მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ქარმა გამომწვევად ცაცხვებს ჩაუქროლა
და ერთ ლამაზ ფოთოლს გული აუთრთოლა..
წამო, გაგატარებ! ცაცხვებს ჩაგატარებ,
მერე, მოგიყვან და დედას ჩაგაბარებ.
ფოტოლს ამის მეტი არა გაუგია,
ვნებით ანთებულმა, თავი დაუქნია..
ახლაც აფარფატებს ალბათ ლამაზ ფოთოლს
თავსაც გაახსენებს ალბათ წარამარა,
მერე მიატოვებს, სადღაც ქუჩის ბოლოს,
ვიღაც მეეზოვის ცოცხის ანაბარა........
|
შენ ისე დიდხანს ვერ წაგშლი ჩემში , რომ მე ტკივილი ჭკუიდან შემშლის.. შენი ღიმილი გაკრთება მზეში, ბალახში, ხეში... სიზმრებში მოხვალ ისევ და ისევ რომ განმიახლო სევდის პორფირი.. მერე ქუჩებშიც მომელანდება შენი მხრები და შენი პროფილი.. მომენატრება ალბათ კვლავ დიდხანს შემხვდე და მითხრა თუნდ ერთი სიტყვა, ან დამიძახო შორით სახელი... რატომ წახველი? ასე მგონია, მარტო მე გტირი და მარტო ჩემთვის- მზეს ადგას ჩრდილი.. ამიტომ ვბედავ, ვბედავ და ვამბობ: დიდხანს დარჩები ალბათ შენ ჩემში და მე ტკივილი ჭკუიდან შემშლის..
|
მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა , რა მემართება? რა მემართება? ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება, რა მემართება? რა მემართება? გული თავისით არ იმართება, რა მემართება? რა მემართება? სული დამისხამს, ტვინი დათვრება, რა მემართება? რა მემართება? რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა, რა მემართება? რა მემართება? უსახურობა სახეს მართმევდა, რა მემართება? რა მემართება? ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა, რა მემართება? რა მემართება? ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა, რა მემართება? რა მემართება?
,,რა მემართება? რა მემართება?'' - მაინც თავისით წარიმართება . . .
|
ვმკურნალობ დეპრესიას. ვყიდულობ ჟოლოსფერ ლაქს და დღეგამოშვებით ვისვამ ფრჩხილებზე. მერე მბეზრდება, მბეზრდება სარკე, ერთფეროვანი გამომეტყველებით და ვიჭრი თმას, მოკლედ თან ბანალურად. კითხვაზე რატომ? ვმკურნალობ დეპრესიას. ვიცვამ მაღალქუსლიანს , მუხლამდე , ან კიდევ უფრო მოკლე კაბას. გასვლისას ყოველთვის ვუღიმი საკუთარ თავს. ეს ისე, ჩვევაა უბრალოდ და მეტი არაფერი. გზაში დაჭმუჭნულ ფურცელზე ვწერ ერთიორ ფრაზას, შველისო, ვმკურნალობ დეპრესიას, ასე ან ამგვარად. რამდენიმე დღეში ისევ გავრბივარ ეგრეთ წოდებულ სუპერ-მარკეტში და ვეძებ ახალ, ჟოლოსფერ ლაქს, უფრო მუქ ტონში. კითხვაზე: დეპრესია გაქვს? ვპასუხობ: არა, შეყვარებული ვარ ალბათ და..
|
მონატრების ფიფქი თოვდა სულში,
ნოსტალგია ფიქრებს ყავდა სტუმრად,
და დაიწყო თოვა მონატრებამ,
დაათოვა ჩემს ფიქრების სტუმარს...
ნოსტალგია დამიფარა თოვლმა,
ეს ფიქრებიც როგორ ხარბად ქროდა,
იმატებდა სულში ფიქრის თოვა,
და ძლიერი მონატრების ლტოლვა,
მიდის დრო და ზამთარს მიაქვს თოვლი,
თუმცა ჩემში ნოსტალგია ჩნდება,
მონატრება ძლიერდება უფრო,
ვერას მაკლებს ზამთარი და თოვა...
მიდის დრო და ისევ მოვა თოვლი,
ისევ მოვა ფიქრები და თოვა,
მე დამათოვს და დაათოვს ფიქრებს,
მონატრების ქარიშხალიც მოვა...
ნოსტალგია არ გაქრება არა,
მეყოლება სამუდამოდ სტუმრად,
არსად ცავა,არ დამტოვებს არა,
ჩემს ფიქრებში სულ დაიდებს ბინას....
|
მირაბოს ხიდქვეშ, მირაბოს ხიდქვეშ მიღელავს სენა, ჩვენი გრძნობებიც თან მიჰყვება მდინარის დენას და სანამ მოვა სიხარული, ჯერ მოდის წყენა.
შემოღამების ზარი რეკავს ბოლოს და ბოლოს, დღეები რბიან, დრო მიდის და მე მაინც ვცხოვრობ.
ხელი ხელს მივცეთ, ერთმანეთის პირისპირ დავრჩეთ, მაშინ როდესაც გადაჯაჭვულ მკლავების თაღქვეშ დაღლილი ტალღა მდინარის წყნარ ზედაპირს არხევს.
შემოღამების ზარი რეკავს ბოლოს და ბოლოს, დღეები რბიან, დრო მიდის და მე მაინც ვცხოვრობ.
და სიყვარულიც, ვით მდინარე, მიედინება, მასაც არ ინდობს ამ ცხოვრების მდოვრე დინება, მხოლოდ იმედი ცოცხლობს გულში, არ ეძინება.
შემოღამების ზარი რეკავს ბოლოს და ბოლოს, დღეები რბიან, დრო მიდის და მე მაინც ვცხოვრობ.
არც სიყვარული, არც დღეები გარდასულები არ ბრუნდებიან, ხუნდებიან გაზაფხულები და კვირტთა სკდომას ენაცვლება ფოთოლთა ცვენა... მირაბოს ხიდქვეშ ძველებურად ირწევა სენა.
შემოღამების ზარი რეკავს ბოლოს და ბოლოს, დღეები რბიან, დრო მიდის და მე მაინც ვცხოვრობ.
|
შენ რომ შეგხედე გული აჟრჟოლდა დავინახე შენი თვალები თუ რას აბობდა
შენმა გულის თქმამ მიმახვედრა კარგო რაც გსურდა და მშვიდი სიზმარი ამ დროს დასრულდა..
|
უკაცურია ჩემი ქუჩები, ვერ უსალბუნებს მათგან ერთიც ჩემს მტანჯველ სევდას... ჩემი სიმღერა ბინდისფრად ითქმის, ხრწნას შეუპყრია ჩემი გული მიტოვებული.
აღარ მიველტვი სოფლებსა და ქალაქებს ახლა, არც სამხრეთ ტევრთა სიველურე მიზიდავს მარტოს, აღარ მინდება ზღვისპირ წასვლა და ხეტიალი, არც მთა, მთვლემარე მწუხრის ნაცნობ ვარსკვლავთა ჩრდილქვეშ.
უკვე მოვკვდი მრავალი წლის წინ, გვამი კი მძიმე, ცარიელი, ეს ჩემი გვამი, ჯერ ცოცხალია.
|
სულ არ მანაღვლებს შენი აფრები. რატომ გგონია აგარ დავთვრები ბარემ აგერ პოლსაც მოვცმინდავ და მერე ხრამში გადავარდები.
კიდეც დავთვრები, დაჟე გავტყვრები მერე მისიე შენი აფთრები. მაინტერესებს რა უნდა მიყონ ლოთი კაცი ვარ ლოთად დავრჩები.
მე გადამთვრალს სიყვარულიც კი მენატრება შენ რაიცი ამის ფასი ბევრს რომ კამათობ. ეული დადიხარ და თავი დიდად მოგაქვს, მე უკვე აქ ვხვდები როგორ თამაშობ.
უხილავ ეკლებს გამოგიჩენ, სიხარულო და სათითაოდ კვირტივით წავჭრი. და თუ სადმე კიდე გამოიბავ, მერე უკვე ნიღაბსაც აგხდი..
აი ესა ვარ როგორსაც ისმენთ ახლა თქვენ ნუღარ დამიწკებთ კამათს. ეს ნაგიჟარი ქალიც მეყოფა სიყვარულშიც კი არმაცლის თამაშს.
ჰერიო ბიჭებო მოდით დავლიოთ ქალისას მაინც ვერას გავიგებთ რაუნდ გავიგოთ ჩიტივით დაფრთხის, რომ შეუბეროთ ქარიც წაიღებს .
|
ქუჩის კიდეზე _ მთლად გასხლული და კანგაცლილი ყრია ხეები და არცა ვარ მეტის მსურველი. ჩემს გვერდით ისევ აწოწილა ბუღის აჩრდილი, ფისის და ხვატის მოსდებია ქუჩას სურნელი.
აქ არის ჩემი სასთუმალი _ დავწვები ჩუმად, თითქოს, სიზმრებიც დამიხურავს მსუბუქ ნაბდებად. ზევით _ უჩუმრად მირონინობს ღრუბლების ქულა, ქვევით _ ვნებების ნაკადული ჩქეფს და ქაფდება.
გაორებისგან ვერც ჩემს ფიქრებს ვერასდროს ვიხსნი: გონს ათრობს ჩუმი აღმაფრენა, აზრთა გალობა... თუმცა, სიღრმეში ბინდისფერი ბობოქრობს სისხლი, ქვევით მეწევა მიწიერი დაღმავალობა.
იქ ბედისწერის სიმღერა ჟღერს, კუშტი და მტრული უფსკრულზე, ხალხი რომ აქცია მტრებად, მსტოვრებად, იმ სიცოცხლეზე, მთლად მუქთად რომ გაყიდა სული, სულზე, რომლითაც შეიგრძნობა მაინც ცხოვრება.
ბგერა სასულე ინსტრუმენტში ვერ დაეტია _ მსმენელისათვის ნათელია ყოველი ახლა: კვლავ რომ ბობოქრობს, ეს მაცთური ელემენტია, დაბლა _ ვნებებს რომ აბატონებს და დუმილს _ მაღლა.
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 5 სტუმარი: 5 მომხმარებელი: 0 |
|
|