მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
წადიი? შორს წადიი? უმისამართოდ? და ჩემი გული ისე დატოვე? უიარაღოდ. წადი... შორს წადი... იქნებ სულაც უმისამართოთ მაინც აქა ხარ, ამ მცირე გულში თან სამუდამოდ. წვიმის წვეთები ელამუნება გაყინულ თითებს, ხანდახან გული გამალებით, თუმც ჩუმად, მიცემს. ღრუბელი გრგვინავს გამძაფრებით, ვითარცა დოლი, მე კიდევ ვდგევარ ცის კიდესთან, გეძახი... მოდიი...
|
ორივე წუთიერ სიგიჟეს ავყევით თითებში ლამაზი სიბილწე იბუდებს ტუჩებსაც – კბილებით უხეშად დაკბენილს ვერავინ დაარქმევს ვნებათა სიმრუდეს... . ახლა ის დრო არის ავდგე და წავიდე ნელდება ცეცხლი და შენს თავზე ბრაზდები მარტოდ დარჩენილი მოკრებას დაიწყებ თოვლში ჩაკარგული ამაყი აზრების... . ჩვენ ვნების შანთებსაც თეთრ თოვლთან წავაწყდით ქვაზე იხატება დადნობა სხეულის შენ ისევ ჯიუტად არ გინდა დამარცხდე მე კი გამარჯვება არა მსურს ეული! . ფეხებთან დაგიყრი დაუცლელ სურვილებს მზერასაც ამოვგლეჯ – შენს ხორცზე დაჭედილს... შენია – გიტოვებ ოცნებებს უტკბილესს – გათელე... ჩაფერფლე... დაწვი და... გაჩერდი!!! ............ შენ გტანჯავს ვნებების სიცხე და სიცხადე..
|
გაზაფხულდება, უეჭველად გაზაფხულდება.
რა დააოკებს თავნება აპრილს?
მოვა, მოიტანს, ცისფერ ყვავილებს
და შენს ფეხებთან დაჰყრის და დაჰყრის.
|
ჩემს სულს დაეხსენ, უცხო ხარ ჩემთვის, აწ გამკიცხავ თუ ბოდიშს მომიხდი, აღარ მანაღვლებს და ეს თუ მეთქმის - რომ შენს წინაშე ქედს არ მოვიხრი!
თავისუფლების მადლს რომ ვეწიე და რომ არ ვმონებ სატანურ ძალებს, შენც ხომ იცი და რად შემწირე, მაგ ცოდვით სავსე ღიმილს და თვალებს?!
მწამდა, განგებამ მიტომ შეგვყარა, ხსნად და შველად რომ მომხმარებოდი. მე შევიძულე მთელი ქვეყანა შენ უფრო მეტად რომ მყვარებოდი!
იმ დღეთა სვლა და იმ წამთა ქროლა, შენს ფერხთით ფუჭად რაიც ეთრია, ვინ რას გაიგებს იყო რა ბრძოლა, შთაგონებისთვის რომ წამერთმია?!
ჩემი გონების ღვთიურ განსაცდელს შენ რას შეიცნობ შენ რას გაიგებ, შენზე ფიქრი თუ გზას არ ამაცდენს მწამს უკვდავებას ფეხქვეშ დავიგებ!
|
მე ქართველი ვარ და ვარ ხევსური, არა მჩვევია ტარება უღლის, ვერ მძლევდა შუბი, ვერც ორლესული, ვერას მაკლებდა დუშმანთან შუღლი.
ვერ მაშინებდა მტერთა სიმრავლე, ცხოველი ჯვარი მიმაჩნდა მცველად, წინაპრის ცეცხლი დღეს ჩამინავლეს, იზარდა ღვარძლი და სარეველა.
დღესა მძლევს ყველა, ქურდი, მპარავი, სუსტი, ძლიერი, კრავი და მგელი, რა სასტიკია და შემზარავი, რომ ხშირად მლახავს თვისტომის ხელიც.
მე პატრონი ვარ ტანჯული მიწის, ვაგლახ! ვივიწყებ ზოგჯერ ამ ტანჯვას, ცოდვებისათვის უალოდ ვიწვი, ვერ ვიგებ მიზეზს და ფუჭად ვხარჯავ
დღეებს, რომლებიც მომეცა ვალად, სულის სახსნელად, ჯერ რომ ბავშვია, მე ქართველი ვარ და ჩემი ძალა მხოლოდ უფალთან ერთობაშია!
|
ჩემი სიყვარული მდინარე არ, არის რომ გადსცურო, გახვიდე გაღმა, ჩემი სიყვარული ზღაპარი არ არის რომ დაასრულო ლამაზად ახლა. ჩემი სიყვარული ჭრილობა არ არის ნემსით და ძაფით არ გაიკერება, კანონი არ არის ჩემი სიყვარული ბრძანებით არ დაიწერება. არც ვერცხლის მონეტა არ არის გროშებად არ დახურდავდება. არც საიდემლოა, არც დანაშაული..
|
დასანანია,რომ ეს თვალები ტირის შენს გამო, მაგრამ შენ ამას მე არასოდეს არ დაგანახებ, რატომ მოგინდა ჩემი ოცნების პრინცს შეეხამო, დიდი ხანია დავივიწყე ეგ შენი სახე.
მაგრამ ვაი,რომ არ შემიძლია სხვა შევიყვარო ეს სიყვარული ჩემი ცხოვრების დასაბამია, მე აღარ ძალმიძს ტირიფებივით ცრემლები ვღვარო, უღირსებისთვის ამდენი ფიქრი დასანანია.
სამწუხაროა ჩემი რომანის გმირი არ იყო, ეპიზოდებში მე მიგამსგავსე გაყინულ ლოდებს, დასანანია ეს ყველაფერი სპექტაკლი იყო დასანანია,რომ ასე კარგად ვთამაშობთ როლებს.
|
ირგვლივ ხეების ჩრდილი თავაშვებული ქარი მკერდზე შეხსნილი ღილი შენი თვალები მთვრალი. ღამე მე და შენ ერთად ქარში თამაში გვინდა თავს ნელა დახრი იტყვი: "შენი ალერსი მინდა" მე მინდა გიყვარდე კარგო ვერ უცქერ ბუტია ტუჩებს თვალებში ნუ მიცქერ თორემ უცებ გაკოცებ უცებ.
|
მესიზმრა: ორივე მოვკვდით, გვფენია სიმშვიდე მკვეთრი და ერთად დაუდგამთ გვერდით ჩვენი ორი კუბო თეთრი.
რას ნიშნავს ყოველი, ნეტავ? უკან დაბრუნება არ გვსურს. გულს არ ღრღნის ტკივილი, ვხედავ, გული აღარ ტირის წარსულს.
უძლური გრძნობები გვაკრთობს, ნათელი აზრები ჩვენი. შენს ბაგეს ვერაფრით ვათბობ, თუმც კვლავ სილამაზე გშვენის.
ასრულდა: ორივე მოვკვდით, გვფენია სიმშვიდე მკვეთრი და ერთად დაუდგამთ გვერდით ჩვენი ორი კუბო თეთრი..
|
წამოდი მეცეკვე,წამოდი ნუ გხედავ სევდისგან გამომთვრალს გვიყუროს ქუჩამ და ქვეყანამ წამოდი მეცეკვე რა მოხდა?! არ მინდა ვარდი და ხელმკლავი ამბორიც არ მინდა თითებზე წამოდი უბრალოდ მეცეკვე მუსიკა წართმეულ სიტყვებზე. არ ვტირი ,ეს წვიმამ დანამა ღაწვი და გალუმპა წამწამნი წამოდი ვიცეკვოთ...არ იცი? -დილამდე როგორმე გასწავლი. აღარ ღირს წუხილი იმაზე რომ ვეღარ ვიპოვეთ აკორდი გაჩუმდი,ნუ მეტყვი ნურაფერს წამოდი ვიცეკვოთ,წამოდი..
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« თებერვალი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|