მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
არ არსებობდა და ჩემში დაიბადა ექსცენტრიულად ქცევაში აისახა უსასრულობად გარდაისახა და დიდი სიცრუის ბადე გაიხლართა... ვისთვის სიცრუის, ვისთვის სიმართლის, ვისთვის გართობის, ვისთვის კი ტანჯვის, ვისთვის სიძულვილის, ვისთვის ენის ქნევის... .................. საქმე არ ქონდათ და საქმე გაიჩარხა. გრძნობამ ამიტანა გაურკვეველმა მიყვარდა, მძულდა, მტკიოდა, მსურდა... ფიქრის მორევმა ფსკერში ჩამიტანა. კითხვები უსასრულო მსურს წარსულს ვუსახსოვრო. ცხოვრება უნამუსოდ მექცევა უნიათ სულს... ნდობა დაკარგული და გაყინული.... გადამაქციოს მუმიად სურს! სიკვდილს არ მაცლის და ცოცხლად მმარხავს, უფრო მიწამლავს მოშხამულ სულს... თითქოს ყველაფერი გაქრა მე დავემსგავსე გარდასულ წუთს! ჩემთვის მომავალი არ ჩანს ირგვლივ ყოველივე მძულს... სიტყვები ძალას კარგავს... დუმილით საუბარი მსურს! სიტყვებით არ გესმოდა ჩემი და დუმილიიიით...??? მიგახვედრებ ნულს! ................ ვიცი ყველაფერ ვიცი, ვიცი მჯეროდა სიზმრის, იმედი მქონდა მითის და მოლოდინი ზღაპრული პრინცის! ვიცი ყველაფერი მესმის... და ამიტომაც მე დუმილს ვარჩევ! მხოლოდ სიყვარული მინდოდა შენი, თუმცა შეუძლებელს ვიცი ვერ გასცემ... შენ ქრისტე არ ხარ... წყალს ღვინოდ ვერ აქცევ, და ამიტომაც მე დუმილს ვარჩევ
...
Read More
|
ცხოვრება ღიმილია მაშინაც კი როცა სახეზე მოგორავს ცრემლი.... დღეს მინდა ყველაპერი გაპატიო,ბავშურად მიამიტი დავრჩე... ეშმა შემომიჩნდა ჭინკასავით,თვალები ღიმილით მაქვს სავსე... ღიმილით სევდისა,ღიმილით დარდისა,ღიმილით დაცინვის და ნიშნის... არმინდა უკუგდება,არ მსურს შურის გება...ისევ შენეული პიქრის.. მაგრამ ჩამისახლდა ეშმა მარტო სული...მისად ვიცინი და ვტირი.. სული დაიღალა...როგორ აღარ ძალმიძს...ჩემად გითხრა რამე...იმ ჩემი წარსულის ერთო.. დღეს მხოლოდ დღეს მინდა რაღაც მოგიტევო...შემაძლებინე ღმერთო...
დღეს მარტოობაც და ცხოვრებაც იისპერია,გაპანტულ პოტლებს კვლავ აცეკვებს ლამაზად ქარი... საოცარია პიქრებისგან დაღლილი ქალი... თითქოს სიყვარულს ელოდება პოთოლ შრიალში....თუმც სიყვარულის წაიშალა ყოველი კვალი... ის მარტოობამ შეიყვარა ყველაზე მეტად....და ოქტომბერში მარტოობამ დასწერა ჯვარი.. შენზე ოცნებაში ღამე გავათიე...სულში დანთებულო პერადო მოგონებავ... ჩემი ცხოვრების ლამაზო წარსულო...თუ რამე დაგიშავე მაპატიე.......
|
შენ ხარ ლეგენდა ლექსების წერის წინააგმდეგი ამ ბედისწერის ჩვენს თაობაზე მაღლა იდექი ჩვენ ვკითხულობდით და შენ გვიწერდი ეხლაც აგრძელებ ლექსების წერას არ ურიგდები ჩვენს ბედისწერას შენ ხარ ყმაწვილი მუდმივი მუზიტ საცობში გემით და წყალში ღუზით მე არ ვყოფილვარ თურმე პოეტი შენი ნიჭი და მუზა მომეცი და მეც დავიცყელექსების წერა მეც შევებრზოლე ამ ბედის წერას..
|
ნეტა რა წვეთავს ნუთუ ცრემლია ეჰ რატომ ტირი ბაგეც სველია კლდესაც შეხედე ისიც კი ტირის თვალი შეავლე იმ მოხრილ ტირიფს
შენც ის იგრძენი რასაც ვგრძნობ ახლა იცი რამდენი ტანჯვა გადამხდა მაგრამ ცრემლი ხომ წმინდა წვეთია და შენზე ფიქრშიც ჩამომწვეთია
სანთელს შეხედე ისც კი ტირის რომ იღვენთება ან რატომ რისთვის ნუთუ შენც ფიქრობ რომ მასაც უყვარს თავდავიწყებით ყველგან და მუდამ
ნუთუ შეატყე როგორ გვგავს ხედავ სიყვარულისთვის მიილტვის ყველგან შენ ნუღა ტირი ნუღა ხარ კენტად მოდი შევრიგდეთ და ვიყოთ ერთად..
|
თვალებს დავხუჭავ, მაგრამ ძილი აღარ მეკარება, ფიქრით შენთან ვარ, შენი სახე თვალთ მეხატება, გარეთ ქარი ქრის, სევდიანად ღამე ილევა, ისევ არ მძინავს, შენთან ყოფნა ისევ მინდება.
მინდა გაგათბო, მაგრამ ვიცი ჩემთან რომ არ ხარ, მოვითმენ, რადგან სიყვარულის მწარე მონა ვარ, ვიფიქრებ ისევ, ვიოცნებებ და ქარში ვივლი, შემტკივა მაგრამ, სიყვარულით გავუძლებ ტკივილს.
ვიხეტიალებ ქართან ერთად სევდიან ღამეს, ღამე ილევა სევდიანად დაითვლის წამებს, მაგრამ უეცრად ჩემმა გულმა დაიწყო თრთოლა, თითქოს ვიღაცამ ჩამჩურჩულა "ის შენთან მოვა"
დაგელოდები, გავიფიქრებ სულ ორი წამით, და თუ მოვიდა ეს ოცნება ახდება ღამით, აი,ვიღაცამ ჩამჩურჩულა "მაგრად მიყვარხარ" ნუთუ შენ ხარ სიხარულო? ნუთუ შენა ხარ???
შემოვტრიალდი,დავინახე შენი თვალები და დავითვალე ბედნიერი ჩემი წამები. აღარ ვტიროდი,აღარ მციოდა და არც ვდარდობდი, რადგან ცივ ხელებს ერთმანეთის გულით ვათბობდით.
ვევედრებოდით ამ წუთებს რომ არ გასულიყო, ჩემი ცხოვრება ჩემგან შორს რომ არ წასულიყო. ბედნიერ წამთა კვლავ უეცრად მარტოდ დამტოვა, ჩემი სიცოცხლე წაიყანა და მიმატოვა.
გამომეღვიძა,მაგრამ გული ძალზედ მტკიოდა, სიზმარი მორჩა,ჩემ გულში კი ისევ სციოდა. დავხუჭე თვალი და თვალიდან ცრემლი მდიოდა თითქოს უშენოდ გაჩერდა დრო და არ გადიოდა..."
...
Read More
|
კლდე-კლდე ვივლი ოცნებების ზღვართან, ახლო არის ამ მთებიდან ცამდე... შემიძლია მე ამქვეყნად მხოლოდ, ერთადერთი - უფლის ნების მწამდეს.
კაცის მკვლელი ახლა უკვე ქრისტეს - მოციქულად დაეწერა თითქოს, ცოდვიანი კაცისაგან ზოგჯერ ალბათ ცოტა ზედმეტსაც კი ვითხოვთ...
ციდან იყო გადმოსული ცეცხლი (დაჯერება თუმცა მაინც გვიჭირს) სასწაულზე უფრო მეტსაც ვითხოვთ, თურმე რწმენაც ერთგვარია ნიჭი.
კერპებს ერთხელ წაეკიდა ცეცხლი, მას შემდეგაც თაყვანს ვცემდით რამდენს... გვიან ვხვდებით, რომ ამქვეყნად უნდა ერთადერთი - უფლის ნების გვწამდეს.
|
ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები… მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები, თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები, როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები. მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო, არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი, არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე, გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი. ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა, სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური, აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს, აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური. უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი, თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა, ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი… ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა. მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით???
|
მაკოცე!… დაირღვევა მისჯილი დუმილი, მაკოცე, მომიკალი დიდი ხნის წყურვილი… მაკოცე, დავივიწყებ დაკარგულ საათებს, არ მინდა ეს გრძნობა ოდესმე დამთავრდეს… მაკოცე… შენს თვალებში ნაღველი ჩამდგარა, გაკოცებ!… მეც მოგირჩენ ტკივილებს პატარავ… ღამდება, მთვარის შუქი ცის ჩრდილებს აცოცხლებს, ვიძინებ, გევედრები ძილის წინ მაკოცე, ხომ იცი შენი კოცნა მკვდარსაც კი მაცოცხ..
|
დღეს უშენობის სახლში მიწევს მე არსებობა, თითქოს ლოდინიც გათანგულა ცრუ მოლოდინით, ვცდილობ განვაგრძო უშენობით ჩემი ცხოვრება, თავდაკარგული გადაჩვევას ავედევნები...
დღეს უშენობის მერამდენე წუთებს დავითვლი, დრო და წამები მატარებენ ხელის გულებზე, შენთვის ვინ იცის, იქნებ სწრაფად მიქრის დღეები, ჩემთვის კი... ვითვლი, უშენობის საუკუნეებს...
დღეს უშენობის ოცნებებში მიწევს გაფრენა, ახლა ფიქრებმაც უმიზეზოდ იწყეს ჩაფერფვლა, სიკვდილის ჩრდილი აედევნა სიცოცხლეს ლანდად, იქნებ კონტურებს მიღმა ვცადო შენი დაკარგვა...
დღეს უშენობის ვეგებები მერამდენე სხივს, თითქოს მძულს კიდეც გაყინული გარიჟრაჟები, ღამის ქარიშხალს გავუწოდებ თითებს გაცრეცილს, სხეულს დავტოვებ, ასე უხმოდ გავედევნები...
დღეს უშენობის მერამდენე სტრიქონებს დავწერ, თუმცა სიტყვები ფერს კარგავენ გრძნობების ფონზე, ისე მიყვარხარ აი ახლა... გაგიჟებამდე... მონატრებას კი...ხიდად გავდებ გადაჩვევამდე..."
|
.............................................................. ............................................................... me rom shemedzlos qvata gagadi da gadaqceva dzeglta xelosnad marmariloshi gamogsaxavdi kacobriobas zed rom eloca! ............................................
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« თებერვალი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|