მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
გამბედაობა არ მყოფნის თითქოს აქვე მინდა რომ დაგიდო ფიცი რომ არ მოგაკლებ ალერსს და სითბოს არ ვიცი ამდენს რა მაწერინებს თითქოს ვუგზავნი ვინმეს წერილებს კალამს ატოკებს გრძნობა ფარული რომელსაც ქვია ბრმა სიყვარული..
|
მომავალს ვერ შეცვლი, ისიც წარსულია, სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია, ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია, მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა!
როგორ დაგივიწყო, ან როგორ დავიწყო, ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო, ტკივილი გავაქრო და სევდა დავმალო და გულის კუთხეში მინდა რომ დაგმალო.
მე ასე მეგონა წარსულს ვემალები, მაგრამ განვლილ დღეებს ვერ დაემალები, ვერ დაემალები მთვარეს და ვარსკვლავებს, მე ამ სამყაროში რაღაცა მაკავებს.
რასაც დავეძებდი, მე ის ვერ ვიპოვნე, სიხარულს ვეძებდი, მეგონა ვიპოვნე, კითხვას არ ვეძებდი, პასუხი ვიპოვნე, უფლის დახმარება ამიტომ ვითხოვე.
სიმშვიდეს ვეძებდი და ვერსად ვერ ვპოვე, ცუდი რაც შემემთხვა, წარსულში დავტოვე, სიმართლეს ვეძებდი, სინათლე ვიპოვნე, მე კი ეს სიმართლე გულში ჩავიტოვე.
|
მე ახლა ნახატს სასოებით,კრძალვით გიხატავ... ამ ნახატს ვარქმევ სათაურად_ "მე შენ მიყვარხარ"... ცისფერი ფერით ვაფერადებ ნახატზე მეჩეთს, და ტუშით ვაწერ ცისფერ ფერზე _ "მაგიჟებ მე შენ " . . . გულს ვხატავ სისხლით და თუ რატომ, ამას მიხვდები . . . ვწერ შავი ტუშით წითელ გულზე _ "მე შენ მჭირდები ". . . ვდგევარ ნახატთან და ფიფქები თავზე მათოვენ , თვალებში თხოვნა მიწერია _ ნუღარ დამტოვებ ! . . . მე ახლა ნახატს სასოებით, კრძალვით გიხატავ. ამ ნახატს ვარქმევ სათაურად "მე შენ მიყვარხარ ". . .
|
შენ მაშინ მოხვალ, მარტოობას როცა შეიგრძნობ. ათიათასში გამომარჩევ და მე შემიცნობ. როს უჩემობა შეგაშინებს დაიღრიალებ, მაგრამ რაღა დროს! უკაცრავად, დაიგვიანებ! ჩემს სულში უკვე სევდისფერად აღარ იწვიმებს. ლექსები შენზე, უშენობით, აღარ იტირებს. გაყინულ გულში იმ სანატრელ ადგილს დამითმობ, მაგრამ რაღადროს, უკაცრავად, მე ვერ გაგითბობ. იმედის ფერი, ფერს დაკარგავს და წაერთმევა ყველაფერს სხვისით, სხვა სახელი გადაერქმევა. შენ მოხვალ, როგორც უმწეო და ხელებ შიშველი, მაგრამ რაღადროს, უკაცრავად ვეღარ გიშველი. გაგიჭირდება, სიამაყეს მაინც შელახავ წვიმაში, მზეში და ნისლებში, ვერსად ვერ მნახავ. მომძებნი სადაც დაგეძებდა ჩემი ფიქრები, მაგრამ რაღადროს, უკაცრავად იქ არ ვიქნები. მე უშენობით ვალმოხდილი დავიღრიალებ - როცა გეძებდი, სად იყავი? დაიგვიანე. მთელს სამყაროში ერთი მყავდი, ზღაპრად მიმყავდი. ახლა რაღა დროს, უკაცრავად, მე შენ მიყვარდი!
|
რამ გათქმევინა მიყვარხარო თუ არ გიყვარდი, ალერსიანად რად მაპყრობდი მაგ ლამაზ თვალებს. შენი გულისთვის თავს გავწირავო - რატომ ამბობდი, ყალბი სიტყვებით თავს ასე ძლიერ რად მაყვარებდი. მითხარი რატომ გამიცრუე იმედი ტკბილი, მითხარი რატომ შემაყვარე თავი ძალიან. რატომ შემპირდი,რომ არასდროს გამცვლიდი სხვაზე და არასოდეს დამტოვებდი ცხოვრების გზაზე. შენ ჩემი ცოდვა არ მოგასვენებს ვიცი არასდროს და რომ იცოდე მეცოდები თავზე ძალიან. მე დაგივიწყებ და შველას ვთხოვ წმინდა მარიამს, რადგან ამ ქვეყნად შენისთანები ბევრნი არიან..
|
ეს ცხოვრება არაა იმისთვის,ვისაც ეჩქარება ეს ცხოვრებაა იმისთვისაა,ვისაც აგვიანდება... ვინც ღმერთისთვის ბევრი ილოცა... ...ვინც აფასებს წვრილმან რამეებს, რადგან მსხვილმანი - დაბადება და სიკვდილია და არც ერთი ჩვენ არ გვეკუთვნის... ...ვინც იცის რომ ნიჭიერი უღალატებს თავის თავს ხოლმე უნიჭო კი ერთხელაც არა. ...რომ სილამაზე არსებობს იმიტომ შეუმჩნეველი რომ იყოს ბრმებითვის... რომ ამ ხალხმა მხოლოდ პირჯვრის წერა ისწავლა ქრისტესგან. ყველაფერი რაც ძნელია მას შეატოვეს... ...რომ როგორც კი ტყუილის თქმა მომინდება ვგრძნობ თუ როგორ მიბრუნდება სიცოცხლის ხალისი, რომ სისულელეა ადამიანებს შენზე რომ უამბობ, ადამიანებს უნდა მოუყვე მათზე... ...რომ ბრძენი არასდროს არ დაიცავს თავის სიმართლეს, ბრძენი ელოდება ბრმა შემთხვევას როდესაც მას დაუჯერებენ...
...რომ ჯვარი,რომელსაც მიაყუდებ, არ არის ჯვარი, ჯვარი ის არის, რომელიც სულ უნდა ატარო..
|
ცხოვრების ეტლის სადარებელი საცაა გავა მატარებელი. მიემგზავრება იმედი ჩემი ბედის ვარსკვლავის სადარდებელი.
ვიცი ამ წასვლას რაც ელოდბა, რა საჭიროა ახლა გოდება, მატარებლისგან როს მიმიღია ან თანაგრძნობა, ან შეცოდება?
მატარებელი თვლემს, როგორც ლავა, მატარებელი ხუთ წუთში გავა, ვინც სხვებს აცილებს, დროა ჩასვლისა, მატარებელი ხუთ წუთში გავა.
აჰა, დაიძრა რკინის ბორბლები, მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები. გემშვიდობები სამარადისოდ, სამარადისოდ გემშვიდობები!
ნეტავ ასეთი რად მერგო ბედი, ყოველ ჟამს ვკარგო თითო იმედი, გამოსალმების ხელოვნებისთვის ნუთუ არავინ არს პოეტის მეტი?
|
დასანანია,რომ ეს თვალები ტირის შენს გამო, მაგრამ შენ ამას მე არასოდეს არ დაგანახებ, რატომ მოგინდა ჩემი ოცნების პრინცს შეეხამო, დიდი ხანია დავივიწყე ეგ შენი სახე.
მაგრამ ვაი,რომ არ შემიძლია სხვა შევიყვარო ეს სიყვარული ჩემი ცხოვრების დასაბამია, მე აღარ ძალმიძს ტირიფებივით ცრემლები ვღვარო, უღირსებისთვის ამდენი ფიქრი დასანანია.
სამწუხაროა ჩემი რომანის გმირი არ იყო, ეპიზოდებში მე მიგამსგავსე გაყინულ ლოდებს, დასანანია ეს ყველაფერი სპექტაკლი იყო დასანანია,რომ ასე კარგად ვთამაშობთ როლებს.
|
არავის გინდათ ბავშვის გული, ამაყი გული? წაიღეთ ძმებო, მომაშორეთ, მე ვეღარ ვუვლი...
არც გოროზია, არც უბირი, არც ავადმყოფი, რა ბევრი უნდა ამ საწყალს და რა ცოტა ყოფნის.
ვერ ეგუება ვერც სიბრმავეს და ვერც სიყრუეს, – აიჯაგრება და მგელივით წამოიყმუვლებს.
ვერ ეგუება ქედმაღლობას და გაქსუებას, ვერც ნიღაბ–როლებს, ვერც სიხარბეს ვერ ეგუება.
მეც მიჯანყდება... ამ ბოლო დროს მეც არ მოვწონვარ, მიტევს და მიტევს... მიგიზგიზებს მთელ ტანს კოცონად,
კაცი ვბერდები და აქამდე ვერ შემიტყვია: ვინ ვისი ბატონ–პატრონია, ვინ ვისი ტყვეა.
ცოტა ხანს უნდა დავისვენო, სული ვიცხონო, ცოტა ხანს უნდა უგულოდ და წყნარად ვიცხოვრო.
რა დაგიმალოთ: უგულონი დიდხანს ცხოვრობენ, სწრაფად გადიან ამ ცხოვრების ფონს და ჭორომებს.
...არც გოროზია, არც უბირი, არც ავადმყოფი, მაგრამ ნაღმივით რომ ავარდეს, სულ ცოტა ყოფნის.
დანაღმული ხარ საკუთარი გულით, პოეტო, დანაღმული ხარ სიყვარულით და იმედებით.
ფრთხილად, ბიჭებო, გულებს ტლანქად არ წამოვედოთ, და მოძმის გულზე, როგორც ნაღმზე, ნუ ავფეთქდებით!...
|
იქნებ გგონია რომ დავბრუნდები
დამსხვრეულ გრძნობებს ჩავთვლი ვარგისად,
არ მითხრა ეხლა, რომ მოგენატრა
იის სურნელი ჩემი კაბისა. . .
იქნებ გგონია რომ დავბრუნდები
და ბავშვურ თვალებს შემოგანათებ,
არა ძვირფასო გრძნობა თან გაჰყვა
იმ ნაკუწებად ქცეულ ბარათებს.
გული დამსხვრეულ საფერფლედ იქცა
ფერფლს ცეცხლად ვეღარ აქცევ მეორედ
სხვას შევიყვარებ, ოღონდ თავიდან
შენ ვერასოდეს გაგიმეორებ. . . .
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|