♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

შენი სიცოცხლე ჩემი სიცოცხლეა,
შენი სიკვდილი ჩემი სიკვდილია,
და თუ ოდესმე რამეზე მიტირია,
შენს თავს გეფიცები შენთვის მიტირია,
შენს მოლოდინში დგეებიც დამითვლია,
ბევრჯერ ტკივილიც გულში ჩამიდვია,
შენი ზარისთვის ბევრჯევ დამიცდია,
შენ კი ამაზე სულ არ გიპიქრია......

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1144 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ერთხელ მაინც გამღვიძებოდა შენს გვერდით?
ერთხელ მაინც ჩაგეკარი გულში?!
ერთხელ მაინც,შევმკრთალიყავი შეხებით
თუნდაც ერთხელ გეთქვა გაღვიძებისას ყურში...
დილა მშვიდობისა ჩემო გაზაფხულის საჩუქარო
დილა მშვიდობისა მართლა შეყვარებავ ჩემო...
სამადლობელო და დაგვიანებისთვის სამდურავო
ჩემო დაკარგულო ეხლა შეგრძნებულო გემოვ!
ერთხელ ასრულებას რატომ არ დაადგა საშველი?
შენეულ სიტყვით და შენეულ სათქმელით გეთქვა
ერთხელ სასიკვდილეს და ქვეყნად ამ ერთხელ გაჩენილს
ერთი სურვილი მკლავს ერთი დღე მამყოფა შენთან







კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1175 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველაზე საბრალო მათხოვრის თვალებია,
ყველაზე წმინდა კი ხატის.
ყველაზე შეშლილი პოეტის თვალებია,
ყველაზე მაცდური-ქალის...

ყველაზე ვერაგი ფლიდის თვალებია,
ყველაზე ღვთიური-ბერის.
ყველაზე უმანკო ჩვილის თვალებია,
ყველაზე თბილი კი დ ე დ ი ს ...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1150 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არ დავბრუნდები...
მე არასდროს არ დავბრუნდები...
მივდივარ... ესეც წარსულის ბრალია ,
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები,
ვიცი ,ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან...
არ დავბრუნდები..
დაე, ბოლო იყოს ეს ლექსიც,
გულში შენს სახელს პირველივე წვიმა ამოშლის,
შენი თვალები არ იქნება დაღლილ ფიქრებში
და არ იქნები შენს საყვარელ ცისფერ სამოსში.
უშენოდ გულზე უდარდელად დავიკრეფ ხელებს
ცისფერ ყინვაში გამაქანებს ქარი გოდებით,
ომში ხომ მხოლოდ სიყვარულით, უგონოდ კლავენ
და არც საფლავზე შენს ყვავილებს დაველოდები...
მივდივარ..მტკივა..მაინც წავალ..
არ დავბრუნდები....
რადგან ყოველი წარსულის ბრალია
ვიცი, ოდესმე ჩემს არყოფნას გაებუტები..
ვიცი, ოდესმე მოგინდები ისევ ძალიან..


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1062 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ამ შუაღამეს საგიჟეთში
ვხატავ უფუნჯოდ,
ლურჯად შევღებე უვარსკვლავო ზეცის სიშავე,
არ მინდა ავყვე
ემოციის ტალღების ღელვას,
ხოდა, შემეშვი,
ვიდრე რამე არ დაგიშავე..
დედამიწაზე უაზროა ყველა შეგრძნება,
ორივეს გვესმის
სხვა სამყაროს ჩუმი ხმაური,
ერთხელაც,
წავალ, ქარს გავყვები უმისამართოდ,
როცა
ყველაფერს მომაბეზრებს აურზაური.
ფერთა სიმკვეთრეს
მზის დისკოზე თვალს ვერ ვუსწორებ
ვეღარ ვთვლი დღეებს,
ამერია სულ სათვალავი,
მე შეგრძნებები სნეულებით გარდამეცვალა
ხოდა,
ამ წუთას ყველა ერთად დავასაფლავე...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1136 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუ მომატყუებ,რომ სინანული,ყველა სევდას და დარდებს წალეკავს,
დღეს შენი დღეა,მაგრამ დრო მოვა და უჩემობა სულში გაგატანს....!
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას და გატაცების ცეცხლით ინთები,
ახლა არ გჯერა მაგრამ დრო მოვა და..მტკივნეული დარდი ვიქნები.....
მე ვარ ვინც ნებით ოცნება დათმო და სინანულის მხარეს ეწვია,
ვისაც ხუმრობით აჩუქეს ღმერთი და უღმერთობას გადაეჩვია.
სუსტი ხელებით ნაწვიმარ ცაზე,ისე აგწიე რომ ვეღარ შეგწვდი,
ღმერთად გაქციე და ღმერთი რატომ გამიხსენებდი,ვინ ვიყავ შენთვის?!
ჯერ უდარდელი დღეები გიდგას,და სხვის კოცნაში არ გახსენდები....
მაგრამ მერწმუნე ის დღეც დადგება,რომ სიგიჟემდე მოგენატრები........

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1185 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

შემაშველე შენი ლოცვა შემაშველე,
პოეზიის დედოფალო,
ამამღერე სიყვარულად ამამღერე,
ჩემი თავი გენაცვალოს.
მერე რა, რომ მიმატოვეს იმედებმა ცრემლიანი,
მერე რა, რომ სახეს ჩადრად ეფარება
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1199 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ,
სუნთქვაშებოჭილს,
გადაცურულ განცდების ზღვასთან,
როგორც ხე გვიან შემოდგომას
ისე დაგიფერთხ,
ამ სხეულიდან,
გადავიცვამ ზამთრის საღამურს.
ერთ-ერთ მირაჟულ გათენების წამში ჩაგკარგავ,
რომ ტკივილებით მიხსენებდე მერე დროდადრო,
დრო დასუსხული, თითებისგან ,
ფანჯრებთან ფეთქავს,
ხომ ხედავ
ჩემში გაზაფხული ისევ შობადობს.
არ შემეჩვიო!
სიყვარულის სადღაც მიღმა ვარ,
არც ოცნებებით გამოთრობა მე არ მჩვევია,
გრძნობებით მხოლოდ ვჟონგლიორობ,
მხოლოდ ვთამაშობ,
ვერთობი,
სულის ნაპრალები არ ხორცდებიან.
წაგლეკავ წასვლით,
ნუ ეცდები რომ გამაჩერო,
თამბაქოსავით გამოგფიტავ და ყველა სურვილს,
ყველა თამამი ახირებით რაც გაგაჩნია
ქალის აწყვეტილ ამბიციებს მსხვერპლად შევწირავ.

არ შემეჩვიო!
შორზე კიდევ უფრო შორი ვარ,
რეალობასთან განვსხეულდი თითო უჯრედით,
ვიდრე დაგჭირდეს გადაჩვევა…"

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1148 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თავს ნუ მანატრებ,
თორემ ჯერაც მიზეზობს მარტი
და ვურევ ჯერაც ალაგ-ალაგ მზეში თოვლ-წვიმას,
თორემ ვისწავლე
ღალატი და ჩაწყობა კარტის
და ვერ დავრჩები, ვერ დავრჩები ბედის მორჩილად...
დღეს შენი დღეა
და ხავერდის იების ბარდნის,
თავს ნუ მანატრებ, ნუ მაჟრჟოლებ, როგორც არასდროს,
თორემ ვისწავლე
როლი წყენის და იჭვის მალვის,
სხვათა ალერსი, ამბორი და ვნება გამართობს...
თვალდახელშუა
გაგვიქრება მარტიც, აპრილიც,
ხანძრისფერ კაბებს ჩაიცვამენ ტანზე ატმები,
მომენატრები,
ავტირდები ტკივილაცრილი,
მომენატრები, სიგიჟემდის მომენატრები...
გვიან იქნება
ვაი-ვიშიც, თითზე კბენანიც,
ხუნდად მედება მზის ნასხლეტი ოქროს რკალები,
ვერ წარმოიდგენს
ვერასოდეს, ალბათ, ვერავინ
ბედის დაცინვას, შემნატრებენ ოდეს ქალები...
ყოფას ერქმება
"უაზრობა" და "არსებობა",
ალბათ, შევნატრებ მე თვითონაც შენ ცოლს_
იმ "სხვა ქალს",
თავს ნუ მანატრებ,
თორემ ვიცი, მეყოფა ძალა,
უარგყოფ, დაგთმობ, რადგან თავზე მეტად მიყვარხარ!..


................................................ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1157 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გამოტყდი: გიყვარს.
რომ არა ასე, არ მისცემდი მათრობელ სუნთქვას
განშორების მტკივნეულ ხელებს,
არ მოითმენდი გულისრევამდე საძულველ გზებზე
(სვლას არა!) სირბილს,
არ მიიტანდი ყელსმობჯენილ სულს სურვილამდე –
კვლავ, კიდევ ერთხელ ჩაიკარგო
ნანატრ მზერაში...
როგორ გიხდება აწეწილი თმების გვირგვინი
და ეგ სიწითლე, ანთებული უთვალავ სანთლად
(ბინდისფერ ცას რომ დაედება ატანილი ხარის თვალივით),
ტურფა რონინით,
სველ მკლავებში როცა ეშვები...
მოგონილია ყველა ზღუდე!
სიყვარულისთვის
არ დარჩენილა, მცირე თუნდაც,
ვერშეცნეული...
და, რა აზრი აქვს,
მ ზ ე დაგარქვეს ლამაზ სახელად თუ
ზ ღ ვ ა დ იწოდა ბობოქარი შენი რჩეული.

მაკა ჯაიანი

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1102 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 45 46 47 48 49 ... 254 255 »
კვირა, 2025-01-26, 6:02 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025