მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ბრმა ვიყავი და თვალი ამიხილე... ყრუ ვიყავი და სმენად მაქციე... მუნჯი ვიყავი, ხმა ამოვიღე და შენს მეხოტბედ გადამაქციე! წვეთი ვიყავი, ლურჯ ზღვად დამღვარე, კლდე ვიყავი და ქალად მაქციე, შენს მოლოდინში როგორ დამღალე... სურვილის მონად გადამაქციე! უგრძნობი ვიყავ, ჟინით ველურით ტრფობის სიამით ტკბობა მასწავლე, ეკალ-ბარდიან გზებზე მატარე... ამ გამოცდებით როგორ დამღალე... მერე აფრინდი ჩემი სულიდან და გრძნობებისგან უცბად დამცალე... არ გაპატიებ... ვერ გაპატიებ!.. ცოტაც მაცალე... ცოტაც მაცალე... მოხვედი, გულში დაისადგურე და მონატრებით მერე მაწამე... არ გაპატიებ ამ განცდებისთვის! შურსაც ვიძიებ! ცოტაც მაცალე...
თაფლში ჩაგსვამ და ენით გაგლოკავ, ნდომის, სურვილის ჟინით კანკალებ... არ მიგიკარებ! შორიდან მოგკლავ ჩემი ტანჯვისთვის! ცოტაც მაცალე... ლოდინმა გული გადამილია... ამ მოლოდინით როგორ მაწვალებ... თვით სიყვარულად მოგევლინები!!! ცოტაც მაცალე... ცოტაც მაცალე...
|
თუკი მიგატოვა სიყვარულმა თუკი მოგონება აღარ დაგრჩა გულში კაეშანი ელვარების მაშინ აღარაფრად აღარ ვარგა. თუკი ოცნებები დაილეცა ანდა გული აღარ გემონება მაშინ მომავალში იქნებ კიდევ სხვისი მაინც შესძლო შეყვარება გულს ნუ გაუწყრები იმისათვის სხვისთვის ცრემლი თუ არ გემეტება იქნებ სიყვარული ასეთია....
|
ჩემი ქუჩების არე მარე მინდა ვიარო, ცა და ხმელეთი მოქმედებით შევაწრიალო არ მოგაბეზროთ თავი ჩემი,მობეზრებული, მსურს დაგანახოთ სუნთქვა ქუჩის დამდძიმებული...
ეს ღამე ჩემიც მინდა სადმე ვატირხიალო, თავი და ბოლო რომ ვერ ჰპოვოს შეუცნობელმა გაშტერებულმა ერთი მთვარეც კვლავ დავადძინო, შემდეგ კი მეც დავისვენო,ვით გუშაგმა ცივი ღამისა...
|
კვლავ ცივი დეკემბერია, კვლავ გაიხადა ტყემ, კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია, მაგრამ... იმატა დღემ.
ისევ მაკივლებს შაკიკი, ისევ წამერთვა ხმა, ისევ არა მაქვს კაპიკი, მაგრამ... არ მცვივა თმა.
თუმცა მებმევა ენა, თუმცა მაკლია თვალს, თუმცა არა მაქვს სმენა... მაინც მოვწონვარ ქალს.
თუმცა მარტო ვარ მუდამ და თუმცა დავუთმე მტერს, თუმცა ცრემლები მგუდავდა, ლექსი ხო მაინც მწერს.
ირგვლივ იმდენი ყალბია და ჩემთან ერთად სვამს. ირგვლივ გვამები დარბიან სამაგიეროდ მწამს:
როგორც არ უნდა გათოვდეთ, გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ. -ყოველთვის არის , გახსოვდეთ, ,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ"
ნიკო გომელაური
|
ყველაზე რთული დაცვაა ზომის და ვერ გვიშველის თავის მართლება გამარჯვებაა მიზანი ომის გაბედულება და გამართლება აგვისტოს ღამით დაიწყეს სროლა რაზედაც ლექსად ეხლა მეთქმება იყო ცხინვალზე გრადების სროლა და ათასნაირ ჭურვთა ფეთქება თითქმის დილამდე გაგრძელდა ბრძოლა და ყუმბარების თავში ხეთქება ხალხშიც პანიკა შიში და ძრწოლა რაც გმირობაში ზოგ ზოგს ეთვლება ვერ გამიგია მართლა რა ხდება და აზროვნებაც არ მიდუნდება ნუთუ ოცნება ჩვენი ახდება და სამაჩაბლოც დაგვიბრუნდება სიმახინჯეში ყოფნა მომწყინდა სიტყვა ვერ ხარობს სულში ნამალი და სილამაზე ისე მომწყურდა როგორც ავადმყოფ სხეულს წამალი აზრი ამართლებს როცა საღია თუმცა სჭირდება სანამ ომი ღორს ეს პოეზია იარაღია რომ აგრესიის ბოლო მოიღოს სხვა არც სჭირდება პოეტს მისია თუკი ოცნებას სულში აახდენს მისი ლექსები უვარგისია ზემოქმედებას სანამ არ ახდენს ჩემთვის ბუნებას რაც მოუცია და მართალია არ მაქვს ხმა ბოხი ეს ლექსებია რევოლუცია და უშიშარი სიტყვის ამბოხი სიტყვა ყველაფერს სახელებს არქმევს მან შეიძლება დროც კი გაჭიმოს და სწორედ მაშინ აკეთებს საქმეს ყველა საქმეზე უფრო საჭიროს სიტყვას აქვს ძალა გარშემო სივრცეს განზომილება სხვა და სხვა მისცეს იცის სიცხეში როგორ აგრილდეს მას შეუძლია გადაადგილდეს სიტყვა სულია ანუ სახელი საგნის არსების გამომსახველი საიდუმლოთა მათთა გამთქვამი სიტყვა მხატვრული ენით ნათქვამი სიტყვა ნ
...
Read More
|
წელი ერთი და... მერამდენედ მახსოვხარ უკვე, ლოცვა ერთი და... მერამდენედ შენი სახელი... ერთი საკურთხი... ჯვარს ვსახავ და ჩემს სულზე ვუკმევ. ღამე ერთი და... რა სიზმრების არ ვარ მნახველი.
ცოდვა ერთი და... პატიება ვერ ვთოვე გამჩენს. ერთი ლექსიც და... ვერ გავრითმე ვერც ერთი სტროფი, დრო, სასამართლო, ველოდები მეც ერთ განაჩენს. (ცხელი ნაგანის ერთი ტყვია, ო, როგორ მყოფნის.)
ერთი ფიქრი და ერთი გული, (მთლად ერთიც არა,) ტბაა ერთი და... უსასრულოდ მღერის იქ გედი, (ეჰ, მე ამ ლექსში, ერთი სიტყვა გამომეპარა) რა იქნებოდა ყოფილიყო ერთი იმედი...
|
ჩემი უსასრულო ფიქრი ხარ, ჩემი სიყვარულის კონა, ჩემი სილამაზის საზომი, ჩემი ოცნებების წონა. ჩემი მოელვარე ვარსკვლავი, ჩემი გამხელილი ცოდვა, ჩემი სიხარულის საბაბი, ჩემი ღამეული ბოდვა... ჩემი უსახელო ლექსი ხარ, ჩემი დარცხვენილი მუზა, ჩემი ბედნიერი ცრემლების ზღვაში ჩაშვებული ღუზა... ჩემი უპასუხო კითხვა ხარ, ჩემი პაწაწინა ია, ჩემი გაუშლელი ყვავილი, ჩემთვის გასროლილი ტყვია..
|
ჩემთვის გაჩენილხარ და არ ვიცი ვინა ხარ. ჩემი ოცნება ხარ, სიცოცხლეს ვფიცავარ. გულის საუფლოში ოცნებით გინახავ, ღმერთია მოწამე, ძლიერ რომ მიყვარხარ!
|
როცა შენ ღამე ტკბილ სიზმრებს ხედავ, ან საოცარი კოშმარი გიპყრობს, ის მოვა ჩუმად, ნაზად დაგხედავს, მთელი ცხოვრება ის შენზე ფიქრობს…
როცა ყველაზე ძლიერ გიჭირდა და არ იცოდი რა უნდა გექნა, მას გაცილებით უფრო უმძიმდა, გამოსავალი უნდოდა ეთქვა…
დედა ერთია ამ ქვეყანაზე, ერთია როგორც ქრისტე, უფალი, დედიკომ მოგცა შენ სილამაზე, მანვე გაგხადა თავისუფალი…
და რომც დაიქცეს სამყარო მთელი, ედემშიც რომ არ მიგიღოს ღმერთმან, თუნდაც ჯოჯოხეთს გამოჰკრა ხელი, დედიკო მაინც იქნება შენთან…
|
ნამდვილ სიყვარულს ღიმილი უხდება, ნამდვილ სიყვარულს უხდება სევდაც, ნამდვილ სიყვარულს ორი მხარე აქვს, ისევე,როგორც მედალს.
ნამდვილ სიყვარულს უხდება ღიმილი, ნამდვილ სიყვარულს უხდება ფიქრი, სიყვარულს უხება წრფელი გრძნობები, სიყვარულს უხდება ფიქრი.
ნამდვილ სიყვარულს სჭირდება ლოდინი, ნამდვილ სიყვარულს სჭირდება დაცდა, ნამდვილ სიყვარულს უხდება ტირილი, ნამდვილ სიყვარულს უხდება განცდა.
ნამდვილ სიყვარულს სჭირდება ოცნება,ოცნება ღამისთევით, ნამდვილ სიყვარულს უხდება ამბორი,გულის საამო რხევით.
ნამდვილ სიყვარულს დაჰყვება მუსიკა, ნამდვილ სიყვარულს ლექსი თან ახლავს, ნამდვილი სიყვარულია ნამდვილად ეს გრძნობა, მე რომ განვიცდი ახლა...
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|