♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥სხვა და სხვა♥


სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია.
ნ ო ვ ა ლ ი ს ი

სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით.
ა ნ ა კ რ ე ო ტ ი

სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი.
ე ბ ნ ე რ შ ე ნ ბ ა ხ ი

სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს.
ბ ე თ ჰ ო ვ ე ნ ი

სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა.
ჰ ი უ გ ო

სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.
ს ტ ე ნ დ ა ლ ი

სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა.
ფ რ. რ ი უ კ ე რ ტ ი

სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის.
ტ ო მ ა ს ჰ ო ბ ს ი

სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს.
ვ. ვ. რ ო ზ ა ნ ო ვ ი

სიყვარული – ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ.
ნ ე ტ ა რ ი ა ვ გ უ ს ტ ი ნ ე, ა ვ რ ე ლ ი უ ს ი

სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს.
ვ ო ლ ტ ე რ ი

სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს.
ა ლ ფ რ ე დ კ ა მ ი უ

სიყვარული ყველაზე ღვთაებ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1379 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



-mogce shen siyvaruli?
-momeci...
-is bindzuria...
-momeci bindzuri
-me minda gimkitxao...
mimkitxave...
kidev minda gkitxo
-mkitxe
-tu getyvi momkali!
-mogklav!
-tu getyvi mokvdi
-movkvdebi!
-da tu vixrchobi?
-gishveli
-da rom getkineba?
-movitmen
-daushvat dagikakune?
-shemogishveb
-daushvat dagidzaxe
-wamoval
-tu iq ubedurebaa
-iyos ubedureba
-da tu mogatyueb
-gapatieb
-tu gibrdzaneb mimgere?
-gimgereb
-daketav kars megobristvis?
-davketav
-ucbat kedeli tu dagxvda?
-gavangrev
-da kvandzi?
gadavchri
-asi kvandzi iyos asi...
-shen mogce siyvaruli?
-siyvaruli... xo...
-ver egirsebi!!!
-ristvis, ratom??? imitom rom me ar miyvars monebi1!!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1115 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



***
სულ მენატრები მაშინაც კი როცა მძინავს,თვალებს დავხუჭავ და ისევ შენზე ვფიქრობ,წუთი არ გავა ისე რომ არ მახსოვდე ჩემს ყოველ სიტყვაში ,ყველაგან და ყოველთვის ერთი სახელი ისმის,,.მე შენ სულ გეძებ,ყოველთვის გელი,ფიქრი ნიავივით ქრის და თან მოაქვს სიტყვები,"-ელოდე,ის აუცილებლად დაბრუნდება!""
გულში ტკივილია,და ნელ-ნელა ფიქრებიც აირია,ვგრძნობ როგორ ერევა ცრემლებს,
ჩუმი,უთქმელი სევდა იღვენთება თვალებიდან,,
ღმერთო დამეხმარე მე ხომ ის მიყვარს


***
ზღვის პირას სველ ქვიშას მიუყვება ხან ერთი, ხან ორი კაცის ნაკვალევი. -ეს ვისი ნაკვალევია უფალო? -შენს მიერ გავლილი გზაა შვილო ჩემო. -მეორე ნაკვალევი ვიღასია უფალო? -ეგ ჩემია-პასუხობს უფალი-მე ხომ მთელი ცხოვრება შენს გვერდით ვიყავი. -მაინც მიგიტოვებივარ უფალო, ზოგჯერ მხოლოდ ერთი ნაკვალევი ჩანს. -შენ ცდები! ეს ჩემი ნაკვალევია, როცა ძალიან გიჭირდა, ხელში აყვანილს გატარებდი..


***
მე მოვკვდები გვიან ღამით, მე ხომ ცაში ანგელოზი მიხმობს..... მე დავფერფლავ თქვენს ოცნებებს და დავხატავ ამ ცხოვრების ტილოს.... მე ვიცოცხლებ სხვა სივრცეში, ერთხელ მაინც გავფრინდები ცაში, მე ვიცხოვრებ სინათლეში ვიცურავებ იმედების ზღვაში... მე გავივლი იმ ბილიკებს ტკივილით რომ იგონებენ სხვები, მე ავიტან ყველა ტანჯვას მეღირსება სინათლე და ფრთები. მე მოვკვდები გვიან ღამით , გავფრინდები საბოლოოდ მზისკენ დავფიქრდები სინანულის გზაზე ანგელოზი მელოდება ცისკენ.

***
თუ მოგენატრები, სიზმრად ჩაიტანე ეს დიდი სურვილი ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1088 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება...
ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,
გოგოს თვალებს ცრემლი სწყდება,
ცრემლს ღიმილი ენატრება,
ღიმილი კი ბიჭთან რჩება.
ვერ გაიგებ სად რა ხდება...
ბიჭი სხვაზე გაგიჟდება,
ის სხვა უცებ მიატოვებს,
მასზე გულიც არ დასწყდება.
გოგოს ფიქრთა კორიანტელს
ბიჭის სახე ელანდება,
დაღამდება, გათენდება,
მის გარეშე ჩუმად დნება.
ბიჭს რომ გოგო ავიწყდება,
ერთხელაც არ ახსენდება
და თუ მაინც გაახსენდა,
მოკითხვაც კი ეზარება.
დრო გადის და დღეს დღე მიაქვს,
გოგოს გულში სხვა გაჩნდება,
გაზაფხულის ლამაზ დილას
სადედოფლო კაბით ხვდება.
გეცინება? არ თქვა რატომ,
ვერ გაიგებ სად რა ხდება...
ბიჭი ნომერს აკრეფავს და...
გულზე დარდი დააწვება.
ერთადერთი სიყვარული
დღეს მის თვალწინ გაფრინდება.
ფიქრს აურევს მოგონება,
თვალზე ცრემლი გაუჩნდება.
რაც ყველაზე ლამაზია,
ასე უცებ რატომ ქრება?
არ გინდა, არ უპასუხო,
ვერ გაიგებ სად რა ხდება,
რატომ ხდება, რისთვის ხდება...
გული ჩუმად ზღაპარს ჰყვება...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1319 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იყო სურვილი
გრძნობა კი არა,
იყო ტყუილი,
იყო მიყვარხარ.
იყო ცრემლები,
სიცილი იყო
და ყველაფერი
ხანმოკლე იყო.
თითქოს არც იყო,
იყო კი, არა,
ცხოვრებამ ისე
დაგვატრიალა,
აღარც კი მახსოვს,
სიმართლე იყო?
ან როდის იყო,
იყო? არ იყო?
იქნებ საერთოდ
არც კი ყოფილა,
იქნებ სურვილი
დაკმაყოფილდა,
ან ბედისწერის
ხარვეზი იყო
ის, რაც ოდესღაც
ჩვენს შორის იყო.
იქნებ ნიშანი
სიმართლე იყო,
იქნებ საერთოდ
არ წასულიყო?
ან ვინც მეგონა,
ის, სულ არ იყო
და ბედისწერის
გზებიც გაიყო.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1113 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოვალ!
უძილობა უნდა ჩაგინესტო
სულში და გითხრა, რომ ... მართლა მენატრები,
ვიცი გეძინება...როგორ გაგიმეტო
სველი სიჩუმისთვის... რაღაც მენანები.
მოვალ!
ის ტკივილი უნდა გაგინელო
გულს,რომ გიფატრავდა ბინძური ხელებით,
ღამე ნასიცხარი... კოცნით გაგითენო
სუნთქვა შეგიკრა და დაგახრჩო ფერებით.
არადა...
ოთახში მარტო ხარ მგონია,
ფანტავ რუხ ფოტოებს შენი წარსულიდან,
ვიცი ფიფქებივით დამათოვ ფორიაქს
მზეს რომ გამოსტაცე ცხელი სხეულიდან.
იქნებ ...
ბოლო კადრი ქარში გადაგირჩა
მინდა ჩემს თვალებში ჭინკები დათვალო
უნდა გაგაღვიძო! ძილი გადამიცდა
მინდა ფოტოებით თამაში გასწავლო.
მინდა...
ეგ დაჭრილი გული გაგიმთელო
სისხლად დაწრეტილი,ტკივილის ტარებით
შენი უცნაური მზერა დავიჩემო
სახლად გადავიქცე შენი წამწამების.
მოვალ!
ეს სიზმარი უნდა აგიცხადო
სცენას ჩამოვგლიჯო ხავერდის ფარდები,
მინდა დასასრული ერთად განვიცადოთ,
კადრად დამიწყე... და ფილმად დავმთავრდები..

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1191 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შენ თქვი: აქ ერთფერია.
მე გითხარი: მოდი, გავაფერადოთ.
ჩვენ _ავჭრელდით.
ამ სიჭრელემ თვალი მოსჭრა
ჩემიანებს,
შენიანებს
და მათ, ვინც მხოლოდ ორ ფერში ხედავდა.
შენ თქვი: სეზონურია ყვავილების სიყვარული.
მე გითხარი: ისინი არ ჭკნებიან ახალი ყვავილების მოსაყვანად.
ვერ დავუდექით საკუთარ თავს მაშინ თავდებად.
ჩვენ გავაჩუქეთ სიტყვა მიყვარხარ,
როცა იგი თავად არ გვქონდა.
შენ თქვი: ვიცხოვროთ წიგნის გმირებივით.
მე გითხარი: მათი ამბები უფრო გულწრფელია, ვიდრე დამწერი.
და ვაღიარეთ: როცა მოვკვდებით, ის ვიქნებით, ვისაც უმართლებს.
შენ თქვი: უნდა მოგეხვიო.
მე გითხარი: ზურგიდან უფრო იოლია.
ტყუილი ფეხისწვერებზე დგება.


კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1104 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ქალის ხასიათი თმების მიხედვით

აშლილი გრძელი თმა: მოსწონთ ქალებს, რომლებიც კონსერვატორულად აღიზარდნენ. მათ უყვართ თამამი ექსპერიმენტები და მოსწონთ ყველაფერი ტრადიციული.

ძალიან მოკლედ, ბიჭურად თმას ის ქალბატონები იჭრიან, რომლებსაც ყველაფერი ახალი მოსწონთ და განვლილ წლებზე არასოდეს ფიქრობენ. მათი მთავარი ამოცანაა, ყოველთვის იმაზე ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიან.

მხრებამდე დაშვებული ხვეული თმა რომანტიკოს ქალებს აქვთ. ისინი დიდ სიყვარულზე ოცნებობენ და უფრო ხშირად გამოგონილ, ირეალურ სამყაროში ცხოვრობენ.

შუბლზე გადაწეული და კეფაზე დამაგრებული თმა კოხტა, თითქმის პედანტ ქალბატონებს აქვთ. ისინი წესრიგის მოყვარული არიან და უწესრიგოდ ჩაცმულ ფეთხუმ მამაკაცებს ვერ იტანენ.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1184 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სამი გოგონა მიტყლაპუნობდა წვიმაში ...
როგორც ჩანდა არც ერთი ერიდებოდა წვიმას , გალუმპულები მიაბიჯებდნენ სადღაც...
ერთ გოგონას თვალებში გაურკვევლობა , სიყვარული და ცრემლები იგრძნობოდა ...
მეორე გოგონა თვალებით ვიღაცას ეძებდა ,
ხოლო მესამე გოგონა რომლის თვალებშიც იგრზნობოდა დიდი სიყვარული , ბუურუსი და და გაურკვეევლობა ეძებდა ვიღაცას , მაგრამ ის არსად ჩანდა ..
პირველი გოგონა გაუჩინარდა ხალხში , გოგონას ამღვრეულ მომწვანო თვალებში ძნელი გასარჩევი იყო ცრემლები ჰქონდა სახეზე თუ წვიმის წვეთები ....
ორი გოგონა აღმართძე გაყინულები ელოდებიდნენ თავის მეგობარს ,მაგრამ მეგობარი არსად ჩანდა ...
წვიმა არ აპირებდა გაჩერებას ....
მესამე გოგონამ თავისი მეგობარი შუა ქუჩაში მიატოვა , და წავიდა ...
მისი შავი თვალებსს ცრემლები ძალიან უხდებოდა წვიმის ფონზე...
მზემ მასთან ერთად დაიწყო ტირილი .... მთელი ქალაქი აჰყვა პატარა გოგონას რომელიც სკამზე იჯდა და მზეს ეძებდა ...
მზე აგრძელებდა დამალობანის ტამაშს და გოგონას გამხიარულებას მაგრამ ამაოდ ...
არ უნდოდა განშორება იმასთან რაც მისთვის ასეთი ძვირფასი იყო ...მაგრამ ხვდებოდა იმასაც რომ ეს გარდაუვალი იყო ...
გოგონა დაიკარგა ფიქრებში , საიდანაც თავის დახწევას ცდილობდა მაგრამ უჭირდა ...
მას შემოიხვია დარდი და სევდა ....
სევდა რომელიც მას ათბობდა და ამავდროულად გულს ტკენდა ....
გოგონა გონს როცა მოვიდა უკვე საღამო იყო ...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1221 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


როცა მესიზმრები, აღარ მინდა გაღვიძება, მინდა გიყურო, მოგეფერო, და გულში ჩაგიკრა, გამეღვიძება და, მაშინ იწყება ჩემი ტანჯვა, თვალებს ვხუჭავ ისევ რომ დაგინახო, არ მინდა სიზმარშიც დაგთმო, მაგრამ არც სიზმრად რჩები ჩემთან, მიდიხარ და მე ისევ მარტო ვარ…. . . მაშინ ვრწმუნდები რომ არავის მიმართ არ მიგრძვნია ის გრძნობა რასაც შენდამი ვგრძნობ, ჩემო სიცოცხლევ, არ მინდა რომ ვიტანჯებოდე, მე ხომ მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა, მაგრამ შენ შორს ხარ და ამის გახსენებაზე უაზროდ ვიტანჯები, მაშინაც კი, როცა
მეგობრებთან ერთად ვერთობი მინდა შენ იყო იქვე, რომ ვიცინო შენთან ერთად, ჩაგხედო თვალებში, შენ გამიღიმო, მე კი
ცდუნებას ვერ გავუძლო მოგეხვიო, გაკოცო. არ ვიცი როდის ვიქნებით ერთად, მე ისევ ძველებურად მიყვარხარ, მოხვალ ოდესმე? ჩამიკრავ გულში? მომეფერები? შენი თბილი ტუჩები, შენი ნაზი, ბავშვური კოცნა იცი როგორ მაკლია? ღამე უკუნეთ სიბნელეში მე ვხუჭავ თვალებს რომ დაგინახო, დავინახო შენი თეთრი სახე, თოვლივით თეთრი თითები, რომლებიც ოდესღაც ეფერებოდნენ ჩემს ბედნიერ სახეს და მინდა წუთით მაინც ვიგრძნო ის ბედნიერება რასაც ოდესღაც განვიცდიდი შენს გვერდით, არ ვიცი რატომაა ცხოვრება ასეთი სასტიკი, ბედნიერება წუთიერია იგი მოდის და გვტოვებს, ვიქნები ოდესმე კიდევ ბედნიერი? მოხვალ ოდესმე?!
მთელი ცხოვრება მოლოდინია,ადამიანი სულ რაღაცას ელოდება,რაღაცას ან ვიღაცას ეძებს,შეიძლება ის რაღაცა იქვე ჰქონდეს,მაგრამ ვერც ამჩნევდეს,რადგან მას იმედი აქვს,რომ უფრო უკეთესს იპოვის და ამ ლოდინში ისე ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1160 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 64 65 66 67 68 ... 88 89 »
ოთხშაბათი, 2024-11-27, 6:19 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024