მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მე ვტოვებ ქალაქს საღამოისას, მაკრთობს ხმაურით, ხმებით მგრგვინავით, თუმცა შორიდან ისევ მოისმის ხმა მოქირქილე და დამცინავი.
იქ მარადიულს წლები შევწირე, არც გიფიქრიათ ჩემი დანდობა, მყისვე ჩამქოლეთ, არ შემეწიეთ, თქვენ ჩემი ტანჯვით გსურდათ გართობა.
გტოვებთ, რამეთუ ვარ განდეგილი, თავისუფლებას ვეღარ წამართმევთ, გავრბივარ მწირი ობლად შთენილი პურის ყანაში, მზე რომ ანათებს.
გავრბივარ ისევ და გზას მილოცავს ვრცელი ველები და მე არ ვცხრები, მე დავეცემი ლურჯ ღიღილოსთან, მიწას ჭაღარით მივენარცხები.
ყვავილო, ნამით კვლავ დამასველე, მაპკურე შენი ბროლის წვეთები, მე მეამბოხე სულს მოვასვენებ, სულს გატანჯულს და მოვითენთები.
|
მოგნატრებია ოდესმე ტირილი? ოდესმე ცრემლი თუ მოგნატრებია? თუ გყვარებია ოდესმე ვინმე, ვისიმე ჯავრი თუ გქონებია, ღამე მთვარესთან გითენებია, წვიმაში თმა თუ დაგსველებია, ზღვასთან ბაასი თუ გყვარებია, თვალი ცრემლით თუ დაგსველებია, ალბად დამთვრალხარ წითელი ღვინით, ალბად სიმღერაც მოგძალებია. თუ გაწოლილხარ ოდესმე თოვლში, თოვლში ყვავილი თუ გიძებნია, თუ გიცინია აცრემლებამდე, გულდაწყვეტილს თუ გაგღვიძებია, რა ბედნიერი ყოფილხარ მაშინ ამდენი გრძნობა თუ შეგძლებია!
|
ხომ იცი რომ მაინც დაგტოვებ, სუნთქვაშებოჭილს, გადაცურულ განცდების ზღვასთან, როგორც ხე გვიან შემოდგომას ისე დაგიფერთხ, ამ სხეულიდან, გადავიცვამ ზამთრის საღამურს. ერთ-ერთ მირაჟულ გათენების წამში ჩაგკარგავ, რომ ტკივილებით მიხსენებდე მერე დროდადრო, დრო დასუსხული, თითებისგან , ფანჯრებთან ფეთქავს, ხომ ხედავ ჩემში გაზაფხული ისევ შობადობს. არ შემეჩვიო! სიყვარულის სადღაც მიღმა ვარ, არც ოცნებებით გამოთრობა მე არ მჩვევია, გრძნობებით მხოლოდ ვჟონგლიორობ, მხოლოდ ვთამაშობ, ვერთობი, სულის ნაპრალები არ ხორცდებიან. წაგლეკავ წასვლით, ნუ ეცდები რომ გამაჩერო, თამბაქოსავით გამოგფიტავ და ყველა სურვილს, ყველა თამამი ახირებით რაც გაგაჩნია ქალის აწყვეტილ ამბიციებს მსხვერპლად შევწირავ.
არ შემეჩვიო! შორზე კიდევ უფრო შორი ვარ, რეალობასთან განვსხეულდი თითო უჯრედით, ვიდრე დაგჭირდეს გადაჩვევა... არ შემეჩვიო, სანამ დროა, ნუ შემეჩვევი!
|
დაგელოდები!... ვისწავლი ლოდინს!… "ყოფნა" - "არ ყოფნით" როდი მთავრდება?! სიცოცხლედ თუ ვერ შემოგეფეთე, მოდი, მელოდე გარდაცვალებად!....
ძველი ნივთივით მიგდებულ სხეულს დავტოვებ!... უკვე მიჭირს ტარება.... ღამე, წყვდიადში მოვალ სიზმრებად, წვიმას მოვყვები სევდის ზმანებად….
დაგელოდები,ვისწავლი ლოდინს!... შენ მოხვალ, ეჭვიც არ მეპარება! როცა უსულოდ დავაგდებ სხეულს, თვალებს დავტოვებ ღია კარებად!…..
|
ამ ქვეყნად მოსვლა , სხვა თუ არა მარტო იმიტომ ღირდა რომ შენთვის ერთხელ მაინც მეთქვა მიყვარხარ ” შეიძლება ამ სამყაროში მხოლოდ ადამიანი ხარ, მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყაროხარ მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა რო უყვარდე, იმას არ ნიშნავს, რომ იმ ადამიანს მთელი გულით არუყვარხარ ” რა ვქნა სიტყვებს ვერ ვპოულობ შენთვის შესაფერს , დავდუმდები და დუმილი გეტყვის ყველაფერს ”
|
წვიმა ოცნებას გაიტაცებს ზღვისფერ ტალღებში და მერე ისევ მოგონებებს წლები გაჰყვება... დაგრჩება მხოლოდ სინანულის ცრემლი თვალებში, მაგრამ ეს ცრემლიც სინანულის მალე გაქრება. წვიმის წვეთები წალეკავენ ყველა ნაკვალევს, დაღრუბლულ მანდილს დააფენენ ღამის ოცნებას, უმანკოება გაიკეთებს ფერად სათვალეს და ეს ცხოვრება შავ-თეთრებში უხმოდ მოკვდება. უხმოდ მოკვდება ყველასაგან დავიწყებული, როგორც ფოთლები გაგიჟებულ ქართა თარეშში და მხოლოდ წვიმის სურნელებით ატირებული თავბრუს დამახვევს გაბუტული მთვარის ალერსი... იცი სხვა მიყვარს, სხვაზე ვფიქრობ, სულ სხვას ვაღმერთებ, იცი მოველი ზღაპრულ რაინდს თეთრ ბედაურზე... შენ კი ვიცი, რომ, მხოლოდ ხატთან სანთელს დამინთებ და ცრემლით მნახავ ქორწინების დღესასწაულზე... მერე კი უხმოდ წახვალ ჩემგან და ცხოვრებიდან, არ შემახსენებ არსებობას თითქმის არასდროს და იმ წარსული სიყვარულის მოგონებიდან, სულ სხვას დაუთმობ შემოდგომის წვიმის ქალბატონს...
|
..ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში, თორემ დარდი მოვა და გულში ჩამიკრავს... დარდი ცრემლს მომიტანს, ტუჩებს დამინამავს გულს მომიხებს და გრძნობებსაც ჩამიკლავს... ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში, თორემ სიგიჟე მოვა და გამათბობს... გულში ჩამიხუტებს, თვალებს დამიკოცნის, გადამრევს, მხურვალე ვნებებით დამათრობს... ნურასდროს დამტოვებ მარტოს იჩუმეში, თორემ სიგიჟე წვიმაში გამიყვანს... ქუჩებს მომატარებს ხელში აყვანილი, ამაფრენს ცაში, მთვარესთან ამიყვანს... ...ამიტანს ფიქრები უზომო ტკივილზე... ფიქრები სიკვდილზე... და შიში ამიტანს... ნურასდროს დამტოვებ მარტო სიჩუმეში... თორემ სიგიჟე მოვა...და...წამიყვანს...
|
სიბრალურისთვის არ დამიბრუნდე, გემუდარები წადი. . . ოცნების კოშკებს მარტო ვაგებდი, გათავისუფლებ, წადი. . . სიყვარული ხომ მაინც მასწავლე, მადლობელი ვარ, წადი. . . ფიქრთა ტალღები ისევ აზვირთდნენ, არ დავიხრჩობი, წადი. . . ფიქრის უფლება ხომ მაინც დამრჩა, არაუშავს რა, წადი. . . ჰო,დავფიქრდები,დიდხანს ვიფიქრებ, ვიცი გამიგებ, წადი. . . ღამეს შევჩივლებ ჩემ გულის დარდებს, ვიცი გამიგებს, წადი. . . თუ გინდა მოდი კიდევ მიგიღებ, გული ღია მაქვს იცი??? სიბრალურისთვის არ დამიბრუნდე, გემუდარები წადი. . . ოცნების კოშკებს მარტო ვაგებდი, გათავისუფლებ, წადი. . . სიყვარული ხომ მაინც მასწავლე, მადლობელი ვარ, წადი. . . ფიქრთა ტალღები ისევ აზვირთდნენ, არ დავიხრჩობი, წადი. . . ფიქრის უფლება ხომ მაინც დამრჩა, არაუშავს რა, წადი. . . ჰო,დავფიქრდები,დიდხანს ვიფიქრებ, ვიცი გამიგებ, წადი. . . ღამეს შევჩივლებ ჩემ გულის დარდებს, ვიცი გამიგებს, წადი. . . თუ გინდა მოდი კიდევ მიგიღებ, გული ღია მაქვს იცი??? გისაყვედურო???არა ძვირფასო, მე პატიება ვიცი. .
|
გაგვაუცხოვა, გაგვარინდა დრომ და სიშორემ. გავურბი, მაგრამ შენზე ფიქრი ვერ მოვიშორე....
სიყვარულს მალავს შენთვის ნათქვამი ყოველი ბგერა... ვცდილობ აგიხსნა, შენ კი ჩემი არასდროს გჯერა....
''მიყვარხარ'' გითხრა? ეს სიტყვა ხომ ძველზე ძველია თუ დაფიქრდები ჩემი დუმილი მეტის მთქმელია....
მხოლოდ შენია, შენ გეკუთვნის ამ გულის ფეთქვა ვგრძნობ რომ მკარგავ.... თუმცა, შენი არასდროს მერქვა....
|
უშენოდ მიდიან ეს ჩუმი დღეები, მივყვები დინებას და არვიცი, როდემდე ... დამღალა ყველამ და უაზრო ფიქრებმაც დღეს ბოლო მოუღეს ადრინდელ ოცნებებს... მე ჩუმი დარდებით მივყვები ბილიკებს, სევდა და ტკივილი დამყვება კვალდაკვალ.. არ მინდა, დამთავრდა, მე აღარ ვიტირებ, იდარდოს დღეს იმან, ვინც მართლა დამკარგა...
გავყვირი სევდით და უშენო ტკივილით, მაგრამ დღეს ჩემი ვერავინ გაიგო, შენ ისევ შემხვდები ჩვეული ღიმილით და ვერც კი მიმხვდარხარ,
ჩვენი გზა გაიყო...
ვეძახი მშველელს და არავინ გამოჩნდა, აი, შენც მიდიხარ _არც ცდილობ მიშველო... არ მინდა წასვლა და სხვა გზებიც არ მოჩანს, მე წავალ,
არ მინდა ტკივილი გიჩვენო..
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|