♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥


გადავიშალე ...

წარსულის საშლელით გადავიშალე და
ახლებური ხედვა დავახვედრე ირიბ მეობას...
ექსცენტრიკული, ემოციის მსხვერპლი ვარ და
ჭეშმარიტად დიდი გრძნობა აწვიმს ჩემობას...

საწუთროს დარდი მე ვიტვირთე ,გიკვირთ ? მეც მიკვირს ...
სევდანარევი სიბრალულით ვიბრალებ სიკვდილს,
ქაოტური ვარ ? არეული ?
მერე რა, იყოს ...

სატირლად დრო არ მრჩება ამ ბოლოს, სამყარო მითხოვს ...
სასოწარკვეთასაღარ ვტოვებ , დარჩენას ითხოვს
განვდევნი წყენას ,უშენობას,მონატრებას ,
ოცნება?_ იყოს...

გულახდილი მზე მინათებს დღეს გზებს ,
მიკვალავს ფერებს ,
რამდენი გითხრა ,რამდენი გთხოვო,
იფერებ დღეებს ,
მოთმინებასაც საზღვარი ქონია ,
იტვირთავ სევდას ?
უშენოდ ყველაფერი ვიქნები,
სიბრალულს თესავ ....

გადავიშალე ...

გადავირიე,გადავქაოტდი, მანერებს ვხვეწავ ...
ყველაზე ახლო მეგობარი შენთვის ... ეს მხოლოდ მე ვარ .
მიუწვდომელი სიხარული ვინატრე, განვედი ტკენავ!
ხელი შეახე რეალობას ,გადმომაკეთე...

მე ვარ ხო, მე ვარ !




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1069 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლექსი მეძახის.
იცი, სული ამიფერადდა...
ცისფრად შევღებე ოცნებების თეთრი ვერანდა...
სახლს მზე მოადგა,
აივანზე დაისვენა და
მითხრა, რომ ჩემი რამდენიმე სხივი ემართა.

"ჩემგან სინათლე მოგაკლდაო,"-
მომიბოდიშა,
ჰოდა, თავისი სამყოფელი
ჩვენთან მონიშნა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1143 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მომავალს ვერ შეცვლი, ისიც წარსულია,
სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია,
ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია,
მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა!

როგორ დაგივიწყო, ან როგორ დავიწყო,
ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო,
ტკივილი გავაქრო და სევდა დავმალო
და გულის კუთხეში მინდა რომ დაგმალო.

მე ასე მეგონა წარსულს ვემალები,
მაგრამ განვლილ დღეებს ვერ დაემალები,
ვერ დაემალები მთვარეს და ვარსკვლავებს,
მე ამ სამყაროში რაღაცა მაკავებს.

რასაც დავეძებდი, მე ის ვერ ვიპოვნე,
სიხარულს ვეძებდი, მეგონა ვიპოვნე,
კითხვას არ ვეძებდი, პასუხი ვიპოვნე,
უფლის დახმარება ამიტომ ვითხოვე.

სიმშვიდეს ვეძებდი და ვერსად ვერ ვპოვე,
ცუდი რაც შემემთხვა, წარსულში დავტოვე,
სიმართლეს ვეძებდი, სინათლე ვიპოვნე,
მე კი ეს სიმართლე გულში ჩავიტოვე.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შემოდი.
ღამეს მიაბარე შენი ფარაჯა,
და ფეხაკრეფით მოეახლე ნანატრ სარეცელს,
მწუხარებაში სიხარულის ცრემლიც დავხარჯე,
და მოცახცახე ხელს გაშველებ, რომ არ დაეცე.

შემოდი.
ისევ მხურვალეა ჩემი ტუჩები
და უძილობა _ ჭლექზე უფრო განუკურნელი,
როცა ტყვიებს და მოჩვენებებს გადაურჩები,
უფრო ტკბილია გრძელ ღამეში მიტკლის სურნელი.

შემოდი.
შავბნელ მოგონებებს „არა" უთხარი,
ჩუმად შეგაბამ ჩემს შელოცილ ხატ-ავგაროზებს,
ნუ ფიქრობ მათზე, ვისაც მიწა ამოუთხარე
საკუთარ ხელით გუშინ ძმათა სასაფლაოზე.

ნუ ფიქრობ მათზე, ვინც ვერაფრით გადაარჩინე,
ვინც მხოლოდ უფალს და ქარიშხალს ემახსოვრება,
მომენდე,
ჯერაც არარსებულ სიზმარს გაჩვენებ,
იქნებ როგორმე შეგაყვარო ისევ ცხოვრება.

მოდი.
ძაღლივით აგილოკავ ყველა ჭრილობას,
და შევებმები შენს თვალებში მბორგავ ქარიშხლებს,
და თუ შენს ღიმილს დაუბრუნდა გულახდილობა,
ბედნიერ დღეებს ერთს ათასად ვიანგარიშებ.

შემოდი.
ჩვენს სახლს ვერ მოაგნებს ომი წყეული,
ვერც სატანჯველი,
ვერც შიმშილი,
სროლა,
ბრძოლები,
დაე, უკუნმა მიიბაროს ჩემი სხეული,
ქმრად მექცეს მიწა, თუკი გვერდით არ მეყოლები.


ჩემი მკლავები შენთვის მტკიცე არის სანგარი,
დღისით და ღამით,
ყოველ დილით,
ყოველ დილამდე,
შეჩერდი წამით,
ტკივილებმა თუკი დაგღალეს,
მოდი
და თავი საიმედო სანგარს მიანდე.

შემოდი.
სისხლში ამოსვრილი შენი ფარაჯა
ისევე მიყვარს, როგორ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1092 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



წვიმა მოვიდა ქალაქში,წვიმა...
მე მიყვარს ,როცა მცივა და ვიწყენ.
რა დარდიანი ვიყავი წინად,
ახლაც სევდიან სიმღერას ვიწყებ.
არაა ჩემი ამინდი დარი,
მე მძულს მზეები...მზეები როგორ.
წვიმის წვეთები ჩემს ლექსებს გვანან,
ლექსებში მიყვარს პატარა გოგო.
რა ბანალურად დავიწყე წერა,
ო,ბანალურად,ასე მარტივად...
ახლა ნესტიან ბალიშზე ვწევარ,
ბოლოკლასელი გოგოს ბანტივით.
ო,რა ლამაზი წვიმაა,ნახეე...
სახურავებზე დგას ანტენები.
ვწევარ...ვეწევი...ფიქრს კვამლში ვხავევ...
მე შენ მიყვარხარ გადამეტებით!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2263 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



,,მთელი ცხოვრება მხრებით ვატარე,
მთელი ცხოვრება ღიმილს ვმალავდი....
ქარში, წვიმაში გამომატარე...
დ ახლა, თითქოს, დავპატარავდი...

მთელი ცხოვრება ვავსებ ნაპრალებს,
ვეძებ ბილიკებს, მთებში მიმავალს...
მე უშენობა ქარს დავაბრალე
და ახლა, ფიქრებს მთებიც მიმალავს...

მთელი ცხოვრება ვათრობ ყვავილებს,
სადღაც იქ, მელის ხმელი ჭადარი...
ხვალ უშენობას ავიყვავილებ,
და ახლა, მაინც ფიქრებს დავხარი...

მთელი ცხოვრება ფიქრებს ვუნდები,
მთელი ცხოვრება სიზმრებს ვიხსენებ...
მივდივარ, მერე ისევ ვბრუნდები...
და ახლა, ისევ მთები მისმენენ...

მთელი ცხოვრება ფიქრში გავლიე,
მთელი ცხოვრება ფიქრებს მივანდე...
მთელი საღამო შენით ავრიე...
და ახლა, ისევ ვფიქრობ, დილამდე..."

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1254 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



თუ სიყვარულის სადღეგრძელოს ყანწით ვერ დალევ
და სანუგეშოთ ვერ ჩააქსოვ ოხვრას ნაღვლიანს
თუ სიყვარულში, სიყვარულით არ დაიწვები,
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!
თუ ლამაზ თვალებს კოცნით ცრემლებს ვერ ამოუშრობ!
ვერ აგრძნობინებ სიყვარული თუ რა ძნელია!
თუ უნაზეს და ლამაზ თვალებს ვერ აათრთოლებ
ნეტავ იცოდე უკეთესი რა შეგიძლია?!
სხვისი ტკივილი შენებურად თუ არ გიგრძვნია,
და სხვისი დარდი სიხარულად არ შეგიცვლია
გაწვდილ ხელისთვის თუ კი ხელი არ გაგიწვდია
მაშინ ნეტავი უკეთესი რა შეგიძლია?!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1061 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ახლოს მომიშვი, გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით,
თორემ კარსმომდგარ გაგიჟებას ვერ გადვურჩები.
ხვალვე ამრევენ შეშლილიდან გადარეულში
და ჩამტენიან სველი ტომრის ვიწრო სხეულში.

აშიშინდება მხურვალება ხორცის და მერე,
თეთრი არტახით გამიკრავენ მთრთოლვარე ხელებს,
გისოსებს მიღმა ჩაკეტავენ განწირულ ღრიალს
და დამწამებენ,რომ ხალხისთვის საშიში მქვია.

ახლოს მომიშვი,გადმოვღვარო სათქმელი უნდა,
მხოლოდ შენ იცი,გონწართმეულს რისი თქმაც მსურდა.
გულში ჩამიკარ, არსებობის ჩემის საწყისო,
რომ შენს სხეულზე დემონური ვნება გავსრისო,

ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით…

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1141 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ლამაზო ფეხები მიადგი ერთმანეთს
კაბის ქვეშ გიყურებს მთელი დედამიწა,
გვირილა გაკოცებს,კანჭებზე ღმერთმანი
შეგრცხვება იცოდე და მე ვერ დაგიცავ
გულთან შეიბნიე ჩახსნილი ღილები,
ვერ ხედავ მთელი ცა მკერდში რომ ჩაგცქერის?
მზე სხივებს წაგატანს თუ გაგეღიმება
და გვიან მიხვდები ძვირფასო რაც გელის.
თმას ასე თამამად ნურასდროს გაიშლი
ნიავი აგირევს, ფიქრს აგიცანცარებს,
რა ვნებიანია თან ქარი მაისში?!
არ იცი,მაგრამ მე ხომ ვიცი რაც არის.
ეგ ყელი მაღალი,როგორმე დაფარე
იწვიმებს იცოდე და მაინც მოგიწევს,
თუ არ დამიჯერებ,წვეთს შემოგაპარებს,
მუცლამდე ჩაგიღვრის და გვერდში მოგიწვენს.
ვერავინ დაიცავს შენს უმანკოებას,
ცოტა მოერიდე ხალხსა და სამყაროს,
თორემ ჭორაობა დაიწყეს რტოებმა
"რა უბიწოებით გარყვნილი რამ ხარო,,

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1285 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მითხარი რა მოგწერ
ო.. სიტყვა დამელია
შენმა მონატრებამ იცი... მომერია
გარეთ გაიხედე... რა კარგი დარია
ჩემს გულში კი უშენობის ავდარია

რამე მიპასუხე ჩემთვის წამალია
თორემ ეგ თვალები მხოლოდ ავად მხდიან
მოგონებამ ბევრი ფიქრი დამალია
ეს ჯიუტები კი...უკან ბრუნდებიან

სწორი ნაბიჯები შენთვის მინანია
მხოლოდ შენთვის... კარგო სხვები ვინ არიან?
შენს გარეშე საკმაო გზა გამივლია
მაგრამ ეს ხეები მარტოდ-მარტოს, დამცინიან

უამრავი მუზა ლექსად მიწერია
ხშირად ხმა-გაყინულს შენთვის მიმღერია
ეს ნოტები ჩემთვის უფრო იოლია
ჩემი სიმღერა ხომ... ყველა მინორია

შენმა არსებობამ სულ მთლად გადამრია
და ოცნებამ რეალურთად...უკვე დამაბნია
ამოდენა სიყვარული თურმე შემძლებია
შენი თვალები კი ამას ვერ ხვდებიან

მე და შემოდგომას ბევრი გვიტირია
მას ოქროსფრად მე კი შავად დამტირიან
მომღიმარი გრიმით სახე შემიცვლია
და ცრემლები მხოლოდ გულში დამიცვია

სამწუხაროდ შენ არც ეხლა გაგხსენებია
ჩემი თვალები შენს დანახვას როგორ ელიან
ეს ლექსიც ხომ იმ ფურცელზე დამიწერია
როგორც სხვებზე... ერთიც არ მოგწევია ))




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1105 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 114 115 116 117 118 ... 254 255 »
შაბათი, 2025-01-18, 9:37 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025