♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

მუზასთან ჭიდილში,
რითმებთან ბრძოლაში,
გიხდება შიმშილი,
დრო გადის გლოვაში...

მაინც არ იღლები,
მაინც არ ნებდები,
იშლება კვირტები,
თანდათან ბერდები...

და მაინც ლოდინი,
ფიქრობ რომ კვლავ მოვა,
მუზის მოლოდინი,
რაღაცა გამოვა...

ხანდახან შეცდები,
ლექსი არ გამოვა,
შენ ბევრს კი ეცდები,
მუზა კი არ მოვა...

თუმცა კი პოეტის,
ხვედრია ასეთი,
ქილიკი მოგელის
და ბოლოს ფასდები...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1235 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როდესაც გიყურებ ანთებულ თვალებში,
ვგრძნობ როგორ ყუჩდება წარსულის ტკივილი...
მოღელავს, მოანგრევს ჩაკირულ ჯებირებს
სულის სიმღერა!!!
თუ სულის კივილი!!!!...
ყოველდღე ვერ გხედავ, ხანდახან შემხვდები...
ჩამივლი მიტოვებ შეხვედრის მოლოდინს!....
სიზმრად გეფერები!!!!
ცხადში?_ვერც გეხები!!!!
სათქმელიც უთქმელი დამრჩება ბოლომდე!....
ჩვენ ჩვენი გვედგმება ცხოვრების უღელი,
ცალ-ცალკე მოგვიწევს იმ ხნულის გატანაც....
გაუსაძლისია შენს ახლოს ყოფნა და
ამ ”მარტოხეობის” უშენოდ ატანა!!!!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1158 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე რომ ვიყო გაზაფხულის დილა
და უბეში მთის ნიავი მეჯდეს,
მოვიდოდი სუყველასთან ფრთხილად
და იმ ნიავს მოგისვამდით გვერდზე.
მე რომ ვიყო შემოდგომის ქარი
აქეთ-იქით რომ ატოკებს ხეებს,
ვიქნებოდი, ვიქნებოდი წყნარი,
რომ მეფიქრა სიყვარულით თქვენზე.
მე რომ ვიყო შავ სიკვდილის ცელი
სუყველას რომ განურჩევლად სცელავს,
გავლღვებოდი, რომ არ ვიყო მჭრელი,
ჩაგივლიდით, ჩაგივლიდით ყველას.
და იცოდეთ, შევასრულებ ნატვრას,
მე გავხდები გაზაფხულის დილა.


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1146 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თუ ვერ იპოვე ცხოვრების მიზანი - აზრი,
თავის მოკვლა ნამდვილად არ ღირს,
თუ გაგცვალა შეყვარებულმა ფულიან ბიჭზე,
იმას არ ნიშნავს, რომ მშრალზე იჯდე,
თუ გიყურებს ალმაცერად ძველი ძმაკაცი,
შესატენი ვისი რა გჭირს ცოტა გამკაცრდი!
თუ ფინანსებში ჭაკად გაქვს საქმე და ითრგუნები,
შენს ადგილზე თავს პულის მონად არ ვიგულებდი.
თუ უიღბლობას ღმერთს აბრალებ საქმეს არ შველის,
თავს ნუ მიიჩნევ მათხოვრად, შენ ეს არ გშვენის!
თუ დაიძაბე უსაშველოდ და აკანკალდი
ლოზუნგს "გაიღიმე" საწოლ ოთახში გავაკრავდი,
თუ პრობლემები გიტევენ და ტვინს გიჭყლიტავენ
ხელები მოძებნიან, თოკს გაჩითავენ,
თავის გასაყრელს რომ გააკეთებ და სკამს ფეხსა კრავ,
დაცემის მერე გაგახსენდება - კვანძებს ვერა კრავ,
მერე იფიქრებ: რა მეჩქარება სჯობს ნელა მოვკვდე,
ცხოვრება ხომ ისედაც პატარაა და ძლიერ მოკლე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1163 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დავწვები და მისი სახე მელანდება, ნუთუ მიყვარს??
ჩუმად, ყურში უცნობი ხმა ჩამჩურჩულებს - გიყვარს, გიყვარს,
მაგრამ ამ გულს სიყვარული რომ არასდროს განუცდია?!
არ მინდა, რომ ჩემი თავი დავარწმუნო, ნუთუ მიყვარს??
ღამით, ფიქრით ძილგატეხილს, მე ჩემს თავზე მეცინება,
მომასვენე ფიქრის ხროვავ, მომასვენე!
მოდი ჩემთან, ჩამეხუტე სიმარტოვევ!
ჩუმად, გულში ვამბობ, ვფიქრობ - ნუთუ მიყვარს??
ჩუმად, ყურში უცნობი ხმა ჩამჩურჩულებს - გიყვარს, გიყვარს!!


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1223 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი,
ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს.
შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი,
ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი.
მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი,
მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან.
რატომ შემპირდი,რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე
და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე.
შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს
და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან.
მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს,
რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1217 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რომ არ დავკარგე ჩემი სულის თავისუფლება
და არ ჩამიქრა სამუდამოდ აზრის სანთელი.
ახლა მშვიდობით, არ იფიქრო, შენზე ვბრაზდები,
რადგან აღარ მემუქრება გრძნობის მონობა!

გემშვოდობაბი, სიყვარულო, ჩემი ბატონი შენ აღარა ხარ,
რაგდან ცდილობ ცრემლი მადინო!
მე გადავწყვიტე, სენეკა და ბრძენი პლატონი
რომ შევისწავლო, გულმოდგინედ ვიმეცადინო.

ბრძოლა წავაგე, ამის ამის თქმის გაქვს შენ დღეს უფლება!
მაგრამ წაგებას ის ერთი აქვს მხარე ნათელი,
რომ არ დავკარგე ჩემი სულის თავისუფლება
და არ ჩამიქრა სამუდამოდ აზრის სანთელი.

ახლა მშვიდობით, არ იფიქრო, შენზე ვბრაზდები,
რადგან აღარ მემუქრება გრძნობის მონობა!
წადი და ისევ დააბრმავე ახალგაზრდები,
რომ მათი გულის მოახერხო ქალბატონობა

და ღმერთი იყოს ამ ამბავში შენი შემნდობი!
მე კი რაც ტკივილს მომაყენებს, ვეღარ ვენდობი








კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1137 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აქ ყველაფერი მღერიან შენზე
აქ სეირნობენ ჯორები ჩვენზე,
საოცარია ოცნება შენზე
ტვირთივით მადევს ფიქრები მხრებზე.

აქ ჯადოქარი, დაფრინავს ცოცხით
რომ ოცნებები გახადოს მორცხვი
აქ სიყვარული არ არის ცოდვა
და არც ძილის წინ პატარა ლოცვა.

აქ მინდა ერთად ვიცეკვოტ ვალსი
რადგან მე კიდევ მომეცეს შანსი,
აქ ბევრი დადის ლამაზი ქალი
მაგარმ მე მაინც შენზე მაქვს თვალი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1316 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჰოი, ცდუნებავ ადამიანის,
სულო აუვსებ-გაუმაძღარო
გეცოტავება დილა მზიანი
და შენთვის მგინდა მთელი სამყარო..
უფალი შვილებს
ავსებს ძვირფას დღეთა კრებულით,
-"ვაჰ, ნუთუ მეტი არ გვეკუთვნოდა?"
ვკითხულობთ ძალზე გაკვირვებულნი.
უფალს ვთხოვთ სიტკბოს, მადლის ბოძებას,
ვატყუებთ, ვხიბლავთ, ვეკურკურებით,
თავები მოგვაქვს ამგელოზებად
და შურისაგან გვეწვის გულები.
დავლა-სიმდიდრის მოვითხოვთ სუნთქვას
მეზობლისაგან მსაზღვრელ ღობემდე,
სამაგიერო საჩუქარს ვუთქვამთ
...და თითო ცოდვას ვუძღვნით ყოველდღე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


შენ მახინჯი ხარ, ისე მახინჯი
ვით გაზაფხულის თეთრი ენძელა,
ჰაეროვნება რაა არ იცი
და მძიმედ დახვალ როგორც პეპელა..
შენს თმებს სურნელი აქვს ისე ცუდი
ვით იასამანს, ვარდს და ყაყაჩოს,
ისეთ მქრქალს აბნევ შუქს ღაწვთა ზღუდით,
რომ ლამის მზესაც შური დაახრჩობს..
ალვის სიგონჯით ტანი ირთვება,
სახე გაქვს უშნო, მერის რომ ჰკონდა,
გაიღიმები და არ გიხდება
ღიმილი ისე როგორც ჯოკონდას..
მზერა მზესავით არის საზარი,
ამოვარდნილი სხივთა ხროვებად,
შენს სიმახინჯეს არ აქვს საზღვარი,
ვით სილამაზეს უსაზღვროება..
ეგ სიმახინჯე თვალში ცეცხლს მიქრობს,
მოიწევს გულის დასამონებლად,
დაგინახავ და სურვილი მიპყრობს,
გიმზერი თვალის მოუშორებლად..
ფერი თვალების განამკრთალი გაქვს,
უფერული ვით ფერი ამა ცის,
მშვენიერივით საზიზღარი ხარ
და მახინჯი ხარ როგორც ლამაზი..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1426 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 65 66 67 68 69 ... 254 255 »
ორშაბათი, 2025-01-13, 2:42 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025