მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ნუ მიმატოვებ! ჯობს დავივიწყოთ, რაც უკვე იყო, რაც შორს დავტოვეთ! - გაუგებრობა, წამი მზაკვრული და დაკარგული დროით შეპყრობა, და ის დღეებიც, გულს რომ გვიკლავდა, კითხვებს გვისვამდა ეჭვის ტყეები. ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ!
გაჩუქებ წვიმას უდაბნოს მოსულს, ბროლივით მბრწყინავს, მძივებად მოსხმულს. მკვდარიც გავარღვევ საფლავს, ეული, რომ მზით გავალღო შენი სხეული. ავაგებ ოდას, სადაც უფალი იქნება ტრფობა, შენ - დედოფალი! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ! მე გეტყვი ფრაზებს სიგიჟით სავსეს, მხოლოდ მადროვე. გეტყვი იმ წყვილზე ვრცლად და უხვადაც, ერთურთი ისევ რომ შეუყვარდათ. მოგითხრობ ხვედრზე მკვდარი მეფისა, შენთან შეხვედრა რომ არ ეღირსა. ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ!
გვინახავს მავანთ, რომ მეყსეულად ამოფრქვეულა მძინარე ლავა, და ისიც, ვფიცავ, გვინახავს, როცა დამწვარმა მიწამ ხორბალი მოგვცა. და რომ ალისებრ შეღებოს ბინდი, განა, ღამისფერს არ ერწყმის შინდი?! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ! ნუ მიმატოვებ!
ნუ მიმატოვებ! აღარ ვიტირებ, არც ვიტიტინებ, ოღონდ მადროვე, უბრალოდ, დავდგე და შენი ცქერით,
...
Read More
|
თოვს!- დერპესია არყოფნასთან ასოცირდება, ცაზე ღრუბლები დაემსგავსნენ ჭაღარა დევებს. თოვლს, მარტოობის სულ არა აქვს გამოცდილება და ერთ საათში ნაფეხურის ათას კვალს ტოვებს.
თოვს!- და ზამთარში დეპრესია აღსასრულს ნიშნავს, ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე როცა ცივდები. ზეცამ მოხადა დამარხული ყინვების ნიშა, რომ აქანდაკოს ლოლოების სტალაქტიდები.
თოვს!- ბარდნის ციდან კრისტალური ეიფორია, მოდის მაესტრო უხმაურო სიმფონიების... ახლა ეს თოვლი სასაფლაოს სევდა მგონია, ათოვს საფლავებს ფანტელების მაგნოლიები.
როცა გულით გრძნობ ფასი არ აქვს თვალით დანახულს. დღეს, ჩემი ათვლის წერტილიდან უსასრულობას, გაღეღილ მკერდში რევოლვერის ტყვიას დავახლი, რომ თეთრზე, წითლად დავუბედო სიკვდილს სტუმრობა!
|
ტანზე კაბა მოგტმასნია როგორც სურო, და მაგ კაბით გინდა… ისევ გამაცურო? კაბის შიგნით გაუშლია სხეულს ვარდი, აღარ გახსოვს? მაგ კაბაში შემიყვარდი…
ჭრელი კაბა ვერ გიფარავს სავსე უბეს, მაგ უბეში, ეს თვალები დავაგუბე… მაგ უბიდან საოცარი გრძნობა კივის, და განვიცდი, ჩემს უბეში უხმო ტკივილს…
მოკლე კაბა ვერ გიფარავს, მუხლის თავებს… გაზაფხული, მარტს კაბაში გაათავებს… ისევ მესმის შორეული, ოხვრა გედის… ისევ კვნესის, შენს უბეში ჩემი ბედი… ჭრელი კაბა, მოკლე კაბა მოგტმასნია… როგორც სურო და მაგ კაბით… ცდილობ, ისევ… ეს თვალები გააცურო.
|
მე სუნთქვას ვითვლი სამამდე... რვამდე... მინდა,რომ მწამდე, მინდა,რომ მყავდე... სადამდე? ცამდე! რომ სიზმრად ავხდე, რომ კარგად გავხდე... მოსვლამდე თოვლის კიბემდე ოდის... ვისაც სურს მიდის... ვისაც სურს -მოდის... მე...გითხრა მინდა სიცოცხლე ღირდა ამად და შენად დაშვებად...ფრენად... და ვრჩები შენთვის ჰაერი პეშვით და წვიმის თქეშით გამიქრობ სევდას... თვალები ჩემი.. შენ ყველგან გეძებს... გპოულობს... გხედავს..
|
რად მოიხედე, რომ ჯოჯოხეთი არ გამხდარიყო კვლავ უდაბური ჩემი გაძურწვით?
რად მოიხედე, რაღად შემავლე მზერა წამისად?
რად გამაბრუნე- ვისაც შემეძლო მესეირნა ცოცხალ სულებთან დედამიწაზე? ვისაც შემეძლო თვლემა ცოცხალ ყვავილებს შორის.
შენმა ამგვარმა ამპარტავნობამ, და ულმობლობამ გამხვეწა უკან, სადაც დამპალი სირსველები იღვენთებიან, მკვდარ ნაცარებთან, დახავსებულ იფანებს შორის.
სახეზე რაღად გადამესახა შენი სახიდან მომწყდარი შუქი და შენი მზერა?
რაღა შენიშნე ჩემს სახეზე- შუქი, შენივე სახის აჩრდილი, ცეცხლი, შენივე საკუთარი არსებობისა?
ჰილდა დოლითლი...
|
ბახუსმა იცის ვით შეამკოს ბნელი მიწური სასწაულებრივ დიდებულებით და ვით აღმართოს ზღაპრულ სვეტთა მწკრივი ულევი ოქროვან ორთქლში ამოისრული, თითქოს მზის ჩასვლით იღებება შავი ღრუბლები.
თრიაქი უფრო აუკვდავებს უკვდავ არსებებს, ახანგრძლივებს უსაზღვროებას, აღრმავებს დროს და მარადიულს ხდის სიტკბოებას, და ეს ლხენანი ჭარბად ავსებენ სულს სიპირქუშით და არღვევენ მის მყუდროებას.
ეს ყოველივე ვერ ედრება შენი თვალების, მწვანე თვალების შხამიან სურას, ტბას, სადაც სული ჩემი თრთის და თავდაღმა სცურავს... სად ოცნებები, შენით მთვრალები, ილტვიან, რათა დაეწაფონ მწარე გუბურას.
ეს ყოველივე არ ღირს არც იმ მძლავრ სასწაულად შენი მეტად მსუსხავი ნერწყვის, ჩემს სულს რომ მარხავს არყოფნაში, უღონოდ სეტყვილს, ვინც თავბრუსხვევას ვერსად წაუვა და, ბანცალ-ბანცალ, საიქიოს ნაპირებს ერწყმის!
|
ძილის წინ როცა დავხუჭავ თვალებს ... მე დავინახავ შენს წმინდა სახეს... მომღიმარეს და სიცოცხლით სავსეს... შენს ნათელ ფანქრით მოხაზულ ბაგეს... დავაკვირდები.. ნუთუ შენა ხარ... ნუთუ შენ ის ხარ ვინც მე მგონია... თუ მართლა შენ მე მომიახლოვდი... მაშინ ვიტყვი რომ ბედი მქონია.. მომიახლოვდი.. თვალებს მისწორებ... მე შენში ვხედავ სითბოს და ალერსს... და ჩემთვის ვფიქრობ გითხრა თუ არა... ღმერთმაც არ იცის რა უნდათ ქალებს... მინდა გითხრა რომ მე შენ მიყვარხარ... მაგრამ ვერ ვბედავ გული მაქვს მძიმედ.. ენა დამება და ხმას ვერ ვიგებ... თითქოს თოკებით გამბოჭა ვინმემ... შენ ხელს მიწოდებ და ხელზე მკიდებ... თითქოს მიმიხვდი რისი თქმაც მინდა... და გეუბნები მე შენ მიყვარხარ.... ის აგელვება ამ სიტყვად გირდა... თავი დახარე და ფიქრს მიენდე... და ორი წუთი სახე გიღიმდა... ისევ თვალები შემომაცეცე... და მეუბნები მეც შენთან მინდა... თვალებს ვიფშვნიტავ... ნუთუ ცხადია... ნუთუ ცხადია რასაც ვნატრობდი... გამომეღვიძა და ამ ორ სიტყვას... ღმერთო ამიხდეს... ამას ვამბობდი....
|
ბევრი არაფერი... ოთხი კედელი და ერთი ტახტი... საშუალოზე დაბალი ჭერი... ბოლო დროს რაღაც უჩვეულოდ მოტყდი და გახდი... უსურვილობის დაგედო ფერი...
ზიხარ კუთხეში მიყრდნობილი საკუთარ წარსულს... გტკივა ბეჭები... ოღონდ ეგ არა, თანაგრძნობა ნამდვილად არ გსურს, ტკივილს ეჩვევი...
ეს დღეც გუშინდელს ბაყაყივით თავზე მოება, ეძებს სოროებს მეათასედ მიკურთხებული, გიგდია სულში გაძარცვული ერთფეროვნება, მიფურთხებული...
ოხრად დადიან ქუჩა-ქუჩა დიდი გუდებით კაცის სხეულში გადაცმული აბლაბუდები...
მაგრამ მოეშვი... ყელამდე ხარ შენ შენს მორევში...
იქნებ ოდესმე გაფერმკრთალდეს ღამე თენებით, აყვავდნენ ისევ დღეს დამჭკნარი ქრიზანთემები.
|
განშორებამ სიყვარული მომიმატა, ამ სიშორემ უფრო მეტი დარდი. სიყვარულმა ცრემლებიც კი დამიმატა, არ მითქვია თუ როგორ მიყვარდი.
განშორებამ ხასიათიც შემიცვალა, ვიძირები სიყვარულის ზღვაში, ნუთუ ასე სიშორით უნდა გვეწვალა?! რომ გაგვეგო ერთმანეთის ფასი.
ეგ ცრემლები ახლა ჩემთვის ტკივილია, მენატრები, შორით გეფერები, არ მითქვია შენთვის ხშირად ეს სიტყვები: მიყვარდი, მიყვარხარ, მეყვარები.
დასრულდება განშორების სინანული, დაეშვება მზე უძირო ზღვაში, დაგვილოცა ღმერთმა ჩვენი სიყვარული, რადგან ვიცით სიყვარულის ფასი!
|
მე,ერტი რამ მსურს გავაგონო აქაურობას. წამს მე ვიჩუქებ და საწუთროდ ვინმეს ვაჩუქებ ვერ შევეჩვევი მე მოთმენას სულ დაჟინებით, რადგან არ შემწევს ყოფა ჩემი სულ გაგიჟების...
ინახოს იმან ვინც ყოველდღე ნახულობს გვემას და მან დაალპოს განძი მისი შემონახული, მესმის ძნელია ანიავოს მონაპოვარი ცხადზე ცხადია, არს სურს მას იყოს ადამიანი თან მათხოვარი...
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|