♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


შემოდგომა მეგონე და
გაზაფხული ყოფილხარ.
მე წასული მეგონე და
თურმე ახლა მოდიხარ.

მოდი, მოდი, გამოჰყევი
იით ბარდნი შარა-გზას,
ჩემო დიდო სიყვარულო,
იმედო და ქარაგმავ.

მე წარსული მეგონე და ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1396 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სადაც ყველა სახე მხოლოდ ნიღაბია,
სადაც ამაზრზენი არის ფორიაქი,
სადაც გულწრფელობა უფრო იაფია,
ვიდრე ერთი ჭიქა ყალბი კონიაკი.

სადაც გროვდებიან ჭკუისკოლოფები,
ყველას სხვისი ცუდი სადაც უხარია,
სადაც არწივებად სხედან ოფოფები,
სადაც სხვისი კარგით ყველა მწუხარეა.

სადაც დღე და ღამე ქუჩის ხმაურია,
სადაც მანქანები ქრიან დაფეთებით,
ქარმა ფოთლებივით აურ-დაურია
ცოდვით დაცვენილი სულის ნაფლეთები.


.....................................................

,,არ შეიძლება რომ არ მოვიდეს,
ის ვის მოსვლასაც გულით ელიან.
არ შეიძლება რომ არ გადმოსკდეს,
ზღვა სიყვარული ცად რომ მღერიან.
არ შეიძლება იყო ამ ქვეყნად
და მარტოობა არა გტკიოდეს,
გზააბნეულს და ტყეში დაკარგულს
წყაროთა წყარო არა გწყუროდეს.
თუ ერთადერთის მავედრებელი
გულ გატეხილი არ დაეცემი,
მისთვის სათნო და მისთვის კეთილი,
ბოლო სინანულს არ მიეცემი!"

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1215 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა...ვერ გაიგებ რა...
ყრიდა ქარი ფოთლებს ხიდან,
აღარ ჩანდა გზა,
მღლიდა-ალბათ შენზე ფიქრი,
რა დამღლიდა სხვა.
მინდა,ისევ ოცნებების
გადავცურო ზღვა,
იქ, ნაპირზე მელოდება
შენ კი არა... სხვა
მინდა,მინდა რაღაც გითხრა,
ვერ გავბედე თქმა,
როგორ მინდა სანატრელი
კვლავ მესმოდეს ხმა!..
წვიმდა სადღაც,
მერე ცრემლი მოიწმინდა ცამ...
მწყინდა რაღაც,
შენგან მწყინდა ...
მეც ვერ მივხვდი რა..






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1246 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


იმ დღიდან, ამ დღემდე...
დიდი დრო გასულა...
ვხვდები, რომ მომპარეს ფიქრი და იმედი...
ვინატრე აწმყო, რომ მექცია წარსულად...
და ბოლო წერტილი, შევცვალე მძიმეთი...

იმ დღიდან, ვინ მოსთვლის...
რამდენჯერ მეტირა...
ვინ მოსთვლის, შენამდე ვისთან არ მივედი...
მინდოდა, უშენოდ დარჩენა მეყვირა...
ძახილის ნიშანიც, შევცვალე მძიმეთი...

იმ დღიდან,
მოვყვები შენამდე ბილიკებს...
და ხალხი ვატყუე, რამდენი, მილეთი...
თუ არა წარსული,
სხვა მე, ვინ მიმიღებს...
და კითხვის ნიშანიც, შევცვალე მძიმეთი...

არადა, იმ დღიდან
დიდი დრო გასულა...
წარსული მაფიქრებს, მპატიობს მცირედით...
წლები რომ მექცია, ისევე წარსულად...
აწმყოსთან ხელახლა უშენოდ მივედი...

იმ დღიდან, ამ დღემდე,
უაზროდ გელოდე...
წვიმს მაგრამ უშენოდ, მე მაინც ვერ ვტირი...
უზომოდ მიყვარხარ და მინდა მჯეროდეს...
ადრეა მომავალს დავუსვა წერტილი...

იმ დღიდან, ამ დღემდე...
მკლავს უშენობა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1125 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა მზე ავხორც ვნებას მოიკლავს
და გაქრებიან ირგვლივ ჩრდილები,
როცა ჭენებით დაიღლებიან
სიცხით დამთვრალი სერაფიმები.
დაბზარავს, როცა სიცხე ნიადაგს,
დაბერავს ხვატით სნეული სიო,
მზე ჩამოიხსნის ცეცხლის იარაღს,
რომ მხურვალებამ არ გადარიოს.
როცა ძილისფრად დაიბინდება,
დაკარგავს, როცა სიყვითლე მიზანს
სივრცე ლანდებში გაირინდება
თავს, რომ დააღწევს ძუძუებს მზისას.
აიმვრევიან ფიქრები მაშინ
ხურუში სიცხე, როცა დაცხრება
და რიტორიკულ მუდმივ კითხვაში,
რაშიც ცინიზმი ისევ არ ცხრება
პასუხი ერთია -- ღირს სიცოცხლე, რადგანაც ის მშვენიერია!...


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1311 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


კი არ დავბერდი, არაამედ
ცხოვრებისაგან წყალწაღებული
მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!
დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!
ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში - სიყვარულს.
და თუ ხანდახან ფშატის ხესავით
ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, -
გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი
ვერ შეველევი.
დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ გხიბლავს ვნებათა სიცხე და სიცხადე
სურვილის გამხელა და გათამამება
გინდა რომ უტკბილეს ტკივილებს იტანდე
და მერე უსაზღვროდ გაგრძელდეს წამება
.
სასტიკად დასცინი ზეციურ ზმანებებს
გიზიდავს გრძნობების ხეთქება მიწაზე
შენ მხოლოდ თვალების მიბნედვას დაეძებ
და მარტო სიშმაგით გათანგვა გიტაცებს ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1242 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სიყვარული ეს ისეთი რამეა,
რომლისთვისაც გასაქანი ღამეა,
ვერ ჩავწვდებით მას ჩვენ ასე ადვილად
მხოლოდ რუსთაველი გრძნობდა ნამდვილად,

სიყვარულს დღეს განმარტავენ სხვაგვარად
ის გახადეს ''უაზრობის'' სადარად,
ის ხომ დაუსრულებელი გამაა
რომეოს და ჯულიეტას დრამაა

... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1277 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ვიცი,ერთხელ,ერთხელ მაინც გიხილავ,
ალბათ ისე არ გამწირავს ღმერთი,
გულისტკივილს გადამიქცევ სიცილად,
შეუძლებელს გავაკეთებ შენთვის.
წახვედი და ახლა უფრო მიზიდავ,
ჩემი ფიქრი ოცნების ზღვას ერთვის,
შენზე ვფიქრობ ღამითაც და დღისითაც,
სიცოცხლეზე ძვირფასი ხარ ჩემთვის.
მეგონა,რომ შენი გული მიცდიდა,
ჩემს სატკივარს სიყვარულით გწერდი, ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1250 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩვენი მეგობრობა,ჩვენი სიყვარული,
ღმერთს ვთხოვ სულ უცვლელი ყოფილიყოს,
ჩვენი მეგობრული სიყვარული,
სხვისთვის მაგალითი ყოფილიყოს,
ჩვენი მხიარული სახეები
არასდროს მწუხრით არ შეცვლილიყოს,
ჩვენი უცოდველი ნაბიჯები,
მუდამ მისაბაძი ყოფილიყოს.
გაჭირვებაში,ლხინში თუ ჭირში,
სულ მუდამ ერთად ვყოფილიყოთ,
ცხოვრების მკაცრი კანონები,
ჩვენი მეგობრობით დაგვეძლიოს,
ღმერთი გვფარავდეს და მუდამ,
მისი მორჩილები ვყოფილიყოთ ! ! !


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1198 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 68 69 70 71 72 ... 254 255 »
სამშაბათი, 2025-01-14, 1:09 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025