მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას,
მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ,
მე შენი თვალებით შევხვდები ყვავილობას
არ გჯერა? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!
-პატარა იების სიცოცხლეს გეფიცები,
მათ ახლად ახელილ თვალებს,
ო, ისე ლამაზად მეყვარები
კიდევაც შეშურდება მთვარეს...
არა, გაზაფხულზე რა უნდა მარტოობას
მოგძებნი სადმე და სიყვარულს დაგიმტკიცებ!
არ გჯერავს? თუ გინდა იებზე დაგიფიცებ!
-ლურჯთვალა იების სიცოცხლეს გეფიცები...
|
თვალებით გაგიცანი, თვალებით მიგეჩვიე თვალებით ვსაუბრობდით ჩუმად. თვალებით შემეკითხე ასევე გიპასუხე და მისით შემიყვარდი უმალ. გავიდა დილა და გავიდა საღამო. გავიდა დღე-ღამე გრძელი. მე ისევ მახსოვხარ, მე ისევ მიყვარხარ. და შენს დაბრუნებას ველი, თვალებს ენატრები, თვალებს ეყვარები, ასევე იქნება მუდამ, თვალებით გამაკვირვე, თვალებით გამაოცე, თვალებით ვიცრემლები ჩუმად.
|
რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში, საოცარია თვალები შენი, ვარდის სურნელში ხარ შებნეული. მზერა, ღიმილი, ფიქრი და შიში რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში. მინდა გხედავდე, თუნდაც წამებით, თვალწინ სულ მედგეს შენი ღიმილი. ცუდი ფიქრია შორით ლოდინი ვერას მირჩევენ ხენი ძმობილნი. დარჩენილს მარტო, შენს ღიმილს ვნატრობ რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში! სულაც არ მომწონს ცხოვრება შენი, სულ მეუბნები "ცხოვრებას ვრჩები", მაინც მიდიხარ, იცი რომ კვდები და ამ გრძნობისთვის მე არ მინდიხარ, რა საუცხოვო გრძნობა ხარ ჩემში!
|
გახსოვთ, ვიყავით ერთად დღე-ღამე, ვარსკვლავებს ფიქრებს ვუზიარებდით, მთვარეც გვიცქერდა ხან თქვენ და ხან მე, მზე დაგვნათოდა... ვუნიავებდით...
გახსოვთ, რამდენი ცრემლი გვდენია, ხან ვერ გვიძლებდა ვეღარც ცხოვრება, ჩვენს სულებში ხომ დუღდა გენია, ჩვენი სიბრიყვეც გემახსოვრებათ...
გახსოვთ, მესროლეთ მაშინ ის გუნდა თუმცა მეტკინა მაინც მომცილდა, გემახსოვრებათ ჩვენი იუდა, -ჩვენს იესოს რომ ლოყას კოცნიდა...
-გახსოვთ ყვავილებს როცა ვტკეპნიდით? -მინდორზე წოლა, თავდავიწყებით? მე საუკუნო ძმობას შეგპირდით, მე არასოდეს დამავიწყდებით!
|
შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს, შენთან ფერები არაფერია შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს შენ დედოფლობის დიდო ფერიავ.
შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო, შენი მხატვარი მხოლოდ ერთია შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო.
ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?! სიყვარულია ნიჭი ყოველი.
სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ სწორედ ამ გრძნობას შენგან მოველი.
|
როცა წახვედი ჩემგან, მე მთლად შემიბყრო სევდამ... ვხედავდი როგორ ტიროდა მზე, ზეცამ გამოგზავნა ჩემტან წვეთები, რატომ დამტოვე ამას ვერ ვხვდები... თუმც დგეს წახვედი,მაგრამ მე მჯერა ხვალ ან ზეგ სადმე შემხვდები... და რომ შემხვდები, ვიცი მიხვდები ჰაერზე მეტად შენ მე გცჰირდები, მაგრამ სინანული გვიან იქნება რადგან მე უკვე სხვისი ვიქნები...
|
ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ, დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ, ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე? შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს, ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი, ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი, თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია, მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია, ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგა...
|
წითელი მზე აელვარდა მინებთან, მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე. უიმედო გულის ძგერა მინელდა, შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!
გამიარა ჟრუანტელის ალმა, სადღაც ქარი გადაფრინდა ნაპირზე. გული მიდის, არ ვიქნები ალბათ, მწუხარეა ჩემი მკრთალი ნაბიჯი.
ჩაესვენა სურვილების გროვა, როგორც შორი მირაჟების სერია. ახლა უფრო დაფიქრების დროა, ჩადენილი შეცდომები ბევრია.
ჩემი სახე რომ ყვითლდება, ვხედავ, შორეული ყვავილებიც ხმებიან. სამარისკენ აცილებენ ცხედარს და მუსიკის მგლოვიარე ხმებია.
ო, ეს გული, ისევ გული მტკივა, სიჩუმეა უსიცოცხლო ველების, რანაირი ნაწამები მივალ, მიმაქვს ჩემი დაკრეფილი ხელები.
წითელი მზე აელვარდა მინებთან, მოდის ჩუმი და ცისფერი ღამე, უიმედო გულის ძგერა მინელდა, შენ, წმინდაო მაცხოვარო, ამინ!..
|
დამღალა ზეცამ, იმდენს ვფიქრობ, ვოცნებობ იმდენს, მიწას იმდენად დავაწექი, ღერძიდან მოძვრა, ჩემს ფაშატ ლექსებს ახლადშობილ კვიცივით მივდევ, დამჭკნარ ფოთლებზე წავიკითხე თებერვლის ლოცვა.
იმატა თოვამ, ჩემი სულით შევკარი გუნდა, ჩამადნა ხელში უფლის რწმენა, ციური ზოლი წარმართი გავხდი და ქალწული ნუშებით უნდა გავხადო მარტი ჩემი ვნებით აშლილი ცოლი.
ვუყურებ წვიმას, ჩემი ქუჩის მტირალა სახეს, მე მხოლოდ სუნთქვის შეკავებით ვაჩერებ ღრიალს, ვჩურჩულებ ჯერარდაბადებულ შვილების სახელს და ისევ ვიწყებ ნერვიულად ოთახში წრიალს.
წავაწყდი აპრილს, ყვავილებით დამტვერილ ალბომს ვათვალიერე ხალისები, კოცნები შერწყმა და გამახსენდა მთვრალი ბაღი, ლოგინი, პალტო და კიდევ წამი სარკეში რომ ჩახედვის შემრცხვა
დაღამდა თეთრად, მე უძილო თვალებით ვზივარ და ჩემი ჩრდილი მაგიდაზე ბოთლივით მიდგას, ჭიქაში ვისხამ საკუთარ თავს, ძალიან ცივა, ვამბობ ჯერართქმულ სადღეგრძელოს, მოგონილ სიტყვას..
|
ეს გაზაფხული ახლა რომ მოდის,
ახალ სიხარულს მომიტანს ალბათ
ყვავილთ სურნელი სახლში შემოდის
და მერამდენედ თავს ვუხრი მდაბლად...
ეს გაზაფხული იის კონებით
შემოფრინდება, სულს გაახარებს
და დაზაფრული მის მობრძანებით
ზამთარი აღებს სუყველა კარებს,
ეს გაზაფხული სითბო პირველი,
სიცოცხლის სხივის თვალის გახელა,
პირველი ნერგი, ცეცხლი დამწველი,
უსათუთესი გრძნობის გამხელა...
ეს გაზაფხული ახლა რომ მოდის,
ყველაზე ნაღდი გაზაფხულია,
მდინარეები დუღს და გადმოდუღს,
თეთრი ტყემლები ფერხულს უვლიან
ეს გაზაფხული ახლა რომ მოდის,
ახალ სიხარულს მომიტანს ალბათ,
ყვავილთ სურნელი სახლში შემოდის
და მერამდენედ თავს ვუხრი მდაბლად...
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|