♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


გრაფის გასწვრივ დაბადებისას აღვინიშნე
და მივხვდი რას ნიშნავს ხაზობრივი საზღვარი,
ოდნავ,
სულ ოდნავ თავს თუ გვერდით გადაწევ,
შეამჩნევ როგორ მოძრაობენ გაშეშებული საგნები...
მოდი, "რეალობანა" ვითამაშოთ
და დამივიწყე...
როცა მძინარეს გაკვირდები
ვფიქრობ რა შუაში ვარ შენს ცხოვრებაში ?!
თუმცა შუაში არასდროს ვარ...
ან ზემოთ ვარ, ან ქვემოთ...
ეგეც საქმეა...
დაგუბებული აზრების ზედაპირზე
ჩემს ანარეკლს ვაკვირები და შენ გხედავ...
მოდი, "რეალობანა" ვითამაშოთ
და შემიძულე -
გეუბნები და შენს გაფართოებულ გუგებში
გზის გაკვლევა მიჭირს...
არ გიყვარს ასეთი ხუმრობები
და მეც ასეთი მსიამოვნებ...
როცა მძინარეს გაკვირდები
ვფიქრობ რატომ არ მძინავს მე ?!
მაშინ არც შუაში ვარ, არც ზემოთ და არც ქვემოთ...
მე შენს გვერდით ვარ
და მინდა გამოგაფხიზლო -
მოდი "რეალობანა"ვითამაშოთ..




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1073 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


დაიფიცე, რომ სიცხე თუ მექნება, გამიხსნი ჩემს საყვარელ კომპოტს, დამიჯდები სასთუმალთან და გეჭირება ჩემი ხელი, სანამ არ ჩამეძინება.
დაიფიცე, რომ ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარები.
დაიფიცე, რომ ხანდახან მაინც შენი ხელით მაჭმევ.
დაიფიცე, რომ მანახებ ოკეანეს და ერთად ვუყურებთ მზის ჩასვლას. დაიფიცე, რომ ერთხელ მაინც ვიცეკვებთ წვიმაში და ავაჭყაპუნებთ ფეხებს გუბეებში.
დაიფიცე, რომ შენს ძაღლზე და მანქანაზე მეტ დროს დამითმობ ყოველთვის,
და ხანდახან, ღამე რომ გაგეღვიძება, დაითვლი, წუთში რამდენჯერ ფეთქავს ჩემი გული.
დაიფიცე, რა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1125 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დღეს ჩემი ლექსი რომ არ მართავს კეკლუც საუბარს
რომ ვერვინ ხედავს მის წიაღში ჟამთა ცვლილებას,
დროის ცდუნებას იერითაც მხარს რომ არ უბამს
და ახალ-ახალს რომ არ იძენს გამოცდილებას.

რომ არ ყოყოჩობს ჩემი წიგნის არცერთი გვერდი
ნაირნაირად მოკაზმული უცხო სახელით,
რომ დღენიადაგ იგივეს ვწერ, სულ რასაც ვწერდი,
რომ წუთისოფელს ვხედავ ძველი გადასახედით...

ეს იმიტომ, რომ შენ მიყვარხარ! რომ შენ ხარ მარად
მუზა, რომელმაც ძველი გრძნობა ახალს არჩია,
ვერ შევიყვარებ ვერასოდეს ვისაც სხვაგვარად,
ვინც სტრიქონებით თვალთმაქცობას გადამაჩვია.

და როგორც მზისთვის ახალი დროც ძველი ჟამია,
მეც ვიმეორებ, ერთხელ გულით რაც ნათქვამია...






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1113 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მესმის!.. არა, მომესმა...
შემეშვა, მომშორდა... მომეხსნა
და თითქოს...
ვიღაცა დამემხო... ვიღაცა მომეწნა...
და მიხმობს...
თავის თავში და ჩემს თავში მიგრძნობს...
გასწიე!..
საუკუნით იქით გადასწიე...
ნუ გამათეთრებ და ნურც გამაწითლებ...
და მითხარი, რომ გამწირე...
დრო...
დრო შენთან, თუ მეგობრობრს,
ჩემთან მტრობს...
და სიმღერამ...
სიმღერამ ჩემი სული გიმღერა,
მოგითხრო ის, რაც არ თხრობილა
წარმოშვა ის, რაც ჯერ არ შობილა...
და მაინც...
"დღეს და ხვალს" - "ზეგ და მაზეგ" ვარჩიე,
წუთი და საათი, თვე და წელიწადი
ერთმანეთისგან ვერ გავარჩიე...
და გეტყვი!..
ხიდებს ვადარე წლები განვლილი,
გზაზე დღეებს და თვეებს ვერ ვამჩნევ,
დრო არ არსებობს!.. არსებობს მანძილი!
დრო არ არსებობს!.. ვარსებობთ მე და შენ...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1200 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვიღაცა ცდილობს, მოიკლას თავი
და ან ნესტიან სარდაფში დათვრეს,
ჯვარზე გაეკრას ორივე მკლავით,
კეფა შეუდგას ოლარში პადრეს.
არ მნდომებია სიტყვით თამაში,
შენგან გამოწვდილ სიცოცხლეს ვხარჯავ,
მინდა წაგაგო ყომარხანაში
და გაგაყოლო მდაბიო ვაჭარს.

და მაგონდება მთვრალი ჰეროდე.
შენი გრაციის ნასროლი ლასო,
მინდა, რომ თარსად დაგდო ზეროზე,
— დაატრიალე! —
გავძახო გარსონს.

მაგრამ ეკალი სულს თუ არ ავნებს,
წმინდა გიორგის შევუთქვამ საკლავს,
ვაჭარს მოვუჭრი გზებს საქარავნეს
და პაპიჩემის სატევარს დავკრავ.

მინდა დავწერო შენზე სიმართლე,
რაც იყო ისიც, ისიც, რაც მსურდა,
წყალზე დააგდე ჩემი სინათლე
და წვრილ ვარსკვლავთა მეღვრება ხურდა.

შენა ხარ ჩემი ფიქრის ნაღები
და შენზე წერა ჩემი ბედია,
ამიტომ ვყვირი ყელის ძარღვებით:
— თავისუფლება ბინძურ მედიას!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1110 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ქუჩაში ბრმა ბავშვი უკრავდა გიტარას,
ცარიელ ცილინდრში ობობა სახლობდა.
არავინ ცდილობდა მის გულთან მიტანას.
იქვე, იმ ქუჩაზე, იმ ბავშვის მახლობლად,
წვერით გაბურძგნული ხატავდა მხატვარი,
ვიღაც გასიებულს, მელოტს და შარიანს,
(მზერა ალმაცერა, სიცილი მზაკვარი)
მელოტი იმ მხატვარს ჩუქნიდა ლარიანს.
ვიცი, იმ ლარიანს გადაცვლის ღვინოზე,
ვიცი, უეჭველად დუქანში მიიტანს,
დაარტყამს ჭუჭყიან ხელს პიანინოზე
და თავს აცემინებს ულვაშა მიკიტანს.
ხვალ ისევ იმღერებს ის ბავშვი ქუჩაში,
მხატვარიც შეხვდება ვიღაცა შარიანს,
ისევ დაღამდება ბნელი და უხამსი.
ბილიკს გაყვებიან წვიმიანს, ქარიანს.
…………………………………………..
თბილა ბუხართან და ნარდი გაიშალა,
ექვსასლარიანი გაგორდა დუშაში,
ნერვი წაგებულმა არც კი აიშალა,
ისე იფურთხება ფანჯრიდან ქუჩაში.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1214 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე კი დავაჩნდი შენს სულს და სხეულს ტკივილად დედა,
ვერ მოვასწარი დაბადება...
სიკვდილმა ისე მომიტაცა ნათელს ვერ ვხედავ...
მე შენი სახე არ მინახავს გეძახი მაინც,
წამართვი სახე ადამიანის
შენ კი დაკარგე სახელი ქალის.
მინდა გითხრა,რომ დაბადებამდე უკვე მიყვარდი...
იცი რა მახსოვს?
ამდენ ტკივილს და შიშს რომ იტანდი,
მაშინ მოგიხმე გამეტებით საშველად დედა,
როცა სიკვდილმა რკინის ხელები შემახო ერთხმად...
შენ არ გესმოდა ჩემი ვედრება
და ეს ტკივილი
მე მაპატიე დედა,,,
როგორ მინდოდა რომ მოგხვეოდი,
რომ მეგრძნო შენი სუნთქვა,
თვალებში ერთხელ შემოგეხედა,
დედა სულ ერთხელ თუნდაც.
შენი ხელებით გეტარებინე,გეწოვებინა ძუძუ,
მაგრამ დამტოვე და ჩემი სული მთლად შეუერთდა უკუნს...
ვიცი რომ ჩემზე ფიქრობ,სული გიტირის მწარედ,
მე მებრალები დედა,მე ღამეს ვათევ გარეთ,
ჩვილებს აკვანში აწვენენ მე კი დავეძებ სხეულს,
არვინ დამტირის ახლა არვინ დამეძებს ეულს.
არვინ დამინთო სანთელი,არვინ ჩაიცვა ძაძა,
ასეთი რა დაგიშავე,სულ არ გიყვარდი განა???
და იმ დღის შემდეგ მე ობოლი ვარ
ცოცხალი დედის მყოლი,
შენ ერთხელ მაინც რომ დაგენახე არ დამკარგავდი მგონი...
და მაინც,მაინც ამ ქვეყანაზე მაგ ტკივილიან სულს ვგრძნობ,
სულ მარტოდ მარტო შენ მიმატოვე დედიკო მაინც ვერ გთმობ.
გხედავ დაჩოქილს მავედრებელი,თვალცრემლიანი მზერით,
ეგ ანარეკლი მოდის შორიდან,
მე შენი ცქერით ვტკბები,
მკრთალი სინათლის წმინდა სხივებში შენს ლამაზ თვალ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1106 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მე თუ ავტირდი,ამატირებს უშენოდ ყოფნა,
ჩემს ბნელ ოთახში ისევ სევდა დაისადგურებს,
გამახსენდება შენი ნაზი ტუჩების კოცნა,
შენი ტკბილი ხმა ჩემს არსებას რომ ანადგურებს,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება რას ველოდით,რა გვხვდა წილადა,
შენი თვალიდან მოწყვეტილი უმანკო ცრემლი
დედამიწის გულს გააღვიძებს,მშვიდად რომ სძინავს.
მე შევიყვარე ხმა რომელიც ახლაც ჩამესმის,
ხმა ვარსკვლავია მიუწვდომლად რომ გვიმზერს ციდან,
შენთვის მე ალმათ შემოდგომოს მონატრება ვარ,
ფოთოლცვენის ქვეშ მოყოლილი ყვავილი ციდა,
მაშ ავტირდები ამატირებს კვლავ უშენობა,
შენც ატირდები წამოგივა თვალიდან ცრემლი,
გაგახსენდება,რომ არსებობს ამ ქვეყნად ბიჭი,
ბიჭი,რომელიც თვალცრემლიან გოგონას ელის....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1189 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე მოგონება შემხვდა ამ დილას...
გადამეხვია,
გიჟივით მკოცნის...
ეჰ... განშორება როგორ გაზრდილა...
და დარჩენილა ისევე მორცხვი...

არ შევხვედრივართ ერთმანეთს დიდხანს...
მაგრამ...
შენს თვალებს მაინც ვიხსენებ...
არა, მე შენთვის სიტყვაც არ მითქვამს...
სანამ არ გეტყვი, ვერ მოვისვენებ...


მაინც გიპოვი და ამ იმედით
დაგეძებ ასე...
მთელი ცხოვრებით...
მე, ფინალამზე უკვე მივედი...
და ვიცი, მუდამ გემახსოვრები...

როცა გიპოვი, გულს გადაგიშლი,
არადა...
თითქოს რაღაც მაჩერებს...
მე შენს სიყვარულს მაინც არ ვიშლი...
და ვეღარავინ ვერ შემაჩერებს...

დაგიცავ ისე, როგორც გიცავდი
ვხედავ...
შენს თვალებს ახრჩობს სისველე...
მე შენთანა ვარ, კუბოს ფიცრამდე...
და თუ მოასწრებ, მოდი მიშველე ...

ეჰ... განშორება როგორ გაზრდილა...
მე კი ვარ...
ისევ ისეთი, მორცხვი...
მე მოგონება შემხვდა ამ დილას...
და ისევ ისე, გიჟივით მკოცნის...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1076 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


განშორება რომ არ ყოფილიყო,
შენს ცაზე მოხეტიალე ვარსკვლავად დავრჩებოდი,
მივატოვებდი ჩემს სიცოცხლეს, შენს ალმურში ჩავიწვებოდი,
და წავიდოდი მე ღრუბლების მწვერვალებზე სახეტიალოდ,
რომ კვლავ გხლებოდი მდინარეებად, შენს ხოდაბუნში რომ გაიშლებიან.
მაგრამ ვაი რომ ოცნებები გაგვფანტავენ ჩვენ სივრცეში მოჩვენებებად,
კვლავ დარჩებიან იდუმალნი და ნეკნებში ჩაინთქმებიან.

განშორება რომ არ ყოფილიყო,
შორს წაგვიყვანდნენ ნაბიჯნი ჩვენი _ დაბნეულნი და არეულნი,
და მონატრება ჩვენი უფრო გამძაფრდებოდა,
დავეყრდნობოდით გზას მოცახცახეს,
გადაგვისროდა წამები ჩვენი ხალხის ხმაურში,
როგორც სხეული, გაბნეული მეორე სხეულში;
ერთად ვივლიდით, თითქოს მავანს ერთ არსებად შევუკონივართ,
ჩვენს გარშემო კი გაიელვებდნენ სახენი ხალხთა, ვითარცა ქარი.
ვერავისაც ვერ შევამჩნევდით და მე მით უფრო,
ყველას სახე ხომ შენი მგონია.

მე კვლავ ვიხსენებ: როს მოვიდა დრო გამგზავრების
და უძილობამ უკიჟინა მოწყენილ თვალებს მყუდრო ნაპირთან,
ჩვენმა სუნთქვამ კი ნეკნებს შუა წაიბორძიკა
და უძილობამ იწყო ჩვენი ორად გაყოფა
და შენს ხელებში ჩემი ცხოვრება მე დავინახე
ოხუნჯ ზაფხულის იმ ქარებად, ბევრს რომ დამპირდა,
ოცნების ნავლად და ფოთლებად კიდევ რაღაცის.
ეს მე ვარ:
ჩემი ცხოვრება ფოთოლია,
ჩემი ოცნება ფურცელია,
პატარა ბავშვი,
ტალღების ცეცხლში რომ დაატყვევა იგი დახრჩობამ,
და სინათლე ვარ მე დევნილი შორს ჰორიზონტზე,
მწუხრი რომ შთანთქავს
და ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1459 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 113 114 115 116 117 ... 254 255 »
შაბათი, 2025-01-18, 1:58 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025