♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥

სიბრძენე სიმდიდრეს ვერ მოგიტანს,
მაგრამ გიბოძებს სიხარიბის გაძლების
ძალას!
ასე რომ განცდა იმის თუ, გვეშველება
ოდესმე განაა?!
გუმანითა ვგრძნობ,მერწმუნეთ!
გვწამდეს ღმერთი და ველოდოთ წყნარად...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1020 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნასვამმა,
რამდენჯერ გაკოცე ტუჩებში...
მკლავებში,
ფაქიზად გარწიე დილამდე...
ეს ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში
დილა კი,
შენს ღიმილს, შენს ფიქრებს მივანდე...

მთვრალი ვარ,
ამაღამ დამახრჩობს ფიქრები...
შენ ალბათ,
სიზმარში მთვარესთან მღალატობ...
მე მაინც გკოცნი და გეხები, თითებით...
შენს გვერდით ვწევარ და ვერ ვხვდები რაღატომ...

და რატომ,
მაგიჟებს ეს ღამე სულელი...
მთვრალი ვარ ოცნებით,
სადღაა ნამუსი...
შენ ალბათ ჩემს კოცნას სიზმარშიც სულ ელი...
ნაწვალებ ტუჩებში გამჯდარი ბახუსით...

და გარწევ,
დილამდე ჯერ კიდევ შორია...
და
შენზე ფიქრები გონებას მიმღვრევენ...
თითებით გეხები და ასე მგონია...
წუთები, დღეები შენს ფიქრებს მისდევენ...

მთელი გზა,
ისევე შენს ფიქრებს მივანდე...
და ღამეც გავლიე ფიქრსა და ნუგეშში...
მე ღამე გითენე არ გახსოვს? დილამდე...
და დილას ისევე გაკოცე ტუჩებში....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1030 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


მომავალს ვერ შეცვლი, ისიც წარსულია,
სიმართლეს შეხედე და ნუ გეშინია,
ჩვენი ოცნებები ყოველთვის ტკბილია,
მე შენ დაგივიწყო? ეს სისულელეა!

როგორ დაგივიწყო, ან როგორ დავიწყო,
ცხოვრება თავიდან მინდა რომ დავიწყო,
ტკივილი გავაქრო და სევდა დავმალო
და გულის კუთხეში მინდა რომ დაგმალო.

მე ასე მეგონა წარსულს ვემალები,
მაგრამ განვლილ დღეებს ვერ დაემალები,
ვერ დაემალები მთვარეს და ვარსკვლავებს,
მე ამ სამყაროში რაღაცა მაკავებს.

რასაც დავეძებდი, მე ის ვერ ვიპოვნე,
სიხარულს ვეძებდი, მეგონა ვიპოვნე,
კითხვას არ ვეძებდი, პასუხი ვიპოვნე,
უფლის დახმარება ამიტომ ვითხოვე.

სიმშვიდეს ვეძებდი და ვერსად ვერ ვპოვე,
ცუდი რაც შემემთხვა, წარსულში დავტოვე,
სიმართლეს ვეძებდი, სინათლე ვიპოვნე,
მე კი ეს სიმართლე გულში ჩავიტოვე.
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...
იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი...
წუხელ... ნამთვრალევს... ბევრი ლექსი დამიწერია...
მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1110 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ლამაზი ღამე და თეთრი მთვარე,
ვარსკვლავი ციდა
მოსწყდება ციდან.
ვიფიქრებ სურვილს
და ვირჩევ დუმილს
შენ კი ისევ დუმ
და გული კვლავ ხურს.
ხანდახან წარსულ
ვიხსენებ გასულს.
მახსენებს შენს თავს
ლამაზი ზეცა....

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 2368 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ვზივარ და ვფიქრობ ეხლა სადახარ....
ან რას განციდი უჩემოდ სულში......
და მხოლოდ ერთი შეკითხვა მაქვს მე...
არის ადგილი ჩემთვის შენს გულში?
თუ სხვებს ეკუთვნის შენი ღიმილი...
გრძნობა მაღალი.. წრფელი თვალები.....
თუკი ასეა მე უკან ვიხევ...
დამილოცნია გრძნობის ცხრა კვალი.....
მე გავუყვები ისევ ბნელ ქუჩას...
ისევ ჩემ თავთან ჩავიკეტები...
ისევ ის სევდა დამეუფლება...
ისევ ვიქნები მე თავმდაბალი.....
მოგონებებმა წარსულიდან გამოგიტყუეს...
შენ ისევ აქ ხარ... ჩემთან ხარ და იმედით მავსებ.....
უცხო ყვავილი გიჭირავს ხელში.......
და კვლავ მიყვები ნაირფერ ზღაპრებს...........
მე შენ გელოდი... გიხმობდი... და გეფერებოდი....
ლოდინმა განვლო ისევ წლები მოგონებისა....
შენი თვალები მე ხატს ვარგუნე ისევ და ისევ....
შენ რომ მარგუნე და მისახსოვრე ღიმილით სავსემ.....
მე კი დავდივარ ისევ ეულად......
ვერ გავრკვლეულვარ კვლავ ჩემს გრძნობებში....
თავს ძალას ვატან რომ არ ვიტირო....
გზას მინათებენ ლამპიონები......
ვიხსენებ დღეებს ოდესღაც განვლილს....
შენ მე არაფერს არ მიმტკიცებდი....
თან დამყვებოდი აჩრდილივით და......
ისევ უმანკოდ დიდ სითბოს მძღვნიდი....
მე შენ მიყვარდი ამიტომ ვცდილობდი.....
თვალებში ჩემთვის არ ჩაგეხედა.......
ვერ გავუძელი ამ სიშორეს და.......
ისევ ამ სასტიკ გაუცხოებას.....
მაგ ... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1179 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მე შენს თვალებში მზის სხივების თამაში მიყვარს,
ცისარტყელების ათინათი ათასფერება,
მე შენს ბაგეზე დილის ნამის სისველე მიყვარს,
ჩუმი ნიავი, შენს თმებს ნაზად რომ ეფერება...

მე ის მზე მიყვარს, შენს თვალებს რომ ეალერსება,
მე წვიმა მიყვარს, შენ რომ გეტრფის უხმო ლექსებად,
მე მდელო მიყვარს შენს თვალებში, სიცოცხლის ფერი,
შენი ღიმილი, გაჟღერება ტრფობის სიმღერის...

მე დილა მიყვარს, გარიჟრაჟის ვარდისფერები,
რომ გაგაღვიძებს და სიცოცხლეს მოეფერები,
მე მიწა მიყვარს, დედამიწა, ფეხს რომ აბიჯებ
და ეფერება, გულში იკრავს შენს ჩუმ ნაბიჯებს.

მე ღამე მიყვარს, ცრემლიანი თავშესაფარი,
ლამაზ სიზმრებში სიყვარულის ტკბილი ზღაპარი
და სასთუმალი, ტრფიალების უტყვი კარავი,
ლურჯი პერანგი...თეძო-მკერდის ვერ დამფარავი...

...და მე ის მზე ვარ, შენს თვალებს რომ ეალერსება,
მე ის წვიმა ვარ, შენ რომ გერტფის უხმო ლექსებად,
მე ის მდელო ვარ, შენს თვალებში რომ იღიმება
და აჟღერდება სიყვარულის უხმო სიმებად.

მე ის დილა ვარ, გარიჟრაჟის ვარდისფერები,
გაღიმებულს რომ გაგაღვიძებ, მოგეფერები,
მე ის მიწა ვარ, დედამიწა, ფეხს რომ მაბიჯებ
და ვეფერები, გულში ვიკრავ შენს ჩუმ ნაბიჯებს...

მე ნიავი ვარ, მონავარდე შენს ლამაზ თმაში,
... Read More
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1351 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მ ო ვ ე დ ი. . .

ჩემი სულის ნარცისები მოგიტანე...

მხარზე დაგაყრდნობ თავს და გავჩუმდები...

ჩუმად იყავი! ნარცისების ხმას მოუსმინე!

გ ა ო ც დ ე ბ ი. . .

არ იყო საჭირო...

არ უნდა მოვსულიყავი...

ქალი ვარ და ამაყი უნდა ვიყო!

ამ ერთ წუთს მაპატიე... ამ ერთ წუთს სიამაყეს ნუ მთხოვ...

ჩემი სულის ნარცისები მოგიტანე...

მე კი...

გავბრუნდები...

წავალ...

ნარცისების ხმას მოუსმინე......

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1041 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



* * *

იმ ერთ აპრილად, იმ იებად ღირდა სიცოცხლე,

გაზაფხულივით მშვენიერი წუთების დელგმა,

ღამეა გარეთ და რასა ვწერ არც მე არ ვიცი,

განცდები ჩემი თავად ფლობენ კალამს და მელანს.

არ ვიცი რას ვწერ, რას დუდუნებს, ბობოქრობს სული,

იქნებ არცა ვწერ ის წუთები მე მწერენ თვითონ....

გარეთ კი ღამე გაწოლილა, ავი აფთარი

და ამ ღამისთვის სულ ერთია მე რასა ვფიქრობ.

ეხლა მარტია გიჟი მარტი, შარახვეტია,

მერე კი ჩემი აპრილია ყვავილთა თოვა.

თუმცა ეს უკვე სულ სხვისია, სხვისი აპრილი,

ჩემი აპრილი წავიდა და არასდროს მოვა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1208 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

იცი რატომ დაგეძებდი?!
არა, კი არ მომენატრე,
შენს სხეულში გული დამრჩა
დამიბრუნე, შემიბრალე.

კოცნა დამრჩა შენს ლოყაზე
ტუჩებზე და კისრის ძარღვთან
და მოგძებნე, ვერ ვიცხოვრე
გულისა და კოცნის გარდა...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1198 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 106 107 108 109 110 ... 254 255 »
შაბათი, 2025-01-18, 1:44 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2025