♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

გადამავიწყე...
რამე იღონე...
დაბმული მგელი სანამ აიწყვეტს.
საცა გსურს წადი, გამშორდი...
ოღონდ...
მე შენი თავი გადამავიწყე...

შენი გრიგალი კვლავ მაბარბაცებს,
კლდეებში მიმსხვრევს ნეკნებს, ლავიწებს...
ღმერთმა გიშველოს, წადი, ოღონდაც
ეგ სიყვარული გადამავიწყე...

არ ვიცი, მერე დაცლილი გულით
თუღა გაცურავს ჩემი ნავი წყლებს...
და მაინც წადი... წადი... ოღონდაც
მე შენი თავი გადამავიწყე.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ ქარიშხალი გინახავს ზღვაზე?
მოგისმენია გრიალი ზღვისა?
იგი ბრაზდება საკუთარ თავზე,
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას.
იცი რად არის გაბრაზებული?!
რად ახლის ნაპირს ტალღებს ქაფიანს?!
ზღვასაც ყოლია შეყვარებული
და მერე რწმენა დაუკარგია,
საკუთარ ტალღით მოუკლავს თურმე,
საკუთარ გულში დაუმარხია
და ეხლა როცა ბნელდება ზღვაზე,
როცა სიყვარულს უცქერის სხვისას,
საკუთარ სატრფოს იგონებს დარდით
და ეს გრიალი დარდია ზღვისა!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1172 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენი თვალები არის სურვილი,
შენი ღიმილი - ჩემი ვედრება...
შენი ტუჩები არის ლოდინი და მე არც ერთი არ მომბეზრდება.
ხან გაელვებას გავხარ....
ხან მზის ამოსვლას ცაზე....
შენ რომ ამ ქვეყნად მყავხარ...
როგორ ვიფიქრო სხვაზე?"

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1177 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუ უსმენ რას იტყვის

ვიღაცა მოცლილი,
რა გზებით მოიტანს შენამდე საფიქრალს,
სათვალთვალოდან შორსა სჩანს ტკივილი,
შენც მასე უყურე, ქარი რომ გაიტანს..
თვალი ჩაუკარი სევდასაც ხშირხშირად,
საათში სამოცჯერ უღიმე სიცოცხლეს,
მეგობარს უყვარხარ ჩემო ძვირფასო
მაგრად ჩაგიხუტებს, როგორც გინდოდეს...
მიუშვი ნებაზე ტლიკინსდამშეული
შენ კიდევ თვალებში ლურჯი ცა გიძღება,
არსებობს სიცოცხლე შენით და…ხო მათით,
მოგცილია,თუ ვინმე არიფი მიწვდება.

შეხედე დღეები როგორი მშვიდია,
მკლავებზე გისხედან,
დახედე ბეღურებს,
ცხოვრება ხომ მაინც არც ისე დიდია,
ნეტაი,მოგცლია,

რას უსმენ ყველაფერს!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1102 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ ეხლა ზიხარ მარტო კაფეში
და მოგონების გწვავენ ცრემლები,
როგორ ჩაგიქვრეს იმ ყრუ ღამეში
ლურჯ ოცნებათა ცის შადრევნები.


შენ მარტო ზიხარ და არვის ელი,
აუტანელი ტანჯვით ივსები.
გინდა მოვარდეს უეცრად მკვლელი
და გამოგღადროს დანით კისერი.


მაგრამ ნუგეში არც მაშინ არის,
თუ გინდ ვარდებმა ზღვები დაჰფაროს
აჰფაროს
ყველა ფოთოლი რომ მოსწყდეს ყვავილს
რა დააკლდება ამით სამყაროს?


ყველა ფოთოლი რომ მოსწყდეს ყვავილს
სხვა ყვავილები მრავლად იქნება,
მაგრამ დამჭკნარი გული ძვირფასო,
გწამდეს არასდროს არ გარდიქმნება.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1027 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ფოთლებს წაიღებს ნოემბრის ქარი,
ქარი წუნკალი და მოთარეშე.
ვფიქრობ უკაცოდ რა არის ქალი?
ალბათ ზამთარი თოვლის გარეშე.

მე მიყვარს როცა ნოემბრის ბოლოს,
სუსხი ცრემლით რომ თვალებს გისველებს,
ვიღაც რომ გეტყვის ქუჩაში სალამს
იხსენებ, მაგრამ ვერ გაიხსენებ.

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1154 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყველაფრით დაღლილს, მენატრება სიკვდილით შვება,
რადგან შევყურებ სამათხოვროდ შობილ თაობას,
ჭეშმარიტ რწმენას რადგან არყევს ცოდვილთა ნება
და სრულქმნილება დარქმევია არარაობას.

და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსება
და მოიღერა ქალწულივით ყელი მეძავმა
და განდიდება მდაბიოთა გახდა თვისება
და ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა

და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენ
და ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზე
და უმეცრები განათლების საქმეს მართავენ
და სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე...






კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1131 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შეყვარებული ხარ?
თუ ისევ ხარ მარტო?
და თუ არ ხარ მარტო მაშინ არ მინატრო.
რადგან შენი ნატვრა სიზმრად მომეხვევა,
წამში ამიტაცებს,და თავს მომევლება,
მერე გავიღვიძებ ისევ მარტოდ მარტო.
და გული დამწყდება აქ რომ არ ხარ კარგო.
და თუ კვლავაც მელი გთხოვ რომ ისევ მნახო,
რომ შენ ცივ თვალებში ისევ ჩავიკარგო,
რომ გამოვფხიზლდები შენთან ერთად ვნახო,
როგორ ჩადის მზე და მთვარეს მივესალმო.
მერე შენთან ერთად გავყვე ღამის ქუჩებს,
ბევრს არაფერს ვითხოვ,მხოლოდ შენთან მსურს მე,
და მერე ვით ზღაპრის საოცნებო გმირმა,
ხელში ამიტაცო და მატარო დიდხანს.
მერე დავბრუნდები ისევ ოცნებიდან,
და კიდევ ერთ ღამეს გავცემ შენზე ფიქრთან...




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1090 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მეც ცოდვილი ვარ... სხვა რა ეთქმის ასეთ საქციელს -
შემყვარებია მეც ჩემივე ზნე და ბუნება;
გულმაც და სულმაც თავის მონად ისე მაქციეს,
რომ ჩემი ცოდვა, მგონი, აღარ განიკურნება.

ასე მგონია, ამ ქვეყანას სხვა არვინ არგებს,
რომ ძლივს ეღირსა მას სიცოცხლე ჩემი ბადალის,
რომ ღირსეული სადაც სიტყვა მოსწყდება ბაგეს,
ჩემი სიკეთის სახოტბოდ და საქებად არის.

მაგრამ როდესაც გამექცევა სარკისკენ თვალი
და ვხედავ სახეს, ნამდვილ სახეს, განა ნიღბიანს,
ვხვდები რომ ავი თავპატიჟით ამებნა კვალი
და სადღაც ავცდი ჩემს ცხოვრებას, კარგს და იღბლიანს.




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1072 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მესიზმრა: ორივე მოვკვდით,
გვფენია სიმშვიდე მკვეთრი
და ერთად დაუდგამთ გვერდით
ჩვენი ორი კუბო თეთრი.

რას ნიშნავს ყოველი, ნეტავ?
უკან დაბრუნება არ გვსურს.
გულს არ ღრღნის ტკივილი, ვხედავ,
გული აღარ ტირის წარსულს.

უძლური გრძნობები გვაკრთობს,
ნათელი აზრები ჩვენი.
შენს ბაგეს ვერაფრით ვათბობ,
თუმც კვლავ სილამაზე გშვენის.

ასრულდა: ორივე მოვკვდით,
გვფენია სიმშვიდე მკვეთრი
და ერთად დაუდგამთ გვერდით
ჩვენი ორი კუბო თეთრი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1006 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 116 117 118 119 120 ... 254 255 »
კვირა, 2025-01-19, 2:19 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025