♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

მზეს მივუშვირო დაღლილი სახე,
მინდორში ვეგდო,
თვალებს ვლულავდე...
მეც ბავშვობიდან მოვდივარ აქეთ, -
რა მანძილია სიხარულამდე?

ჯერ კიდევ ვივლი,
ჯერ კიდევ დრო მაქვს,
თუმცა მთავარი გზა გამივლია.
მე ნაბიჯ-ნაბიჯ სიფრთხილით ვზომავ, -
სიხარულამდე რა მანძილია?

აზრი - აზრადვე...
გული - გულადვე...
ღამე - ღამედვე...
დილა - დილადვე...
რა მანძილია სიხარულამდე?
ალბათ იმდენი,
რაც სიკვდილამდე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1303 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოდი უნდა დაგხატო ჩემში
შენი სული და გული უნდა გადავხატო
ჩემს სულზე და გულზე....
მე გავივსები და მექნება ორი მხარე
შენი და ჩემი...
შენ კი ,რომელი მხრიდანაც გინდა იქიდან შემომხედავ და გამათბობ....
შენ ხელის გულს ჩემს ხელის გულს შეახებ და ერთად შევქმნით ჩვენ სამყაროს... შენი ხელის გულიან ჩემ ხელის გულამდე............
ცას გულში ჩაუკრავს თბილი მზე და ალიონისას ჩვენთვის გამოწვდილი აქვს ხელის გულზე დასმული......
რამდენიმე საათით გვაჩუქებს და მერე კვალავ შემოიცვას შავ სამოსელს..........
მე და შენ კი ჩვენ სამყაროს მთელი ძალით ვქმნით და არ ვუშვებთ ერთმანეთს ხელს,რომ ისე არ გაქრეს.........
მინდა გიყვარდე და ვხდედავდე შენში ჩემ სილამაზეს...
მინდა შენს თავლებში ვხედავდე ჩემი სულის ანარეკლს, რომლესაც სათუთად უფრთხილდები....
მინდა შენთან ვიყო სუსტი ქალი, შენით ძლიერი...
მინდა მხარზე გეყრდნობოდე და ვგრძნობდე, რომ ჩემი საყრდენი ხარ...
მინდა ჩუმად მედგე მხარში და მზერით მეუბნებოდე, რომ შენი ვარ....
მინდა ხელში ამიყვანო, როგორც მტრედი, შენი სიმშვიდის სიმბოლო....
მინდა გიყვარდე....
მინდა გჯეროდეს,რომ შენთვის დავიბადე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1185 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წამო რაა...

წამო რა,
წვიმაში გავიაროთ,
ქუჩას, ჩვენს ბავშვობას რომ გვახსენებს
ცრემლი ჩასდგომია ტროტუართან
ალბათ ისიც წლებმა მიატოვეს.
გუშინ
წვრილთვალება კაცუნებმა
ჩემი საგანძური ამოთხარეს,
ახლაც იმ ამომშრალ ჭასთან ვდგავარ
ნესტს რომ სიმშრალეთი ასაფლავებს.
იცი
რამდენი რამ შეიცვალა
ფიქრებს უსიცოცხლო სუნთქვით სძინავთ,
დილაც "დაბოლილი" შეიშალა,
ზეცას ამიტომაც სთხოვა წვიმა.
წამო,
აღარ ვითხოვ მოწყალებას
ყალბი სინანულის ნარჩენისთვის,
წვიმას გაზაფხული დაუტბორავს
მარტის უკანონოდ გაჩენისთვის.
წამო რა,
წვიმაში გავიაროთ,
ქალაქს სევდის ტბები გასჩენია,
ქუჩას შევეყუდოთ ნაკვალევად
ჩვენი ბავშვობა, რომ დარჩენია.





კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1136 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მინდა ს ი ხ ა რ უ ლ ი ისეთი, ცას რომ აქვს,
იმ დროს, როცა მზეს ამოსვლა სწადია... და
ცა, გულისკანკალით უმზადებს სარეცელს...
მინდა ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ისეთი, მთვარეს რომ აქვს,
ღამეში მარტო დარჩენილს,
წყვდიადში მხოლოდ ის ანთია და ილევა...
მინდა ე რ თ გ უ ლ ე ბ ა ისეთი, ვარსკვლავებს რომ აქვთ,
შორი-ახლოს რომ ტრიალებენ და შორს ვერ მიდიან...
ნაღველით გასიებულმა მთვარემ უცებ თავი არ მოიკლასო...
მინდა ს ი ც ო ც ხ ლ ე ისეთი მდინარეს რომ აქვს...
იწყება ანკარა, მერე დიდდება,
ვრცელდება, ივსება, გადმოდის და
ირგვლივ ყველაფერს ამწვანებს, აყვავებს,
ლოდებს ეფერება, ყველას უყვარს,
ყველას ენატრება,
მიდის და მიიმღერის მრავალჟამიერს,
დასასრული არ უჩანს, რადგან ყველას ჭირდება წყალივით.
მექნება? როგორ?
მე ხომ ცა არ ვარ, არც მთვარე და არც ვარსკვლავები,
მითუმეტეს არც მდინარე ვარ...
მე ვარ ქალი, ცოდვის დამწყები...?
ეს ყველაზე ნაკლებად მჯერა,
თქვენ?-იქნებ მე ვცდები? მაგრამ ფაქტები...?




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1046 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



''(მისი სახელი) შეხედე ცას...
ხედავ ვარსკვლავებს?
მოუსმინე მათ,
ყველა ჩურჩულებს იმაზე
თუ როგორ ძლიერ მიყვარხარ!''
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1227 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მახსოვს, რომ აღმართს ავყევი ზევით,
და თეთრ სარაფანს მირხევდა სიო.
და ამ სარაფნის სპეტაკი ფერი
ჩურჩულით მთხოვდა რაღაცა თქვიო.
და მეც დავწერე ლექსი პაწია,
თეთრ სარაფანზე დავწერე ლექსი,
და მაშინ ფიქრმა ცაში ამწია
და რაც დავწერე მახსოვს, რომ ვერ ვთქვი.
ვერ ვთქვი, რომ აღმართს მივყვები ნელა,
რომ ამ სიმაღლეს მოვყავარ შენსკენ,
და გამახსენდა აღარ მიყვარდი,
აღმართი მახსოვს გაგრძელდა ერთხელ...
ისე გაგრძელდა, რომ გამიჭირდა
დავიღალე და უკან დავბრუნდი,
არც წლებს, არც ძველ დროს, არა არ მინდა
არა არ მინდა, ბოდიშს არ ვუხდი...
და ახლა დაღმართს მოვყვები ქვემოთ,
მაგრამ სარაფანს არ მირხევს სიო,
და ამ სარაფნის სპეტაკი ფერი,
მაინც ჩურჩულებს რაღაცა თქვიო.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1212 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***
წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.

წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს
მერე რა, რომ კოცნი სხვას!

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს!

წელიწადის.. არც ერთ დროს..
დღე-ღამეში.. არც ერთ წამს..
არაფერზე მეტყვი ხოს..
შენი მაინც მუდამ მწამს!..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1289 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას ...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1472 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***

აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი...
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა...


***

დრო ყველაფრის მკურნალია,
ოღონდ ჩემი არა.
საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.

რასაც ვფიქრობ, გადმოვისვრი
უმარტივეს ლექსად.
წარსულს ვათრევ ჩემი კისრით,
ვერ ვიშორებ ვერსად.

როცა მოხუცს ვხედავ ვინმეს,
მახსენდება პაპა.
ცა, ვარსკვლავებს რომ ჩაიბნევს
დედაჩემის კაბა.

ცის ცრემლებზე მახსენდება
მე სიტყვები მამის . . .
ღვინო სანამ გამეხსნება,
მეც ავტირდე ლამის.

ღამე სმაში მათენდება
დამეკარგა ღერძი . . .
კიდევ რა არ მახსენდება,
კიდევ რას არ ვებრძვი.

საოცარი უნარია
დარდი წარა-მარა.
დრო ყველაფრის მკურნალია
-ოღონდ ჩემი არა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1076 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკდება გულის ფიცარი
10 წამია რაც გაგიცანი
საუკუნეა რაც შეგიყვარე


***
ვის გაუგია ივლისში თოვა?!
მაგრამ, თუ მთხოვე, მე თოვლად მოვალ.
მოვალ და შენში ვიპოვი ყვავილს,
რომელიც თოვლის ალერსით ყვავის...


***
ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა...


***
ეს განსაკუთრებით მომწონს =))



გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი.
ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე,
ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული,
ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.

არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს,
არცა შენდობას, არც შეცოდებას.
ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა
- ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.

ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი
- ტალახის გავლით, ან და გაფრენით.
მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა,
სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.

ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა
და ბედაური გამოდგა მხდალი,
ტყვიის წამალი დანესტიანდა,
მტერთან გამექ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1091 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 127 128 129 130 131 ... 254 255 »
კვირა, 2025-01-19, 5:11 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025