მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა შენი სიცოცხლისთვის_თუნდ სიკვდილი მინდა შენი შუქი მინდა, შენი ჩრდილი მინდა შენი წყაროს წყალი, შენი ხილი მინდა. ჩემი არ მეყოფა_სხვისი წილი მინდა სხვა დაბადების დღე_სხვა ქორწილი მინდა, შენი საიდუმლო ყველა ღილი მინდა შენი ბაგე მინდა, შენი კბილი მინდა. მე შენს ნაკვალევზე სულ სირბილი მინდა შენ რომ უნდა მოგკლას ის სიკვდილი მინდა. შენთან სულ სიმღერა, სულ ღიმილი მინდა ჩვენ რომ შეგვაერთებს ის მანძილი მინდა. შენ რომ დაგწამებენ, მეც ის ცილი მინდა შენი ყველა ვალი გადახდილი მინდა შენთვის ,,რენო'' მინდა, შენთვის ,,ზილი'' მინდა შენი შემოხედვა_კმაყოფილი მინდა. მთელი საქართველო ასე ზრდილი მინდა შენად დასახსნელად ავთანდილი მინდა... შენთან ძილი მინდა, შენგან შვილი მინდა.
|
13 ფრაზა 13 სიტყვა 13-ჯერ დავსვი 13 კითხვა 13 წელი 13 თვე და 13წელი 13-ჯერ გითხარ 13 სიტყვა, სულყველა წრფელი.. 13 წელი უიმედოდ არაფერს ველი.. 13 წელი ვზივარ და 13 წიმღერას ვმღერი... 13 დღე 13 მთვარე 13-ჯერ ვნახე მე თეთრი ღამე.. 13 სიტყვა 13 კითხვა 13-ჯერ 13 პასუხი ითქვა... 13 ლექსი დავწერე კალმით.. 13 ლექსით ვიფიქრე ღამით.. 13 ლექსი დავწერე წამით და მე-13 ___ 13 ფრაზით.
|
მოჰკლეს პოეტი! _ ჭეშმარიტი მონა ღირსების!.. ცილისწამების სდაგეს სახმილით... წაჰყვა წყურვილი მიუზღველი შურისძიების, და ტყვია, ამაყ გულში დახლილი… ვერ აიტანა, ვერ იგუა პოეტის სულმა წვრილმანი, ბილწი მიეთ-მოეთი, და უგუნურთა უგულობას შეება უმალ, მარტოდ შეება, როგორც ყოველთვის...… და მოჰკლეს!.. მოჰკლეს!.. რაღას გვარგებს აწ მწუხარება? ფუჭი გოდება გლოვის ჰანგების? ან უგუნური, უსუსური თავისმართლება? _ ოჰ, გვიანია მდურვა განგების! ხომ თქვენ იყავით, რომ სიავის სუსხით დააზრეთ მისი დიადი, ელვარე ნიჭი! ხომ თქვენ იყავით, მის სულში რომ ხანძრად დააგზნეთ ნაპერწკალივით ნამცეცა იჭვი! მაშ, გაიხარეთ! ამ წამებას ვერ მოერია, აღსრულდა, გკლავდათ სურვილი რისიც: ჩაჰქრა ლამპარი დიდებული უკვდავ გენიის, დაჭკნა გვირგვინი დიდების ღირსი.
ო, რა გულგრილად დაახალა ტყვია ჯალათმა! არ სჩანს საშველი!.. იმედიც მწირი!.. თუ ჰქონდა გული მკვლელს ქცეული ალბათ მჩვარადა, რომ არც უთრთოდა დამბაჩა ცივი! მაგრამ რად გვიკვირს? _ ის ხომ ჩვენში მოხეტიალდა, ვით ათასობით მოდიან სხვანიც, _ ბედის საცდელად, თუ საძებრად ჩინთა ტიალთა... ალბათ განგების ერია ძალიც... ის კადნიერად დაგვცინოდა, და ამაყობდა თვის უცხოობით; ცხოვრობდა ლხენით, და სპობდა ჩვენსას რომ დიდებას, როდი ნაღვლობდა, _ როს სისხლიანი აღმართა ხელი.
ვაგლახ! რად დას
...
Read More
|
შემზარავია, კარგო, როცა გეტრფის პოეტი, ეს იმას ნიშნავს, რომ გიყვარებს ღმერთი მბორგავი. კვლავ აღოღდება ქაოსი და მიეთ-მოეთი განათხარ დროთა, ველური და შეუბორკავი.
მას თვალთ უცრემლებს ეს სამყარო ნაბინდი ბუნდად. იგი ჰგავს მამონტს. უყურებ და ხვდები უეცრად, რომ ის მოდიდან გასულია. მასაც არ უნდა. გრძნობს, რომ მისი დრო ჩავლილია – თანაც უმეცრად.
შეუღლებთა უაღვირო დოღი, ჯირითი. და ხედავს: თრობის ძილ-ღვიძილში რაღა არ ხდება, და მოყიყინე ბაყაყების მყაყე ქვირითი უდახვეწილეს ხიზილალად როგორ საღდება.
მათ შეუძლიათ, რომ ცხოვრებას, ვით საბურნუთეს, ვატტოს ხუმრობის მარგალიტის მისცენ იერი. იძიონ შური, რადგან სადაც ცრუს მრუდე უტევს და ჭორს - ტყუილი, იქვე ბოღმა ჩნდება ძლიერი,
სადაც ნაყირჭი ფუფუნება ქირქილებს, ჰყვავის, მუქთახორულად ჰხურობს ვნებებს, ნაფიტს და მიმხმარს, და თქვენს დას ისე, ვით ამფორის მთვრალ როსკიპს თავის ჟინის საკლავად აიყვანს და უტიფრად იხმარს.
ანდებს ადნობს და ანდობს ნატიფ ამფორას ამბორს. ცაზე ზეობა ვარსკვლავეთის გუნდმა ინება. მინდვრიდან ღამე მოღოღავს და არაფერს ამბობს, მას პირი თეთრად ეღება და ეღებინება.
ხეობათაგან, ოდითგან რომ უწევთ ბოგინი ბოტანიკურ და უკუნეთურ საფარ-სამოსით, დაჰკრავს სურნელი ტიფოზური სევდის ლოგინის და ზეამოხეთქს უსიერიად ბნელი ქაოსი.
|
სიყვარულია ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები, სიყვარულია მე რომ თავზე ასე ვევლები, სიყვარულისთვის ბაირონმა კუბო არჩია ჩვენც მას შევწიროთ ყველაფერი რაც გაგვაჩნია. სიყვარულისთვის დაენარცხა ქვაზე ტაბიძე სიყვარულია სასთუმალზე ჩვენ რომ გვაღვიძებს, სიყვარულისთვის დაითრთვილა განძა,მარტვილი სიყვარულს ვეძებ სიყვარული გვინდა ნამდვილი. სიყვარულია თამარი რომ დარჩა თამარად სიყვარულს, ბევრიც რომ ვეცადოთ ვერსად დავმალავთ სიყვარულისთვის სერაფიტა ცოცხლობს ქვაშიაც სთქვი!სიყვარულო შენი ძალა მაინც რაშია?! სიყარულია,ათას-ერთი ღამის ზღაპარი სიყვარულია,ჩაუქრალი სხივი ლამპარის სიყვარულია,ქვის ჩუქურთმა,ყინწვისის ფრესკა სიყვარულისთვის კვაზიმოდო ზარებსაც რეკდა სიყვარულია, ტაჯმაჰალის თეთრი ცრემლები..
|
არა!ნუ წახვალ! მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან, გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან. ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების ტყეში, შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან, მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან, ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს ავიტან, ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების თქეშში, განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან, მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც, ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან. დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში, გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან, არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან.
|
სხვისი ხარ,მაგრამ გული მაინც შენსკენ მოიწევს, აბობოქრებულ ვნებას შენსკენ მოუხარია. გამომიწვია უნუგეშო ტანჯვის სურნელმა, მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს მარტო ჩემი ბრალია.
ბოროტი სენი შემომერტყა გულზე აპკივით, დაგრეხილ კლანჭებს უმოწყალოდ მირჭობს ღრიალით. ავადმყოფ სულში განუტევა სიცოცხლის სხივმა, ბებერი სევდა ნიავს გაჰყვა, ტირის ნიავიც.
ჩემი არა ხარ, მაგრამ ჩემი გახდი ტკივილი, განუყრელ ფიქრებს არ გაშორებ მუდამ იცოდე. შორიდან გეტრფი, მაგრამ ახლოს დაგიდე ბინა, სიცოცხლე იყავ, თუნდაც იყო სხვისი სიცოცხლე.
|
სული გაუტრუნავს უხეშ სინამდვილეს, ღიმილს დაუშვია ფარდა,აღარ შემიძლია არავის სიახლოვე შენი სიახლოვის გარდა... ისე მომენატრა შენი დაძახება ლამაზ გალობას რომ გავდა...უკვე ვეღარ ვიტან ვერავის გაღიმებას შენი გაღიმების გარდა...სულში ჩაფრენილა ათასი ტკივილი...კვლავ ვდგევარ გაღებულ კართან,გული ვერ აიტანს ვერავის დაბრუნებას შენი დაბრუნების გარდა..
|
არ დავიჩოქებ! არ მიყვარხარ და რომც მიყვარდე, ცრემლიან თვალებს მოგარიდებ, ვუძლებ სიშორეს, არ დავიჩოქებ, უშენობა თუნდაც მტკიოდეს, სიყვარულთანაც არასოდეს არ დავიჩოქებ. არ დავიჩოქებ! არ მაწამეს და რომც მაწამონ, მერე ჭრილობა დამიზილონ თუნდაც მარილით, ტკივილს ვიშორებ და სისუსტეს სხვას არ ვაჩვენებ, არა! ჩემს მტერთან არასოდეს არ დავიჩოქებ. არ დავიჩოქებ! არ მწყურია და რომც მწყუროდეს, სხვას წყლის სანაცვლოდ დამცირების ჰქონდეს საბაბი, თუ დავიჩოქებ დასალევად, მხოლოდ წყაროსთან, ადამიანთან? არასოდეს არ დავიჩოქებ. არ დავიჩოქებ! არასოდეს ნაცვლად არაფრის, ვინც არ იცოდა, დაიჯეროს, მინდა იცოდეს: მუხლზე დავდგები ერთადერთი - უფლის წინაშე, ეკლესიაში სალოცავად თუ დავიჩოქებ.
|
უკვე მერამდენედ მიმატოვე, შენ კი, გიხარია უჩემობა… მე კი, მომაბეზერე სიმარტოვე… მე კი, მომაბეზრე უშენობა…
შენ ხომ, ჩემი თავიც მომაბერზე… მაინც მეზიზღება უშენობა, ნიავს შეგავედრებ მონაბერზე… ქუჩებს გააწამებს უჩვენობა…
შენ ხომ, ჩემი გულიც მომაბეზრე… მაინც, შენსკენ იწევს ჩემი გული… ისევ ბნელი ღამე მომაგებე, გული ამიტირე დაჩაგრული…
უკვე მერამდენედ დამაობლე, ისევ ღამეა და მეჩქარები ისევ… მინდა მხოლოდ, შენით ვამაყობდე… გულში ჩაგიხუტო მყისვე… მაინც მენატრება უშენობა… მაინც მომაბეზრე სიმარტოვე… რატომ გიხარია უჩემობა? გახსოვს, მერამდენედ მიმატოვე???
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|