♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

ლაჟვარდი იყო სუფთა და ღია,
მიმზერდა ისს ცისფერი თვალი,
მღეროდა ვიღაცდა სამაიას
ცევავდა სამი უცნობი ქალი.

გადავიარე სინათლის ზღვარი
და უცნაური ვნახე ხატება –––
ჯერ არ მინახავს ქვეყნად ამგვარი
გასაოცარი გამოცხადება.

სული ბრწყინავდა ვერცხლის ხელიხი,
გაოცდებოდით ფერთამხილველი, –––
ოქროს მთა–ბარი და მთაგრეხილი,
გამოცხადდება გასაკვირველი!

ოქროს გალიებს, ოქროს ზარებით,
და გალიებში სამოთხის ჩიტებს
ვუზერდი, ვიდექ ფერნამკრთალები
და გრძნეულივით ვუსმენდი კიდეც.

და მერე, როცა მეტოქემ მთვარის
გადამაფარა სინათლის კალთა, –––
უეცრად გაქრა ზმანება მკრთალი
განათებული ოცნების კარი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1202 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სად ხარ,წვიმებმა ხომ არ წაგიღეს,
ვერსად ვიპოვე შენი გზა-კვალი,
ნუთუ აქ უნდა დავსვა წერტილი
და შევაჩვიო ამ ტკივილს თვალი?!

ვის შევეკითხო არის კი ვინმე
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1331 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ra gavakeTe am cxovrebaSi
ra movitane me sargebeli,
TiTqos CaveSvi ragac morevSi
da arvin ar Cans momSvelebeli.

TiTqos gamiwyda cxovrebis Toki
miwac gamiskda Tan Camitana],
irgvliv vigacam daukra roki
da me vnebebma kvlav wamitana.

magram cxovrebam kvlav Semaxsena
daniSnuleba da Cemi vali,
da am fiqrebma grZnobebi axsna
TiTqos titrebSi gamoCnda qali.

qali romelic ar Canda avi
qali mSvidi da dadinjebuli,
is Tavs damatyda rogorac zvavi
mzera momapyro garindebuli.

sul damaviwya Tavi da bolo
da amiSala fiqri wyeuli,
fiqri uRirsi da uTavbolo
qali giJi da TiTqos rCeuli.

mas Semdeg bevri gavida weli
da me sul vfiqrob am erTaderTsa,
ra movitane me sargebeli
ratom ar veZeb gzas WeSmaritsa.


....................................................

sheni xatis cin davichokeb, sheni sa ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1453 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როგორც ქურდი და როგორც მპარავი
ზე საიდუმლო სუპერ აგენტი,
შენ ხარ საცდური ყველა მეკობრის,
შენ მარტოსული და ჟამში კენტი.

მხოლოდ შენ ძალგიწს შთაბერო სული

რაც უცილობლად განწირულია,

და შენს კოჰორტას შემოუერთო,

ის ვინც უმზეოდ დაკარგულია.

არავინ უწყის შენი სახელი,

ნიღაბ მიღმური შენი სახება ,

გამოუცნობი ხარ გამოცანა

და იდუმალი ცის აღსარება.

ვინ დაგეუფლოს შენს უნებურად,

შენ წილნაყარო მარადიულთან,

დრონი მეფობენ დროთა გამრიგევ,
დავანებულო წარუვალ სულთან.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



საით მივყავარ ჩემს ბედისწერას,
კვლავ რა სიახლეს მიმზადებს ნეტავ,
გაჩენის დღიდან რას მექიშპება,
რას მემართლება,რა უნდა ჩემგან?
მე თუმც ბუნებით არ ვარ ბოროტი
და გზას მივყვები უცოდველს,მართალს,
ბედი კი მაინც,როგორც რობოტი,
ჩემი ცხოვრების საჭეს თვით მართავს.
რაც კი გულს უნდა როდი სრულდება,
სადაც არ მინდა იქ გზა ხსნილია,
ისე დამქანცა მისმა ცდუნებამ,
როგორ მოვიქცე ვერ გამიგია.
ბედის სიმკაცრით შეშინებული
არსად დავეცე,ვფიქრობ ყოველთვის,
თუმცა სიკეთით ვარ ანთებული,
მაინც არ ვიცი ხვალ რა მომელის.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1113 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გარეთ ქარია,
საღამოა
და ვზივარ მარტო,
რა სიწყნარეა...
საამოა,
სიჩუმე მართობს,
დიდი ხანია,
მოუსვენრად
რომ არის სული,
და მიხარია,
რომ ოცნება
ამიხდა ჩუმი.
სულ ეს წამია
რაც სიმშვიდეს
მივეცი თავი...
წამი ჩქარია...
შთანთქავს ჩრდილებს
სიბნელე ღამის.
მომწონს ძალიან,
რომ მდუმარებს
ბუნება ასე,
და რომ ნაღვლიანს
და მწუხარეს
იმედით მავსებს...
გარეთ ქარია,
არემარე
მოიცვა ბინდმა,
ეხლა ძალიან
მომენატრე
და შენთან მინდა..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1214 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იმ ერთ აპრილად, იმ იებად ღირდა სიცოცხლე,

გაზაფხულივით მშვენიერი წუთების დელგმა,

ღამეა გარეთ და რასა ვწერ არც მე არ ვიცი,

განცდები ჩემი თავად ფლობენ კალამს და მელანს.

არ ვიცი რას ვწერ, რას დუდუნებს, ბობოქრობს სული,

იქნებ არცა ვწერ ის წუთები მე მწერენ თვითონ....

გარეთ კი ღამე გაწოლილა, ავი აფთარი

და ამ ღამისთვის სულ ერთია მე რასა ვფიქრობ.

ეხლა მარტია გიჟი მარტი, შარახვეტია,

მერე კი ჩემი აპრილია ყვავილთა თოვა.

თუმცა ეს უკვე სულ სხვისია, სხვისი აპრილი,

ჩემი აპრილი წავიდა და არასდროს მოვა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 975 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჰაერს ფილტვებიდან სული ეხუთება,
თავში ტვინის უჯრედს
აშრობს კოკაინი,
შენთან მოსასვლელი
გზები
მებინდება,
მძიმე ტკივილისგან
სტრესსაც ვეღარ შველის
უკვე
ბარბიტალი.


ხოდა გელოდები თუგინდ ხვალვე
მოვკვდე,
შენმა სიმარტოვემ
ასე გამანულა,
მინდა
შენს
მკლავებში
ისე
აღმოგაჩნდე
როგორც
სისხლძარღვებში
ჩნდება ბაქტერია.


უკვე დედამიწამ ისე დამამძიმა,
ბოლო ნაპაზს ვატან
მტანჯველ წუთისოფელს,
ხოდა გეუბნები
ასე ბანალურად,
გულში
მწარედ მაკრავ
შავ თეთრ
ებონიტებს.


მოდი გელოდები უკვე
სანატრელად,
რაცკი პლანეტაზე
ჭუჭყი
ამეკიდა
მინდა მოვიცილო
შენი ცრემლებით და:
მოდი თორემ
ისევ
ჩემი ფილტვებიდან,
უკვე ძლივსღა ჟონავს
მძიმე აბსცესია.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1151 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა მიხვდები, თურმე გიყვარდი
მაშინ იქნება უკვე გვიანი,
როცა მიხვდები,თურმა გჭირდები
უკვე ამ ქვეყნად აღარ ვიქნები,
როცა მიხვდები სითბო გაკლია
უკვე ცივი ვარ,აღარც კარგი ვარ,
როცა მიხვდები თურმე გაკლივარ,
ნუღარ მომძებნი,აღარ ვარგივარ,
თურმე გიყვარვარ,თურმე გაკლივარ,
თურმე გჭირდები,თურმე გიჟდები,
ფიქრებში ცრემლად ისევ იღვრები,
და ღამ-ღამობით სიზმრებშიც ვჩნდები,
როცა მიხვდები,როგორ გჭირდები,
მაშინ ცოცხალი აღარ ვიქნები.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1133 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ყველაზე მძიმე ის ფიქრი ყოფილა
უთქმელი რომ რჩება გულში,
ყველაზე მძიმე ის სევდა ყოფილა
დიდხანს რომ ვინახავთ სულში.
შენ შენი ოცნება ქაღალდზე დახატე,
მე ლექსში ვეცადე მეთქვა,
ორივეს დაგვქონდა ლამაზი ნატვრები
და ვზრდიდით ოცნებას ფერადს.
შენ იყავ მდუმარე, ვით სვეტიცხოველი
(დუმილიც ბევრ რამეს იტევს)
და დიდი, წყლიანი, ლამაზი თვალებით
ხატავდი ბავშვობის სიზმრებს.
გიყვარდა რაფაელ და მიქელანჯელო,
გიყვარდა ოცნება ლურჯი,
შენ დადიოდი პატარა მეოცნებედ
და დიდი მხატვრების ფუნჯით.
და შენი სხეული ღრმა ფიქრებს იტევდა,
ჩქარობდი, ჩქარობდი ძლიერ. . .
უთქმელი რომ რჩება, ის ფიქრი ყოფილა
ამ ქვეყნად ყველაზე მძიმე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1157 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 44 45 46 47 48 ... 254 255 »
კვირა, 2025-01-12, 3:05 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025