♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


"უფალო შეგვიწყალენ"...
თვალებზე ფარდა ჩამოვიფარე,
ანუ დავხუჭე,
ხატს გაუბედავად ვემთხვიე
და არ ცოდნილი ლოცვა სამჯერ წავიკითხე...

ცოდვებს ვერ ვუთავდები,
არც კი ვიცი ჩავწერო რაში,
ნაბიჯებს ყოველთვის საშიშს,
არ გადავდგამ... ძალა მომეცი ღმერთო,
ძალა მომეცი, რომ ჩემი სული ეშმაკს არ ენდოს,
რომ ამ დაღლილმა თითებმა - სამების -
შეეხოს ჯერ შუბლს, მერე მუცელს, და ორივე მხარს,
რიგრიგობით რათქმა უნდა და ყოველთვის მარჯვნიდან მარცხნივ
და ისევ თავიდან კიდევ ორჯერ...

რომ ეს ბიბლია ხელში არ დამიმძიმდეს, საკუთარი სულივით,
რომ ეს თეთრი სიბნელე,
სიბნელედ მეჩვენებოდეს და თავის დაღწევას ვლამობდე...
და კიდევ ბევრი "რომ ეს"...
არა მარტო მე უფალო,
არამედ ყველა შეიფარე, ყველას გვწყალობდე,
რამეთუ შენ ხარ ის წერტილი,
რომელიც ყოველი მოთხრობის,
ლექსის,
წიგნის ბოლოს არის ხოლმე...
რომელსაც შეიცავს როგორც სამწერტილი,
ასევე წერტილმძიმე და
ყველა სასვენი ნიშანი, გარდა მძიმის,
იმიტომ რომ მძიმე ისედაც ძნელი სათრევია,
თუმცა მძიმე იყო ის ჯვარიც...
მძიმეა ყოველი ჩვენი დღეც...
მძიმეა ეს სიტყვებიც...
მძიმეა უფალო უშენოდ...
და სად ხარ უფალო... და სად ხარ უფალო...
"რომელიც ხარ ცათა შინა".




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1427 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



როცა ფურცელზე ვერ მონახავ აზრისთვის ადგილს,
როცა მეასედ გადახაზავ დაწერილ სიტყვას,
რომელიც გინდა, რომ შეცვალო რაღაცა ახლით
რადგან ვერ ამბობ, რომ გაწუხებს და ძლიერ გტკივა
სული, რომელიც დაიტანჯა მოწყენილობით
და ყოველ ჯერზე, რომ ივსება ერთფეროვნებით,
რომელიც გახრჩობს და გაცოფებს, (ნელ ნელა გძალავს)
თავისი რუხი, ბუნდოვანი ყოფიერებით და
ძალას გართმევს აუმხედრდე საკუთარ თავს და
უთხრა, რომ დროა ცვლილებების ცხოვრების წესში,
რადგან შეგშალა მარტოობამ და ვერ მოძებნე
(ვეღარ მონახე) ერთი კაციც კი, რომელსაც ეტყვი,
რომ გინდა წასვლა, გადაკარგვა, სადმე შორს, იქით,
შორს ამ ქალაქის და ქუჩების ხმაურისაგან,
რომ ცოტა იქნებ დაიმშვიდო დაღლილი ტვინი,
რომ ცოტა მაინც დაიოკო ნერვები, რადგან
მოგბეზრდა ყველაფერი, (რითიც დაიწყო), ეს
უთავბოლო პროცესია, (უმზეო გვალვა),
რადგან დრო არის დაუბრუნდე იმ საწყის წერტილს,
სადაც დაიწყო ამ ყველაფრის თავიდან ათვლა-
როცა ფურცელზე დაეძებდი აზრისთვის ადგილს.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1009 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სხეულში ისე ვარ ჩაჭედილი,
როგორც ნაჭუჭში
კაკლის ლებანი, ეკალში — ზღარბი
და კუ — ბაკანში...
ძრწიან ვნებანი და ბორგავს სული,
ვით პატიმარი ვიწრო საკანში.
ისე მარტივად ჩამსვეს სხეულში,
როგორც ჩარჩოში ჩასვა სურათი.
გემი რომ ვიყო, ყოფიერების მიჯნას
ზღვასავით გადავცურავდი.
ფერფლი რომ ვიყო, ქარს გავყვებოდი.
კვამლი რომ ვიყო, ჭავლს ავყვებოდი.
წვიმა რომ ვიყო, დავიღვრებოდი და თქაფათქუფით დავიღლებოდი
და ვიქნებოდი სრულიად არსად!
ყველგან და არსად, ყველგან და არსად!..
მაგრამ... ქალი ვარ — ადამის ნეკნი
და სუნთქვა მეკვრის,
აკრძალულ ნაყოფს ვიდრე ვიგემებ, ცოდვით დაცემის პირველი დღიდან მოაქამომდე ბევრი ვიგვემე...
ევა — ეს მე ვარ!
მისატყუარი, სამოთხის ბაღში
ვდგავარ შიშველი...
არ თქვა უარი! ვაი, რომ მერე
მისტერიებით ვეღარ გიშველი...
მხრებზე მაყრია წარსულის ჟანგი,
ჟანგმა თოფი და
მიწამ ჟანგი შემიჭამა უკვე სრულიად,
ამაყი პრინცი — სანდო და კარგი,
ახლა იმ ზღაპრის
დასასრულია ტყის პრინცესას თავშესაფარში,
ურომლისოდაც არ იქნებოდა,
ვერ ერქმეოდა ალბათ
ზღაპარი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1122 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ისევ ისე... მოვარდება წვიმა,
ისევ ისე... ქარს გაატან ფიქრებს...
სიყვარულთან ვერაფერი მივა,
სიყვარული, ისევ ისე იფრენს...

ეს ცხოვრება, ნუთუ, ამად ღირდა,
გული, ისევ ემალება ფიქრებს...
შენ ხომ, ჩემი სიყვარული გჭირდა...
იმედები ისევ დაგაფიქრებს.


ისევ მოვა, ეს გიჟური წამი...
მოგასკდება წვეთებად და წვიმად,
ოღონდ, ისევ მომატყუო რამით...
ოღონდ, ისევ მომატყუო მშვიდად...


შენ ხომ, ჩემი სიყვარული გჭირდა...
შენ ხომ, ჩემი სიყვარული გართობს...
შენ ხომ, ჩემი სიყვარული გინდა...
მეც ხომ, შენი სიყვარული მათბობს...


ისევ ისე... მოვარდება წვიმა,
ისევ ისე... ქარს გაატან ფიქრებს...
სიყვარულთან ვერაფერი მივა,
სიყვარული, ისევ ისე იფრენს.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1209 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ხეს მოსწყდა ფოთოლი...ნეტა რა იდარდა?!
ეს გული დაღონდა...იქნებ სხვა უყვარდა...
ხეს მოსწყდა ფოთოლი, ის ქარმა მოწყვიტა...
ტიროდა ეს გული...ცრემლი ვინ მოწმინდა?!
ქარი ქრის და ფოთლებს ძალუმად აქანებს...
მივდივარ და გულიც რაღაცას მაბარებს...
ხეს მოსწყდა ფოთოლი და როგორ განვიცდი?!
მიტირის ეს გული...რატომ? ეს არ ვიცი...
ხეს მოსწყდა ფოთოლი ნეტა ვინ იდარდა???
მე სხვასთან რა მინდა?! მე ხომ ის მიყვარდა...
აჰა, ეს სანთლები, ოღონდაც არ ჩაქრეს!
სხვასთან მე რა მინდა, თუნდაც ის შენ გგავდეს...
მიდიხარ და მტოვებ....წყვდიადი ბნელია...
წაიღე ეს გული, გაგათბობს, ცხელია...
იქნება მოგწყურდეს, წყალს კი ვინ მოგიტანს?
წაიღე ეს ცრემლი, ის წყურვილს მოგიკლავს...
წასულხარ და გული ლოდინით დაღლილა
შეხედე ახალი კვირტები გაშლილა...
მე გული ტრფობისთვის, ერთისთვის გავხსენი...
კვლავ ცვივა ფოთლები... და მერე რამდენი?!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1771 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სადღაც უკვე თენდება,
ჭკნება, ჭკნება ვარდები,
მალე დრო გაჩერდება
და წარსულს ჩავბარდები
სადღაც ქრება ვარსკვლავი,
ისმის ჩუმი გოდება,
მერე ხმა გულსაკლავი,
სიკვდილი ახლოვდება
ცაზე მთვარე ილევა
და ტაძარში სანთელი,
არც ლოცვა, არც მხილება,
მხოლოდ ცრემლი დამწველი
ჩემი ტანჯვა, წვალება,
სულს სულ არ დააჩნდება
და ჩუმი აღსარება
ისევ ჩემთან დარჩება
ტაძრიდან კი საფლავის
გაძნელდება მიგნება,
იქ ცრემლი უამრავი
და ვარდებიც იქნება.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1426 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ისევ ჩემეული
ცრემლში შერეული
წვიმა მოეპარა ღამეს.
სანამ გათენდება,
წვიმაც გაჩერდება,
მერე მოვიფიქრებ რამეს.
ისევ სუსხიანი, ონავარი ქარი
ჩემთან სიახლოვეს ბედავს.
ღამეს ეცოდება ცრემლიანი ქალი,
მჯერა, გეფიცები დედას.
სიზმრად დარჩენილი ყვავილების თოვა,
შორეთს მიპყრობილი თვალი.
აქაოდა მალე გაზაფხული მოვა,
თუმცა არ გამოჩნდა კვალი.
აღარ მეშინია ნაცრისფერი ნისლის,
აღარ ვმღერი ცისფერ მტრედზე.
გადაღლილი მთვარე ოქროს პერანგს იცვლის,
დარდობს ჯერ არ ნახულ მზეზე.

წლები მაცილებენ სევდიანი ზურნით,
სული ატირებას ბედავს..
ღამის მოფორებით და ლექსებზე ზრუნვით
გავძლებ, გეფიცები დედას.
ისევ ჩემეული,
ცრემლში შერეული
წვიმა ამიტირებს ღამეს.
სანამ გაჩერდება,
სანამ გათენდება,
მანამ გადავმალავ სადმე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1132 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მთელი ცხოვრება ეძებდი ისეთს,
ღამით
ვარსკვლავებს რომ კრეფს და ყოველ
დილას
ღიმილით დაგყურებს მძინარს,
ანდა მზესავით ამოდის ცაზე.

ეძებ შეხებას, რომლის მსგავსებაც
ვერ აგიხსნია, რა უნდა იყოს,
არადა, მართლა როცა გეხება,
მართლა მზესავით რომ გადგას თავზე,
და შენს წინ
მუჭით ვარსკვლავებს რომ ყრის,
ხელით დაკრეფილს,

ეჭვიც კი არ გაქვს _
რომ ასე
მხოლოდ შენთვის თენდება,
და რომ
ასეთი დილა აქვთ ღმერთებს..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1108 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


გარეთ წვიმს, ცა ცრემლებად ჩამოიცალა,
სევდის მორევში ჩაიძირა გრძნობების გემი,
ცა სიყვარულის მელოდიად ჩამოიღვარა
და ჩემი გული ამ ნაცნობი ჰანგებით მღერის...
ეს მონატრებამ აამღერა შენი თვალების,
და ოცნებებში გათენდება ეს თეთრი ღამე,
ეს სიყვარულის მელოდია ასე ნაცნობი,
მინდა გესმოდეს და ჩემსავით ითვლიდე წამებს....
გარეთ ისევ წვიმს, სიცივეა და სიმარტოვე
და ძლიერ მინდა სიყვარული შენი მათბობდეს,
ეს სიყვარულის მელოდია მე არ დამტოვებს,
მინდა გესმოდეს, მინდა გახსოვდეს,
რომ ჩემი გული შენთან დავტოვე...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1256 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქურდულად ვუგორებ ცხოვრებას კამათლებს,
წაგება-მოგების საზღვარზე ვთამაშობთ,
რაც უფრო ფლიდი ხარ, მით უფრო ამართლებს,
აზარტი გიჩემებს და მაინც არ ნანობ.

გდარაჯობს სიფხიზლე ჭაობის კარებთან,
წესები საზღვრებში, აქ, თურმე არ არის,
რაც უფრო სიღმეში ეფლობი, ასეა,
ვიღაცა ფუკებად სინდისსაც აგაცლის.

სულ ცოტა ვისკიც და ამჩნევ რომ ქაქში ხარ,
(დაღვარა ათასი განცდები მზემ ცაზე),
მინდა რომ პარტია (დ)ავჩეხო თავიდან,
რისკი და ჭიდილი იმონებს ერთმანეთს.

ამ ხელში ჩიხში ვარ, მომიგებ (თუ) მაინც,
ხვალ ყველა გასასვლელს უკვე მე მოგიკლავ,
ფორტუნაც იცვლება, დაჯდება დუ შაში,
ცხოვრებას ვუგორებ კამათლებს შორიდან.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1178 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 126 127 128 129 130 ... 254 255 »
კვირა, 2025-01-19, 5:27 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025