მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
დამილოცნიხარ მასთან ერთად ვინც შეიყვარე... ჩემი ცრემლები ალალია შენს სიყვარულზე, მაგრამ რომ კიდევ მოგენატროს ჩემი დანახვა, ნუღარ იქნება ლაპარაკი ძველ სიყვარულზე, არ დაბრუნდება ჩემი გული მეორედ შენთვის, აღარ დავიწყებ ძველებურად სიცილს და ხარხარს, არ გაპატიებ მზერას ჩემზე, არ გაპატიებ, ვეღარ დაგიგებ ძველებურად სიყვარულის უნაზეს ხაფანგს, და თუ მოგინდეს ძველებურად ჩემი დანახვა, ნუ გაიხსენებ ხალისიან წუთებს ადრინდელს, ჯობს მოხვიდე და დამინახო შენგან ტანჯული, ან შემიბრალო თუნდაც ერთხელ დაფიქრდე ჩემზე..
|
ისევ ის მუსიკა... იმ მელოდიით სავსეა სმენა გულის კუნჭულში, როგორც იმ ღამეს- ისე გრძელდება თითქოს ყოველი წამი ცხოვრების, ორივე მხარეს...
მაგრამ თავისთვის, სხვადასხვა გზებზე, პარალელური ქუჩების გასწვრივ, მხოლოდ პატარა გზაჯვარედინთან, ერთმანეთს მზერას მალულად ვაწვდით...
თითქმის ჩურჩულით ნათქვამ სიტყვას, საყვირის ხმებით სავსე ქალაქში რიტმულად იგებ... და, იმ დროს, უკვე ღიმილმოფენილს ჩუმად ვიხსენებთ... დაგიმესიჯებ...
ისევ ის მუსიკა... გულის კუნჭულში... იმ მელოდიით სავსეა სმენა, ვიცი რომ ამ ზარს, როგორც არსდროს, ელი და მთელი არსებით ღელავ...
და შენი თვალები, ერთ დროს რომ ასე ძლიერ მიყვარდა... ხელისგულებზე მორცხვად დახრილი, წარმოსახვაში გამიმთლიანდა...
|
ჰეი ლამაზო ყელი გაქვს, მემგონი მოშიშვლებული . ეგეც კი მყოფნის ფანტაზია პიკზე ავავსოო ჯიბეზე შემომხედე ფულით სავსე მაქვს აბა იქით ნახე ჩუმად რამაქვსო.
ნიკოფსიიდან დავიწყებდი წითელ ხალიჩით დარუბანდამდის გატარებდი ჩემო ლამაზო ერთხელ მიმაკარე შენს ლამაზ ბაგეს მერე გინდ მომიწიოს სადმე დავახრჩო.
თეთრი რაშით მოვალ წითელი ვარდებით. და მერე მორევში გადავარდებით იქაც თუ იუარებ შენ ჩემს სიყვარულს. მერე კი უკვე გაგიკმკლავდებით.
პეპელა რომ ვიყო ერთხელ მოსული შენ დაგაჯდებოდი კისერზე ლაღად გადავხედავდი ელვარე მთა ბარს თუნდაც დამიჯდეს სიკვდილის ფასად.
როგორ არგემეტება პატარა ბუჩქის კონა, რომ ამ ჩემს გულში ცეცხლი დაანთო მე შენს გამო სამყაროს გავწირავ ოღონდ ეს მუღამი აქვე ჩავახრჩო.
ჰეი ლამაზო ყელი გაქვს მემგონი მოშიშვლებული . ეგეც კი მყოფნის ფანტაზია პიკზე ავავსოო ახლა მაკოცე და თუგინდ მერე გაქრი მე მაინც შეგისრულებ ჩემო ლამაზო..
|
აბორგებული სტიქიონის მკერდზე მატროსებს, როცა შეიპყრობს ნაღველი და გართობა უნდათ, იჭერენ ხოლმე ზღვის ფრიინველებს, დიდ ალბატროსებს, რომელნიც ხომალდს მოწყენნილნი მისდევენ გუნდად.
მსხვერპლი უხეშად დაგდებული აწყდება გემბანს, ლაჟვარდის მეფე, მოწყვეტილი ცას და სინათლეს, მოუქნელი და შერცხვენილი უმწეოდ კვდება და ფრთებს ვეება ნიჩბებივით ძლივსღა მიათრევს.
ახლახან ცაში ადიოდა ჩვეულ სისხარტით, ახლა უმზერენ უსიცოცხლოს, ტლანქს და საძაგელს, ხარხარით სჩრიან აბოლებულ ჩიბუხს ნისკარტში და ხტუნვა-ხტუნვით დაკოჭლებულ ფრთოსანს ბაძავენ.
|
ეს სანტიაგოს საღამოს მოხდა. თითქოს უეცრად და უნებურად ფარნები ჩაქრა და ჭრიჭინებმა აანთეს ღამე წინანდებურად. ბნელ შესახვევში მისი გულმკერდი მე გავაღვიძე ხელის შევლებით და ძუძუები აყვავდნენ უცებ, ვით იასამნის თეთრი მტევნები. მისმა ხაბარდამ გახამებულმა შიშველი ტანი ვეღარ შეფუთნა და აშრიალდა აბრეშუმივით, თითქოს დასერა ასმა ბებუთმა. დაუფერავნი ვერცხლის სევადით ხეები გახდნენ უფრო მაღლები და ცის შორეულ ჰორიზონტივით მდინარის გაღმა ყეფდნენ ძაღლები. როცა გამოვცდით მყუდრო მაყვლიანს და ყრუ ძეძვნარებს, მე სველ სილაზე გავშალე მისი დამძიმებული და მოელვარე თმების სინაზე. მან შემოიხსნა წელზე სარტყელი და გაიხადა ჭრელი ფარაგი, მე მოვისროლე ამოქარგული ჩემი ჯუბაჩა და იარაღი. არც ვარდის ფურცლებს და არც ნიჟარებს არა აქვთ კანი ისე ნატიფი, და მთვარიანში ისე არ ბრწყინავს განათებული ყვითლად სათიბი. გაელვებული სველი სინათლით და ასხლეტილი ცივი შეხებით, ბადეში გაბმულ კალმახებივით არ მიკარებდნენ მისი ფეხები. იმ დღეს სადაფის თეთრი ფაშატით უბადლო გზებზე _ შეუსვენებლივ, უუზანგებოდ და უაღვიროდ მე ვიჯირითე შმაგი ჭენებით. ნდომაკეთილი ჩვენი გაცნობა მაბამს უსიტყვოდ და უქამანდოდ, და როგორც მამრს და ვაჟკაცს შეჰფერის, არ ვიტყვი იმას, რაც მან გამანდო. როცა კოცნით და სილით მოსვრილი წყლის ნაპირიდან წამოვიყვანე, გზად ძეძვიანის მჭრელი დაშნები ბასრი შეხებით ჩ
...
Read More
|
დაე, ზოგისთვის ვარსკვლავეთი იყოს მოწყალე, ზოგის პატივით რეკდნენ, დაე, ქვეყნად ზარები!... მე ბედისწერას ღიმილიც კი ვერ გამოვძალე და სიყვარულის იმედადღა დავიარები.
ბედის ნებიერს ყველა უქებს ზნეს და თვისებას, მისთვის ნათდება მზისქვეშეთის თვალსაწიერი, მაგრამ განგება არ დაგიდევს არვის ღირსებას და ამაღლებულს დაბლა დასცემს... მიწყივ ცბიერი!
თუნდ ის სარდალი, ვაჟკაცობით ყველგან ქებული, ვისაც არვინ ჰყავს ქარცეცხლიან ომში ბადალი, განა სულ მალე არ იქნება დავიწყებული, ოდეს მის სახელს მოშორდება სიტყვა `სარდალი~?!
ჩემს ცხოვრებას კი ვერას ავნებს დროის ძგერება - მიყვარს!... ვუყვარვარ!... და ეს არის ბედნიერება!
|
მე მინდა ვაღიარო რომ შენთვისარის მთელი სამყარო მთვარეც კი შენში ეძებს ლამაზმანებას ცდილობს რომ აირეკლოს შენში, ყოველი ნაკვთი. და გამოეთხოვოს ძველი სახის გარდაცვალებას. მზე რომ ამოვა ისიც კი გაგათბობს მთაბარი დილით გთავაზობს, ცვრიან ბალახს ეკალსაც ვერავინ დაგიგდებს ფეხქვეშ ძლიერი ქარიც კი ვერბედავს ამას.
სწორედ შენ ხარ ამის მოწამე. ვარსკვლავნი ცაზე შენთვის ანთიან და გინდ, იქიდან ერთიც, რომ მოწყდეს. ამას შენი თმის ღერში გაცვლიან.
|
დაბნელდა ღამე გაშავდა, ცხოვრება დაბრმავდა დალაგდა. სული იბნევა გრძნობებით სასიყვარულო გონებით, ნელ ნელა ვხვდები ძნელია, ცხოვრება გრძელი და ბნელია, სიკვდილი მინდა ვგიჟდები, სხვა გზა არამაქ ძნელია. მუსიკის მელოდიაში ვიხრჩობი ძალიან ძნელია. მიშველეთ რამე მირჩიეთ მიკითხეთ საიდან როდიდან, რა დამემართა დრონიდან.
|
ჩემ ხელში წერენ მე კი შენ გიხმობ, შენ ჩემი არ გესმის, მე კი კვლავ ვტირი, და მთვარის შუქზე ეშმაკთ გოდებით, კვლავ შენ ლექს გიძღვნი არ გავჩერდები.
ვერ მოვეშვები მე შენზე ფიქრებს, ამ ლამაზ გრზნობას გული ვერ იტევს, ლამაზ ლექსებად ხელი წერს ნელა და თვალი კითხულობს იღვრება ცრემლად....
ვეღარ ვაზროვნებ, არ ვიცი რას ვგრძნობ, სიკვარულს ნაზს თუ სიძულვილს სატანურს, მაგრამ ერთს ვხვდები გული არ ცდება, და ჩემი გული შენთან დარჩება!!!!!!
|
დღეს მინდა ყველაფერი გაპატიო, ბავშვურად მიამიტი დავრჩე, ეშმა შემომიჩნდა ჭინკასავით, თვალები ღიმილით მაქვს სავსე... ღიმილით სევდისა, ღიმილით დარდისა, ღიმილით დაცინვის და ნიშნის, არ მინდა უკუგება, არ მსურს შურისგება, ისევ შენეული ფიქრის..... მაგრამ ჩამისახლდა ეშმა მარტოსული მისად ვიცინი და ვტირი..... სული დაიღალა, სული გაიბერა, უხმოდ და თვალებით ვყვირი.....
როგორ აღარ ძალმიძს, ჩემად გითხრა რამე, იმ ჩემი წარსულის ერთო.... დღეს, მხოლოდ დღეს მინდა, რაღაც მოგიტევო.... შემაძლებინე ღმერთო!
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|