მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ცოტა-ცოტა, ბევრი არა ცოტა-ცოტა გინატრე. წვიმდა, ცოტა გადიდარა, ცოტაც შენ შეგინახე. ცოტა-ცოტა ამატირეს გუშინდელზე ფიქრებმა. ცოტა-ცოტა დანაპირებს შეგისრულებ იქნება. ცოტა ტყუილს, ცოტა მართალს, ცოტას თვალებს აგიხელ, შენს იქეთ რომ სხვა არა მყავს გავბედავ და გაგიმხელ. ცოტა სითბოს, ცოტა ალერსს, ცოტას მოგეფერები. როგორ იტან მარტო ამდენს მოდი, მომე ხელები. ცოტა-ცოტა ბევრი არა ცოტა-ცოტა გამიგე. დრომ უშენოდ გაიარა, მოდი კარი გაგიღე. ცოტა-ცოტა ზღაპარ იყო, უფრო მეტი სიმართლე. წვიმდა. . . ცოტა გადაიღო, მოდი! მართლა გინატრე..
|
სული დამიმძიმდა, გული დამიმძიმდა, რადგან ვერ ვისრულებ იმას, რაც მე მინდა... უსაზღვროდ მენატრები, მზემდე მიყვარხარ, მინდა შენთან ვიყო, მაგრამ შორსახარ... ნეტავ, მეღირსება კიდევ ერთხელ გნახო?! ნეტავ, მეღირსება ისევ ჩაგეხუტო?! უზომოდ მენატრები, ქუჩებში მელანდები, გადის დღეები და მხოლოდ შენ მედარდები... ფიქრებში მიზიხარ... მე შენ ვერ გელევი... უსაზღვროდ მიყვარხარ და შორიდან გეფერები...
|
მთელი დედამიწა - შენი სამოსელი, მიკვირს გეფიცები როგორ ჩაგეტია, მხრიდან ორი ცალი გრძედი ჩამოგხსენი და ჩემს ჰორიზონტზე ორი განედია.
ახლა როგორც წესი დავდარდიანდები, რახან ვიბნევი და რახან გვიანია, ვიცი არსებობენ ადამ-იანები, მაგრამ შენი სფერო ევა-იანია.
არის შენდობაც და არის მინდობანიც, ზოგი არ ინდობა, ზოგი ინდობა და ყველას შეგვიძლია შევქმნათ კიდობანი, მაგრამ ვიკრიბებით ნოეს კიდობანთან.
რადგან - ...
|
თავი დაიხრჩო რეალობამ შიშველ ხეებზე, ილუზიურად მიიცვალა ყოველთვის ნაღდი... წავალ... ჩავიცმევ გაყვითლებულ ფოთლებს ხელებზე... და... ტკივილს გაგხდი...
დღეს ყველა ჩემს გზას შენს კარებზე უნდა მოდგომა... ვხედავ ყოველწამს ერთი სუნთქვით როგორ ვმოკლდები... სამარადისოდ გაგრძელდება ეს შემოდგომა, როცა მოვკვდები.
|
თვალწინ გაიშალა ძველი პეიზაჟი, ზოგჯერ მოგონება მწარე ეკალია... გულში სევდას ღვრიან ძველი ნაბიჯები, როცა ზამთრისფერი თმაში შეგპარვია. როცა სიყრმის სოფელს თავზე წვრილად აწვიმს, გულში ისეთი ხარ, თითქოს მეორდები... რაღაც უსასოოდ კვდება ხასიათი, როცა წარსულიდან ვინმეს ელოდები.
|
ღრუბლებს გამეტებით ისევ ეწვიმებათ, დროის ხანგრძლივობას ვჩივი მორიდებით. ვიცი, ერთ საღამოს ცეცხლთან დავსხდებით და ჩემზე სულ ყველაფერს ჩუმად მოგიყვები.
ცხელი ორთქლი ასდის ხელში ფინჯან ჩაის და თრთის მოშორებით მკრთალი ათინათი... ჰოდა, ასე მყუდროდ უნდა გაგიმხილო, როგორ დამეფანტა ძველი ხასიათი
და რა ტანჯვის ფერი ედო ყველა ღიმილს, მე რომ შენს ნახვამდე სხვებზე ვარიგებდი... როგორ გავიარე სულის კარანტინი, როგორ მჯეროდა, რომ მაინც გამიგებდი...
|
თვალები სულის სარკეაო, ამბობენ ხშირად და სუფთა სარკე, გამიგია, ფასობსო ძვირად.
ჩემი თვალებიც სარკე არის ჩემი ცხოვრების, თუნდაც სულ გაქრე, მათ ყოველთვის ემახსოვრები.
მე დავიბენი, სული დამრჩა თითქოს ნაპირზე, გამიქრა სრულად სილამაზე და სიფაქიზე.
ამ ხალხით სავსე სამყაროში ადგილს დავეძებ და აღარც მჯერა, თუ მოხვალ და მომიალერსებ.
ეს სიყვარული, ვეჭვობ, არის მარადიული, ჩახედე თვალებს, წაიკითხე ჩემი დღიური
და რაც დაგხვდება ჩაწერილი ცრემლით და დარდით, წაშალე, ჩემგან გამოყავი, დაფარე ფარდით...
თვალები სულის სარკეაო (დადის ჭორები), მაგრამ თვალები სარკე არის ჩემი ცხოვრების...
|
წვიმაში მოვალ, დასველებულს მოგიტან ღამეს... სევდიანია, თვალები კოცნით ამოუმშრალე!... რომ არ გაცივდეს, კაბა გაუშრე, გამოუცვალე!... შიშველ სხეულზე ვარსკვლავები ამოუყვანე!... მერე, გაუშვი!... ღამეში ღამე... ის ბედნიერი ივლის დილამდე...
|
ღმერთო! ამიყვანე ზევით, სადღაც,ღრუბლებს იქით,შენთან, ღმერთო,მომიტევე ოდეს, თუ რამ წყენა გქონდა ჩემგან. ღმერთო,ამიყვანე ზევით, ღრუბლებს გამაყოლე კენტად, წამით დამანახე ,ღმერთო, ჩემი ცრემლიანი დედა. ანდა შემახვედრე მთვარეს, რაღაც დავაბარო უნდა, ჩუმად მიეფეროს ვთხოვო, დარდით ჩემს გადაღლილ დედას ღმერთო, ამიყვანე ზევით სადღაც ,ღრუბლებს იქით, შენთან, წამით დამანახე ,ღმერთო, შვილი, სამშობლო და დედა!
|
მე შენში მიყვარს ღმერთი ! შენ , რა იპოვე ჩემში ?! შენ - წმინდა სანთლის ღვენთი. მე - გაფანტული ხრეში.
მე შენში მიყვარს ღმერთი ! შენში ის თავს გრძნობს კარგად. ჩემში კი სველი დენთი - აღარ ღირს დროის კარგვად.
მე შენში მიყვარს ღმერთი ! ტერფებთან გინთებ სანთლებს . . . და თუ ასეა - წვეთი , ნამუსი მაინც მმართებს . .
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« თებერვალი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|