მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
წერთილი,ტირე,მრავალ წერტილი...
და მერე ისევ,
ისევ და ისე...
მორზეს ანბანის გადარითმებით
მთელი სამუაროს კუთხე კუნჭულში
ვგზავნი მესიჯებს.
მთრთოლავ თითების უწყვეტ ციკლებით
და ალბად სადმე, ოდესმე, ვინმე,
მე მაქვს იმედი გამითავისებს,
გამიგებს ვინმე
და დამიმტკიცებს
არის სიცოცხლე ამ სამყაროში,
რომ არის ვიღაც ვინც დამანახებს
რომ ააქვს აზრი ამ ჩემ ცხოვრებას
უსაზღვროების ყრუ შესაკიდზე.
რომ ააქვს ფასი და გამართლება ჩემი მეობის წერტილს და მძიმეს.
|
ზეცა სულია დედამიწისა და ეს სამყარო არის ხატი მომავალისა, დიდ უფლის დღისა, როდესაც სული გადაიქცევა ხორცის სამოსად. ედემის ბაღში ჩვენი ყოფა ხომ ასე იყო, მანამდე სანამ ვამჯობინეთ კეთილს ბოროტი და შევიქენით მოწილენი ამაო ხსნისა . პირველ ცოდვის ქვეშ ვართ ყოველი თანაზიარი და რაც მოვიმკეთ ნაუოფია იმ დაცემისა, არც მეტია და არც ნაკლები- მსგავსი მსგავსს ერთვის, სხვა გზა სავალი ჩვენი თავისთვის არ გაგვიხსნია. ...ეს მერვე დღეა და ყოველივეს ეხდება ფარდა დგება ყოველის გამხილების ბოლო საათი, როს ცხადზე ცხადი შეიქმნება თუ ვინ ვინაა ...და საიდუმლო გაიხსნება იგი ბარათი.
|
მზემ მიმოფანტა ღრუბლები და გამობრდღვიალდა და ვინ არის ის ვინც ამბობს რომ, ჩვენ არაფერი არ შეგვიძლია?! ამ ქვეყანას ხომ ღვთისმშობელმა თავისი კალთა გადააფარა, ის უწმინდური სწორედ მისი დაუძლეველი შიშით იძლია.
-სად არის მამა?! უცაბედად გაისმა კითხვა და ექოდ მოხვდა დახურული სივრცის კუთხეებს. რაღაც საეჭვოდ გაუჩინარდა ემისარი უძირო ტბისა, ვინ იცის თავი შეაფარა ჟამის სამალებს.
ო და ეს წვიმაც ისე წასკდა მოულოდნელად, დაუსრულებელ უთავბოლო ცრემლთა დინებად, გამოაღვიძა მიძინებული წუთი სოფელი, ...თუ გული გულობს არაფერია შეუძლებელი.
ერთობაშია გზა ჩვენი ხსნისა და გადარჩენის, ჩაწერილია სამარადისოდ ყოველი სიტყვა ჩვენ მიერ თქმული, ხელი ხელს ძმებო მოვუსწოროთ მომავალს გზები და აღვასრულოთ ჩვენი საქმე,მხოლოდ ჩვენით ის თავ დადგმული.
|
როგორც გურამი.. დრო და დრო ვიცი გაფრენები ალავერდული, დრო და დრო როცა აღარ მყოფნის უკვე მოთმენა, როცა ვხედავ რომ იმ ტოტს ჭრიან რომელზეც ზიან და აღარავის აღარა სურს ღმერთის მოსმენა. შემოვევლედბი გურამივით მეც თეთრ მერანზე და დაოთხილი შევაჭენებ შუა ქალაქში, ჩემი ყიჟინა და მათრახი შემოერთყმება გაქვავებულებს ისე როგორც, სადმე ზღაპარში. და ვერავინ და ვერაფერი ვერ შემაჩერებს, მანამდე სანამ ბოლო ბომონს არ შემოვდგები, მხოლოდ მას შემდეგ შევბედავ და ალავერდიდან, ხელებ გაშლილი საწუთროზე გადმოვფრინდები. და თუ აღვცდგები, ისე როგორც დღემდე აქამდე, კვლავ არ ამცდება წვეულებთან ვიცი მოლხენა, მანამდე სანამ არ გავაფრენ ალავერდულად, მაშინ როდესაც აღარა მყოფნის უკვე მოთმენა.
|
სადღაც გაგაქრო სიამაყემ, კვალი სიყვარულმა დატოვა, შემდეგ დავიწყება მეწვია, თუმცა მანაც მალე დამტოვა. შემომინახე ეგ თვალები. მზერა არავის ანდო... შენი დუმილიც, სევდიანი, გახსოვს? მე მიყვარდა მარტო. მომნატრებია ყველა სიგიჟე. შენი სურნელი, ხმა.. ნეტავ იცოდე, როგორ მინდოდა მომესწრო "მიყვარხარ"-ს თქმა. მაპატიე, რომ ვერ გავუძელი და რომ მიგატოვე, მაპატიე.. შენს სახელს ვარქმევ ყოველივეს, ქვეყნად თუკი რამე მაბადია.. ჩემო უცნაურო, გაგიკვირდება და,, ახლა,როცა ქუჩებს ათოვს, ქალაქი ძილში ჩაძირულა, მე კი, შენით არსებობა მათბობს. უკანასკნელად ჩაეძინებათ ამ თითებს ქერა თმებში, უკანასკნელად გავბედავ გითხრა: "ყოველთვის დარჩები ჩემში"
|
ჩემი ცხოვრება სავსეა შენი სუნთქვით და თვალების ფერით, თმებით,ტუჩებით,ალერსით,მზერით, ჩემი არსევა სავსეა შენით, ჩემი დღეები სავსეა თმენით, ჩემი სისხლხორცი მზითა და რწმენით, მხრებით,მკლავებით, თვალებით,ყელით, ჩემი არსება სავსეა შენით, ჭორით,ოცნებით.იჭვნეულ სენით, ტყუილით,მართლით,ბოროტი ენით, ზღვა სიყვარულით,პატარა წყენით, მთელი სიცოცხლე სავსეა შენით, ასე მგონია მე შენით ვცოცხლოობ, ასე მგონია ვსულდგმულობ შენით... მხოლოდ შენით...
.......................................................
რატომ დამთოვე შენ იმ საღამოს რატომ დამადე ქვა გულზე დიდი რატომ მითხარი არ მიყვარხარო რატომ დამიფრთხე მე დღემდე ძილი. მაგრამ მჯერა რომ გვირაბის ბოლოს კვლავ გამოჩნდება შუქი ნათელი და ჩვენ გულებში კვლავ აინთება ამ სიყვარულის ნაზი სანთელი.
|
"მზის ჩასვლას თითქოს ცეცხლად იწვიდა დანაცრებული ნასახლარები, ატმის ხეების ტოტებზე ისხდნენ ფრენით დაღლილი მკრთალი მტრედები...
ეკლესიასთან მდგარ ნარნარ გოგოს მკვეთრად ესმოდა ხმა თბილ ეჟვნების, ეს სიყვარული რად იყო ღმერთთა... და რად მიჰქონდა ქარს ხმა ვედრების,
იწვის სანთელბი ელვარებს თვალნი დგას მკრთალი გოგო პატარძლის კაბით.., ყელზე უბრწყინავს ალმასად ცრემლი ხატს ევედრება მკრთომარე ხელით..
უკანასკნელი ოცნების კვდომას ნარინჯისფერი მზის ჩასვლა ჰგავდა, ნიავი მშვიდი მარტოსულ გზაზე შემოდგომის ჭრელ ფოთლებს ფანტავდა...."
|
ის დაიბადა ავბედით ღამეს და არ იცოდა მან სიტყვა გრძნობა, მან არ იცოდა,არც სიყვარული, არც სიხარული და თანაგრძნობა.
იგი ასეთად ქუჩამ აქცია ის გაიზარდა უნდობელთ შორის, ის ტრიალებდა მუდამ იმ წრეში ვინც არ იცოდა რაიმე გრძნობის.
მან რაც იცოდა,ქუჩამ ასწავლა ძარცვაც,მკვლელობაც და ხალხის ჩაგვრაც, მან არ იცოდა სიცოცხლის ფასი და სხვის სიცოცხლეს ატანდა ნაგავს.
მას სდევდა მუდამ უბედურება მან არ იცოდა რაა სიცილი, სადაც ის იყო,თან სდევდა მუდამ უბედურება,სისხლი,სიკვდილი.
თავის სიცოცხლეც არად უღირდა მისი შეჩერება იყო ამაო, ვიდრე ერთხელაც "საქმეზე" გასულს გზად არ შემოხვდა წმინდა მამაო.
მისმა სიტყვებმა "ფული მომეცი" ადგილს მიაყინა წმინდა მოძღვარი, აუკანკალდა მარჯვენა ხელი სადაც ეპყრა მას საღვთო ლოცვანი.
ფული არა მაქვს შვილო არა მე თავადაც ხედავ შენ თვითონ ამას, მშვიდად გამიშვი,ნურას შემამთხვევ არ დაგივიწყებს უფალი ამაგს.
მე არ ვიციო ვინ არს უფალი და ამის შემდეგ დაუშვა სასხლეტს, წიგნი დავარდა,გადაიშალა მან თვალი მოჰკრა მოციქულთ საქმენს.
იარაღის ხმა შესცვალა ჭექამ და დააწვიმდა ფურცლებზე ლოცვანს, მოღრუბლულიყო ზეცა ავბედად და დასტიროდა დაღუპულ მოძღვარს.
წვიმამ ცოტა რომ გამოაფხიზლა ის დაიხარა წიგნი აიღო, მან ერთი-ორი სტრიქონიდანაც
...
Read More
|
ფიქრო-უსასრულო,წუთო-დასაცდელო, ჩემო სიხარულო,ჩემო განსაცდელო, მხოლოდ შენ მიყვარხარ, შენთვის მტკივა გული, მე ხომ შენ გაჩუქე ჩემი სიყვარული... გულო-სატკივარო,დღეო წვალებაო, ჩემო ერთადერთო ლამაზ თვალებაო! წამო ბედნიერო,სიხარულის ცრემლო, როგორ მინდოდა,რომ სულ შენს გვერდით მევლო. ფიქრო უასასრულო.წუთო დასაცდელო,ჩემო განსაცდელო.
........................................................................................................
ღამის ფერები ანაზებს ჭადრებს განგება ისევ ძალუმად მგოსნობს, ქუჩებში მწვანე აუნთო დარდებს, ჩემი ფიქრებიც მთელს ქალაქს მოსდო.
აანთო თეთრი ლამპიონები და ცას მიაპყრო სხივების კონა მარადისობის ნათელი ფერით გამოუცხადა სამყაროს გლოვა
ოჰ როგორ მინდა ისევ აქ იყო, და დამავიწყო რაც მიწამია, მუდამ გახსოვდეს რომ ეს ცხოვრება მარადისობის ერთი წამია
|
რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი. შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი და მეც სულ ისე დაგავიწყდები.
დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული. წარსული ახლა ჩემი მტერია. საიდანღაც კი ხმა შორეული წამიჩურჩულებს: - არაფერია!
რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი. შენი ცხოვრება ახლად იწყება. და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი... ისე, უბრალოდ დაგავიწყდება.
შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ, მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია. გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ: განა ეს მართლა არაფერია?!
დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს... შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები. დაგავიწყდება იანვრის სითბოც და მეც სულ ისე დაგავიწყდები.
|
« 1 2 ... 42 43 44 45 46 ... 254 255 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|