მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მკლავს უშენობა... და ვერ ვიშორებ... წარსულს დავეძებ, ისევ ფერებით... ისე მაგიჟებს შენი სიშორე, ვიცი ოდესმე მომეფერები... მკლავს უშენობა... ასე მაცდური... წარსული ისევ ისე მიგონებს... მომნატრებიხარ ვით გაზაფხული... მონატრებიხარ ლექსს და სტრიქონებს... მკლავს უშენობა... ჯერ არნახული... ასე მაცდურად რომ მითვალთვალებს, შენა ხარ ჩემი ტკბილი წარსული... წარსული, ასე რომ გავს მაგ თვალებს... მკლავს უშენობა... სევდა ფარული.. ვგრძნობ უშენობა მაინც ჭორია... ალბათ ადრეა ჯერ დასასრული, დასასრულამდე კიდევ შორია... მკლავს უშენობა... ისევ ასეა... ისევ ფიქრებში რჩები ოცნებით... გული წარსულით ისევ სავსეა... ისევ სავსეა შენი კოცნებით... მკლავს უშენობა... ისევ მაწვალებს... შენი ღიმილი, შენი სიშორე... კვლავ ენატრები, იცი? ამ თვალებს... და წარსულს მაინც ვერსად ვიშორებ...
...
Read More
|
არა ხარ .. შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ... და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ... დაბრუნდი... ან იქნებ არსად არ წასულხარ, ან იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ... დაბრუნდი... შენ მხოლოდ სიზმრებმა დაგხატეს და ახლა ამ სიზმრებს ქარები მიფრთხობენ... და ყველა კუნჭულში სიჩუმე ღაღადებს და ჩემი ხელები შენს მუხლებს ითხოვენ... დაბრუნდი... ან იქნებ არსად არ წასულხარ, ან იქნებ აქა ხარ და სივრცეს მიაპობ... დაბრუნდი... და შენი სიჩუმის პასუხად მე თვალებს დავხუჭავ და ისე გიამბობ– რომ ქარი კბილებში ნასრეს და დაღეჭილ ოთახის სიბნელეს სურვილით აავსებს... რომ შენი ღიმილის პატარა ნაგლეჯი მკრთალი სანთელივით ჩაიწვა რაფაზე... რომ ლურჯი ღრუბლები ბეჯითად ხატავენ გაყინულ ზეცაში უცნაურ ასოებს... რომ ისევ სიჩუმეს უპყრია სადავე და ქარი ატირებს ბნელ სადარბაზოებს. რომ ასე სუსტი და ასეთი უძლური საკუთარ ოცნებას გიჟივით ვაქეზებ... რომ ახლაც ოთახში ვზივარ მობუზული და ახლაც დაორთქლილ მინებზე დაგეძებ... რომ ისევ ღამეა და და ალბათ ადრეა რომ შემომილეწოს თვალები სინათლემ... რომ სადღაც გავრბივარ და შენს მონატრებას მშიერი მხეცივით კბილებით მივათრევ...
|
,,შენსკენ რომ მიხმობ და მეძახი თავნება ქალი რომ მიწოდე ქედმაღალი ვარ და ჭირვეული უთუოდ გაგაწვალებ იცოდე
მზის ტყუპის ცალია ჩემი გული მკლავები ჩამოჰგავს ლიანებს ჩაგეხვევიან და ისე შეგბოჭავენ ვეღარსად გაექცევი ხვიარებს
ამაყნი არიან სურვილები ეშმაკის ცხენები გახედნეს ვინც მათთან ჯირითი გაბედა ღრუბლების მხარდამხარ აჭენეს
ლაგამს არ იკარებს ჩემი გრძნობა ქარივით გიჟია და ონავარი სული ვერ იგუებს მორჩილებას ამორძალებთან წილნაყარი
და ახლა თუ გინდა კვლავ მიხმე და თუნდაც თავნება მიწოდე ძალიან ამაყი და ურჩი ვარ უთუოდ გაგაწვალებ იცოდე."
|
გული შფოთს მოუსვენარი მას შენთან ყოფნა სწადია შენი მას სდაგავს სიშორე უყვარხარ ძლიერ ცხადია ვინ მოსთვლის კეთილ საქმეებს რაც შენთვის ჩამიდენია ერთდროს ცოდვილსა ბიჩუნას ბოროტი გამიდევნია შენი ბრალია იცოდე ჩემი ასეთი ცვლილება, შექმნა მომინდა ოჯახის რომ მასახელონ შვილებმა შენს სხეულს ჩემმა თვალებმა ვეღარ შეხედოს ეულმა ვეღარ შევეხო შენს თმებსა შლილსა და ზოგჯერ ხვეულსა ამაზე ფიქრი რას მარგებს გარდა მწუხრისა დიდისა ეს რომ ოდესმე მოხერხდეს შუბლს გავიხვრიტავ გილძითა მახსოვს მწუხარეს გითხარი ისევ მიყვარხარ ლამაზო აროდეს გადმიყვარდები ჩემო ბროლო და ალმასო არ დავიშურებ არასდროს შენთვის მხურვალე სტრიქონებს იმდენს მოგიძღვნი ლამაზო მარცვლით ავავსებ წყლის მორევს მინდა მადლობა შევწირო ამ დიდსა მადლსა ღმრთისასა ყოველთვის გეტყვი ლამაზო სიტყვას მართალს და მდიდარსა!!!
|
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი... მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!
|
ვერასდროს დავთვლი ვერასდროს, რამდენჯერ მიღვრია შენთვის ცრემლები, და ამ სიყვარულს, ამ უკვდავ გრძნობას მე ჩემი ნებით ვნებდები. არ შემიყვარე,სასტიკად მტანჯე, მე შენს თაფლისფერ თვალებს ვემონე, დაუფიქრებლად მოგკლავდი უმალ, შევუერთდები ამით დემონებს... მთვარეს რომელსაც სულ ესმის ჩემი, ვეჩურჩულები, ჩემს სევდას ვანდობ, მე შენზე ვფიქრობ, მაგრამ მე ვიცი რომ ამ დროს ჩემზე შენ არც კი დარდობ. ნეტევ შემეძლოს მოვიდე შენთან, მოგიახლოვდე მთვარიან ღამეს, მერე წავალ და კვლავ მოვუყვები ამ ისტორიას მთვარეს..
.....................................................
ყოველტვის როცა ვიხსენებ წარსულს და ვუკვირდები მომავალს ავსულს, ვხვდები,ბავშვობა,ეს ის დრო აირის როცა არე-მარე ვარდისფერია... გჯერა, რომ არსებობს კეთილი ფერია, ის მოვა სჰენთან მოგიტანს სიხარულს, გეტყვის:’’რომ გაიზრდები, იპოვი სიყვარულს’’ გჯერა რომ მოვა ლამაზი პრინცი... ის არ სეგიყვარებს!!!შენ ეს არ იცი, გული გაგიტყდება,ვით გატეხილი ფიცი, ფიცი რო
...
Read More
|
სიკვდილს სურს, ჭაბუკს სახე დამღადროს, მითხრას: - დღეიდან ჩემი იქნები. შენ მაშინ მოხვალ, მაგრამ რაღა დროს, - სათქმელი უკვე აღარ ვიქნები.
სულითხორცამდე როცა შემიცნობ, როდესაც შეწყვეტს ფეთქვას ეს გული. შენ მაშინ მოხვალ, მაშინ შეიგრძნობ, - რომ ხარ უზომოდ შეყვარებული.
ტრფობის მომთმენი აბა ვინ არი?! მეც დავმარცხდი და... უკვე ვეცემი. შენ მაშინ მოხვალ, მოუსვენარი, გვამად როდესაც გადავიქცევი
როცა ჩამდებენ შავ-ბნელ კუბოში, ზედ დამაყრიან ცრემლებს ქალები. შენ მაშინ მოხვალ, და მხოლოდ მაშინ, ატირდებიან შენი თვალები
როცა ყოველი ჩაქრება ჩემში, როს ვიგრძნობ გრილი მიწის სიამეს. შენ მაშინ მოხვალ მიხაკით ხელში, და ინანებ, რომ დააგვიანე
მარტოდ დარჩენილ ჩემს სასაფლაოს როცა დაათოვს ცივი ფიფქები. შენ მაშინ მოხვალ; ჰო, მაშინ მოხვალ, მაგრამ ამ ქვეყნად აღარ ვიქნები..
|
აი, სად შემხვდი, ვით ღამისთევა, მე კი თურმე სად დამღამებია, შენ რომ გიყვარდა_ის ქალი მე ვარ, შენ უიმედოდ არ გყვარებია. მე ეხლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ, ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს, შენ რომ ეძებდი_ის ქალი მე ვარ, მითხარი, ხომ არ დავიგვიანე. თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა, მე უშენობის დაღი მატყვია, შენ რომ გინდოდა_ის გული მე მაქვს, ვიცი სხვა გული არ გიძებნია. შენ ეძახოდი შორს შენგან წასულს, და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია, შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს, და ჩემს მეტს არვის გაუგონია. ეხლა მე შენს წინ დაღლილი ვდგევარ, ვუმზრე მაგ თვალებს და მაგ იარებს, შენ რომ ეძებდი_ის ქალი მე ვარ, მაგრამ ვაი რომ დავიგვიანე.
|
არ დაგარიგებ მჯერა შენც იცი, ცხოვრების წესი,რომ არის დაღლა, თვალებს ნუ დახრი და ნუ მოიწყენ, შენ მარტო არ ხარ შენ მარტო არ ხარ... იღლება მზეც და ამოდის მთვარე, დაღლილ მთვარეს კი მზე ეფერება, წვიმს,სიყვარულიც იღლება ოდეს, მას განშორებით თუ ეშველება, იღლება თოვლიც და დნობას იწყებს, ჭკნება ვარდი და ამოდის ია, აი სიცოცხლე მაინც ფერადი, და არასოდეს არ არის გვიან... განა შენ მარტო, მეც დავიღალე, და ირგვლივ ბევრი დაღლილი ვიცი, მაგრამ გჯეროდეს ესეც გაივლის, თუ მოინდომებ ყველაფერს შეცვლი, არ იღლებიან გარდაცვლილები, მათ მშვიდი ძილით სძინავთ და დუმან, ჩამოიბერტყე მტვრიანი ფრთები, და შენს თავს რამე ახალი უთხარ, უთხარ რომ გიყვარს დილა მზიანი, არც წვიმიანი არის ურიგო, გახსოვდეს მტერი ჩასაფრებული, გაიღიმე და დაე,გიცქიროს, შეისხი ფრთები სკივრში მალული, ყოვლისშემძლეა ადამიანი, დღეს დაიბადე გჯეროდეს ამის, არაფერია ქვეყნად გვიანი. არ დაგარიგებ მჯერა შენც იცი, ცხოვრების წესი,რომ არის დაღლა, თვალებს ნუ დახრი და ნუ მოიწყენ შენ მარტო არ ხარ... შენ მარტო არ ხარ...
|
მოდი,შემირიგდი,ნუღარ მებუტები გარეთ ამინდიც კი გახდა დარდიანი, სანამ უშენობით მორცხვად ვიფერფლები მერე ყველაფერი იქნება გვიანი! მოდი,შევიშალოთ,ვიცელქოთ ალერსით, მოდი,დამახვიე თავბრუ,რეტიანი, სანამ ბავშვები ვართ ყველა გვაპატიებს მერე ყველაფერი იქნება გვიანი!
მოდი,თორემ ნაჩქარევად გიბერდები, დრო გავა და...მომიგონებ ცრემლიანი, სანამ დრო გვაქვს ვითამაშოთ სიყვარულით მერე ყველაფერი იქნება გვიანი!
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|