მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ღმერთო, მოდი, მოდი, გადამარჩინე. ღმერთო, მოდი, ჩემი სული არჩინე.
დედამიწის ტარებამ გამიჩინა იარა, ღმერთო, მოდი, მიწამლე სულის სამოსიანად.
ღმერთო, წამი უშენობის საუკუნო ცეცხლია, მე ხომ მსურდა, რომ ეს ცეცხლი ცის მნათობ მზედ მექცია.
მე დღეს მიწას უფრო ვგავარ, ვიდრე ზეცის სტრიქონებს, ღმერთო, მზე მე ვერ ვიპოვე და ლექსებში ვიგონებ.
მარტოობის დაღი მადევს, ვშიშობ, ჩემი ხვედრია, და ეს განცდა ყოველ ჯერზე, უფრო მძაფრი, მკვეთრია.
ღმერთო, მოდი, მიმეგობრე, მსურს, რომ გული გავითბო, მაპოვნინე შენი მზე, რომ შენი სითბო გავიგო.
ღმერთო, მოდი სიკვდილამდე, მოდი, გადამარჩინე, ღმერთო, მოდი, სიკვდილის ჟამს ჩემი სული არჩინე.
სჩანს ცეცხლიდან მნათობ მზემდე მილიონი ჩიხია, მე კი ვდარდობ, ნეტავ, ღმერთო, ჩემი სული ვისია?!...
|
ტრიალებს ქარით წახვეტილი ფანტელი ბნელის, მე ჩამრჩენია ძველ ძილებში ტკბილი სიზმარი... ჩემს ცრემლებს, ვიცი, ასაკენკად ფასკუნჯი ელის, ცაც დამივიწყებს, ვარამებით გასაფისავი.
ფშატები _ ლურჯი ფაშატები დაღლიან მინდვრებს, ფლოქვებს შერჩება ტალახივით ჭამგლის ნავალი... პირგამეხებით კაპუნია გაჰყივლებს ბინდებს, დაეღვენთება მიწას მთვარე _ შავი მამალი.
წარმართთა გონებს მიაწვდინე ქვაკაცის ქშენა _ მარადის ცისკრებს შერჩენილი ტომის ფსალმუნი... დავიწყებული შეახსენე წყვდიადის ენა _ დაუცხრომელი გრიგალების მღვრიე ალმური!..
შედედებული წარსულისგან შეძერწე აწმყო, გულის საკერპე აწყვეტილმა ცეცხლმა გამუროს... რომ სისხლშემხმარი უკუნეთის პეშვებით ამწყოს, და ფრთებდამუსრულ ანგელოსებს ესაღამუროს!..
ყელგაგლეჯილი მოლაღური _ იგოდებს ქარი, მჭმუნვარე წათეს დაუქვრება მწუხრში შანდალი... და სიზმარ-ცხადსაც წაეშლება მსუბუქი ზღვარი, გაილანდება შორ სივრცეში ცა ნაშაბარი...
|
ვშორდებით, არ არის საჭირო ცრემლები, ვშორდებით, იყოფა დიდი გზა ბილიკად, ვშორდებით, ვიცი და რატომ ვერ გელევი, ვშორდებით, სიშორე ნუ გაგიკვირდება. ვშორდებით, რატომღაც დღეს ადრე დაბინდდა, ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული, ვშორდებით,მე შენი წუხილი არ მინდა, ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული. ვშორდებით, თვალებში ნუ მიცქერ გეყოფა, ვშორდებით, ნუ იტყვი ეს ვინმეს ბრალია, ვშორდებით, არ მინდა არავის შენდობა, ვშორდებით, თუმც შენთან მომინდა ძალიან. ვშორდებით, ჯერ კიდევ არა ხარ წასული, ვშორდებით მივდივარ ჩვეული ბავშვობით, ვშორდებით, ჯერ კიდევ არ გქვია წარსული..
|
დარდი ვერ გამიქრო განშორებამ მე მხოლოდ ისევ შენ მელანდები ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ ვიცი და მაინც მენატრები გრძნობა მომეძალა შენი ნახვის გული მოლოდინით ამიტირდა კიდევ გავიძლებდი სიმარტოვეს მაგრამ უშენობა გამიჭირდა ისევ ძველებურად მენატრები აღარც სიყვარული მიძველდება ვიცი არასოდეს დაბრუნდები მაგრამ დაჯერება მიძნელდება.
|
ქუჩა მანქანების ხმაურს ისრუტავს აივანი მოპირდაპირე აივანს გაჰყურებს გოგო სიცხისაგან შეწუხებული აივანზე გამავალ ფანჯარას კეტავს ბიჭი აივანზე გამოდის და სიგარეტს ეწევა
ქუჩა მძიმე ჰაერით სუნთქავს ქუჩა ნაგვით სავსე პარკებს იჭერს აივანი აივანს ეპრანჭება აივანი ყვავილებით აივანს ეარშიყება გოგო ფანჯარაში გამდნარ ვარსკვლავს ეთამაშება და იძინებს გოგო სიზმარს ეხუტება ბიჭი აივანზე დგას და ფიქრობს ბიჭი სიგარეტს ამთავრებს და უნდა ყველაფერს მორჩეს
ქუჩა ცდილობს არ იფიქრობს ქუჩა ცდილობს ისუნთქოს ქუჩა ცდილობს საკუთარი სიმახინჯე დამალოს აივანი ცდილობს აივანს ეჩურჩულოს აივანი ცდილობს ლექსი დაწეროს აივანზე აივანი ცდილობს აივანს უმღეროს გოგო ცდილობს ბიჭის სახე გაარჩიოს გოგო ცდილობს ბიჭს თავი მოაწონოს გოგო ცდილობს არ გაიღვიძოს ბიჭი ცდილობს აივნის კიდეზე აძვრეს ბიჭი ცდილობს გადახტეს ბიჭი ცდილობს არ გადარჩეს
ქუჩა უსულოა ქუჩა ნატრულობს ადამიანთა ალერსს ქუჩა სითბოზე ოცნებობს ქუჩა პასუხად წიხლებს იღებს აივანი სიცოცხლეს უმღერის აივანი კოცნას უგზავნის აივანს აივანი აივანს სიყვარულში გამოუტყდა აივანი აივნის მიჯნურია გოგო დაცურავს ვარდისფერ ზმანებაში გოგო ყვავილებს იღებს საჩუქრად გოგო მზის სხივებშია ჩაძირული გოგო იღვიძებს ხმაურით შეწუხებული ბიჭი უკვე გადახტა შეყვარებული
...
Read More
|
და სიმწრისგან ამიგია გონება, სადაც გნახავ, იმ გზას თან სდევს ცერბერი მე შენს გულში მივატოვე მონობა, და კალამი კვლავ გამიხდა ბებერი
სადაც გნახე იყავ ჯვარზე გაკრული ისე შორით, ვერ გაწვდენდი ხელებს ჩემი ბედი დროის ალტზე დაკრული შენ გუბე ხარ, მე კი _ მყრალი ღელე
ტყის ფერია შენი შუბლის ტოტები და უღრანი მაგ თვალების ღერძი ყოველ ღამე, დღე, სიმწრისგან ვლოთდები, მე ვარ მკვდარი პოეზიის თერძი.
აქ ღრუბლები ბატკნებივით ეწყვნენ ცაზე და კვლავ ძოვდნენ ამ ქალაქის მტვერს ვერ გიცანი დედოფალო ხმაზე, ვერ ვიცანი ეგ გვირგვინი დღეს
წვიმს და ისევ ზღვაზე სძინავთ შუქურებს მიილია ეს ღვინობის თვეც მე მივტირი გაზაფხულის ჩუქურთმებ და მზით გამთბარ მონაფერებ ხელს
სამუდამო საძინებელს ველოდი და ფოთლებით ანატირებ ტყეს, მე ქვესკნელში კელაპტრებით ჩავრბოდი არ მეგონა და იქ დამხვდი შენ. . .
4.12.02 თბილისი
|
უკვე გაგუდა საათმა მაჯა და აღსასრულა ჰპოვა სასჯელი. მარადისობამ მოძებნა სადღაც მზე _ ამაზრზენი.
და აღარ ვიცი, რას დასდევს წამი ქანქარის რხევას, თუ ლექსის ცხენებს, უკვე წვიმასაც არა აქვს ნამი, ვინ მომპარა მზე?
და თითქოს წუხელ არ იჯდა მთაზე თვით პოეზიის ცხრა ჰორიზონტი, დღეს კი შეკითხვით ეშმა ზის მხარზე: ვინ მოგპარა მზე?
ცას ჩამოლეწავს ლურჯი გრიგალი და ამირანი მოიხევს მხრებს, ოღონდ მოშალეთ ზღვას ეს ხავილი, ვინ მომპარა მზე?
გზად ტლაპოებში მზის ღუზებივით გდიან ნიღბები გვამების დღეს, მეტაფორები მეკითხებოდნენ, ვინ მოგვპარა მზე?
მე შიშს ვეჯექი აღსარებაზე და ყრუ ტკივილი მიგუდავს ხმებს, ვისთან მივიდე ზიარებაზე, ვინც მომპარა მზე?
და თუ ამ ფირალს ჰქვია ცხოვრება, მისი ნაბადი ემოსა მტვერს, სჯობს, ვიქცე ფერფლად, მის დამონებას, მე თუ ის მპარავს მზეს.
მე დავესწარი მთვარის პარაკლისს და ღვინით სავსე რქებს. ნთქამდა თვით ღამე, ღამე მომავლის უხმო შეკითხვით: ვინ გვპარავს მზეს?
დღეს ვიმუხლები ლურჯი წერაქვით, ვთლი მარტოობის ტაძრების სვეტს. ისმის ორღანის ჰანგი ფერადი: ვინ მომპარა მზე?
და ჩემს ქუჩაზე, სადაც ქალაქი უსიყვარულო ბინდებს გვპირდება, დგას მონუმენტი მწერლის მაღალი, დგას არა ბინდი, დგას შებინდება.
მაშინ მოვუსწროთ ელვის ეპოქას თვით ალიონის მოვუსწროთ ქუსლებს, მოვუსწროთ ბოლო გედის მეფობას, სიკვდილს სულ წა
...
Read More
|
მე მიხარია, რომ თქვენ არ ხართ ჩემით სნეული, მე მიხარია, რომ თქვენ არ ხართ ჩემი სამსალაც, რომ არასოდეს დედამიწის მძიმე სხეული, ჩვენს ნაბიჯებქვეშ არ გაივლის თავის გზასავალს.
მადლობა ღმერთს, რომ შემიძლია ვიყო ჩერჩეტი, თავქარიანი. არ გადმოგკრათ სიტყვის ღვედები. და კიდევ კარგი, რომ არ მესხმის იმდენჯერ რეტი, რამდენჯერ თქვენს ხელს ხელით ოდნავ წამოვედები.
მე ისიც მომწონს, რომ ჩემს თვალწინ, ჩემი თანხლებით, თქვენ ასე მშვიდად სხვას ეხვევით თავდავიწყებით. და კიდევ კარგი არ მრისხანებთ და არ გახელებთ, რო მეც სხვას ვკოცნი. . . და არ მწყევლით და არ მიწყრებით.
რომ ჩემს ნაზ სახელს, უნაზესო, უძილო ღამეს არ იმეორებთ უნაზესი ბორგვით ღელვილი. და არ დაარღვევს ტაძრის წმინდა დუმილის წამებს ,,ალლელუია” ღვთისგან ჩვენს თავს გარდმოვლენილი.
მადლობელი ვარ _ სულით, გულით, მთელი არსებით, ასე გულგრილად რომ მიანდეთ ბედის იალქნებს ჩემი გრძნობები: რომ ყოველღამ მშვიდად მასვენებთ, რომ თქვენი ხილვით იშვიათად მაფორიაქებთ.
რომ ბნელში ერთად არ ვუყურებთ მთვარის ავსებას და დღისით თავზე არ გვეღვრება მზე – შარავანდი. რომ არ შეგყრივართ, სამწუხაროდ, ვითარცა სნება; და რომ თქვენც ჩემით, სამწუხაროდ, არ დაავადდით.
|
მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი, იგი, რომელიც ცხოვრებაში გვერდით დაგვყვება ალიონიდან დაისამდე, ძილგატეხილი, შეუსმენელი, როგორც ძველი მონანიება, ან მავნე ჩვევა, უაზრო და უნიადაგო. თვალები შენი იქნებიან უსიტყვო სიტყვა, ძახილი ჩუმი, დადუმება, ამაოება. ყოველ ცისმარე დილას ნახავ შენ მათ, როდესაც სარკის წინაშე მოიხრები, მოიკაკვები. ჰოჲ, ტკბილო სასოვ, დღე დადგება, როცა გავიგებთ, რომ ხარ სიცოცხლეც, ერთდორულად რომ ხარ არარაც.
კვდომას ყველასთვის გააჩნია უცვლელი მზერა, მოვა სიკვდილი და ექნება თვალები შენი, ეს რომ მოხდება, თითქოს მავნე ჩვევაც გაქრება, სარკეში ნახავ მკვდრეთით აღმდგარ საკუთარ სახეს, დახშულ ბაგეთა გაიგონებ მეტყველებასაც. სიტყვაუთმქელნი ჩავეშვებით უღრმეს მორევში.
|
როდესაც მკოცნი საქმეებით უზომოდ დაღლილს და შენი კოცნა ჩემში ექოდ აღარ ხმიანობს, ნუ გეგონება, სიყვარულის არ ვიცი ყადრი, ნუ იბუტები, ნუ წყრები და ნუ ეჭვიანობ!
სიყვარულს ჩემსას გაუვიდა ოცნების ჟამი, ფრთები დასცვივდა, მაგრამ მაინც ფხიზელი არის, არ გეფერება, მაგრამ გფარავს გასაჭირისგან, ვით დარტყმებისგან დაჭყლეტილი ლითონის ფარი.
არ გიღალატებ და ისევე საიმედო ვარ, როგორც მოხუცი რაინდისთვის ბექთარი ძველი, ბრძოლის ქარცეცხლში ის ერთგულად გემსახურება, ხმლისგან დაგიცავს, მაგრამ სითბოს მისგან ნუ ელი!
და თუ შენ გამცვლი, თუ შენ ჩემთან არ გედგომება, გადაეყრები ჭუჭყს და ტალახს, დღემდე დაფარულს, თვითონ მიხვდები, რარიგ ძნელი არის ცხოვრება და გაიხსენებ, დააფასებ ჩემს ცივ სიყვარულს.
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 4 სტუმარი: 4 მომხმარებელი: 0 |
|
|