ჟურნალმა Current Directions in Psychological Science ამერიკელი მეცნიერების ტირილის ბუნებისადმი მიძღვნილი გამოკვლევა გამოაქვეყნა.
ფსიქოლოგებმა 3000 მოხალისის ტესტები გააანალიზეს. ისინი აღწერდნენ, როგორ ტიროდნენ. შედეგად აღმოჩნდა, რომ თავისდათავად ტირილის სარგებლობა გარემოებაზეა დამოკიდებული – ანუ იმაზე, თუ როდის და როგორ მოხდა ეს.
საინტერესოა, რომ მონაწილეთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ტირილის შემდეგ მათ უკეთ იგრძნეს თავი; დაახლოებით 13-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ტირილს შვება არ მოუტანია, სხვა ათმა პროცენტმა თავი უარესადაც კი იგრძნო.
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ უკეთ თავს ისინი გრძნობდნენ, ვინც გარშემომყოფებისგან თანაგრძნობასა და თანაგანცდას გრძნობდა. გამოქვეყნებულ გამოკვლევაში ნათქვამია, რომ ტირილი ფიზიოლოგიის თვალსაზრისით ძალიან სასარგებლოა. ტირილის ფიზიოლოგიური მექანიზმების შესწავლამ ფსიქოლოგები მიიყვანა დასკვნამდე, რომ ის სუნთქვის შემსუიბუქებასა და შენელებას იწვევს.
როგორც ამერიკელი სპეციალისტები თავიანთ სტატიაში აღნიშნავენ, არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლისთვისაც ტირილი არასასურველია. ეს არის ჯგუფი, რომელიც ხასიათდება სხვადასხვა აფექტური მოშლილობებითა და მაღალი შფოთიანობით - მასში ცრემლი მხოლოდ შინაგანი მდგომარეობის დამძიმებას იწვევს.
|