მთავარი » ♥ლექსები სიყვარულზე♥
ფეხის წვერებზე ავიწევი ბოლომდე ავმაღლდები და სიჩუმეს ჩავისუნთქავ... ასე ჩემს ფილტვებში გაზაფხული დაივლის... მერე სახლისაკენ ასკინკილით წავალ, მეზობლის ალუჩებს მოჭუტული მზერით ავხედავ და ცხვირიც ამეპრიხება მსუნაგი სურვილისგან... (აქ ჯერ პატარა ვარ...) ღამით ქარს მოვუსმენ, ფანჯრებსაც ღიას დავუტოვებ- რომ იქრიალოს ოთახებში- რომ აფრიალოს ფარდები, რომ გადმოცვივდნენ რაფებიდან წლობით ნაგროვები და ნაზარდი ქოთნის ყვავილები... ზოგი საჩუქრად რომ მომართვეს, ზოგი რომ ვითხოვე, ზოგი ჩუმად რომ მოვტაცე უგულო პატრონს... ვგიჟდები ისე მიყვარს ქარის გრიალი- და ფარდების თავაწყვეტილი ფრიალი... (აქ უკვე სადღაც შუაში ვარ- ალბათ პირველად, მართლა რომ შემიყვარდა იქ...) მზეში, ჰამაკში ჩავჯდები, საყვარელი ლექსების კრებულს კალთაში ჩავიდებ და ერთხელაც არ გადავშლი- ისე წავიკითხავ ამოჩემებულ სტროფებს... მზე თვალებში ჩამანათებს, ვითომ ცრემლიც ამის გამო მომადგა, უხერხულად გავიმშრალებ სახეს და ცას ავხედავ-სარკეში ჩასახედად... (აქ უკვე მოვხუცდი-ხელებზე და თვალების კუთხეებში წლები სხივებად მეტყობა) და მაინც... ისევ ისეთი ვარ- როცა ვღელავ სიჩუმეს ვსუნქავ და ფეხის წვერებზე ვიწევი.
...
Read More
|
ამ შუაღამეს .... ვხატავ უფუნჯოდ, ლურჯად შევღებე უვარსკვლავო ზეცის სიშავე, არ მინდა ავყვე ემოციის ტალღების ღელვას, ხოდა, შემეშვი, ვიდრე რამე არ დაგიშავე.. დედამიწაზე უაზროა ყველა შეგრძნება, ორივეს გვესმის სხვა სამყაროს ჩუმი ხმაური, ერთხელაც, წავალ, ქარს გავყვები უმისამართოდ, როცა ყველაფერს მომაბეზრებს აურზაური. ფერთა სიმკვეთრეს მზის დისკოზე თვალს ვერ ვუსწორებ ვეღარ ვთვლი დღეებს, ამერია სულ სათვალავი, მე შეგრძნებები სნეულებით გარდამეცვალა ხოდა, ამ წუთას ყველა ერთად დავასაფლავე....
|
ბავშვმა მამის სიკვდილი ვერ დაიჯერა, რაკიღა ჯერ კიდევ არ იცოდა, რა არის სიკვდილი. გოდება სახლში, დედის ქვითინი ჯერ კიდევ არ ნიშნავდა მამის სიკვდილს, სულაც პირიქით, ცნობისწადილს უღვიძებდნენ მათთან, სახლში მოსული სტუმრები და ქიშმიშიანი ფლავი, ხორციანი... ლამისაა მოლოდინმა წალეკოს ბავშვი: დღესაც გვიან დაბრუნდა მამა სამსახურიდან, მან ცრემლებით ამოავსო მამის არყოფნა, ის კი ისევ არ მოვიდა მეორე დღესაც, არც მესამე დღეს... ბავშვი მაინც ჯიუტად უცდის...
და მგონი, დღეთა სვლასთან ერთად ბავშვმა გაიგო რაა სიკვდილი, ამის შემდგ იგი იტყვის, რომ სიკვდილია, როდესაც ვინმეს ელოდები, ის კი არ მოდის...
|
თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას და სილურჯეში დავიკარგები, წავალ და ვივლი სიყვარულისკენ ამ სიყვარულში დავიმალები. ისევ მარტო ვარ,კვლავ მარტო იცი? ვით ხეს ფოთლები შემომეცალა, მაგრამ მე ისევ წმინდანად დავრჩი, სიწმინდისათვის სხვას ვის ეცალა. ნაცრისფერ მიწას დარდი მოაწვა ლურჯი ოცნება დამრჩა მე ცაში, სხვას ვისაც უნდა მიწაზე დარჩეს, მე ავფრინდები მაღლა ზეცაში. თავს შევაფარებ ცისფერ ოცნებას და სილურჯეში დავიკარგები, წავალ და ვივლი უკვდავებისკენ, უკვდავებაში დავიმარხები."
|
ის დაიბადა ავბედით ღამეს და არ იცოდა მან სიტყვა გრძნობა, მან არ იცოდა,არც სიყვარული, არც სიხარული და თანაგრძნობა.
იგი ასეთად ქუჩამ აქცია ის გაიზარდა უნდობელთ შორის, ის ტრიალებდა მუდამ იმ წრეში ვინც არ იცოდა რაიმე გრძნობის.
მან რაც იცოდა,ქუჩამ ასწავლა ძარცვაც,მკვლელობაც და ხალხის ჩაგვრაც, მან არ იცოდა სიცოცხლის ფასი და სხვის სიცოცხლეს ატანდა ნაგავს.
მას სდევდა მუდამ უბედურება მან არ იცოდა რაა სიცილი, სადაც ის იყო,თან სდევდა მუდამ უბედურება,სისხლი,სიკვდილი.
თავის სიცოცხლეც არად უღირდა მისი შეჩერება იყო ამაო, ვიდრე ერთხელაც "საქმეზე" გასულს გზად არ შემოხვდა წმინდა მამაო.
მისმა სიტყვებმა "ფული მომეცი" ადგილს მიაყინა წმინდა მოძღვარი, აუკანკალდა მარჯვენა ხელი სადაც ეპყრა მას საღვთო ლოცვანი.
ფული არა მაქვს შვილო არა მე თავადაც ხედავ შენ თვითონ ამას, მშვიდად გამიშვი,ნურას შემამთხვევ არ დაგივიწყებს უფალი ამაგს.
მე არ ვიციო ვინ არს უფალი და ამის შემდეგ დაუშვა სასხლეტს, წიგნი დავარდა,გადაიშალა მან თვალი მოჰკრა მოციქულთ საქმენს.
იარაღის ხმა შესცვალა ჭექამ და დააწვიმდა ფურცლებზე ლოცვანს, მოღრუბლულიყო ზეცა ავბედად და დასტიროდა დაღუპულ მოძღვარს.
წვიმამ ცოტა რომ გამოაფხიზლა ის დაიხარა წიგნი აიღო, მან ერთი-ორი სტრიქონიდანაც უფლის შესახებ ბევრი გაიგო.
საღვთო წერილი მას მოუთხრობდა როგორ სწირავდნ
...
Read More
|
მოდი უნდა დაგხატო ჩემში შენი სული და გული უნდა გადავხატო ჩემს სულზე და გულზე.... მე გავივსები და მექნება ორი მხარე შენი და ჩემი... შენ კი ,რომელი მხრიდანაც გინდა იქიდან შემომხედავ და გამათბობ.... შენ ხელის გულს ჩემს ხელის გულს შეახებ და ერთად შევქმნით ჩვენ სამყაროს... შენი ხელის გულიან ჩემ ხელის გულამდე............ ცას გულში ჩაუკრავს თბილი მზე და ალიონისას ჩვენთვის გამოწვდილი აქვს ხელის გულზე დასმული...... რამდენიმე საათით გვაჩუქებს და მერე კვალავ შემოიცვას შავ სამოსელს.......... მე და შენ კი ჩვენ სამყაროს მთელი ძალით ვქმნით და არ ვუშვებთ ერთმანეთს ხელს,რომ ისე არ გაქრეს......... მინდა გიყვარდე და ვხდედავდე შენში ჩემ სილამაზეს... მინდა შენს თავლებში ვხედავდე ჩემი სულის ანარეკლს, რომლესაც სათუთად უფრთხილდები.... მინდა შენთან ვიყო სუსტი ქალი, შენით ძლიერი... მინდა მხარზე გეყრდნობოდე და ვგრძნობდე, რომ ჩემი საყრდენი ხარ... მინდა ჩუმად მედგე მხარში და მზერით მეუბნებოდე, რომ შენი ვარ.... მინდა ხელში ამიყვანო, როგორც მტრედი, შენი სიმშვიდის სიმბოლო.... მინდა გიყვარდე.... მინდა გჯეროდეს,რომ შენთვის დავიბადე...
|
კივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები... მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები, თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები, როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები. მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო, არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი, არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე, გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი. ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა, სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური, აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს, აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.
|
"შენ ხარ - აქამდე რაც უნდა მეთქვა, შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი."
ოთარ ჭილაძე
წვიმად დაგუბებულ გაზაფხულებს ფეხებს შფოთიანი ვუტყაპუნებ, გული შევაღე და ვეღარ ვჯაბნი შიგნით შემოპარულ უმადურებს.
სულში დაგუბებულ სიჩუმეებს, ცაზე რიგრიგობით გადმოგიწერ... მოდი, იწამე, რომ არც ვყოფილვარ, ჰოდა, უჩემობაც არ მოგიწევს.
ისე უდროოა აქ ღიმილი, ისე უვადოა ფორიაქი, ლექსად დაწერილი აღსარება ალბათ დამიჯდება... ჰო, იაფი.
ლექსის მიღმა სათქმელ სიმართლეებს შენდობის ლოცვებით დავაპურებ, მე - დღეს შენს ოთახში ფორიაქი, მე - ვინც ვერ ასრულებს დანაპირებს.
მე ხომ დაგუბებულ გაზაფხულებს, ფეხებს ჩვევასავით ვუტყაპუნებ...
|
ფიქრებს,როდესაც შევეხიზნები, იმ ფიქრებს წავშლი სასთუმალიდან, ფიქრებს,რომლებსაც შენზე ვქარგავდი, იმ ფიქრებს წავშლი ჩემი გულიდან. დავტოვებ მხოლოდ იმ ფიქრებს შენზე, ლამაზ ჰანგებად,რომ იგალობონ, მერე დაწერონ ვრცელი რომანი ანდა პოემა გასაოცარი. ფიქრებთან ერთად წავშლი წამებას და კიდევ ტანჯვას,უბედურებას, მხოლოდ დარჩენილ ფიქრებს მივუძღვნი, ლექსებს,რომლებსაც კრებულად ვკინძავ. გადავიკითხავ ამ ფიქრებს მერე გავიღიმებ და ცრემლებით მოვრწყავ, წავშალე,მაგრამ ისევ ვწერ ფიქრებს, ფიქრებს შენზე,რომ ისევ მიყვარხარ.........
|
ფიქრებად ალეწილი სული, ტკივილად გაყიდული განცდა, სივრცეში დაკარგული დარდი და ისევ დაყვირება "არ თქვა"
მუხლებად დაყვლეფილი სული, ცხოვრებად გაყიდული განცდა, სიგიჟედ გარდაცვლილი სული და ისე დაყვირება "არ თქვა"
სამყარო დაბარბაცებს მთვრალი, თვალები იმუქრება შთანთქვას, ცხოვრება გალეწილი მთვრალი, და ისევ დაყვირება "არ თქვა"
მე უკვე ვეღარ ვიტევ ჩემს თავს, საკუთარ ემოციას ვმალავ, ერთ დღესაც გავგიჯდები ისევ, და სიმარტოვესთან გაგთქვამ,
კვლავდაკვლავ ალეწილი სული, მუხლებადაყვლეფილი განცდა ცხოვრებად გაყიდული სული და ისევ სიმარტობის განცდა...:'(
|
|
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« იანვარი 2025 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|