მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
შენი წყალობით ოცნება ვხატე უფრო მეტი შენ მაჩუქე მზის სხივთა კონა სხვა რა მეთქმის მე მადლობის მეტი თუნდაც მაგ თვალების გამხადე მონა
შენ შეღებე თეთრი ფერით შავი სამყარო გამიფერადე და მაინც სხვა რა მეთქმის გამარჯობის მეტი ნაცნობო ჩემო
სხვა რა მეთქმის ისევ მადლობის მეტი ლამაზო ჩემო...ჩემო მხოლოდ რომ არ მწამდეს უკვე ღმერთი შენ გიწამებდი მხოლოდ
ტანჯვა უნდა იყოს ჩემთვის გაღიმება შენი... არ გიცნობ და მაგიტომ სხვა რა მეთქმის გამარჯობის მეტი ძვირფასო ჩემო.
შენ შეღებე ყვითელ ფერით შემოდგომის უმანკო ფოთლები მაშ რა მეთქმის მე მადლობის მეტი კეთილო ჩემო
ჩემთვის ეს გამარჯობაც კმარა თან ნაცნობო... თან უცნობო ჩემო ჩემი დარდი წარამარა შენი ბრალია სევდავ ჩემო..
|
შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს, საათებს, წუთებს,წამებს... შენ მოგიძღვნიდი გულის სიმღერას, გულის სიმებით ნამღერს... შენთვის დავკრეფდი ჩემო ძვირფასო, წითელ ეკლიან ვარდებს... ტაძრის კედელთან მუხლმოდრეკილი შენ დაგინთებდი სანთელს... შენ მოგიძღვნიდი წმინდა სიყვარულს, გულის სიღრმეში ნადებს... შენ მოგიძღვნიდი ცრემლის ნაკადულს წმინდა გრძნობებით სავსეს... სიკვდილიც კი ვერ შემაშინებდა, თავს გავწირავდი გწამდეს! შენ დაგლოცავდი შენთვის დავლევდი, სიკეთით სავსე ყანწებს... შენ მოგიძღვნიდი მთელ ჩემს სიცოცხლეს, საათებს, წუთებს, წამებს... შენ მოგიძღვნიდი სიცოცხლის ბოლოს, უხმოდ დაშვებულ ფარდებს..
|
სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები!
ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი...
დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი... მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები!
|
რა ლამაზია იცი სიცოცხლე?
როცა გვერდით გყავს შენი სიცოცხლე, რა ლამაზია იცი სიცოცხლე?
როცა ბევრისთვის შენ ხარ სიცოცხლე, რა ლამაზია იცი სიცოცხლე?
როცა თვითონ ხარ შენ ეს სიცოცხლე, რა ლამაზია იცი სიცოცხლე?
როცა გეტყვიან დიდხანს იცოცხლე, რა ლამაზია იცი სიცოცხლე? როცა გეტყვიან,
ჩ ე მ ო ს ი ც ო ც ხ ლ ე!
|
ნუგეგონება რომ ოდესმე დამავიწყდები, ის არ იფიქრო თუ არ მოგწერ აღარ მჭირდები, მე შენ არასდროს, არასდროს დამავიწყდები, თუმცა კი ვიცი რომ ოდესმე სხვისი იქნები, შენს თავს ვერავინ დამავიწყებს ამას გპირდები, მე უშენობა გამაწამებს და გავგიჟდები, მომენატრები და მალულად რომ ავტირდები,ვიღაც შემამჩნევს, მკითხავს, ცრემლად რატომ იღვრები, ცრემლებს მოვიწმენდ და ბავშვივით მე დავიბნევი, ვერ უპასუხებ და შეშლილი შორს გავიქცევი. და მე ამ გრძნობის ალბათ მონად გადავიქცევი...
|
ღმერთმა სიყვარული შექმნა, სანთელი მისცა ხელში. -წადი,იარეო ქვეყნად, ნათელი შეიტანე ბნელში. გული გაუთბეო ყველას, ვინც კი გულდამზრალი ნახო, იცოდე ადამის მოდგმას არ გაიკარო ახლოს! -რატომ?-შეცბა სიყვარული. -მაგასაც კითხვა უნდა? შეყვარებული კაცი, ღმერთზე დიდიაო მუდამ..
|
არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა... და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა?! -როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა...
ოპტიმისტური ლექსი
კვლავ ცივი დეკემბერია, კვლავ გაიხადა ტყემ, კვლავ ირგვლივ ნაცრისფერია, მაგრამ... იმატა დღემ.
ისევ მაკივლებს შაკიკი, ისევ წამერთვა ხმა, ისევ არა მაქვს კაპიკი, მაგრამ... არ მცვივა თმა.
თუმცა მებმევა ენა, თუმცა მაკლია თვალს, თუმცა არა მაქვს სმენა... მაინც მოვწონვარ ქალს.
თუმცა მარტო ვარ მუდამ და თუმცა დავუთმე მტერს, თუმცა ცრემლები მგუდავდა, ლექსი ხო მაინც მწერს.
ირგვლივ იმდენი ყალბია და ჩემთან ერთად სვამს. ირგვლივ გვამები დარბიან სამაგიეროდ მწამს:
როგორც არ უნდა გათოვდეთ, გტკიოდეთ, ცუდად იმღეროთ. -ყოველთვის არის , გახსოვდეთ, ,,მაგრამ" და ,,სამაგიეროდ"
,რატომ არის ყრუ დროება, რატომ არის ბრმა და მუნჯი? სასაფლაოს მყუდროება - მარმარილო, მიწა, თუჯი.
ყვავილებით შენაფერი ბინა ყველა გარდასულის, აქ ისვენებს ყველაფერი, ყველაფერი გარდა სულის.
სული დაჰქრის, სული ბორგავს უსასრულოდ სული იბრძვის. დღე და ღამე ცდილობს პოვნას უტყუარი, სრული სიბრძნის.
ქურდს არ იცავს აქ ვექილი, აპატიეს, რაც უვლია. აქ დინჯი და გაქექილი, ყველა ერთად დაცულია.
...
Read More
|
ჟანა დარკმა სითბო იგრძნო, თუმცა მწარედ გაეღიმა, ცას ახედა,გაიფიქრა: "წამოვიდეს ნეტავ წვიმა!”
პუშკინმა თქვა:”მომატყუეს, აღარ მჯერა მე ფიცისო. აბა ბანძი-გოიმია, თოფის სროლა არ იცისო?!”
ჰოლმსმა ბრძანა:”მე ბრძოლას ვწყვეტ და სიკვდილთან დავდე ზავი, იქ დამმარხეთ,სადაც არის დამარხული ძაღლის თავი.
დი კაბრიომ გაიფიქრა: "კიდევ მინდა ვნახო მზეო, მოდი ამ ქალს გადავაგდებ, მე ავძვრები ფიცარზეო.”
სიმწრისაგან კივის ბრუნო: "მე ხომ არ მაქვს,მართლა ბედი, გამიშვით და დედამიწა, იყოს გინდაც ოთხკუთხედი.”
მარატმა თქვა:”წყალი მიყვარს, აღარ მაწევს გულზე ლოდი, მანდ ვინ არის?დედა შენ ხარ? ჩამიხეხე ზურგი მოდი!”
მერლინ მონრომ:”აღარ მოვწევ, ნარკოტიკიც აღარ მინდა, ეს რა შუქმა მომჭრა თვალი?! უი…მთვარე ჩამოფრინდა.”
შექსპირმა თქვა:”ჩემი სქესი, მსურს სადავო გახდეს მერე, პიესებზე ევას ნაცვლად, ვილიამი დააწერე…”
კეისარმა:”მგონი მკლავენ, ხმალს მირჭობენ ჩემი ძენი, ეს ვინღაა,მგონი ვიცნობ, შე-ენც ბრუტუს,უხ მე შენი…(დაცულია ცენზურა) …….
ლენინმა თქვა:”რას მამწნილებთ, რა ხალხი ხართ,სუფთა ზანტი, ან დამმარხეთ,ან დამმალეთ, გვამი ვარ თუ ექსპონანტი.”
ჰიტლერმა თქვა:”გეფიცებით, არ მომიკლავს ჩემით თავი, ანალგინი მეგონა და იყო თურმე საწამლავი”
ლენონმა თქვა:”აქაც ვბრწყინავთ, არ შეგაწყენთ ჩვენ თვითქებით, პოლ და რინგო დროზე მოდ
...
Read More
|
ისევ ის მუსიკა... იმ მელოდიით სავსეა სმენა გულის კუნჭულში, როგორც იმ ღამეს- ისე გრძელდება თითქოს ყოველი წამი ცხოვრების, ორივე მხარეს...
მაგრამ თავისთვის, სხვადასხვა გზებზე, პარალელური ქუჩების გასწვრივ, მხოლოდ პატარა გზაჯვარედინთან, ერთმანეთს მზერას მალულად ვაწვდით...
თითქმის ჩურჩულით ნათქვამ სიტყვას, საყვირის ხმებით სავსე ქალაქში რიტმულად იგებ... და, იმ დროს, უკვე ღიმილმოფენილს ჩუმად ვიხსენებთ... დაგიმესიჯებ...
ისევ ის მუსიკა... გულის კუნჭულში... იმ მელოდიით სავსეა სმენა, ვიცი რომ ამ ზარს, როგორც არსდროს, ელი და მთელი არსებით ღელავ...
და შენი თვალები, ერთ დროს რომ ასე ძლიერ მიყვარდა... ხელისგულებზე მორცხვად დახრილი, წარმოსახვაში გამიმთლიანდა...
|
დაბნელდა ღამე გაშავდა, ცხოვრება დაბრმავდა დალაგდა. სული იბნევა გრძნობებით სასიყვარულო ბომბებით, ნელ ნელა ვხვდები ძნელია, ცხოვრება გრძელი და ბნელია, სიკვდილი მინდა ვგიჟდები, სხვა გზა არამაქ ძნელია. მუსიკის მელოდიაში ვიხრჩობი ძალიან ძნელია. მიშველეთ რამე მირჩიეთ მიკითხეთ საიდან როდიდან, რა დამემართა დრონიდან.
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|