♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥



ქუჩებში აპრილი თავიდან იწყება,
და ღელავს იების პატარა ლარნაკი,
ვერაფრით შევძელი მე გადავიწყება,
სულ მახსოვს ათასჯერ სათქმელი არაკი.
კედელზე შენდობის სურათი კიდია,
ქარია ცივი და საღამო ჩვეული,
შავთვალა ენძელებს რომ ვეღარ ყიდიან,
სიჩუმეს ძლივს დააქვს ნაგვემი სხეული.
პატარა თაიგულს რამდენად გაყიდი,
ეს ისე, უბაროლ იკითხავს გამვლელი,
ვიღაცას იების მდინარეს დავპირდი,
ქარია ცივი და ბოლომდე დამღლელი,
ქარია ხშირი და ყველაფრის მლეწავი,
გარეთ ვარ და როგორ მივხურო კარები,
იებს რომ დახედავს დიდი ხნის მეძავი,
სულ რაღაც ცრემლებით ევსება თვალები.
ქუჩებში აპრილი ბავშვივით იწყება,
ქარია სავსე და საღამო ჩვეული,
მინდა რომ დაგარქვა ვერგადავიწყება,
სიჩუმეს იისფრად ეტყობა სხეული.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1043 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დღეს ყველაფერმა დაკარგა ფერი
ცხოვრება თითქოს ტალახში გორავს
უგუნური და ფარისეველი
გმობს მოაზროვნეს, უკითხავს მორალს
აღარ არსებობს ნდობა, სიკეთე
გადაყოლია ხალხი გართობას
გღალავს სურვილი: ამხელა ბრბოში
მარტომ ებრძოლო უსამართლობას.
თუ სიყვარულმა დაკარგა აზრი
და მეგობრობის ფასი არ მყარობს
რა შეგიძლია? შენი ლექსებით
გინდა შეცვალო მთელი სამყარო?!
როდესაც თავზე დაგყურებს ფლიდი
და უმეცარნი ყალბად ელავენ
შენი ღირსებით გახელებულნი
ბილწი ენებით გადაგთელავენ.
ვინ გაიგივებს ბოღმით დემონთან,
ვისთვის ნამდვილი ანგელოზი ხარ
სიკეთისა და რწმენის ქომაგი
დღეს სევდის ფერით რად შემოსილხარ?
ნუ დაგასუსტებს უიმედობა,
ნუ მიეცემი დარდების გროვას
ყოველი დიდი ტკივილის შემდეგ
გარდაუვალი სიმშვიდე მოვა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1138 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე და შენ ვეღარ გავექცევით უფლის განაჩენს,
ჩვენი ცხოვრება მუდამ იყო ცრემლებით სავსე.
რადგან გაგვწირა გამჩენელმა სიყვარულისთვის
დე ყველაფერი,ყველაფერი აღსრულდეს ასე.
იმდენი არც კი მიმღერია,რაც მიტირია,
მაგრამ არასდროს მიჩივლია საკუთარ ბედზე,
არც მაშინ,როცა ყველაფერი მიჰქონდა ნიავს
და არცა მაშინ,სიცოცხლე რომ ეკიდა ბეწვზე.
არა,ნამდვილად არ ყოფილა სიკვდილი ძნელი,
თუმცა ყველანი მოსული ვართ სიცოცხლის მონად...
არ დაგავიწყდეს,რაც შევფიცეთ მაშინ ერთმანეთს,
არ დაგავიწყდეს სისხლისფერი ვარდების კონა.
ვიღაცისათვის ყველაფერი სასაცილოა,
მაგრამ არ ვიცი,მე რატომღაც არ მეცინება.
ერთ მშვენიერ დღეს სამუდამოდ დავხუჭავ თვალებს,
ერთ მშვენიერ დღეს სამუდამოდ დამეძინება.
ნუ ატირდები,ნურასოდეს ნუ ატირდები,
ნუ ატირდები,დამეყრება როცა მიწა მე,
თეთრი ღრუბლებით განწმენდილი და უცოდველი
მე უსათუოდ დავბრუნდები დედამიწაზე.
მე დავბრუნდები არცა კაცად და არცა ხორცად,
მე დავბრუნდები უსათუთეს ყვავილად ქარში,
რომ მარადიულ სიკვდილამდე ვიაროთ ერთად,
ვიაროთ ერთად,გვირილების თოვლისფერ ზღვაში..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1109 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


,,განშორებაზე სწუხან ხეები,
ტირიან ფიქრის ხოდაბუნები...
ხომ დაბრუნდები? _ ჩამეკითხები
და მეც გპასუხობ: ხო, დავბრუნდები!

დამატყდა ჭექა თავს მეყსეული,
დამეტყო მეხის ხმა იარებად.
იმ ობოლივით მითრთის სხეული,
ცივ ლეშტერში რომ დაიარება.

და მზე კი ლოკავს პაწია ფიჭებს,
ფიჭებს ავსებულს თეთრი თაფლებით,
თუთის ტოტები ძლივსღა რომ იჭერს...
მე შეზე ფიქრით მოვინათლები...

სავსეა ისევ ცრემლის კათხები,
სევდის ღელავენ ხოდაბუნები...
ხომ დაბრუნდბი? _ შენ მეკითხები...
_ აუცილებლად! ხო, დავბრუნდები!!! "

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1309 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


აბა რა გითხრა, მინდა ვცადო ვიყო გულწრფელი.
თითქმის, სათქმელი ბევრი უკვე არაფერია.
სჯობია ხშირად გაიხსენო ალბათ უფალი,
თუ ბოროტება სიკეთეში არ აგერია,

ხანდახან იქნებ უპრიანი იყოს თვითგვემა,
რომ ყველაფერი მარტო სხვას არ გადააბრალო.
და ხეც მიწაში კენწეროდან როდი ირგვება,
ფესვიდან რგავენ თუ უნდათ, რომ კვლავ გაახარონ.

ცალ-ცალკე ყველას ეჩვენება, რომ მართალია,
პირფერობაში გაპარულა ღმერთო, რა ხანი.....
სიმართლის სწავლა ამ ცხოვრების ანა-ბანია,
და თუ არ გინდა მტერმა ჩაგცეს ზურგში ლახვარი,

იქნებ დაფიქრდე, რას მოგიტანს ყალბი ღიმილი.
სიმართლის თქმა სჯობს, სანამ ტვინი არ აგრევია,
მინდა არ იყო, იდიოტი თვითკმაყოფილი!-
(ხო, მასეთებიც სამწუხაროდ მრავლად არიან....)

მეტი რა გითხრა, მგონია რომ ვიყავ გულწრფელი,
ისე სათქმელი, თითქმის ბევრიც არაფერია...


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1295 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თვალებით გაგიცანი,
თვალებით მიგეჩვიე
თვალებით ვსაუბრობდით ჩუმად.
თვალებით შემეკითხე ასევე გიპასუხე
და მისით შემიყვარდი უმალ.
გავიდა დილა და გავიდა საღამო.
გავიდა დღე-ღამე გრძელი.
მე ისევ მახსოვხარ, მე ისევ მიყვარხარ.
და შენს დაბრუნებას ველი,
თვალებს ენატრები,
თვალებს ეყვარები,
ასევე იქნება მუდამ,
თვალებით გამაკვირვე,
თვალებით გამაოცე,
თვალებით ვიცრემლები ჩუმად.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1139 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ვეთაყვანები მე ამ სიცოცხლეს
რადგან სხვა მეტის არ გამაჩნია,
და სიყვარულის ლამაზმა ფერმა
მგონი მე სიკვდილს გადამაჩვია.

ჩემი სიცოცხლე თეთრი ფერია
ამოქარგული შავი წარწერით,
იქ სიყვარული მხოლოდ წერია
არაფერია გადასაწერი.

და უძლური ვარ მე შენს წინაშე
მოხვალ წამიყვან როცა ისურვებ
და ისე იზამ მე დამბრალდება
რომ ამ ქვეყნიდან შენ გამისტუმრე.

ნეტა ვცდებოდე, მაგრამ არ ვცდები
ჩემი სიცოცხლე თეთრი ფერია
და ისე წავალ მე ამ ქვეყნიდან
რომ დაბერება არ მიწერია!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1087 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქარში ვფანტავ ფიქრებს,
სევდა მავსებს ისევ,
შემოდგომის ნისლებს
ბინდი ერთვის ცის ქვეშ.
მზეში მთვარის ლალები,
ქალი, უცხოდ მარები,
კვირტი - ჭირხლით ნაცვარი,
ხან წვიმაა, ხან დარი.
ჩუმი ლოცვა განთიადს
ჩემი შენთვის, . . . ანთია
ღამის ცაზე ვარსკვლავი,
ვერცხლის შუქით ნახატი.
ნეტავ ვიყო ყოველთვის,
ამ მიწაძე, გონებით,
თუნდაც ლექსად ნათარგმნი,
მაგრამ შენთვის . . . მარადის!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გარეთ წვიმს ცრემლები ავსებენ ჩემს თვალებს ..
სახელს გეპარები ასოებს ნამიანს..
ძლიერ რომ მიყვარხარ რა ჩემი ბრალია ?
გარეთ წვმის მინაზე ცრემლები გროვდება ..
წვეთ წვეთად მოცურავს ჩემს სულში გროვდება ....
თვალებში მიდგება უზომო ნაღველი
ჩემს ფანჯრის მინაზე დუმს შენი სახელი ....




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1213 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როდესაც ვრჩები ჩემს თავთან მარტო ღამით
თავთან დავიდებ ფურცელს და კალამს
რომ ჩავფიქრდები სულ ერთი წამიტ
სხვა საფიქრელი შენს მეტი რა მაქ
თითქოს იახტით შევდივარ ზღვაში
და შუა ზგვაში ჩავუშვებ ღუზას
რაღაც აზრები მომივლის თავში
რომელსაც ქვია ლექსების მუზა
მეკითხებიან ვისზე ცერ ლექსებს
ვის მიუძღვენი ლექსების გუდა
მე სიყვარულის დავიცავ წესებს
რომ საიდუმლოს შენახვა უნდა
მე რასაც ვფიქრობ ლექსად გადმოგცემ
გულუბრყვილობა მხოლოდ ლექსშია
და იმის საბაბს ერთხელ არ მოგცემ
იფიქრო ის რომ მე ვარ მესია
ეს ყველაფერი თავისით მოდის
თვიტონ არ ვიცი ან სად ან როდის
კალამი ხაზებს ტვიტონ მიჰყვება
და ამ სიმართლეს ლექსად გიყვება

შენ არ გეგონოს ამას ვიგონებ
ვიცი რომ ეს გავს მხოლოდ სტრიქონებს
მაგრამ იცოდე ეს ის ლანდია
რასაც ვფიქრობ და რაც მაბადია..

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1063 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 120 121 122 123 124 ... 254 255 »
კვირა, 2025-01-19, 7:50 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025