მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
დამტოვეს, მარტო დამტოვეს, მშიერი დავრჩი ისევ მე, ფეხს გავკრავ სევდით ხმელ ტოტებს... მშია და მაშინ ვიცეკვებ.
...ტყუილს სიმართლე არ გაანდეს, ცრუ არის ძალაუფლება... სიმართლე ტყუილით დააბეს, ძალას არ უყვარს უფლება!" "სხვისი რაც არის გააგდე!.. ნუ მალავ შენი რაც არის." "ბუმბულს გზაზე ნუ დააგდებ!.. ყველა ფრთა ჩიტის არ არის." "ლამაზ ფიგურებს რა დალევს?.. რბილი თიხაა ბედი, შხამს იგი თავად არ დალევს" - ანდაზებს ყვება გედი; "ღიმილსაც ფარავს ვუალი." "შიმშილი ცოფის მტერია." "პატარა სენის მკურნალი, უფრო მოზრდილი სენია." "ხომალდს მიაგავს ხანდახან, მაგრამ დამპალი ტივია." "ხმალი, თუ ცეცხლში იწრთობა, გრდემლი ყოველთვის ცივია." "ჯებირებს საყრდენს ნუ უცვლი, ნაპირი ტალღებს არ ჰყვება." "მდინარეს გეზს, თუ შეუცვლი, დინებას მიწაც გაჰყვება." "ფეხქვეშ იყურე, ხმელ ტოტებს - თავი ჯერ ნედლი ეგონათ." "...და ლოკოკინა, თუ მოგსდევს..." - კმარა!.. გაჩერდი!.. გეყოფა! მშია!.. ბოღმაში ვიხრჩობი! შემეშვი... წადი შენი!.. კაცს ვგავარ ჩიტზე მინდობილს, გამომივიდა ბრძენი; "მგელს არ სწამს ოქროს ციალი, ვერცხლი იფარავს მგლის ლეკვებს."- გედის გაისმა ღრიალი: გშია და მაშინ იცეკვე!!!
გამომაფხიზლა სიცივემ, უბერავს ცივი ნიავი, საცაა მგონი იწვიმებს, ზეცას გაუდის ჭრიალი... დენივით
...
Read More
|
ისევ ისე... მოვარდება წვიმა, ისევ ისე... ქარს გაატან ფიქრებს... სიყვარულთან ვერაფერი მივა, სიყვარული, ისევ ისე იფრენს... ეს ცხოვრება, ნუთუ, ამად ღირდა, გული, ისევ ემალება ფიქრებს... შენ ხომ, ჩემი სიყვარული გჭირდა... იმედები ისევ დაგაფიქრებს. ისევ მოვა, ეს გიჟური წამი... მოგასკდება წვეთებად და წვიმად, ოღონდ, ისევ მომატყუო რამით... ოღონდ, ისევ მომატყუო მშვიდად... შენ ხომ, ჩემი სიყვარული გჭირდა... შენ ხომ, ჩემი სიყვარული გართობს... შენ ხომ, ჩემი სიყვარული გინდა... მეც ხომ, შენი სიყვარული მათბობს... ისევ ისე... მოვარდება წვიმა, ისევ ისე... ქარს გაატან ფიქრებს... სიყვარულთან ვერაფერი მივა, სიყვარული, ისევ ისე იფრენს...
|
ქალი კი არა ,შენ ფიქრი ხარ ქალად ქცეული, ხარ მოგონება ოკეანედ გადაქცეული, ქალი კი არა, ამ ცხოვრების შენა ხარ ხატი, სიქსტის მადონა,სიმფონია ქალად ნახატი.
ქალი? კი არა სტიქია ხარ ამოხეთქილი, ოხ, ეს ტუჩები ჩემი ვნებით გადაფეთქილი ქალი კი არა, ცდუნება ხარ შიშვლად ნაფერი, და შენი ტანი,ეს სხეული ჩემგან ნაფერი.
ქალი კი არა,მუსიკა ხარ ამღერებული, ყელი ბროლივით,ოსტატურად მოღერებული, ქალი კი არა,ქალღმერთი ხარ ჩემთვის შექმნილხარ, და მიანც ბოლოს მინდა გითხრა, რომ შენ ქალი ხარ...
|
შენ არ გეგონოს რომ ვიცინი გულს ეღიმება ნაღვლიანი ვარ მაგრამ ამას სხვა ვერ მიხვდება მეუბნებიან გაიცინეო სიცილი გიხდება და მეც ვიცინი რადგან საქმეს ასე სჭირდება
ზოგჯერ ვფიქრობ სათამაშოდ ყოფნა ჯობია რომ დარჭირდები ითამაშებენ გაერთობიან თუ ცრემლი მოგდის არვინ მოგხედავს ასე მგონია თოჯინა ტირის რაში ადარდებთ უგულო ჰგონიათ
უსულო საგნად მიმიჩნევენ გამრიყავს ხალხი სოფლის მოსახვევში ჩემსავით მარტო ჩამოდის არხი აეს მაწუხებს თუმცა ხმამაღლა სათქმელად არ ღირს დღემდე მიკვირს ამდენი დარდი გულს როგორ არ ღრღნის...
|
მე მომენატრე და ამიტომ გწერ მე იმას მოგწერ რაც არ მითქვია გაცნობის დღიდან გულში მიზიხარ შენი გული კი მგონი სხვისია მე მინდა შევსვა ღვინო ფიალით და დავივიწყო რომ ჩემი არ ხარ წამით რომ მაინც გადაგივიწყო და არ ვიფიქრო ამ წუთში სად ხარ მე მინდა დავთვრე ჯერ დაუთრომლად დღეს უშენობა საშინლად მიმძიმს სევდიანი ვარ როგორც არასდროს ახლა ვერავინ დამიშლის ტირილს მგონი ვგიჟდები ამ წუთში ახლა მე გამაგიჟა შენზე ფიქრებმა ახლა დავთვრები და მონატრების უკანასკნელი რამე იქნება თუ გიყვართ ვინმე ერთად დავლიოთ დარდით ოცნებას დავეძალებით მოდით დავთვრეთ და გადავივიწყოთ რომ ჩვენს სიყვარულს არ ვენატრებით დავლიე ღვინო და დავითვერი მაგრამ ფიქრები მაინც მათოვდა გინდ მთვრალი ვიყო გინდა ფხიზელი აზრი არა აქვს მაინც მახსოვხარ..
|
მე შენს მონატრებას გულით დავატარებ მე ჩემი ოცნებით გაზაფხულს გახარებ სინაზით შეფაკლულ იას შეგადარებ და ჩემს პირველ ვარდს შენ გიძღვნი მხოლოდ ერთს. შენ გაიღვიძებ დახრი შავ წამწამებს ასე ვის ვუყვარვარ იას რომ მადარებს?! მაგრამ იცოდე სულს ვეტრფი მარად მშვენს მინდა გიმღეროდე სიყვარულს, მხოლოდ შენს.
|
იცი რა ძნელია შენი დავიწყება? ისევ მიყვარხარ და ისევ მენატრები! იცი როგორ მინდა იმ დროს დაბრუნება, როცა შენ სიტყვებში სითბოს ვპოულობდი...
შენ კი რა მიქენი გინდა გიპასუხო? გული გამიტეხე, სულში ჩამაფურთხე... ნეტა რატომ მოხდა, ასე რად გამწირე? ჩემ თავს ვეკითხები... პასუხს ვერ ვპოულობ...
|
ვუცდი წითელ ღრუბლებს, მაგრამ მეჩვენება დილა გათენებას ისევ აგვიანებს... აივანთან ღამე ცივად მეგებება, ცაზე დააფეთებს უსინათლო თვალებს...
მოლოდინი ფიქრში იკარგება თითქოს, შენი სიახლოვის დამდევს მონატრება... შეციებულ თითებს შენ თუ არ გამითბობ, ვეღარ დაგიძახებ და ნუ მოხვალ მეტად...
გარეთ გაზაფხულდა.. ყვავილობას იწყებს, ნახე, ქარს ნუშისთვის ძილი დაუფრთხია... თ უ არ ჩამჩურჩულებ დავიწყებულ სიტყვებს, აღარ გავიხსენებ, რაც დროს წაუშლია...
გთხოვ, ნუ შეგაშფოთებს ჩემი გამოწვევა, და ნურც ბოდიშს მეტყვი გრძნობის საპასუხოდ... შენი სიყვარული თუ ვაქციე ჩვევად, მინდა, ამ ჩვევაში გავიწაფო უფრო...
სითამამით მხიბლავს მარტოობა მხოლოდ, უშენობით ახლა მე ყველაფერს ვიტყვი... შენს გვერდით ვარ მორცხვი, ისე მორცხვი როგორც გაზაფხულის მზეში გაუშლელი კვირტი...
როცა ჩემს წინ არხევს შენი სუნთქვა ჰაერს, და ღიმილით როცა ფანტაზიებს მპარავ... მღელვარებისა და ფორიაქის ნარევს უკვე მოფიქრებულ სიმშვიდეში ვფარავ...
ასე გამეტებით რადგან შემატოვე ლურჯი ოცნებების გრძელი ქარავანი, მთის წვერიდან სხივებს შენთვის შევაგროვებ, თუ დღეს ალიონთან მისვლა დაგასწარი...
თოვლის ნამქერივით ნუ მომიტან სათქმელს, ფიფქი კაბის ღილად აღარ შემებნევა... მარტის ცივი ქროლვა მე ისედაც თან მდევს, მარტივით მჭირდება სითბოსთნ
...
Read More
|
იქნებ დაიღალე გულო, ღმერთის ნაბოძებით ბედით? იქნებ გაგიშვა სულო და ჩავიქნიო ხელი? მაგრამ რა ვუყოთ ამ წლებს? ვის დაუტოვოთ წიგნის, ეს გადაშლილი გვერდი? ვისთვის დავწერეთ, დარდით ეს აკინძული ლექსი.- -როგორ მოხვედით დღემდე? -ბარდებით სავსე ღელით. -ალბათ დაიშანთეთ მხრებო, ამ დიდი მინდვრის ცელვით? ნუთუ ჩამუხლავ მუხლო და დაეცემი ღელვით? გამაგრდი სულო და იქნებ გულიც გამრთელდეს ბედით. გამაგრდი მუხლო და იქნებ, უფრო გაბასრდეს ცელი. და მერე ვნახოთ ის გზა ეკლესიასთან რომ გველის.
|
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, იმ მოფერებასა და ალერსს, იმ გრძნობის მოზღვავებას გაუმარჯოს ცრემლით რომ აგვივსებს თვალებს. მოდით ზღვის იმ ტალღას გაუმარჯოს, იმ გრიგალებს და ნიავს, რომელსაც საალერსო სიტყვები გულიდან გულთან მიაქვს. მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს იდუმალ მოჩურჩულე ღამეს გაღებულ სარკმელთან,მოწყენილ გოგონას, წარსულზე რომ ეტყვის რამეს. იმ მზეს იმ მთვარეს გაუმარჯოს, იმ შენი ცხოვრების ორ გზას, ჯერ უთქმელ სადღეგრძელოს გაუმარჯოს პირველ სიყვარულს და კოცნას!
|
« 1 2 ... 61 62 63 64 65 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|