მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
შენზე ფიქრისას ცრემლები მომდის შენზე ოცნება გაქრებაა? როდის?? ჩემი სიცოცხლე ღმერთისგან მოდის ჩემი სიკვდილი სად მნახავს? როდის? ციდან ფანტელი მოდის და მოდის შენზე ოცნებას კვლავ მარცხი მოსდის ვეღარ ვივიწყებ მაგ სევდიან ხმას რადგან მე შენზე ბოდვები მომდის. გავიდა დრო და ჟამიც გამოხდა ჩემი სიყვარულშიც რაღაც მოხდა ჩემი სიზმრები ცხადად გაცოცხლდა. მაშინ, შებს გარდა სხვა რომ გამოჩნდა ჩვენი გრძნობები ერთურს დაშორდა ჩემი გრძნობა კი თითქოს დაობლდა. მაშინ ჩემს გულში რაღაც მოხდა და მინდა გითხრა ეს გრძნობა მოკვდა.
|
დღეს ჩემი ფიქრები დგანან ფანჯარასთან და გამალებით არტყამენ ნაფაზებს... მთვრალი ვარ...შენ ამბობ:დე, ჯერ პატარა ხარ... (ჰაერში ფიქრებმა რვიანი დახაზეს). გპირდები აღარ მოვწევ, დე , ხო, მეცოდები. მოდი დავჯდეთ და ორივემ ვიტიროთ. ხვალაც ამტკივდება ფიქრი შეცოდების, შეძლებ, რომ გული ჩემს ნაცვლად იტკინო? თვითონ
...
Read More
|
საითმივყავარ ჩემს ბედისწერას, კვლავ რა სიახლეს მიმზადებს ნეტავ, გაჩენის დღიდან რას მექიშპება, რას მემართლება ,რა უნდა ჩემგან? მე თუმც ბუნებით არ ვარ ბოროტი და გზას მივყვები ოცოდველს,მართალს, ბედი კი მაინც,როგორც რობოტი, ჩემი ცხოვრების საჭეს თვით მართავს. რაც კი გულს უნდა როდი სრულდება, სადაც არ მინდა იქ გზა ხსნილია, ისე დამქანცა მისმა ცდუნებამ, როგორ მოვიკცე ვერ გამიგია. ბედის სიმკაცრით შეშინებული არსად დავეცე,ვფიქრობ ყოველთვის, თუმცა სიკეთით ვარ ანთებული, მაინც არ ვიცი ხვალ რა მომელის.
|
ღამით ქუჩაში დავეხეტები მეძახის ვიღაც, არ ვიცი რისთვის, დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით, ვეძებ რაღაცას, არ ვიცი ვისთვის... მეძახის, მესმის ჩუმი ჰანგები, სველი თვალებით მივყვები ბილიკს, გაოცებული მივიცქერი იქით არსებობს რაღაც? ვიღაცა რისთვის? მე არ მოვსულვარ ვიღაცა რისთვის მე არ მასვენებს ფიქრები მისი, დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით ვეძებ რაღაცას, არ ვიცი რისთვის... მინდოდა მეთქვა, რაც არ მითქვია ცხოვრებამ უცებ წამლეკა იქით, არ ვიცი რისთვის მოვედი ქვეყნად, არ ვიცი რისთვის მივყავარ იქით. დაუსრულებლად მსურდა სიცოცხლე თურმე ხანმოკლე აღმოჩნდა მისთვის, დამსხვრეულ ბილიკს მივყვები იქით არ ვიცი საით, გაუჩერებლივ მივყვები ბილიკს...
|
შეიძლება ხან დაგიყვირო, შეიძლება ხან გაგიცინო, შეიძლება ხან გაწყენინო, შეიძლება ხან გატკენინო, შეიძლება არც კი გაწყენინო, შეიძლება არც კი გატკენინო, შეიძლება არც კი დაგიყვირო შეიძლება არც კი მაპატიო. მაგრამ შენ უნდა იცოდე, მაგრამ შენ უნდა გწამდეს, მაგრამ შენ უნდა გჯეროდეს, მაგრამ შენ უნდა გიხაროდეს, რომ მე შენ მიხვარხარ როგორც არიცი, რომ მე შენ მიხვარხარ როგორც არავინ, რომ მე შენ მიხვარხარ როგორს არასდროს, რომ მე შენ მიხვარხარ და სულ მეყვარები.
|
სად ხარ წვიმაში ხომ არ წაგიღეს, ვერსად ვიპოვე შენი გზა-კვალი, ნუთუ აქ უნდა დავსვა წერტილი და შევაჩვიო ამ ტკივილს თვალი?!
ვის შევეკითხო არის კი ვინმე ამ ქვეყანაზე შენი მცნობელი, ვერავინ მეტყვის მე შენს მისამართს, ვერც ავთანდილი ხსნათა მწუობელი.
ეს წვიმაა თუ ღვარად დინება ასმათისა და შენი ცრემლების, მე არ ვტირივარ თავისით ხდება... სისხლით და წყალით ლბობა ხელების.
გადაიკარებს ალბათ ოდესმე და თუ იქამდე ქვეყნად ვიქნები, აღარ დავუცდი ჟამთა დინებას ზღაპრად რომ იყო მაინც შეგწვდები.
|
თუ არ გამიწყრება მამა ღმერთი მუზა თუ არა მკრავს ხელს, თუკი შუაღამეს მკლავებ გაშლილ მთვარეს დავინახავ მე, მთვრალი კაცივით რომ დაეთრევა, ცის გუმბათს ბარბაცით რომ ცვეთს, თუკი თვალს მივაწვდენ იანვარში გადაშროშანებულ მთებს, თეთრი ქალწულივით ამაყ მწვერვალს, თოვლი ზღაპრულად რომ დევს... თუკი გაზაფხულზე ვაზის ცრემლი თმებზე დამეღვრება მე, ახლად ამოხეთქილ კვირტებზე ხომ მზე სხივთ ნაწნავებად გრეხს... თუკი ნაკადული დახატული რაკრაკით ჩამივლის გვერდს, თუკი მზიანეთში ურცხვად აჭრილ ტოროლას ავაწვდენ ხელს, თუკი გავიგონებ ჭერმის ხითხითს შეხეთ, ამ ნებიერ ხეს, ვიცი, ატმის კვირტთა ნაგუბარში აპრილი დამახრჩობს მე... თუკი გავბრუვდები ჩემი ნაბოდვარით, მუზა თუ არა მკრავს ხელს, მაშინ გამოვტყდები ძალზედ მოკრძალებით, რომ სიტყვის ლოთი ვარ მე!
|
რამდენჯერ მთვარიან ღამეში, როს აღარ მასვენებს მე ფიქრთა თარეში, როცა მსურს, ჩაგხედო ეშხიან თვალებში, გინატრებ საამო ნიავად, ან ცისკრის ვარსკვლავის იმედის ციალად. რომ მიალერსებდე კი არა, უკუნს მინათებდე, მიქცევდე მზიანად! რამდენჯერ სევდაში ჩაძირულს, მთვარეს რომ ვუცქერი ცის თაღზე აზიდულს, მგონია ჩემთან ხარ, განწირულს ნაღველი მეცლება, უხარის წამით სულს, ოცნებას გამიკრთობს ბულბული, ცის ნამი მაფხიზლებს და ფოთოლთ ჩურჩული. ნუ დარდობ, ცოდვაა ეგ გული, ის შენი იქნება და შენი ერთგული. რამდენჯერ, რამდენჯერ, რამდენჯერ!.....
|
როგორ მიყვარდა მწუხრის ჩრდილთა ჩუმი ვედრება, ჩამავალი მზის ბრწყინვალებით განათებული, საოცარია დასისხული ცის გათეთრება, როცა ლაჟვარდში იძირება მზე ანთებული... მე ავდიოდი ცისფერ კოშკის მარმარილოზე საფეხურებზე შუქი ენთო ფერად ღვარებად სისხლი ჰყვაოდა ჰორიზონტის ყვითელ ტილოზე და ისვენებდა დაქანცული მზის ელვარება.... უცებ მოვარდა ქარიშხალი ზღაპრულ დევებით და ატორტმანდა მწვანე სივრცე ცეცხლის რკალებად აივსო ჩემი ბროლის კოშკი ცის ნანგრევებით და ქარმა სილა მომაყარა ღია თვალებში... გუგუნებს ქარი და ოცნებაც თვალს ვეღარ ახელს გაბზარულ მიწას ხშირად უვლის ტანთ ჟრუანტელი შარავანდედი ეკარგება პოეტის სახელს, ვაიმე ქრება პოეზიის წმინდა სანთელი....
|
ისევ მიყვარხარ და ისევ მენატრები მე შენს ლამაზ თვალებს ვღარ შეველევი ისევ მენატრები თითქოს ჩემთან არ ხარ წამიც ვეგარავძლებ შენგან მარტოობით.
* * *
სიყვარული არის ფაცხა ამ ფაცხაში არის რაცხა დამეხმარეთ ვინცხა რაცხა მე სიყვარულმა დამამარცხა.
|
« 1 2 ... 43 44 45 46 47 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|