მთავარი » ♥სხვა და სხვა♥
1 რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმოთ არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავიფერითა, მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა 2 ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა, შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა, ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა. 3 ვის ჰშვენის, - ლომსა, - ხმარება შუბისა, ფარ-შიმშერისა, - მეფისა მზის -თამარისა, ღაწვ-ბადახშ, თმა-გიშერისა, - მას, არა ვიცი, შევჰკადრო შესხმა ხოტბისა, შე - რისა, მისთა მჭვრეტელთა ყანდისა მირთმა ხამს მიმართ, შერისა. 4 თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ-დათხეული, ვთქვენი ქებანი ვისნი მე არ-ავად გამორჩეული. მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მე ნა რხეული, ვინცა ისმინოს, დაესვას ლახვარი გულსა ხეული. 5 მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა, ქება წარბთა და წამწამთა, თმათა და ბაგე-კბილისა, ბროლ-ბადახშისა თლილისა, მის მიჯრით მიწყობილისა. გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა. 6 აწ ენა მინდა გამოთქმად, გული და ხელოვანება, - ძალი მომეც და შეწევნა შენგნით მაქვს, მივსცე გონება; მით შევეწივნეთ ტარიელს, ტურფადცა უნდა ხსენება, მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება. 7 მო, დავსხდე
...
Read More
|
ახლა სანაპიროს ჩამოვუყევი. . . შენზე ვფიქრობ. . .თურმე ვტირი. . . მე კი ვერც ვამჩნევ. . . თუმცა რა გასაკვირია. . . მე ხომ სულ ვტირი. . . ცრემლები თავისით მოგორავს და იმედი აქვს, რომ შენამდე მოაღწევს. . . როგორ?. . . თუნდაც წვიმის სახით. . . მე გამუდმებით ვფიქრობ. . . სულ ტვინი მეჭყლიტება ნუთი შემიძლია მე ამ უსუსურ არსებას, ასე რამ გავაკეთო, რომ შეგიყვარდე. . .:( მე დავდივარ. . . სულ ფეხით დავდივარ. . . ნეტავ რატომ? ალბათ შენ გეძებ. . . ალბათ ჩემში ის პაწაწინა ნაპერწკალი, რომელიც ძლივსღა ბჟუტავს. . . მაინც არსებობს და გაღვივებას ელოდება. . . მაგრამ ეჭვი მეპარება, ეს ნაპერწკალი თუნდაც პაწაწინა კოცონად გადაიქცეს. . . ბნელა. . . ხალხი აქა-იქ ბოდიალობს. . . ალბათ ისინიც ჩემნაირი გიჟები არიან. . . ყველა ბიჭის დანახვაზე გული ბარტყივით მიხტის. . . ყველა მგონიხარ. . . მგონი გავგიჟდი. . . თუმცა ამას ველოდი კიდეც. . . ერთ ბიჭს მხარზე ხელი დავადე, რომ შემომხედა და ჩემი საშინელი სახე და ცრემლებით სავსე თვალები დაინახა უკანმოუხედავად გაიქცა. . . ალბათ შენც ასე მოიქცეოდი. . . ვის რაში ვჭირდები?. . . მითუმეტეს შენ. . . გამოთაყვანებული სახით. . . ტირილისგან ჩაცვენილი. . . არაფრისმთქმელი და სისხლიანი თვალებით?. . . უჭმელობით ჩამომხმარი, ჩონჩხად ქცეული სხეულით?. . .მე ხომ ერთი არარაობა ვარ. . . რომელიც მოჩვენებასავით დადის და მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს. . . უცებ მტკვარს გადავხედე
...
Read More
|
ვალენტინობის დღის ტრადიციები სხვადასხვა ქვეყანაში თუ ერთი საკმაოდ ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზირებას მოვახდენთ - ცხოვრება სულ დღესასწაულია ან მისი მონაცვლეობა. მალე ვალენტინობის დღესასწაულია, რომელსაც მთელ ევროპაში აღნიშნავენ ადამიანები, ვისაც უყვარს ან უყვართ, ან უბრალოდ სურს მისი აღნიშვნა. ყველა ქვეყანაში არსებობს ვალენტინობის აღნიშვნის თავისი ტრადიცია.
საფრანგეთში სიყვარულის თემა მეტად პატივსაცემია, ამიტომ შეყვარებულთა დღე საკმაოდ ღირშესანიშნავ თარიღად ითვლება. ტრადიციული საჩუქარი არის ძვირფასეულობა. საფრანგეთში ამ დღესასწაულს მხოლოდ შეყვარებულებს არ ულოცავენ, არამედ ყველას ვინც უყვართ: ბებიას, ბაბუას, მეგობრებს, ნაცნობებს. ფრანგები მოიაზრებიან პოპულარული "ვალენტინების” შემქნელთა რიგებში. შუა საუკუნეებში ღია ბარათების ნაცვლად სატრფოებს სასიყვარულო ოთხსტროფიან ლექსებს უგზავნიდნენ.
იტალიაში ამ დღესასწაულს "ტკბილს” უწოდებენ, რადგან შეყვარებულებს აუცილებლად ტკბილეულს ჩუქნიან.
გერმანელები დიდად არ აღნიშნავენ ამ დღეს, რადგან წმინდა ვალენტინი სულიერი ავადმყოფების მფარველად ითვლება. გერმანიაში ტრადიციულად ალისფერი ლენტებით რთავენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს და ატარებენ სპეციალურ ღვთისმსახურებას ეკლესიებში.
დანიაში ერთმანეთს უგზავნიან გამხმარ თეთრ ყვავილებს და "ვალენტინებს” ხელის მოწერის გარეშე. ინგლისში ბავშვები შემთხვევას ხელიდან არ უშვებენ, რომ საჩუქრები მიიღონ. დადიან სახლებში და მღერიან სიმღერებს. მათ აჯილდოებ
...
Read More
|
"რა ბედნიერი ვიქნებოდი, სულ ცოტა იმედი მაინც რომ მქონდეს შენი სიყვარულის"...
ეს ამბავი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ანა პატარა გოგო იყო. უფროსი ძმის მეგობრები ხან ფორტეპიანოსთან დაასკუპებდნენ, ხან ლექსის წაკითხვას სთხოვდნენ. მერე ანა გაიზარდა, გალამაზდა და დაჭკვიანდა. ძმის მეგობრების სტუმრობისას დედასთან ერთად სამზარეულოში დაიწყო ფუსფუსი და სიამოვნებდა, როცა ბიჭები ნახელავს შეუქებდნენ. მერე მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - ბექას ანა შეუყვარდა და ამქვეყნად ყველა და ყველაფერი დაავიწყა, ისიც, რომ ანა მისი უახლოესი მეგობრის და იყო და ამას მეგობრები არ მოუწონებდნენ. როცა გულში ვეღარ დაიტია, გოგონას გამოუტყდა, მერე მის ძმას და რამდენიმე მეგობარს... ანამ თავი შორს დაიჭირა, - ძმად მიმაჩნდი და ეგ გულში როგორ გაივლეო. ანას ძმა და მეგობრები ძალიან გაბრაზდნენ - შეგეშალაო და გარიყეს... მძიმედ გადაიტანა ეს ამბავი ბექამ. წუხდა - განა სიყვარულისთვის შეიძლება ასე დაისაჯოს კაციო? მიხვდა, დროებით მაინც უნდა გასცლოდა აქაურობას, თორემ გული გაუსკდებოდა... ადგა და დეიდაშვილთან წავიდა ბარსელონაში. გულში მაინც იმედს იტოვებდა, - იქნებ, დრომ ამდენი გაბრაზებული ადამიანის რისხვა ცოტათი მაინც შეანელოსო... ვერც სიშორემ უშველა და ვერც სხვა გარემომ. იქ კიდევ უფრო გაუჭირდა, მაგრამ გამოსავალი იპოვა - ანას მობილურით მესიჯებს უგზავნიდა, წუხილს და ფიქრებს უფრო თამამად უმხელდა... იმდენი ლამაზი სიტყვა დაგროვდა ანას უბის წიგნაკში (ქალი რის ქალია, თუ ასეთ წერილებს არ შეინახავს!), რომ
...
Read More
|
"ბარსელონაში წვიმს, მე კი შენი ფოტო სიყვარულით მავსებს"...
"მე შენ გეძებდი, სულ მენატრებოდი, ვერ გპოულობდი და ვწუხდი. აქ რომ დაგინახე, გავშეშდი, უაზროდ მოგჩერებოდი, კარგა ხანს ვერ მოვიფიქრე, რა გამეკეთებინა. მერე დავმშვიდდი და პირველი წერილიც გამოგიგზავნე... რომ მიპასუხე, სიხარულით აღარ ვიცოდი, რა მექნა.მეგონა, ჩემთან იყავი და გელაპარაკებოდი. მერე მალევე "გავშინაურდით". ბავშვობა ხომ ის ჯადოსნური ხანაა, რომელიც დიდი ხნის უნახავ ადამიანს ხელახლა თამამად დაგაახლოებს. ეკა, შენ ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ. ქალებმა იცით ხოლმე ჩემნაირ მამაკაცზე თქმა: - ეს კაცი უგერგილოაო, თუკი ასე უყვარდა, როგორ არ იბრძოლა საყვარელი ქალისთვისო... დამიჯერე, ჩემს საქციელსაც აქვს გამართლება. ყველაფერს მოგვიანებით აგიხსნი. იცოდე, მართლა ძალიან მიყვარხარ, შენ ჩემი ლამაზი და ბედნიერი წარსულის უმთავრესი ნაწილი ხარ"...
ეს ელექტრონული წერილი ეკამ ორი თვის წინ მიიღო საიტზე "ოდნოკლასნიკი". განცვიფრდა. განა იმიტომ, რომ წერილი ბარსელონიდან იყო გამოგზავნილი, ბერდოსგან არ ელოდა აღსარებას. ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ. ბერდო მასზე ორი წლით უფროსი იყო, მის ყურადღებას ყველგან და ყოველ წუთს გრძნობდა. ეკას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა, რომ ბერდომ საკმაოდ გვიან დაიწყო ცეკვა, ჯერ სხვა ანსამბლში დახელოვნდა, მერე კი ეკასთან გადაინაცვლა.
მკაცრი ქორეოგრაფი კვირაში სამჯერ ორ-ორი საათი ტყავს აძრობ
...
Read More
|
როცა შენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება, რადგან შენშია თავმოყრილი ყველა სიკეთე. შენ ისეთი ხარ,სიყვარულსაც კი შეშურდება, ისე კარგი ხარ ბოროტებაც ვერ გაგიმეტებს. შენში იმდენად მშვენიერი სული ბინადრობს, გზააბნეული ანგელოზიც ალბათ ინატრებს. საიდან მოხვდი ასე თბილი,ასე უბრალო. ასეთ ცოდვიან და დიდგულა დედამიწაზე. არ ვიცი ტკბილი სიზმარი ხარ თუ გაოცება, ვშიშობ ზედმეტ სიყვარულზე ცილი დამწამონ. შენებრ ლამაზად რომ შეეძლოს ყველას ცხოვრება, ალბათ სამოთხე იქნებოდა მთელი სამყარო !!!
|
დღეს ჩემი არყოფნა იწყება აქედან, დავგლიჯე სულ ყველა ნიღაბი მასხარის, წუხელ შუაღამით ცამ მიწას დახედა და მიხვდა - სიცოცხლეს ჰქონია საზღვარი.
მე უნდა დაგტოვოთ, ძნელია ატანა ჩემი და გშორდებით, თუ შეძლებთ გამიგეთ, ვხედავ, რომ მიწაზე დამჯდარა სატანა და ადამიანებს ჭკუასაც არიგებს.
ატანა-სატანა, სული და გული და კიდევ რამდენია, რაც ყელში ამოდის, მომბეზრდა ყოველდღე დაწყება ნულიდან, ჰოდა, გაიხილე სიკვდილო, გამოდი.
მორჩა და გათავდა, ეს არი, რაც არი, იქითაც, აქეთაც, ცხოვრება მისია, უჩემო სიცოცხლეს აყარეთ ნაცარი, მე მაინც ამქვეყნად ვიყავი ნისიად..
|
ლამაზი მზიანი დილა. დილის ულამაზესი ხედი და სუნი ტრიალებს ჰაერში . ხოლო გულში კი ისევ ის მშვნეირი გრძნობაა რომელსაც ადამიანები სიყვვარულს ეძახიან .. რა ადვილად მოათავსეს ამდენი რამ ერთ სიტყვაში ... ბიჭი ფანჯარასთან მიდის იხედება სახეზე ღიმილი დაკრავს და თვალები სიხარულისგან უბრწყინავს. გადის ცოტა დრო და ბიჭი უკვე ქალაქის ლამაზ მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში მისეირნობს . მაასთან მიდის, მთელი გულით და არსებით მისკენ მიიწევს. და აი დილიდან ნანატრი შეხვედრაც დგება .. ქალაქის რომელიღაც პატარა და მიყრუებულ ბაღში. ბიჭი ბედნიერია - გოგოც. ეხვევიან და ეხუტებიან ერთმანეთს .. სიყვარულის გრძნობაში მთლიანად ჩაფლულები ულამაზესი სიტყვებით ცდილობენ ერთმანეთის მიმართ არსებული სიყვარულის გამოხატვას. გარშემო კი ლამაზიი ბუნება რომელიც მათთან ერთად ხარობს. ბიჭი და გოგო ზიან, რაღაცას საუბრობენ და თვალები ნელნელა სულ უფრო და უფროო უბრწყინავთ. ნელნელა უახლოვდებიან ერთმანეთს .. სულ უფრო ახლოს ახლოს ... მათი ტუჩები უკვე ტითქმის ეხება ერთმანეთს .. და ........
ბიჭი იღვიძებს ..... წვიმიანი მოღრუბლული დილა.. საწოლიდან წამომდგარს ისევ ის სურათი მოხვდა თვალში რომელიც უკვე 2 თვეზე მეტია მის საწოლთან დგას .. სურათზე კი ის გოგოაა.... ბიჭი დგება ფანჯარასთან მიდის და სევდიანი მარტოსული გამოხედვით იხედება უსასრულობაში. მის თვალებში არაფერი ჩანს სევდის და წამების მეტი.. არაფერი იმის გარდა რაც მის გულშ
...
Read More
|
ლექციების დასრულებამდე დროს ქუჩებში სიარულით კლავდა, მერე კი ისევ ჭადრის ხესთან დგებოდა და შვილის გამოჩენას ელოდა...
"იქნებ ვინმემ მისაყვედუროს, არ უნდა გეპატიებინა დედისთვისო"
ყველაფერი ერთი უცნაური შეხვედრით დაიწყო. მაშინ ნატა იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელი იყო.
აპრილი ძალას იკრებდა, ახლოვდებოდა "სტუდენტური გაზაფხული-87", ნატაც მონაწილეობდა ამ კონკურსში და ლექციების შემდეგ რეპეტიციებზე რჩებოდა. კარგად მღეროდა და ცეკვავდა. მეგობრებთან ერთად ხალისობდა და სჯეროდა, მისი ფაკულტეტი გაიმარჯვებდა... ერთხელ, ლექციების შემდეგ სტუდენტები გარეთ გამოიშალნენ. ნატამ ჭადრის ხესთან ატუზული ქალი შეამჩნია. რატომღაც გვიან გაახსენდა, რომ სევდიანად მოღიმარი უცნობი ქალი გუშინაც იქ იდგა და დაჟინებით მისჩერებოდა. რატომღაც უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო. მიმავალმა რამდენჯერმე მოხედა ქალს, რომელიც ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდა და თვალს არ აშორებდა. მეხუთე დღეს, ნატას დანახვისთანავე ჭადართან მდგომი ქალი ადგილს მოსწყდა, გაოგნებულ გოგოს მივარდა, გულში ჩაიკრა და კოცნა დაუწყო, თან ჩურჩულებდა, - ახლა აღარსად გაგიშვებ, შენ ჩემი შვილი ხარო... ნატას თვალთ დაუბნელდა და მეგობარს, თეას ხელი რომ არ შეეშველებინა, ძირს დაენარცხებოდა... გონს რომ მოვიდა, ქალს ცივად გააშვებინა ხელი - ჩემგან რა გინდათო? ქალმა ღრმად ამოისუნთქა და უთხრა: - მე შენი დედა ვარ, მაგდა მქვიაო.
წლების წინ მაგ
...
Read More
|
"ამქვეყნად სასწაულები თუ ხდებოდა, არ მეგონა. ახლა უკვე ვირწმუნე. ამ გოგო-ბიჭის ახლობლებს ვთხოვე, "კვირის პალიტრას" მივწეროთ ეს ამბავი - ყველამ გაიგოს, რა შესძლებია ნამდვილ სიყვარულს-მეთქი. ნება დამრთეს, მაგრამ ვინაობის გამჟღავნებაზე მაინც შეიკავეს თავი (ამის მიზეზს წერილით შეიტყობთ).
ნიკას ორი წლის წინ (მაშინ ის 18 წლის იყო) ლეიკოზი დაუდგინეს. სასოწარკვეთილმა მშობლებმა აღარ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ. გერმანიაში სამკურნალოდ წასვლა ძვირი ჯდებოდა. ტელევიზიით ანგარიშის ნომერიც გამოაცხადეს, მაგრამ თანხის ნახევარიც ვერ შეგროვდა.
ნიკას პალატაში კიდევ ერთი ავადმყოფი იწვა, რომლის სანახავადაც ხშირად დადიოდა მისი ნათესავი, 16 წლის მაიკო. გოგონა ნიკას ძალიან დაუახლოვდა. მალე ნიკა მაიკოს სიყვარულში გამოუტყდა. ისიც დასძინა, - ვიცი, ჩვენ ერთად ყოფნა არ გვიწერია, მაგრამ დღეს შენი სიყვარულით ისე ბედნიერი ვარ, ვერ ვმალავო. მთავარი კი ის იყო, რომ მაიკო არ შეშინდა - მეც მიყვარხარო...
ეს რომ მაიკოს მშობლებმა გაიგეს, კინაღამ გაგიჟდნენ. გოგონამ თავის მოძღვარს სთხოვა, შეყვარებულებისთვის ჯვარი დაეწერა. მშობლებმა გაჯიუტებულ ქალიშვილთან ვერაფერი გააწყვეს, მღვდელი საავადმყოფოში მივიდა და ქალ-ვაჟი მეგობრების თანდასწრებით შეაუღლა. სწორედ იმ დღიდან დაიწყო სასწაული. ავადმყოფობამ, არავინ რომ არ ელოდა, უკან დაიხია. ნიკა გახალისდა, მადაც მოემატა, მოძლიერდა. ქრონიკული სისუსტე სადღაც გაქრა.
მაიკო, ეს პატარა გოგო, ერთ-ერთ ბიზნესმენს შეხვდა და გერმანიაში მკურნა
...
Read More
|
« 1 2 ... 62 63 64 65 66 ... 88 89 » |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
« ნოემბერი 2024 » | ორ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|