♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


ღამე, მთვარე შორეული,
შენსკენ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...

მოვალ, როგორც დილის ნამი,
ავმღერდები როგორც თარი,
მოვალ, როგორც წვიმის დარი,
მოვალ, როგორც ნიავ-ქარი.

გაზაფხულზე მოვალ ველად
მარტში იად და ენძელად,
ატმის ყვავილის სურნელით,
თუნდაც ავყვავდები ტყემლად.

ხიბლს შევმატებ არემარეს
ბროწეულის ყვავილებად,
წვიმის შემდეგ ავენთები,
მანათობელ ცისარტყელად.

მოვფრინდები, თუნდაც მერცხლად,
გავწვიმდები ისევ სევდად,
აზვირთებულ, ცისფერ ტალღებს
გამოვყვები თოლიებად.

ზამთრით, მოვალ თეთრ ფანტელად,
შენთან მოვალ ისევ ფიფქად,
დაგეცემი ხელის გულზე
და ვიქცევი მე შენს ფიქრად.

როგორც ფიქრი შორეული,
მოვალ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეულ
ი, 
შენზე ფიქრით არეული...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1304 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია,
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი,
მომკალით!ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე აღმართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?
თქვენ გაიხსენეთ,ო,გაიხსენეთ, ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1188 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



პატარა იყავ და ამიტომაც
თუ ვერ გამჩნევდი-მეპატიება.
რას ვიფიქრებდი,არ დამინდობდა
შენი ქალური შურისძიება.
და თუ გიყვარდი,როდია ჭორი
ან ქარაგმულად თქმული იგავი.
მიუწვდომელი და შორზე შორი
შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი.
და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა,
როცა სიმწიფის ფერი გაჩუქეს,
შენ დაგინახა სულყველამ ერთად:
თვალებმა,გულმა და სიჭაბუკემ.
დაშეიცვალა ჩვენი როლები
შენა გამირბოდი...მე გდევდი ბოლოს,
შენ წითლდებოდი და ათრთოლებით
უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ...
ერთხელაც გზაზე აღარ გაგიშვი,
ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით,
ამხელა ბიჭი,მაგ შენს თვალებში
რა პატარა და უმწეო ვჩანდი!
მას შემდეგ მუდადმ გხვდებოდი მცინარს,
თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან.
გავიწყდებოდა სალამი ხშირად
და ძველებურად აღარ გრცხვენოდა.
ბოლოს გავიგე როგორ დაგკარგე,
დაგკარგე...დამრჩი ნატვრა მარადი,
თვალებში როცა ჩაგხედე,კარგო,
შენს თვალში მაშინბ დავპატარავდი.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1115 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აღარ მაძიენაბდა მზერა ალმაცერ,
ხალიანი ტუჩი, მკლავი ანაცერი...
მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი
ტალღებს მოაპობდა ტანი კალმახური,
წღვაში ჩავკიდებდი თვალებს ანკესივით
და შინ ვბრუნდებოდი როგორც გალახული...
თითქოს შენს სხეულში მზეა მომწყვდეული
ანდა კანში სკდება მწიფე ბროწეული...
ზღვა ღელავდა,თრთოდა,ტალღებს შლიდა მწვანედ,
გახველ ნაპირზე და ღელვაც გაიტანე...
განა ბევრი მინდა?ჰიო,დავიქანცე...
ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე...
მოვიდოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე
თითებს დავაწყობდი როგორც სალამურზე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1137 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ დავბრუნდები... მე არასდროს არ დავბრუნდები...
მივდივარ... ესეც წაბლისფერი თმების ბრალია,
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები,
ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან...
არ დავბრუნდები.. დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც,
გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის
შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში
და არ იქნება შენს საყვარელ ცისფერ სამოსში.
უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს
ცისფერ ყინვაში გამაქანებს ქარი გოდებით,
ომში ხომ მხოლოდ სიყვარულით, უგონოდ კლავენ
და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები...
მივდივარ..მტკივა..მაინც წავალ..არ დავბრუნდები
რადგან ყოველი წაბლისფერი თმების ბრალია
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები..
ვიცი, ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან..





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1215 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე დავიბადე შეყვარებული,
ეს სიყვარული მუდამ თან დამაქვს,
ყოველი ფიქრი დამძიმებული,
ყოველი დარდი მისით გადამაქვს.

თუ მონატრება გაზაფხულია,
მაშ, მეც გაზაფხულს მოვეფერები,
ხასხასა მწვანე ფოთლებს - გულღიას,
ნარნარა სიოდ მოვეჩვენები.

სიტყვათა მარაგს ჯერაც არ ვკარგავ,
და ლექსიც ისევ სწრაფად იწყობა,
მაგრამ, თითქოსდა, მას აღარ ახლავს,
რაღაც ჩვეული მუზა, თუ გრძნობა.

ნატიფ ოცნებას ძალუმად ვუხმობ,
ვახმარ უწინდელ სურვილს და ძალას,
თუმცა ბავშვურად, ჩვეულად მიმნდობ,
მიამიტ ნატვრას რატომღაც ვკრძალავ.

და მაინც ვიცი, რომ ჩემი გული
ამას ვერაფრით ვერსად დამალავს,
რომ დავიბადე შეყვარებული
და სიყვარული მუდამ თან დამაქვს.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1147 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იცი რა ხდება? ცხოვრება ნათდება
რაც დღეს არ ხდება ,ხვალიდან ახდება
ჩემს გვერდით მჯდომარეს თვალებში ჩაგხედავ
და გეტყვი მიყვარხარ აი რა ხდება
უშენოდ ცხოვრება უფერო გახდება
შენ ჩემთან იქნები და ეს ახდება

შენ მეტყვი მომავლად არ ვიცი რა ხდება
ეს შენი ოცება არასდროს ახდება
მე შენი სიტყვების საერთოდ არ მჯერა
დამტოვებ მე მარტო ამ ბნელ ადგილას
არ ვიცი რა ხდება ცხოვრება მთავრდება
სამყარო ჩაქრება და ბნელი დარჩება
შენი თვალები კვლავ მელანდება

ჩემს საფლავზე კი ვარდი გახმება
მაგრამ ეს სიტყვები არასდროს გაქრება
მუდამ გახსოვდეს უზომოდ მიყვარდი
მთელი ცხოვრება ეს გრძნობა თან მსდევდა!!!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1100 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ რა ვუყოთ თითებს?
იმ ხელს, რომელიც თრთის და
მოფერებასაც ითმენს....

არ მიყვარხარო, არა,
მაგრამ მაგ თვალთა კრთომა?
პატარა ბავშვიც ჰპოვებს
იმათში სითბოს თოვას...

ძვირფასო, რად ხარ მკრთალი?..
ძვირფასო, ხომ არ გცივა?...
ხომ არ შეგემთხვა ავი
და გული ხომ არ გტკივა...

გულში დამალავ გრძნობას,
ჩააქრობ ტრფობის ალებს,
მაგრამ რას უზამ თითებს?..
თვალებს....რას უზამ თვალებს?....




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1123 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები...
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.
ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა,
სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური,
აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს,
აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.
უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი,
თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა,
ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი...
ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა.
მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით???






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1070 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი,
იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი.
აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი..
კი არ ვტირი, ისე... ჩემებურად ვმღერი.
ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები..
იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები..
აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ,
არ გეძახი, ისე... ჩემებურად გნატრობ..
ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს
და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს..
ხანაც ვეგუები, ხან კი ვებრძვი იღბალს..
სხვანაირად არა, ჩემებურად მიყვარს..

მე განა გონებით ვარ შენზე ძლიერი,-
ოცნებით გისწრებ!...
შენ გწამს და გეძახის მხოლოდ მიწიერი,
მე- ლუჯი სივრცეც!...
შენ დღეს ცხოვრების ფეხის ხმა მოგესმის ,
მე- ხვალის ექოც!...
ტრიალი, ტრიალი ცხოვრების მორევში
გულს როდი ეყო...
როდესაც აბიჯებ, მეძახი, მოგყვები...
თან ცისკენ გიწვევ...
ოცნების გარეშე, იცოდე, მოკვდები,
გიყვარდეს სივრცე!!!

მე მაპატიე...
ვერ დავემგვანე იმ ქალს ,
რომელსაც ღამ-ღამობით
ფიქრით ხატავდი...
მე მაპატიე...
ვერ ვიქეცი სურვილის მონად,
ვეღარ გითხარი, რომ
ტკივილი მქონდა სხვაგვარი,
სხვა სიყვარული.., მონატრება,
სხვაგვარი თრთოლვა...
ვეღარ გითხარი...
დრო არ იყო ამის სათქმელი,
რადგანაც სულში სევდამ მოთოვა...
ბოლოს კი მაინც,
უხმაუროს ისე წავედი,
შემოდგომის პირს
როგორც იცის ხოლმე ფოთოლმა...

გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო , განშო ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1309 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 63 64 65 66 67 ... 254 255 »
ორშაბათი, 2025-01-13, 10:57 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025