მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
წუხილს გაუმარჯოს, მზერაში დაფარულს, ფიქრს გაუმარჯოს, ტკივილით დაღალულს, თვალებს გაუმარჯოს, უსაზღვროდ სევდიანს უსიტყვოდ, მზერით რომ ყველაფერს გეტყვიან. სიყვარულს გაუმარჯოს, ჩვენს პირველ
სიყვარულს, დარდიან გულსა და დაფარულ სიხარულს, სიყვარულს გაუმარჯოს იმ პირველ სიყვარულს. იმ ფიქრს გაუმარჯოს, ღიმილს და სიკეთეს, ჩვენს გულში მალულად ბუდეს რომ იკეთებს. ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას შორეულს, ნატვრას გაუმარჯოს, ყველასგან დაფარულს, სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს...
|
მომენატრები - ამატირებს შენი ხატება, მომენატრები - დამისველებს თვალებს ცრემლები, მომაგონდები - გამახსენდება ჩვენი გაცნობა და უფრო ძლიერ . . . უფრო ძლიერ მომენატრები.
|
ტაძრის ერთ კუთხეში დაჩოქილი მორცხვად ვემალები ცოდვებს, თვალებ დახუჭული, დამხობილი, ჩუმად ვიმეორებ ლოცვებს.
ცამდე აღმართული გუმბათიდან ფრთხილად დაეშვება სხივი, ჩამოფარფატდება ანგელოზთა ფრთებით გადაბმული მძივი.
მიმოიბნევიან მთელს ტაძარში, მიმანიშნებელნი ერთის, ყველა შესამკობზე ძვირფასია წმინდა სამკაული ღმერთის.
ხატთან ანთებული სანთლებიდან უხვად იღვენთება სითბო, ხელის გულები მაქვს მიშვერილი და თან სულის გულსაც ვითბობ.
ხატთან ანთებული სანთლებიდან ცრემლი იღვენთება თითქოს, ეს ხომ დედა არის, მარიამი, ის ხომ მუდამ ჩვენზე ფიქრობს.
წმინდა ანგელოზთა სამკაულში ჩემი ანგელოზიც ვნახე, ისე მომეფერა, ისე აუხსნელად, ყველა ჩემი ცოდვა ვძრახე.
და მე დღემდე მჯერა, რომ უფალმა ხელზე მომიჭირა ხელი, და მე ის ვიგრძენი, როგორც უტკბილესი მშვიდი სიოს ქროლვა, ნელი...
|
შენს მონატრებას ვერ გაუძლებს ამაღამ გული... მე ავტირდები და ცრემლებით მევსება სულიც, მწარე ფიქრები აწვალებენ ჩემს გრძნობას და მარტოობა თავს მახსენებს როგორც ბავშვობა... ცრემლს ვერ ვიკავებ, ისევ ვტირი და მტკივა გული, სიყვარულს თურმე არ უნდოდა ჩემში ცხოვრება, გრძნობა გამექცა, შენ განდეგილი მარტო დამტოვე, მე ამაგამაც ვგლოვობ ჩემი სულის ობლობას... ალბათ ოდესმე ისევ მოვა გრძნობა ძლიერი, დაიპყრობს ჩემს გულს და ტკივილიც სადღაც გაქრება, მაგრამ შენ,ჩვენს ძველ გრძნობებს, იმ სიყვარულს და მოგონებებს ვერავინ წაშლის, ის ჩემს გულში მარად დარჩება!....
|
შენი სიყვარულით გაბრუებული დავეხეტები გზა აბნეული, შენი სიყვარულით გაწამებული ღმერთს ვევედრები გამწარებული: უფალო ღმერთო, გთხოვ გამიმართლე ეს სიყვარული და თუ ოდესმე რამე გთხოვო აღარ მაგირსო მე სიხარული. როდის დადგება ის ნანატრი
დღე როდესაც შენ მე შეგიყვარდები, ეს უკვე ალბათ აღარ მოხდება და ეს ოცნებაც რჩება ოცნებად, ოცნება რჩება ისევ ოცნებად ნატვრა კი დარჩა აუხდენელი..
.................................................
ნატვრის თვალივით სანატრებელო, სამოთხის კაბის მატარებელო, შენ ხარ ედემის მშვენიერება, და მიწიერი ბედნიერება,
შენ ხარ ზღაპარი დაუწერელი, ზღვაზე მზის ჩასვლა აუწერელი, შენ ხარ ზაფხულის ჟუჟუნა წვიმა, და სალოცავი ხატივით წმინდა
შენ ხარ მნათობი ქვეყნიერების, დასაბამი ხარ ბედნიერების შენ ხარ სინათლე გვირაბის ბოლოს, შენ ხარ სიცოცხლის თავი და ბოლო
შენ ხარ მკურნალი დაჭრილი გულის, შენ ხარ სიმშვიდე ნატანჯი სულის.
|
მოდი, მყარად დავდგეთ მიწაზე. გახსოვს? მზეს რომ ვესტუმრეთ, კარი არ გაგვიღო, მაშინ გვეგონა, ვერ გაიგო კაკუნი კარზე. ( გვიყვარდა იმ დროს გულცივი მთვარეც...) ბოლოს კუდიანი ვარსკვლავები გამოახედა... მათ კი დაგვცინეს, სიცილისაგან ცაზე თავს ვერ იმაგრებდნენ და ქვევით ცვიოდნენ, ჩვენ კი, ბედნიერებისგან გაბრუებულებმა, სურვილები ჩავიფიქრეთ...
მოდი, ნუღა გადავცურავთ ოკეანეს, ლურჯი წყლის სულის ძიებაში... გახსოვს როგორ შეშურდათ ჩვენი სიყვარული ზღვის ფერიებს და აზვირთებული ტალღები გამოგვიგზავნეს, ჩვენ კი, უსასრულობით მთვრალებს გვეგონა, ერთმანეთის კოცნა გვახრჩობდა....
მოდი, ნუღა დავიძინებთ ღრუბლებზე, გახსოვს? ჩვენი სიზმრები ისე მოუნდათ პატარა ფთილებს, რომ ელვას შეეკრნენ, ჩვენ კი, ერთმანეთში ჩაკარგულებს გვეგონა, ჩვენს სიყვარულს ზეიმობდაზეცა...
მოდი, მყარად დავდგეთ მიწაზე, ვუყუროთ მხოლოდ ჩვენს საკუთარ ნაფეხურებს და ნურასოდეს ჩავხედავთ ერთმანეთს თვალებში... ნუღარ მივუძღვნით ერთმანეთს სურვილებს, ეს სარკეც ბებერ მეძველმანეს გავატანოთ, მაინც ვეღარ აირეკლავს ჩვენს ცხოვრებას, სარკეში შენახული ჩვენი გულები გაათბობენ ბებერი მეძველმანის ზამთრის ღამეებს. დაესიზმრება კარგა ხნის წინ გადაგდებული თავისი სარკე და აღარ იშფოთებს ძილში...
ნუ გეშინია, ჩვენ ვერც კი ვიგრძნობთ, როდის გაგვეყინება სული, უბრალოდ,ვიდგებით მყარად მიწაზე, აღარავის შე
...
Read More
|
ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე და რომ მეტყოდე რამეს... ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე შევცვლიდი თვით ამ ღამეს. ავაწიოკებდი... ავაწიოკებდი... მხიარულებით ქალაქს... შენი შემხედვარე შენი ხმის გამგონე ჭკუას დავკარგავდი ალბათ. ეხლა რომ მოხვიდე? ეხლა რომ დარეკო? ეხლა რომ შემეხო, წამით... ალბათ ჩავიდენდი ათას სისულელეს თუკი შენ გარგებდი ამით... ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე და რომ მეტყოდე რამეს ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე ავაწიოკებდი ღამეს...
|
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება.
მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.
მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკი ჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.
მე მახალისებს შენი დანახვა, - შენ იასამნის აგდის სურნელი, მაშინაც, როცა ჩემთან არა ხარ, ხარ სანატრელი და სასურველი.
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
|
წლებმა საათებად ჩაიარა წლები საათივით მდევდა, დრომ რა უცაბედად გაიარა გრძნობის ყველა წამი დედა.. რამდენ ბოროტებად ჩამეკირა გულში კლდედქცეული სევდა მთელი დღეები და ღამეები მუდამ მეყვარები დედა! შენთან მოვედი და შემიფარე, აღარ დაგშორდები მეტად, ოქრო მუჭა–მუჭა დავარიგე შენთვის აღარ დამრჩა დედა.. ყველა მეგობარი დამეფანტა ქარიც აღარ ჩადგა ბედად, სადღა მოვიძიო ფიქრის მოზიარე ვისღა მივაკითხო დედა? კვიცი, ვინც კი დედას გადაუხტა იქცა ფრთამოტეხილ გედად ან მარადისობა, რომ არსებობს რატომ არ მითხარი დედა! ფიქრთა ღრუბელია მარტოობა ფიქრმა დამიბნელა მზე და რატომ არ მასწავლე სიძულვილი მღუპავს სიყვარული დედა!
|
გელოდები...რა გაუძლებს ამ უღმერთო ლოდინს... გელოდები მხოლოდ ერთს... მხოლოდ ერთხელ მოდი... განა გული მინდა გთხოვო... სიყვარული გთხოვო?! მხოლოდ ერთხელ დამენახე.. თვალს შეგავლებ მხოლოდ... მერე წადი ისე წადი რომ არ გაიხსენო შენ ვინ იყავ?! მე ვინ ვიყავ?! ან ვინ დავრჩით ბოლოს.. წადი... თვალზე ცრემლს შევიშრობ... დაგილოცავ გზა კვალს... და არავის არ ვუამბობ ამ შეწყვეტილ ზღაპარს..
|
« 1 2 ... 62 63 64 65 66 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|