მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
დღემდე მაგიჟებდა ფიქრი არაფერზე... ღამით მაღვიძებდა, მთვარე მგლოვიარე... იწვა უშენობა შიშველ ქარაფერზე, ღამეს უმღეროდა შავი როიალი...
მესმის, უშენობამ დარდი წამიშალა თავი მომაბეზრა ქარის ბორიალმა ისევ მერამდენედ მომდევს ქარიშხალი ისევ მესიზმრება, შავი როიალი...
მკლავდა... უშენობა, ისევ გამეტებით ღამეს მიღვიძებდა, მთვარე მომტირალი... ლოდინს უსაშველოს ვაღმერთებდი ახლა, მენატრება შავი როიალი
ისე მეშინია... ღამეს ვეფარები.... ვიცი, გამაღვიძებს მთვარე, მგლოვიარე... ისევ აჩრდილივით შემომეპარები შენს თავს გამახსენებს, შავი როიალი...
|
ყოველდღე, შენსკენ მომეჩქარება... და უშენობას, დღემდე განვიცდი... მე ვიცი, ეჭვიც არ მეპარება... მაინც გიპოვი, მაინც დამიცდი...
მე დღესაც, შენი ფიქრი მიმონებს... სიზმარში ღამე კარტებს გამიშლის... მე ყოველ დილას, შენთვის ვიგონებ... გული თავისას მაინც არ იშლის...
მე ახლაც, შენი კოცნა მაგიჟებს და უშენობით ხედავ? ვბერდები... მე ყოველ დილას, ვითვლი ნაბიჯებს... და ყოველ ღამე შენთან ვჩერდები...
როგორც, დაღლილი ღამე თენდები... და უშენობა თოვლივით მათოვს... შენ იცი, ასე არ დავნებდები... ისევ ლოდინი მომიწევს მარტოს...
მაინც გიპოვი, მაინც დამიცდი... მე შენში, ეჭვიც არ მეპარება... შენ უჩემობას, ახლაც განიცდი... და ამიტომაც, მომეჩქარება...
|
ჩვენი გულები გრძნობით ფეთქავენ და სიყვარულის ზღაპრებს ჰყვებიან, მარტო დარჩენის ნუ გეშინია, დაგიბრუნდები ჩემო ფერია... აბა უშენოდ როგორ ვიცოცხლებ?! მე სიცოცხლეზე მეტად მჭირდები, მხოლოდ ერთსა გთხოვ, მუხლმოდრეკილი, როცა მე წავალ, ნუ ატირდები... შენი ცრემლები დარდად გამყვება, მწარე წარსულად დამრჩება გულში, მე ხომ ისედაც დატანჯული ვარ, რომ დაარდი ვნახო შენს სიყვარულში... ჩვენ მომავალი კვლავ შეგვახვედრებს, ჩვენ ხომ ერთმვნეთს ასე ვჭირდებით?! განშორება ხომ შეხვედრას უხმობს და შეხვედრამდე ნუ ატირდები...
|
რა ჯობია იმ უდიდეს გრძნობას... როცა ყურში ჩასჩურჩულებ მოყვასს ''მოდი ახლოს ჩაგეხუტო კარგო'' შენს გულზე მსურს სიყვარული ვქარგო,
მინდა სული დაგანახო მთელი, იცოდე რომ შენს ტკბილ კოცნას ველი ვერ ავიტან უშენობას ვერა, რომ გიყვარვარ მე დღეს ამის მჯერა,
ეს სხეული აკანკალდა შენით, შენზე ვფიქრობ დიდი აღმაფრენით, რომ მეხება ეგ ტუჩები ტკბილი გულში ჩადის რაღაც ძალზედ თბილი,
როცა სული სიყვარულით მთვრალია, ეს ალერსი უკვდავების წყალია, არავინ თქვას რომ ამ გრძნობას ასცდება. რკინის გულიც მასთან სწრაფად მარცხდება....
|
ბევრი მეგობარი.... ბევრი ამხანაგი... თითქოს ეს იყოს კენჭების მარაგი წინ ყველა გიცინის და სულ გეფერება, მალე გაქრებიან როგორც მოჩვენება,
ძმობას შემოგფიცებს და გულს აგიჩუყებს, თუ რამე დაგჭირდა, მაშინვე იყუჩებს, გეტყვის მიყვარხარო ''გვერდში დაგიდგები'' მაგრამ ისე წავა ვერსად ვერ მიწვდები
სუფრას დაგიმშვენებს სახლსაც აგიშენებს მაგრამ სიბნელისკენ გზას თვითონ გიჩვენებს, ვისაც არ ენდობი ის უფრო დაგაფასებს, შენთან ახლოს მყოფი კი სასტიკად დაგამარცხებს,
ამდენი ტყუილებით ცინიზმით დაღლილი, კარგი რომ იპოვო არ არის ადვილი, ბევრი მეგობარი..... ბევრი ამხანაგი.... მართლაც რომ ყოფილა კენჭების მარაგი...
|
ნისლად ჩამონაწური ვაზებს დასდის ნაჟური ნაჟურალი ნაზვრალი ყინვახელით დამზრალი ნაყინულებ სასახლეს ანამზევებს, ანათებს სხივი ნათლად ქცეული ციდან გამოქცეული ლექსებშუა ჩამდნარი ასფურცელა რვეული..
|
ცხოვრება-შანსია, არ გაუშვა იგი! ცხოვრება-სილამაზეა, აღიქვი იგი! ცხოვრება-ოცნებაა, განახორციელე იგი! ცხოვრება-მოვალეობაა, აღასრულე იგი! ცხოვრება-თამაშია, ითამაშე! ცხოვრება-სიყვარულია, შეიყვარე! ცხოვრება-ტრაგედიაა, გაუძელი მას! ცხოვრება-თავგადასავალია, გამოსცადე იგი! ცხოვრება-ცხოვრებაა, იხსენი იგი! ცხოვრება- ღირს!ნუ გაანადგურებ შენს ცხოვრებას..
|
დღეს ვარ მოწყენილი ცოტა ამრეზილი, ცოტა დაბოღმილი შენი მონატრებით... მაინც მაგონდები, მაინც მენატრები, მაინც შენ გეძახი ხელებგამოწვდილი...
დღეს ვარ მოგონება მწარე სინამდვილის, სიმწრით გაპოხილი შენი სინანულის... მაინც გეფერები, მაინც გელოდები, მაინც შენ გიყურებს მზერა გამოცდილი...
დღეს ვარ აგონია გულის ნაპრალების, გულში გახლართული შენი ნაბიჯების... მაინც მელანდები, მაინც მესიზმრები, მაინც შენთვის მინდა ლექსი გამართული...
დღეს ვარ აღერღილი ცოტა არეული, ცოტა შენისლული შენი მონატრებით... მაინც მაგონდები, მაინც მენატრები, მაინც შენ გიმღერის გული შენიღბული...
დღეს ვარ მოწყენილი ცოტა დარდიანი, ცოტა სევდიანი შენი დავიწყებით... ვიცი გამიღიმებ, ვიცი დამაბრუნებს, შენი სიყვარული მე თავდავიწყებით...
|
რაა სიცოცხლე? პასუხს ვერ ვისმენ... გავა წლები და თურმე, არა ხარ... ჩვენივე ხელით მოვკალით ქრისტე... ჩვენვე ვარჩიეთ უფალს ბარაბა...
რაა სიცოცხლე? მითხარით ვინმემ... ედემია თუ სევდა, ნუგეში... ჩვენივე ხელით ჯვარს ვაცვით ქრისტე... ჩვენივე ნებით ვბორგავთ წუმპეში...
რაა სიცოცხლე? დღეებს თუ მისდევ... და მაინც, სადღაც თითქოს ჩერდები... ჩვენივე ხელით ვაწამეთ ქრისტე.... და ახლა ისევ, მას ვევედრებით...
რაა სიცოცხლე? თუ არ ფრენ მზისკენ... სიყვარულისკენ თუ არ სწორდები... ჩვენმა ცოდვებმა დაღალა ქრისტე... და ახლა თითქოს უფალს ვშორდებით...
რაა სიცოცხლე? პასუხს ვერ ვისმენ... ბრძოლობ და იბრძვი სხვების მხარდამხარ... მთელი ცხოვრება ატყუე ქრისტე... და ბოლოს ხვდები, თურმე, არა ხარ...
|
სიკვდილი?ხშირად მინდება სიცოცხლე?არ ვიცი ხანდახან სულ ცოტა ალერსი მჭირდება.რომ არ შევიშალო თანდათან ხანდახან ხარხარი მინდება ყვირილი მინდება ხანდახან, ხანდახან გულიც კი მისკდება,ლამის შევიშალო თანდათან ხანდახან სიშორე მაგიჟებს ჭკუაზე ვიშლები თანდათან ხანდახან არავინ მჭირდება მარტოობა მშლის თანდათან.მადლობა უფალს,რომ არსებობ ცოდვები შემინდე ხანდახან მე შენი სიცოცხლე მჭირდება რომ არ შევიშალო თანდათან..
.................................................
|
« 1 2 ... 67 68 69 70 71 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|