მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მოდის და მიდის გაზაფხული, მოდის და მიდის... და არასოდეს გვეკითხება _ საით წავიდეს, თვალს ვერ შეასწრებ, ვიწრო ქუჩით გაიპარება, ტყემალი როცა დროზე ადრე დაიყვავილებს... ეჰა, შესდექი, გაზაფხულო, ყური მათხოვე, ჯერ შენი წილი ყვავილობა ჩასავლელია, დარჩი და სულში ალუბლები შემომათოვე... და ნუღარ მეტყვი, ყვავილები რა სათქმელია... დაგიმახსოვრებ ასე ფრთხილს და ასე ჟინიანს, ისე გელოდი... უკვე კარი გამომიხურე... მე შენი გზები ვერ ვისწავლე, ჰოდა, სარკმელთან ვზივარ და როცა იპარები, ჩუმად გიყურებ.
|
ღამით გათანგული და გაბრუებული გამოვალ უქუდო ფაფარგაჩეჩილი, ამეკვიატება რაღაც უნებური ფიქრი და ვიცი რომ არ ვარ შეშლილი.
ვიცი და ვაითუ ეს აკვიატება სიცოცხლემოცარულ მხატვართა ხვედრია, ვაითუ მოძველდა,რაც მედიადება და გზები ხელახლა გადასახედია.
|
დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს, მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა, ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ, დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა.
იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი გუნდა, ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლი წარმართი გავხდი და ქალწული ნუშებით უნდა გავხადო მარტი ჩემი ვნებით აშლილი ცოლი.
ვუყურებ წვიმას, ჩემი ქუჩის მტირალა სახეს, მე მხოლოდ სუნთქვის შეკავებით ვაჩერებ ღრიალს, ვჩურჩულებ ჯერარდაბადებულ შვილების სახელს და ისევ ვიწყებ ნერვიულად ოთახში წრიალს.
წავაწყდი აპრილს, ყვავილებით დამტვერილ ალბომს ვათვალიერე ხალისები, კოცნები შერწყმა და გამახსენდა მთვრალი ბაღი, ლოგინი, პალტო და კიდევ წამი სარკეში რომ ჩახედვის შემრცხვა
დაღამდა თეთრად, მე უძილო თვალებით ვზივარ და ჩემი ჩრდილი მაგიდაზე ბოთლივით მიდგას, ჭიქაში ვისხამ საკუთარ თავს, ძალიან ცივა, ვამბობ ჯერართქმულ სადღეგრძელოს, მოგონილ სიტყვას..
|
სული დამიმძიმდა, გული დამიმძიმდა, რადგან ვერ ვისრულებ იმას, რაც მე მინდა... უსაზღვროდ მენატრები, მზემდე მიყვარხარ, მინდა შენთან ვიყო, მაგრამ შორსახარ... ნეტავ, მეღირსება კიდევ ერთხელ გნახო?! ნეტავ, მეღირსება ისევ ჩაგეხუტო?! უზომოდ მენატრები, ქუჩებში მელანდები, გადის დღეები და მხოლოდ შენ მედარდები... ფიქრებში მიზიხარ... მე შენ ვერ გელევი... უსაზღვროდ მიყვარხარ და შორიდან გეფერები..
|
ყავა უშაქრო ან ჩაი "ლიმნიანი", "KENT"-ი ღერებით და ბედსაც არ ვემდური, დამყვა ხასიათი, ისე ჯინიანი - შენც კი არ მინდიხარ არაპოეტური.
წუხელ მთელი ღამე ქარი ხმაურობდა, სისხლი გასდიოდათ ფანჯრებს მინებიდან, ალბათ ორი ფეთქვა დარჩა ამ გულს, ჰოდა, თუნდაც ერთი იყოს, მხოლოდ შენთვის მინდა.
მიჭირს ვუყურებდე დილას გათენებულს, სანამ ვინატრებდე ისევ დაღამებას, მოდი, დაენახე წამებს გაჩერებულს, მოდი, გეხვეწები, კოცნით დამღალე და -
გამოვიჯახუნოთ კარი გამეტებით, ოთახს შევატოვოთ ყოფნა ყოფითი და ისე ჩამასუნთქე შეშლილს პლანეტები, რომ ეს დედამიწა მოწყდეს ორბიტიდან.
|
როგორ გავუცხოვდით, აღარ მენატრები ფიქრი ფანჯრის მინას ფარდად ავაკარი აღარც გრძნობები და აღარც ემოცია, აღარც ცხოვრებაში გვერდით თანამგზავრი.
ასე მირჩევნია, უფრო ნამდვილი ვარ, ალბათ სიყვარული მე არ დამანათლეს, მხოლოდ სასმელი და მხოლოდ სიგარეტი და კიდევ ლექსები!.. ერთსაც დავამატებ.
ახლა ეს ცხოვრება ისე დამღლელია, ისე ვიწროვდება ჩვენი ატმოსფერო ახლა ისე მინდა, სადმე დავიკარგო არვინ მომძებნოს და არვინ გამიხსენოს.
გზები გრძელია და ჩემთვის გავუყვები, მინდა ყველა ტაბუ ერთად დავარღვიოთ, ამბობ, - "პოეტები ტოვებთ გალანტურად"... ჰოდა, მე(ც) წავედი, უნდა მაპატიო!.
|
გუშინ გავიგე სხვაში გამცვალე სახე გიბრწყინავს, ხარ ბედნიერი ისიც გავიგე რომ გიფიქრია ოჯახის შექმნა კანონიერი დღეს მე თვალები ცრემლით მევსება გული ვერ იტევს ამდენ სინანულს სულ დაიფერფლა და სადღაც გაქრა ბოლო მოეღო ამ ჩემს სიყვარულს ქუჩაში გნახავ თვალს აგარიდებ შენ არ გეგონოს ჯავრი ვიყარო არა უბრალოდ ვშიშობ მეორედ არ შეგიყვარო მე უკვე ვიცი და კიდეც მჯერა რომ აღარა ხარ ჩემი მნახველი მაგრამ მას გთხოვ ყველაზე მეტად შენს შვილს დაარქვი ჩემი სახელი როცა პატარა გზაში შემხვდება შავი თვალებით უმალვე ვიცნობ შუბლზე ვაკოცებ და ასე ვეტყვი შენს დედიკოზე მე დღესაც ვფიქრობ..
|
ტაძრის ერთ კუთხეში დაჩოქილი მორცხვად ვემალები ცოდვებს, თვალებ დახუჭული, დამხობილი, ჩუმად ვიმეორებ ლოცვებს.
ცამდე აღმართული გუმბათიდან ფრთხილად დაეშვება სხივი, ჩამოფარფატდება ანგელოზთა ფრთებით გადაბმული მძივი.
მიმოიბნევიან მთელს ტაძარში, მიმანიშნებელნი ერთის, ყველა შესამკობზე ძვირფასია წმინდა სამკაული ღმერთის.
ხატთან ანთებული სანთლებიდან უხვად იღვენთება სითბო, ხელის გულები მაქვს მიშვერილი და თან სულის გულსაც ვითბობ.
ხატთან ანთებული სანთლებიდან ცრემლი იღვენთება თითქოს, ეს ხომ დედა არის, მარიამი, ის ხომ მუდამ ჩვენზე ფიქრობს.
წმინდა ანგელოზთა სამკაულში ჩემი ანგელოზიც ვნახე, ისე მომეფერა, ისე აუხსნელად, ყველა ჩემი ცოდვა ვძრახე.
და მე დღემდე მჯერა, რომ უფალმა ხელზე მომიჭირა ხელი, და მე ის ვიგრძენი, როგორც უტკბილესი მშვიდი სიოს ქროლვა, ნელი...
|
ზამთრის უმთვარო ღამეში ცრემლი მოსწყდება ტირიფს. სადღაც შორს ბედის სანთელი კელაპტარობს და იწვის.
იქვე ქალი ზის ეულად, სულმოუთქმელად ტირის. ეშმაკსაც აატირებდა უბედურება მისი.
გრიგალსაც გაუღვიძია, უმისამართოდ მიჰქრის. თოვლის უმანკო ფიფქები სიბინძურისკენ ილტვის...
ზღვის ტალღა ნაპირს ასკდება, დაუოკებლად იბრძვის. გედის სიმღერას ბანს აძლევს ძაღლის ყმუილი ძილში.
მთის წვერზე ერთი ქოხი დგას. შიგ დედაბერი იცდის... შვლის ნუკრს კი გზა აბნევია... მთაზე ჩამოწვა ნისლი.
ვაჟკაცი გულგატეხილი სატრფოს ეხვევა ფიქრში... რას ვიზამთ, მიჯნურის გული ასეთ ამინდშიც იწვის...
ისევ ცრემლები ტკივილის, ისევ წვეთები წვიმის... ზამთრის უმთვარო ღამეში ცრემლი კვლავ სწყდება ტირიფს...
|
ხანდახან როცა შენზე ფიქრები, შემმოსავს ფრთებით მე გავფრინდები, და როცა ისევ მომაგონდები, ისევ მდის ცრემლი მცარე გოდებით;
ხანდახან როცა ვუყურებ მთვარეს, გამახსენდები დავხუჭავ თვალებს, მთვარე მახსენებს იმ ლამაზ დღეს, შენ რომ შემომხვდი ვარდობისთვეს;
ხანდახან ციდან წამოვა წვიმა, განვლილი წლების მორცება გლოვა, გული ბერდება და ქრება ტოლვა, ის გაზაფხულიც არასდროს მოვა;
ხანდახან როცა ამოდის მზე, ოცნებაც ისევ შეისხავს ფრთებს გავხედავ თოვლით დაფარულ მთებს, და გავიხსენებ გაფრენილ წლებს;
ხადახან მთვარე ანათებს ბნელს, ხანდახან წვიმა ასველებს დღეს, ხანდახან მზეც შეიცვლის ფერს, ხანდახან გზნობებს მეც უწერ ლექს...
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|