♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


ერთხელ გამიწყრა მასწავლებელი:
"უზრდელი ხარო”–მომახალა,
არც ისე წყნარად.
ერთხელ ვეჩხუბე ბავშვობის მეგობარს
გაუგებრობა...
ჩემი ბრალი არ იყო მართლაც,
ერთხელ ვეაჩხუბე ბავშვობის მეგობარს
და იმის შემდეგ არ მინახავს,
გამქრალა სადღაც.

ერთხელ დამიბლაგვეს გრძნობა საზარი,
ეს იყო ცივი შიში...
და ამის შემდეგ რეალობა ყველგან ხელს მიშლის.

ერთხელ სიყვარულს სილა გავაწანი(ვიყავი მთვრალი),
მაშინ როდესაც კოჭლმა ირონიამ ჩამიქირქილა და ჩამიკრა თვალი.

ერთხელ მოვტაცე უსასრულობას ნორჩი სხეული მხოლოდ, მხოლოდ?!
და სულიც, მაგრამ მივაბარე ორივე სოდომს.

ერთხელ შევცოდე... უფალს ჩავხედე თვალებში ჟინით
და ამის შემდეგ მარადისობა თავზე მენგრეოდა რისხვით.

ერთხელ ვინატრე გაგება და ნაყინი მარწყვით
ყინული, ქარი...
ერთხელ გახდა ყოველივე ნათქვამზე ცხადი.

ერთხელ შევცდი... არა მრავალჯერ, იყოს თუნდ ასე,
სანანებელი არაფერი გამიხდება ამ ქვეყანაზე.

ერთხელ მივხვდი სიზიფე ვარ და ისევ `მაგრამ:”
ყველაზე საშინელი მაინც სიკვდილია,
როცა გაგიღიმებს ცალყბად.

ერთხელ, ყველაფერი ეს იყო ერთხელ,
როცა ამერია გზები:
როცა ვიდამპლე და როცა ვიუხეშე,
ანგელოზს მოვტეხე ფრთები.

როცა ანგელოზმა თვალები გამისწორა,
თვალები–სავსე ცრემლით,
როცა ამღვრეულ გუბეს ერწყმოდა
სისხლი მოტეხილი ფრთების.

როცა სიძულვი ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ისევ ღამეა ჩუმი და ბნელი...
მე კი უაზროდ რაღაცას ველი...
არ დამანებებს თავს ეს ფიქრები,
სანამ ამ ქვეყნად ცოცხლად ვიქნები,

რაღაც მტანჯავს და არ ვიცი რატომ,
როგორ გავუძლო ამ გრძნობას მარტომ
დიდ საიდუმლოს ვუმხელ მე აპრილს,
ღამეა ცხელა.... გულში კი მაწვიმს...

ამ სიბნელეში ჩემს სულს ვერ ვხედავ,
ფიქრებს დავეხსნა ამას ვერ ვბედავ,
იქნებ წავიდე სადმე უკვალოდ
ეს ცხოვრება ხომ მთვლის მე ''უბრალოდ''

ღამეში თავს ვგრძნობ მარტოსულს, ეულს...
ცეცხლი ედება თითქოს მთელ სხეულს,
ვერ გავიკვლიე ამ ფიქრში გზები
და მეც სიბნელით უაზროდ ვთვრები.


....................................................



გუშინ უშენობას ჩემში ვაგროვებდი,
დღეს კი შენს გარეშე სუნთქვაც გამიჭირდა.
მღრღნიდა მარტოობა, მაგრამ არ მოვედი,
ალბათ მელოდი და ცოტა გაგიკვირდა
რომ გზა ჩაგიხერგე გრძნობაარეულმა
სადღაც, ფიქრის მიღმა უკვე მემარცვლები,
სისხლი მოიბანა ღამემ მთვარეულმა
შენ კი უცოდველი – მკვლ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მტკივა სულთან ახლოს, მტკივა არაფერი.
თითქოს არაფერმა ფერი დაიტია,
ფერი იმდენი, რომ მძიმედ დავაბიჯებ
მიწას, მწუხარეს და მაინც იმედიანს.
მტკივა სულთან ახლოს ისე ღრმა ტკივილით,
თითქოს დედამიწა გულში გაარღვია
თვითონ ჩემმა გულმა, გულმა ღიმილივით
თვალს რომ მეფინება ისევ არაფრიდან.
მტკივა ღრმად და ახლოს, ჰორიზონტალურად,
მტკივა ვერტიკალზე ნერვად გაჭიმული,
სხეულს მისერავს და სულზე გადავიდა.
თითქოს ხასიათში თვითონ ჩავიგუბე
სულის გვერდით ასე ურცხვად მოპარული,
ვითომ ცოტა რამ და მაგრამ მაინც მეტი
ვიდრე, როგორც ვთქვი და როგორც ახლა ვამბობ,
მტკივა ფერი ბევრი, ანუ არაფერი..


.............................................................


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1164 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიცოცხლისაგან მიტოვებული მე მიმატოვა სიკვდილმა
და ყველასაგან დაობლებული არ მიმატოვა ტკივილმა,
მე გამაღვიძა გულჩათხრობილ სევდის კივილმა
და ამ სიცოცხლის უსამართლო მწარე ღიმილმა...
უსიკვდილოდ და უსიცოცხლოდ ცხოვრება მიჭირს
მე წუთისოფლის უსამართლო მოქცევა მიკვირს
და ეს უაზრო წამები კი უკვალოდ მიქრის
მე კი ვერ ვასწრებ რომ რამე ვთქვა, დღეები მიქრის...
ან რა აზრი აქვს ნეტავ ჩემთვის ამ მდორე წუთებს
თუ კი მკვდარი ვარ და სიკვდილსაც ვაწუხებ თურმე.
თუ ჩემმა გულმა მიღალატა _ აღარ ვარ უკვე
და უსიცოცხლო სიკვდილსაც კი მე ვეღარ ვუთმენ




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება,
რადგან შენშია თავმოყრილი ყველა სიკეთე.
შენ ისეთი ხარ,სიყვარულსაც კი შეშურდება,
ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს.
შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს,
გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს.
საიდან მოხვდი ასე თბილი,ასე უბრალო.
ასეთ ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე.
არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1406 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ეკლესიაში ნუ შეხვალ კენტად
და ნუ დადგები ხატის წინ მარტო,
თუ სიყვარულში არ გაგიმართლა,
ნუ ეკითხები იესოს რატომ?
ეკლესიაში ნუ შეხვალ სხვა დღეს,
მარტო შაბათი ამოირჩიე,
თუ გიღალატა კვლავ გიღალატებს
ნუ ეუბნები ქრისტეს - მირჩიე!
ეკლესიაში იჯდება ქალი,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1170 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ რომ არ იყო ალბათ სევდა გულს მომიკლავდა,
და სიყვარული დამრჩებოდა ბედის ამარა,
სულ წაიღებდა სამუდამოდ რაც გრძნობა დამრჩა,
ჩამოივლიდა მოშრიალე წყარო ანკარა.

შენ,რომ არ იყო ჩემს თვალებზე ცრემლი გაჩნდება,
რომელიც დარდებისაგან მოდის,არ წყდება,
ეს მხიარული ჩემი გული სადღაც გაქრება,
და მოწყენილი,ნაღვლიანი შენს ხმას გაჰყვება.

შენ,რომ არ იყო ოცნებები დამეკარგება,
და ჩემს წინაშე მკრთალი შუქი სადღაც გაქრება,
მარტოდ დარჩენილს შენზე ფიქრი მომეძალება,
და შენთან ყოფნა უფრო მეტად მომენატრება.

შენ რომ არ იყო სიყვარული დამეკარგება,
და ტრფობის ჟამი,ჩემთვის უკვე აღარ დადგება,
ჩემი გული მარტოდ მარტო დაიჩაგრება,
და მას იარა სიყვარულის ზედ დააჩნდება.

შენ, რომ არ იყო ჩემი გზები სულ აირევა,
და ჩემი გული შენს გარეშე გადაირევა..





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1180 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როდესაც დარდი დაგიმარტოვებს,
ძნელია თითქოს...
ძნელია, გათოშილ ხელებს არავინ გითბობს...
ძნელია, როცა მარტო ხეტიალობ მზეში და ქარში...
ძნელია, როცა აღარ იყურები ოცნებით ცაში...
როდესაც ძვირფასი ხელების ნაცვლად, ქარი გეფერება...
ვეღარ იტევს გული ამაო დარდს და დროც გებევრება...
ძნელია ლოდინი, უმზეო ლოდინი, ძნელია თითქოს...
შენ უნდა ელოდო, შენზე კი თურმე არავინ ფიქრობს...
წვიმაში, დარში, თოვლში და ქარში... მე შენზე ვფიქრობ...
და ეს ბევრია, ძალიან ბევრი... მაგრამ, არაფერს ვითხოვ...
მინდა რომ ვიყო, სულ შენთან ვიყო... ეს მინდა თითქოს...
მაგრამ წამია, ფიქრია, დარდია და მართმევს სითბოს...
ოცნებად ქცეული შენს სიახლოვეს, მთვარესთან ვითხოვ...
არასდროს მძინავს, სულ შენზე ვფიქრობ, მხოლოდ გულს არა,
სულსაც კი მითბობ..



...............................................................................................



არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ,
მე ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1194 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ცრემლი დაღვრილი და დასაღვრელი ისე წმინდაა
რომ მისი ფასი დედამიწაზე არავინ იცის
და ერთადერთი მე რის გამოც სიკვდილი მინდა
მინდა შევიგრძნო დანამული სხეული მიწის

ო როგორ მინდა რომ შემეძლოს ახლა სიკვდილი
რომ სიცოცხლეზე უკანასკნელ ჰანგად ვიმღერო
მინდა ჰო მინდა რომ დასრულდეს ბრძოლა ჭიდილი
უკანასკნელად სიკვდილის წინ მინდა ვიმღერო

სიტყვები თითქოს მითავდება ბინდი მიტაცებს
და ამ სიცოცხლის შარბათს ვიღაც ხელშივე მაცლის
თითქოს სიკვდილი სამოთხისთვის მანამ მიტაცებს
სანამ ცოდვების სამყაროდან დრო არის გაცლის

მოდით მიწოდეთ სამყაროში სიცოცხლის მონა
მე ტყვედ ჩავბარდი უკვდავებას და მიხარია
გთხოვთ მოიტანეთ ჩემს საფლავზე ვარდების კონა
და მითხარით რომ ყველაფერი ეს სიზმარია

მოდით დალიეთ თითო ჭიქა ვნების ფიალა
გადამაქციეთ აკლდამაზე თვით სისხლი უფლის
დალოცეთ ყველა ვისაც წვავდა გრძნობის იარა
გადამაყარეთ ნამცეცები გრძნობათა სუფრის

მე საფლავიდან ამოვხეთქე ამ სათუთ ლექსად
დავიბადები ალბათ მარტში სანატრელ თავსხმად
ვერ მოისვენებს ჩემი გული უთქვენოდ ვერსად
და დავბრუნდები სამყაროში წვეთების ასხმად.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1152 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეები მიდიან და თითქოს ვბერდები,
ამ ხალხის შემყურე მემგონი ვშტერდები...
რატომ დაივიწყეთ მეობა ქართული,
უაზროდ იძახით ''არ გვინდა წარსული''

ვნების აგონია თავზე დაგეხვიათ,
ამით შორს მჭვრეტელი თვალი აგეხვიათ,
ღმერთი რომ არსებობს რატომ აღარ გახსოვთ,
''ნეტავ რა იქნება მოდი ხვალე ვნახოთ''

ხვალაც ეს იქნება უგრძნობი ვნებები,
ამით საქართველოვ მახეში ებმები,
იქნებ მართლა სჯობდეს წარსულის დავიწყება,
მომავალს დაველოდოთ ვნახოთ რა იქნება,

ძველ დროს რომ მივტირი, ვიცი რაც განძია...
ქართველმა არ იცის სად არის ''ვარძია''
ხალხნო გაიღვიძეთ პირჯვარი გადისახეთ,
უფლისკენ მიმავალი მიზანი დაისახეთ....




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1109 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 66 67 68 69 70 ... 254 255 »
ორშაბათი, 2025-01-13, 7:48 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025