მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
მენატრებოდი- უსაშველო ტკივილებამდე, მენატრებოდი- გულის გულში ტიროდა სევდა, მენატრებოდი- ვერ ვამბობდი დანგრეულ იმედს, მენატრებოდი- წელიწადნი მიჰქროდნენ ელვად.
იქნება ხვალე მოსულიყავ ღიმილის ნამად, იქნებ ზეგისთვის შემოგეღო ოდის კარები, იქნებ სხვა დილას მოგერთმია ყვავილთა დასტა, იქნებ ოდესმე მონატრების გეხსნა ჩადრები.
მტკიოდა- შენი გამგზავრება არაფრის მსგავსი, მტკიოდა- ასე დადუმება და გადაკარგვა, მტკიოდა- კვალად დარჩენილი შენი სურნელი და უხილავი ეს ტკივილი ნელ ნელა მკლავდა.
დუმილი ხვევდა მონატრებას ოქროს სამოსში, დუმილი უხმოდ ეხვეოდა ფიქრებს და სევდას, იკლაკნებოდა ქვეწარმავლურ დიდმოსილებით, ძირს ანარცხებდა ზეაწვდენილ ამ მონატრებას.
მენატრებოდი- დამავიწყდა მზის ამოხედვა, მენატრებოდი- ოჰ რამდენი ჩაიფშვნა წელი, შენს გასაკვირვად ახლა ისევ ვიწყებ სიცოცხლეს თუ გაგახსენდი, არ გეგონოს რომ აღარ გელი....
|
დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით. ბევრი ცრემლი დამეხარჯა ერთ ღამის ნეტარებით. დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით. მე ლოყაზე დამრჩა ფარჩა ცხელი პირის მოკარებით. დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით. ჩემს დამტანჯველს ღმერთი დასჯის ქაჯად გადაგვარებით......
|
„ჰეინეკენში" ვმღერით და კავალერისტობს ქვეითიც, მონატრებია ერისთავს „გაღმა-გამოღმა ხრეითი..."
მამაპაპურმა დაგვღალა, მოვიდა სულ სხვა ქეიფი, ფეხი იტკინა ცანგალამ ელოუნ დარჩა ბეიბი.
ცანგალა ომში არ წავა, უყვარს სითბო და ლეიბი, დედიკო მას ენაცვალა, გაუჩალიჩებს რეიტინგს.
დაცხრება ბედის მთარსავი, დადგება ლექსის ამინდი, ნუგეშს მცემს ნიკალასავით სოლოლაკური კრამიტი.
|
მე ეპისტოლეს მძიმეს ველოდი უცხო გზიდან, ეს კერეონი ჩემიც გზას მინათებდა ციდან სიბორგილე კი სხვების თვალს მედებოდა ბინდად, წლები ჩემი კი უცნაურად სადღაც კრძალული მიდის ''ჩალიჩით’''მე,კი კვლავ ვრჩები ხელმოცარული... ნეტავ სადამდე შეიძლება ითმინოს კაცმა და მოითმინოს წამიერი ცხოვრება მისი, მოვნახავ იმედს გაშიშვლებულს გაპარტახებულს გადავიწყებულს სადღაც იქეთ,დასალიერში.... ნეტავ სადამდე?! შეიდზლება მეყოს იმედი, ის ხომ გაცვდება და გაქრება შემხედვარე ამ გაჭირვების ისევ თამბაქო,ისევ სიბნელე და აქ ჩამცხრალი ვნებები ჩემი...
|
მე მებრალებით,მეზიზღებით და მენანებით, რადგან უღირსი თქვენი ცხოვრებით მე გემალებით დაგენახვებით, ჩემი ''შავ"თეთრი ნაცხოვრებით მოგელანდებით, მოვიშველიებ შავ-ბნელ ჩიხებს მოგეპარებით... არა! ნუ მომრხოვთ,რომ სიძულვილი ვიქციო გრძნობად, დაე ყოველდღე განვიცდიდე უზომოდ თრობას, არ ვკითხულობდე სად და რისთვის დაიარებით მე ნაბახუსევს მსურს გავიყუჩო სული ჩემი ნაიარევი. იცხოვრებთ სრულად თავხედურად,საკმაოდ რთულად რადგან არ გესმით! არ გატყვიათ თქვენ ცხოვრების აღარაფერი, სწორედ ამიტომ მებრალებით და მენანებით მე კი ალკოჰოლს,სულის სიფხიზლეს,დაჟინებით დავეძალები!
|
მოდით ვილოცოთ ხალხნო ამ დღისთვის, მოდით შევთხოვოთ წმინდათა წმინდას, რომ ეს გრძნობაა,ღვთისგან ნაბოძი და ამ ბზობა დღეს მივენდოთ უფალს. გვფარავდეს მუდამ,გვწყალობდეს მუდამ დიდება უფალს,დიდება უფალს დიდება უფალს...
|
ვიცი მოგენატრები შენც ისე როგორც მე ადრე მენატრებოდი ვიცი მოგაგონდები როგორც პატარა გოგო შენზე უაზროდ შეყვარებული, ტკივილის მონად ქცეული გაგახსენდები, როგორც უბრალოდ გოგო
მოგენატრება ის დღეები როცა შენს გვერდით ვიჯექი ჩუმად მოგენატრება, მაგრამ ის დღეები უკან არ მოვა გაგახსენდება ის წუთები როცა ცრემლიან თვალებს განათებდი მაგრამ მხოლოდ გახსენებით, გაყინული ვერ გათბები
სიმარტოვე შემოვა შენში, და გაგახსენდები როგორც უკვე გამოვლილი ეგ სიმარტოვე მარტოდ პოეტობას აირჩევ, და მუზების მიზეზი მე ვიქნები მოგენატრები როგორც შეყვარებული პატარა გოგო
შენც გაივლი იმ ბილიკებს რომელიც მე უკვე გამოვლილი მაქვს შენც წაგიღებს ოცნების და სიყვარულის დიდი ტალღა მოგენატრები , და მონატრებას თან მოყვება ჩემზე ფიქრები როცა შეყვარებული - პატარა გოგო აღარ ვიქნები ...
|
ვცხოვრობთ და ვბერდებით,ისე რომ ვერც ვხვდებით. . გადის დრო. . . ყოველთვის გვახსენებს თავს ის დღე, რომ არ გვეგონა დავბერდებოდით, ჩვენი ლამაზი ზღაპრები ვინდეთ.
ცხოვრება ავიწყეთ ლამაზი ფერებით და გვერძე დაგავდეთ წარსულის დღეები.. გვეგონა რომ მართლაც არ დავბერდებოდით და თურმე ვცდებოდით,ვერაფერს ვხვდებოდით
არასდროს იფიქრო : "მე არ დავბერდები"! სიბერე სულ ყველას მოუვა სასჯელად . მინდა რომ ვიცოცხლო დიდხანს და კვლავაც ვთქვა "მე თუ წავედი სულით აქა ვარ !!!"
|
აბა რა გითხრა, მინდა ვცადო ვიყო გულწრფელი. თითქმის, სათქმელი ბევრი უკვე არაფერია. სჯობია ხშირად გაიხსენო ალბათ უფალი, თუ ბოროტება სიკეთეში არ აგერია,
ხანდახან იქნებ უპრიანი იყოს თვითგვემა, რომ ყველაფერი მარტო სხვას არ გადააბრალო. და ხეც მიწაში კენწეროდან როდი ირგვება, ფესვიდან რგავენ თუ უნდათ, რომ კვლავ გაახარონ.
ცალ-ცალკე ყველას ეჩვენება, რომ მართალია, პირფერობაში გაპარულა ღმერთო, რა ხანი..... სიმართლის სწავლა ამ ცხოვრების ანა-ბანია, და თუ არ გინდა მტერმა ჩაგცეს ზურგში ლახვარი,
იქნებ დაფიქრდე, რას მოგიტანს ყალბი ღიმილი. სიმართლის თქმა სჯობს, სანამ ტვინი არ აგრევია, მინდა არ იყო, იდიოტი თვითკმაყოფილი!- (ხო, მასეთებიც სამწუხაროდ მრავლად არიან....
მეტი რა გითხრა, მგონია რომ ვიყავ გულწრფელი, ისე სათქმელი, თითქმის ბევრიც არაფერია...
|
როცა დაგინახე გული ამიჩქარდა... დიდხანს ვერ ვხვდებოდი ეს რა გრძნობა იყო როცა შემომხედე... როცა განვიცადე... შენი გული თურმე ჩემთან ახლოს იყო... როცა ჩამეხუტე სუნთქვა შევიკავე... მაგრად მოგეხვიე წასვლა არ მინდოდა.. არც კი გაგიგია ჩუმად რომ ვტიროდი... ჩემი გულის კვნესა არც კი გაგიგია... თვალებს დაბლა ვხრიდი რომ არ დაგენახა... ცრემლმა ჩემს თვალებზე როგორ ჩაირბინა... როცა კოცნა სცადე გული გამიცივდა... მერე კი მივხვდი რომ ტანჯვა ამად ღირდა... როცა ჩამჩურჩულე ყურში მიყვარხარო.... მერე მოუთმენლად ჩემს პასუხს ელოდი... მე კი იმ წამს მივხვდი ჩემს გიჟურ სიყვარულს... თქმაც კი არ გაცადე ისე ავქვითინდი....
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|