმატოვე
ისე დამშორდი არც გამაფრთხილე
ისე ვტიროდი არც შეგეცოდე
ისე ვნანობდი რომ შეგიყვარე
სულ დრო მაჩერებს
სულ სხვას მახვედრებს
თანდათან ვხვდებიდი
დროს ვერ ვაჩერებ
გული ბაგუნობს
ცრემლი მატულობს
ღმერთი თან მირჩევს
არ დაივიწყო
მაგრამ რატომღაც გულ მაცინებს
და ისევ ვხვდები
მჭირდება სითბო
ვიბრუნებ მე ჩემს
საყვარელ სიყვარულს
სავსეს და მთლიანს
როგორც თავიდან
როდესაც შევხვდი
სიყვარულს პირველად
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1189 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენს თვალებს პირველად როგორც კი შევხედე
ვიფიქრე, ლამაზი თვალები ჰქონია,
ასეთი უძირო, ლამაზი თვალები
ალბათ არავის, არასდროს ჰქონია.
გიპოვი, შეგხედავ და თვალებს ძირს დავხრი,
დიდხანს რომ გიცქირო, დამწვავენ მგონია,
სულ გულში მექნება, ასეთი თვალები
ალბათ არასდროს, არავის ჰქონია.
დღემდე ვერ მივმხვდარვარ და ვერ გამიგია,
ასეთი თვალები თუ ვინმეს ჰქონია,
მართლაც ლამაზია ეგ შენი თვალები
თუ მე მიყვარხარ და მიტო მგონია?


........................................................


ლამაზი ღამეა, არ მასვენებს შენე ფიქრები,

ერთხელაც გეტყვი, ნუ დამტოვებ, მე შენ მჭირდები,

ლამაზ სიყვარულს ნუ დამინგრევ გრძნობით აგებულს,

არ მიმატოვო, თორემ გული იგრძნობს სინანულს.

კარი გამიღე. მე შენს გულში ადგილი მინდა,

ო, რომ იცოდე, შენგან წასვლა როგორ არ მინდა,

მიყვარხარ კარგო მთელი გრძნობით, მთელი არსებით,

იმე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1284 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შენ მიყვარხარ,
მაგრამ შენ მიდიხარ!
მიდიხარ შორს
მე ვუცდი დროს!
თუ შენ გიყვარვარ
არ წახვალ შორს.
დარჩები ჩემთან
გამითბობ გულს,
მაგრამ მიდახარ
მიდიხარ შორს,
არ მიმატოვო ძალიან გთხოვ!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1139 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩემი დაკარგვა სულ არაფერს არ ნიშნავს, თითქმის.
ახლა მე ვამბობ: აცივდა და თვალებში მათოვს....
დღეს რას ვგრძნობ, ყველა შემთხვევაში, ერთგვარად ითქმის:
რაც ძვირფასია, არასოდეს ადვილად არ ვთმობ....

სულ არ მაღელვებს, როცა რიგში ჩემზე წინ დგანან.
ჯერ მე ვარ ყველგან, ვიყავი და ვიქნები კიდევ....
სხვა არაფერი მაბადია სიცოცხლის გარდა.
საკმაო ხანი დაგეძებდი, გიპოვნე ვიდრე.

არ მინდა, არ მსურს, არ ვიცხოვრებ არავის მსგავსად.
არც მეგობრობას შევთავაზებ შტერსა და რეგვენს,
ერთ ტყუილ სიტყვას არსად ვიტყვი, არაფრის ფასად....
ჩათვალოს ყველამ, რომ ბედისგან \\\"საჩუქრად\\\" ვერგე.

დღეს ჩემი ჩრდილი შენგან მარცხნივ აღარ ეცემა.
მარტო დავდივარ....ან სრულიად უაზროდ ვდგავარ!
ვინც არას ითხოვს, არაფერი არ მიეცემა
და ეს სამყარო უმისოდაც იოლას გავა.

მე გთხოვ,შენ კიდევ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყველაფერს დასთმობ,
გაგიღიმებ და.... თან უამრავ პირობას დავდებ.
მერე მე ვიტყვი: აცივდა და თვალებში მათოვს....
და უპირობოდ, პირობების დავარღვევ ვადებს.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1108 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


წვიმა ოცნებას გაიტაცებს ზღვისფერ ტალღებში
და მერე ისევ მოგონებებს წლები გაჰყვება...
დაგრჩება მხოლოდ სინანულის ცრემლი თვალებში,
მაგრამ ეს ცრემლიც სინანულის მალე გაქრება.
წვიმის წვეთები წალეკავენ ყველა ნაკვალევს,
დაღრუბლულ მანდილს დააფენენ ღამის ოცნებას,
უმანკოება გაიკეთებს ფერად სათვალეს
და ეს ცხოვრება შავ-თეთრებში უხმოდ მოკვდება.
უხმოდ მოკვდება ყველასაგან დავიწყებული,
როგორც ფოთლები გაგიჟებულ ქართა თარეშში
და მხოლოდ წვიმის სურნელებით ატირებული
თავბრუს დამახვევს გაბუტული მთვარის ალერსი...
იცი სხვა მიყვარს, სხვაზე ვფიქრობ, სულ სხვას ვაღმერთებ,
იცი მოველი ზღაპრულ რაინდს თეთრ ბედაურზე...
შენ კი ვიცი, რომ, მხოლოდ ხატთან სანთელს დამინთებ
და ცრემლით მნახავ ქორწინების დღესასწაულზე...
მერე კი უხმოდ წახვალ ჩემგან და ცხოვრებიდან,
არ შემახსენებ არსებობას თითქმის არასდროს
და იმ წარსული სიყვარულის მოგონებიდან,
სულ სხვას დაუთმობ შემოდგომის წვიმის ქალბატონს..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1164 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


,,ცა აპირებს გაწვიმებას
და მიბრუნებს დაპირებულ დაპირებას
წვიმს...
წვიმის შემდეგ რა დარჩება?..
არაფერი გადარჩება..
მწყინს..
მოვა თქეში, არა ჩქამი..
წვიმა ქარზე უფრო ჩქარი
წვიმს..
წვიმის შემდეგ საით ვივლი..
შემოლეულ წამებს ვითვლი..
მწყინს..
ზეცის ცრემლი გაწვიმდება..
ცასთან ერთად ატირდება ზღვა..
არაფერი გადარჩება..
მე წავალ და აქ დარჩება სხვა.
სულის კარებს და ნაპირებს
წვიმა ართმევს დანაპირებს..
წვიმს..
მარტოობას ვეგუები..
ჩემად აღარ მეგულები..
მწყინს..
ცა აპირებს გაწვიმებას
და მიბრუნებს დაპირებულ დაპირებას
მწყინს...
დაკარგული წლები მტკივა..
ციდან სევდისფერი წვიმა
წვიმს.."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1144 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები,
სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები,
სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია
ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია.
სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე
სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს,
სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი
სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი.
სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად
სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ
სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც
სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?!
სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი
სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის
სიყვარულია,ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა
სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა
სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები
სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1539 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გახსოვს ჩემო ერთადერთო
როგორ ამიხსენი სიყვარული
მემამიტივით რომ გიყურებდი
ჩემთვის იყო დიდი სიხარული
შენი ალერსი და მოფერება
ეხლაც მახსოვს ჩემო სანატრელო
სიყვარულით სავსე გამოხედვა
ჩემი გაბუტება
შენი თბილი ჩახუტება
შენი ღიმილი და გაცინება
იცი როგორ მენატრება
ის დღე გახსოვს რომ გამბერე
ნაყინების ნაჭამი
ის დღე იყო რომ მაჩუქე
ძვირიანი კალამი
და რომ მთხოვე
"დამიწერე ლექსი-ჩემი წამალი"
სკოლიდან რომ მოვდიოდი
თვალი როგორ ჩამიკარი
მერე ჩემსკენ მოდიოდი
გულში უნდა ჩაგეკარი
ის სკამი ხო გახსოვს ?
ჩვენი კარგი მეგობარი
როგორ ვსეირნობდით მის გარშემო
ვისვენებდით იქვე ჩამომჯდარი
რომ არ გვყოფნიდა დილა კარგო
და ვმესიჯობდით მთელი ღამე
აივნიდან კონცებს გიგზავნიდი
დაგვცინოდა ალბათ მთვარე
ჩემი იუბილე გახსოვს ?
რომ მაჩუქე სუნამო და თეთრი ვარდი
რომ ვიცეკვეთ ერთად კარგო
ეს სიმღერა დღესაც მახსოვს
ვარდის ფურცლები მათოვს...

ჩემო ტკბილო სიყვარულო
ტკბილად მახსოვს ჩვენი 1 წელი
მართალია აღარ მოხვალ
მე კი მაინც გელი
გვირილები გახსოვს ....
გვირილები შენი ნაჩუქარი
დღეს მე გიდებ გულზე კარგო
დამჭკნარია მაგრამ სანუკვარი
გთხოვ არ დაივიწყო ჩემი თავი
იცოდე რომ მოვალ
ღია გქონდეს კარი ...



... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1172 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 60 61 62 63 64 ... 254 255 »
ორშაბათი, 2025-01-13, 5:30 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025