♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

ისევ შენზე ოცნებებმა მიხმო
და მომინდა ხეტიალი ქართან,
ცხრა ფიქრის და ცხრა ოცნების მიღმა
აშრიალდა შენი კაბის კალთა...

ღამით, რა ვქნა, ოცნებების მეტი,
მაგ ღიმილის გახსენების გარდა;
დავეცემი, როგორც წვიმის წვეთი
მოგონების საჩრდილობლის კართან.

უძილობის თეთრ თოლიებს მისევს
გახსენება მაგ ანთებულ თვალთა
და ფიქრებში გათენდება ისე,
როგორც უცებ ჩამომწყდარი ფარდა.
ვახუშტი კოტეტიშვილი...
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1100 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დამიწერე სულ პატარა ლექსი,
შენ სტრიქონებს მოვეფერო მინდა,
დამიწერე სულ პატარა ლექსი,
შენი მშვიდი თვალებივით წმინდა.
დამიწერე,რომ ცრემლები მშვენის,
რომ შენს გულშიც უჩემობა წვიმდა,
დამიწერე,რომ ლექსი ვარ შენი,
რომ სიცოცხლე მხოლოდ ჩემთვის ღირდა...
დამიწერე სულ პატარა ლექსი,

შენი მშვიდი თვალებივით წმინდა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1591 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



...ფანჯარა გამოვაღე, მაზე ისევ ჩადიოდა,
ცხოვრებას ერთი დღე ისევ აკლდებოდა,
ვინ იცის იქნებ ბოლო დღე ღამდებოდა,
და ჩემი სიცოცხლე უკვე თავდებოდა.

მაგრამ რატომღაც ეს არ მადარდებდა,
ერთ რამეს ვფიქრობდი, ერთი რამ მადარდებდა,
შენ ჩემზე მეტად არვინ მაფასებდა,
და შენ ვერ გამიგე... აი ეს მადარდებდა.
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1241 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბიჭი რომ ვიყო დარიალში ვიშარაფებდი
ყანწით დავცლიდი საქართველოს მთებს და მწვერვალებს,
მერე რა იცი?_მოვიდოდი შენს ფანჯარასთან
და სერენადას ვუმღერებდი შენს ლამაზ თვალებს.
საუბედუროდ ბიჭი არ ვარ, რომ ვიშარაფო
ღვინიო დავლიო,ღვინიტ დარდი სულ დავივიწყო.
ქალიშვილი ვარ სიყვარულით გაწამებული
ერთი ვიცოდე ნუთუ მართლა არ გებრალები?
ბიჭი არა ვარ სიყვარული რომ გაგიმჟჭავნო
და ავამღერო შენს ქუჩაზე ჩემი გიტარა
ბიჭი არა ვარ, გოგონა ვარ, გესმის?-მიყვარხარ
და შენ კი ჩემი სიყვარული არ გეკარება!
ბიჭი არა ვარ ცივი დანა დავატრიალო
ფეხდაფეხ გდიო, დაგაშინო, გთხოვო ცოლობა,
ქალიშვილი ვარ, გოგონა ვარ, ნუთუ არ გჯერა
ნუთუ ეს არის გოგონასთან შენი გმირობა.
ბიჭი,რომ ვიყო და შენ წუთით გოგოდ გაქცია
ზღაპრულ მერანზე შენს შავ თვალებს ავიტაცებდი.
დაგიკოცნიდი ლამაზ თვალებს გრძნობით ანთებულს
ბიჭი, რომ ვიყო
და შენ გოგო,
მოგიტაცებდი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1417 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარულის სადღეგრძელო

მოდით ხალხო ეს იმ გრძნობას
გაუმარჯოს,
უკითხავად რომ გაგიღებს
გულის კარებს,
ცხოვრებაში რაცარუნდა შლეგი იყო,
დაგაწყნარებს და
სრულ სიმშვიდეს მოგავლენს.
მოდით ხალხო ეს იმ გრძნობას
გაუმარჯოს,
რომელიც რომ მთელი ღამე
არ გვაძინებს,
ოცნებებში ჩაძინებულს
ყოველ დილით,
სიხარულით აღსავსეს რომ
გაგვაღვიძებს!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1221 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე ცხოვრებაში სევდიან თვალებს
რატომღაც ვეტრფი,
ასე მგონია სევდიან თვალებს აქვს
ნაზი გული,
სევდიან თვალებს რომ შევხედავ მსურს
ვანუგეშო,
სევდიან თვალებს რომ ვუყურებ მეც
მტკივა გული,
იქნებ რამდენი რამე ხდება სევდის
მიზეზი,
ჩვენ ვმხიარულობთ,სხვა კი ქვეყნად
სევდიანია,
მაშ გაუმარჯოს ქვეყანაზე სევდიან
თვალებს,
რადგანაც სევდა სიყვარულის თანამგზავრია.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1184 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იდგა სიჩუმე... და თან ბნელოდა,
ხმები დაძრწოდნენ ავი სულების,
თითქოს ეშმაკიც ამას ელოდა,
თითქოს კარებში იდგა დემონი.

ქარი არხევდა დარბაზში ფარდებს,
და მუმიებიც ნელა დგებოდნენ,
ისმოდა ხმები,აღებდნენ კარებს
და სიბნელისკენ მიაბიჯებდნენ.

შიშმა შემაკრთო, ხმა ჩამივარდა,
წყვდიადი იდგა ავად მზირალი,
და იმ ბოროტმა მწარე სიზმარმა,
გამომაღვიძა მე მომტირალი.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1247 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დამხატე, მაგრამ ნუ დამხატავ ასე სევდიანს
შემილამაზე მარტოობა მხიარულ გრიმით,
შემილამაზე ეს ავბედითი მელანქოლია,
თორემ უსაზღვრო ძალა უნდა ბუნებრივ ღიმილს.

დახატე ზეცა,ოღონდ ლურჯი მოსაწყენია,
სანთლების რკალში ჩაატიე მთელი სახატო,
ჩემს ოცნებებში სალოცავებს სანთლის ფერი აქვს,
დახატე სივრცე,ოღონდ თეთრი არ დამიხატო.

მე აღარ მომწონს შემოდგომით ფოთოლთა ცვენა,
იქნებ მიმოზა დამიხატო,სადაფის ფერი?
თეთრი ზამთარი მე არ მახსოვს ეს იყო ძველად,
შენ დამიხატე უნამქერო და იისფერი.

დახატე მიწა და მზის აკვნად აქციე თოვლი,
ყველა სურვილი დასაწყისში ასე მუნჯია,
ზღვაც დამიხატე,ოღონდ მწვანე ისე ვით მოლი,
მერე რა მოხდა, ცხოვრებაში ის თუ ლურჯია.

დახატე ქალი...საქალეთი შეცვალე თუ გსურს,
უყოველგვაროდ,დამცირებით,უმასკარადოდ,
ამ სამყაროში ყველაფერი შეცვალე თუ გსურს,
ოღონდაც ქალი არ დახატო უმამაკაცოდ!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1249 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



*****
შორიდან ისე შემომეპარე როგორც, ალვის ხეს, ცელქი ნიავი,
უცებ ვერ მივხვდი რა ქარი ქროდა, ან რად დამეწყო გულის ფრიალი.
ნეტავი მაშინ არ შემხვედროდი, ნეტავი მაშინ არ გამეცანი.
ჩვენმა თვალებმა შეხედეს ერთურთს, მაშინ გამოჩნდა ერთი მიზანი,
იმედი ვიგრძენ, ჩუმად გიგულე, მერე უეცრად გაუჩინარდი,
არც დამეთანხმე, არც უარი თქვი და მეც დამტოვე გაუცინარი.
თუ მღვიძავს, შენზე ფიქრები მადნობს, შენ მესიზმრები თუ ვარ მძინარი,
ნეტავ საიდან გამომეცხადე, რა ხარ ასეთი ვერ შეგიცანი.
ნეტავი მაშინ არ შემხვედროდი, ნეტავი მაშინ არ გამეცანი

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1254 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



*****
ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ,
ჩემი სიყვარულის კონა,
ჩემი სილამაზის საზომი,
ჩემი ოცნებების წონა.
ჩემი მოელვარე ვარსკვლავი,
ჩემი გამხელილი ცოდვა, ჩემი სიხარულის საბაბი,
ჩემი ღამეული ბოდვა.
ჩემი უსახელო ლექსი ხარ,
ჩემი დარცხვენილი მუზა,
ჩემი ბედნიერი ცრემლების
ზღვაში ჩაშვებული ღუზა...
ჩემი უპასუხო კითხვა ხარ,
ჩემი პაწაწინა ია, ჩემი გაუშლელი ყვავილი,
ჩემთვის გასროლილი ტყვია..


....................................................


მოდით,იხილეთ ბრწყინვალებით ეს სიყვარული,
თუმც კი დაახშო მან ეული ეს ჩემი გული.
ამ თვალთ სიღრმეში ჩაიძირა ჩემი სამყოფი
ვიგრძენ მის მშვილდთA ძალა იგი,სულთა-გამყოფი
ყველას არ მოკვეთს,გარეშე მყოფს ეს სიყვარული
ვისაც კი ძალუძს,რომ ამ გრძნობით იმშ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1913 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 46 47 48 49 50 ... 254 255 »
კვირა, 2025-01-12, 5:43 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025