მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
შენთვის მეგობრობა წმინდა მირონია... ჩემთვის ის გამხდარა ბედის ირონია... ბედმა კამათელი ისე გააგორა, მწვერვალზე ასული უკან დამაგორა... ჩემის სიყვარული ურცხვად დაამარცხა, გული მირთმეული მიწას დაანარცხა... ფეხქვეშ გამითელა გრძნობა ნაფერები, შავით შემიცვალა ნათელი ფერები... არც კი მომისმინა, არც კი გამიგონა... მისი ვიყავი და მაინც დამიმონა... თითი დამიქნია, ფიქრი ამიკრძალა, სიკვდილი მანატრა, ისიც არ მაცალა... ჩვენი მეგობრობა არც კი გაიხსენა, ეშმაკს შემყარა და ჩემგან დაისვენა... უცებ მომეძალა ტრფობის აგონია, ასე თუ უყვარხარ ვინმეს, არ მგონია... იქნებ ახლა მიხვდე, რაც შენთვის მირონია, ჩემთვის რატომ იქცა ბედის ირონიად...
|
მე შენ მიყვარხარო... ჩუმად ჩაგჩურჩულე, შენ კი ამიხლართე გზები, ვიღაც სხვა მეტრფისო, ფიქრი გამირთულე ჭირსაც წაუღია სხვები.
შენ მიყვარხარო... ზეცას დავაწერე შენზე შევღაღადე უფალს, გული გამომექცა ვეღარ გავაჩერე შენი სიყვარული ღუპავს.
მე შენ მიყვარხარო... ხელებს გიკოცნიდი შენთან სიახლოვე მსურდა, სხვებიც მეტრფიანო ასე მპასუხობდი პასუხიც ასეთი უნდა.
მე შენ მიყვარდი თქო.... ამას მოგაძახებ გულს კი ჩამოვკიდებ ბოქლომს ვერცხლი რომც მაძლიონ მაინც არ მივიღებ გული შეგეჩვია ოქროს
|
იცხოვრე, როგორც გული გკარნახობს, არ მიეკედლო სხვას! შეხედე თეთრად მოღრუბლულ ცას, ის ხომ შენს ფიქრებს ჰგავს.
დათვალე დროის მწველი წუთები და არ ჩამორჩე გზას, გაფანტე ცაზე შავი ღრუბელი, გულს ნუ მიანდობ სხვას!
მაშ
...
Read More
|
ეს იყო შეხება უნაზეს ბაგეთა და სევდა ცრემლიან თვალთა... პოეტი უიღბლო ოცნებებს აგებდა საოცრად მომხიბვლელ ქალთან;
ტიროდა ქალაქი ღამეულ ქუჩებით, ტიროდა ქალაქი ღამით, ერთმანეთს სიყვარულს უხსნიდნენ ტუჩები მაგიურ შეხების წამით...
და გაქრა ნიღბები და გაქრა როლები და სცენა შეშლილთა დასის, და დადგა წამები ჩვენი განშორების წამები - წამების მსგავსი...
ეს იყო შეხება ვნებიან ბაგეთა და სევდა უძირო თვალთა... პოეტი უიღბლო ოცნებებს აგებდა საოცრად მომხიბვლელ ქალთან..
|
"მე ვერ დაგიმტკიცებ ცას,რადგან ის სშორსაა.. ვერც დედამიწას გაჩუქებ,ჩემი არ არის.... ლექსებს ვერ მოგიძღვნი,პოეტი არა ვარ.. და ვერც გიმღერებ,სიმღერა არ ვიცი...
მაგრამ,მეყვარები ისე....როგორც... ცისა და მიწის მფლობელს შეუძლია, როგორ სიყვარულსაც ლექსებში უმღერიან, როგორ სიყვარულზეც მუხლებზე დამხობილნი, ლოცულობენ ხატის წინ და ტირიან"
|
ფრთები რომ მქონდეს ცის ლაჯვარდში ავიჭრებოდი, ლურჯ-თვალა ღრუბლებს ჩავუფრენდი ავენთებოდი, ფრთები რომ მქონდეს შურდულივით გავვარდებოდი, ჭრელ-ჭრელ ყვავილებს დავივლიდი,დავითვრებოდი, ფრთები რომ მქონდეს წუთისოფელს გავშორდებოდი ცის სილურჟეში შევცურავდი შევერწყმებოდი, ფრთები რომ მქონდეს ქარიშხალსაც დავეწეოდი გადავიფრენდი მთებს და ველებს ზღვას ვეწვეოდი. ფრთები რომ მქონდს ცისარტყელას მოვეხვეოდი და მისი ფრთებით მოხიბლული ცას ვემთხვეოდი. ფრთები რომ მქონდეს, ერთხელაც არ დავფიქრდებოდი მის გაფანტვას და ნათლით შეცვლას შევეცდებოდი. ფრთები რომ მქონდეს ერთხელაც არ დავფიქრდებოდი წვიმის წვეთებად ვიქცეოდი დავიღვრებოდი. ფრთები რომ მქონდეს, სიყვარულით ავივსებოდი და შემდეგ თუნდაც დედამიწას დავეფრქვეოდი...
|
თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს ვერ მიხვდები,რომ მე ჩუმად,ამით ვფარავ გულის ტკივილს, გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს, ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება,ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს, მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას, ცოდვების დასავიწყებლად ისევ დავცლი ღვინის ბოცას, დავითვრები,ვერ ავდგები,კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას, ნურას მკითხავ,ვერას გეტყვი და დავიწყებ ისევ ბოდვას,
...
Read More
|
დღესაც ძველებურად გამებუტე... ალბათ, შენ მე უნდა გამაგიჟო! მოდი, უსაშველოდ ვიტანჯები, აბა, სხვამ ვინ უნდა დამამშვიდოს?
რისთვის და რატომ ვერ გაგიგია, რომ სიცოცხლესავით შემიყვარდი! და თუ უსაშველოდ კეკლუცი ვარ, გთხოვ, რომ მაპატიო, ჩემი ხათრით!
რა ვქნა, ჩემს თავსაც კი ვეპრანჭები, რა ვქნა, პირველ რიგში ქალი მქვია, მაგრამ ჩაკეტილი სხვისთვის გული შენთვის სულ ბოლომდე გამიღია!
ნუ, ნუ დაუჯერებ ამ ჩემს თვალებს, მხოლოდ მატყუარა ჭინკებია! გული რას ჩურჩულებს, მას შენ გეტყვი... ჩუმად, თორემ სხვებიც მიხვდებიან!
|
როცა სიცოცხლე მიხაროდა გული სითბოსაგან დამიცალე, როცა სიგიჟემდე შემიყვარდი შენთან სიახლოვე ამიკრძალე, ოცნება წმინდა რაც კი გამაჩნდა ყველა ამირიე, დამიშალე. შენი გაღიმება შემიყვარდა მერე შეხვედრაც კი ამიკრძალე. მარტო სიყვარულის ცოდვა მაწევს,
...
Read More
|
სადაც მივედი, სადაც შემომხედეს ყველგან დამიწუნეს კარი მომიხურეს უჭკუო არახარო, გვარი დამიწუნეს, გვარით ვივარგე და პატრონი მომთხოვეს. მიპოვეთ, მიშველეთ – თავდები გავხდები რასაც დამავალებთ იმ აზრზე დავდგები. ამანაც არ მიშველა არ გაჭრა მუდარამ, მკვდარი ვეგონეთ და მომხურეს მუდარა ალბათ დაავიწყდათ რომ ისევ ვსუნთქავდი, და ისე მიჭირდა კობრას ვგუდავდი. იცოდეთ გემუქრებით გინებას ვისწავლი სადაც წინ დამხვდებით სინანულს ისწავლით. ჩემსასაც გავიტან, ისე არ წავხდები კალამს ავიღებ და პოეტი გავხდები. ისეTებს შევთხზავ თქვენზე მისანი, აქეთ ფიცარი იქეთ ფიცარი, ისე დაგღალეთ ვეგარც მიცანით!
|
« 1 2 ... 64 65 66 67 68 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|