♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥სხვა და სხვა♥

ერთი კუ და ერთი მორიელი დაძმობილდნენ; გაუდგნენ გზას. შეხვდათ წყალი. მორიელი დაღონდა, გაცურვა არ შეეძლო. კუმ უთხრა: ზურგზე შემაჯექი, მე გაგიყვანო. შეაჯდა მორიელი ზურგზე. კუმ რომ წყალში შესცურა, მორიელმა კისერში კბენა დაუწყო. კუმ ჰკითხა: ძმაო, რას შვრებიო? მორიელმა უთხრა: რა ვქნა, ასეთი გვარისა ვარ, მტერსა და მოყვარეს ყველას უნდა ვკბენდეო. კუ ჩაყურყუმალავდა, მორიელი წყალს მისცა და უთხრა: ძმაო, არც მე მინდა, მაგრამ ჩემი გვარი თუ მოშხამულ ხორცს არ მოიბანს, გასივდება და მოკვდებაო.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1820 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სევდა ზღვა არის,
იდუმალი და უნაპირო,
გულ-გონებაში ჩამომდგარი ჩუმი მთა არი,
მზის ჩასვლის მერე დარჩენილი
თალხი ნაგრილი.
მზე იწურება მთების იქით, მიმწუხრი დგება,
გულში კი სევდა საღამოვდება,
დგას ბნელი ღამე,
იდუმალი და თავდახრილი...
გაივლის ჟამი,
მთის იქიდან ამოვა მთვარე
და ამ სევდიან ღამეებში ისე ჩადგება,
როგორც ნაზამთრალ თალხ ტყეებში
თეთრი აპრილი.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 2159 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



გადამაჩვიე ... სევდას და ოცნებას გადამაჩვიე გთხოვ ...
ისე უბრალოდ, ადექი და გადამაჩვიე ...
დავიღალე ..სევდით და ოცნებით, დავიღალე...

არეულია აზრები დღეს და გუშინდელზე სულაც არ მაქვს მოთხოვნილება ... არადა მეგონა მიჩვევასაც ცოდნია შეჩვევა ...
სულაც არ ყოფილა ძნელი ... ავდექი და გადავეჩვიე ...”

გინახავთ ოდესმე, მოცისფრო ღრუბლების ბოლოს წითელი გავარვარებული დისკო?
მე მინახავს ... ჩემი სარკმლიდან სწორედ ესეთი ხედია ეხლა ...
არადა სულ რაღაც ნახევარი საათის წინ ჯმუხი ნაცრისფერი იყო არემარე ...
ეს ამინდებიც ჩემი ხასიათივით იცვლება ამ ბოლოს ... მარტი იყოს კიდევ მესმის ...
თუმცა. მარტში მე ვარ ირგვლივ ... ხეშიც,მზეშიც,ქარშიც,წვიმაშიც ,ფიქრშიც.ბგერაშიც,ოცნებაშიც მე ვარ მხოლოდ ... იმიტომ რომ , მე მარტი ვარ - მარტივით არეული და ამოუცნობი ... მარტო მარტი ... მარტოდ .

სითეთრეა გარშემო... მაგრამ სისპეტაკე აკლია რაღაც ... ალაგალაგ სიმუქე ჩრდილავს თოვლს ... არადა როგორ ველოდი ... თოვლსაც და სიმშვიდესაც ...
თოვლი მოვიდა ... სიმშვიდეს აგვიანდება …
მაგრამ მე ველი ... ველოდები მთელი ჩემი დაგროვილი ემოციით და მჯერა მალე მოვა ... ბოლოს ,წასვლის წინ იმედი დამიტოვა ხვალის ... არასოდეს დამაღალატებს მჯერა ...

სულში განგაშის ზარებს რეკენ ... აზრები ერთად მოგროვილან და ევაკუაციისთვის მზადყოფნა ემჩნევათ ფრაზებსაც .... ფიქრები პროტესტის ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1052 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



იაპონელები საშუალოდ 79 წელს ცოცხლობენ, ავსტრალიელები, ბერძნები, კანადელები და შვედები - 78 წლამდე; გერმანელები და ამერიკელები დაახლოებით 76 წელს. დანარჩენ ქვეყნებში კი სიცოცხლის ხანგრძლივობა თანდათანობით იკლებს. ექიმების, ფსიქოლოგებისა და დიეტოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა რამდენიმე მეთოდი შეიმუშავა, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს და ცხოვრებას უფრო სასიამოვნო ელფერს სძენს.

ზომაზე მეტად ნუ დანაყრდებით

ჩვეული 2500 კალორიის ნაცვლად, 1500 კალორიას დასჯერდით. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ იკვებეთ ზომიერად.

მენიუ ასაკის შესაფერისი უნდა იყოს

30 წელს მიღწეულ ქალბატონებს პირველი ნაოჭები გაცილებით გვიან გაუჩნდებათ, თუ რეგურალურად მიირთმევენ ღვიძლსა და თხილს. 40 წელს გადაცილებულებს ბეტაკაროტინი ესაჭიროებათ; 50 წლის ზემოთ აუცილებელია კალციუმის დოზის გაზრდა (ძვლებისთვის) და მენიუში მაგნიუმის ჩართვა (გულისთვის).

მოძებნეთ შესაფერისი სამსახური

როგორც ფრანგი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, სამსახური ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალებაა. უმუშევარი ადამიანი ასაკთან შედარებით ხუთი წლით ხნიერად გამოიყურება.

იპოვეთ მეორე ნახევარი

სიყვარული ხომ სიბერის დაუძინებელი მტერია. საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნისას, ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1005 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს..


წუხილს გაუმარჯოს, მზერაში დაფარულს,
ფიქრს გაუმარჯოს, ტკივილით დაღალულს,
თვალებს გაუმარჯოს, უსაზღვროდ სევდიანს
უსიტყვოდ, მზერით რომ ყველაფერს გეტყვიან.
სიყვარულს გაუმარჯოს, ჩვენს პირველ

სიყვარულს,
დარდიან გულსა და დაფარულ სიხარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს იმ პირველ სიყვარულს.
იმ ფიქრს გაუმარჯოს, ღიმილს და სიკეთეს,
ჩვენს გულში მალულად ბუდეს რომ იკეთებს.
ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას შორეულს,
ნატვრას გაუმარჯოს, ყველასგან დაფარულს,
სიყვარულს გაუმარჯოს, თუნდაც დაკარგულს...






უცნაური მონატრება ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოწყენილი ხარ?
დაფიქრდი რატომ.
იქნებ იმიტომ,
რომ დარჩი მარტო.
კვლავ ცრემლი მოგდის,
ნუთუ მე მნატრობ.
მეც მენატრები,
არ ვიცი, რატომ!


მენატრები ისე, როგორც არავის,
ნეტა სადმე მარტო გედგას კარავი.
ქურდი ვიყო სიყვარულის მპარავი.
პირველ რიგში შენ გულს მოვიპარავდი


დავიღალე, უკვე ძლიერ დავიღალე,
ლოდნისგან ეს გრძნობები გაილია, მიმატოვე?
დაბრუნებას კი არა გთხოვ,
უშენობას გული უკვე შეეჩვია
ნუ გგონია წარსულისთვის აწყმოს დავთმობ,
დღესდღეობით მე ეს აწყმო მირჩევნია!
წარსულისთვის მე საზღაურს კი არა გთხოვ
დაგივიწყე და გრძნობებიც გაილია,
დამივიწყე, დაბრუნებას ნუღარ მომთხოვ
ჩემს სიყვარულს უკვე სხვისი გრძნობა ქვია.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1217 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


სანამ ცოცხალი ვარ, სანამ კვლავ ვარსებობ, სანამ გულში ცოცხლობს ამინდი მზიანი.
მანამ მომეფერე, მანამ გამიფრთხილდი, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
სანამ ძველებურად ბრუნავს დედამიწა, სანამ არ გამწირავს იღბალი ტიალი
გულში ჩამიკარი გული არ მატკინო, მერე ყველაფერი იქნება გვიანი
სანამ სიყვარული ისევ შემიძლია სანამ კვლავ მახარებს ფოთოლთა შრიალი
ხელზე წაიკითხე ჩემი ბედის წერა, მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
მოვა დრო მიხვდები წარსულის შეცდომებს, აღარ გაგახარებს ფოთოლთა შრიალი.
მე ვეღარ დაგიხსნი ტანჯვა სამსხვერპლოდან
მერე ყველაფერი იქნება გვიანი.
ბედის ირონია მწარედ ჩაგვიცინებს და აგატირებს შიჩუმის ტრფიალი.
მარტო დარჩენილი სევდით გამიხსენებ, მაგრამ დამიჯერე იქნება გვიანი
სანამ ცოცხალი ვარ, მანამ მომეფერე მერე ვერ მიშველის ხსენება ფიალით
გული არ მატკინო, თორემ ცრემლების ღვრა, როცა არ ვიქნები იქნება გვიანი...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1098 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ჩემი წყნარი ქუჩის სიმყუდროვეს იშვიათად თუ დაარღვევდნენ კანტი კუნტად მოსიარულე მგზავრები, მათი ჩავლისას ისმოდა მშვიდი, ხმადაბალი საუბარი, თითქოს ცდილობდნენ არ დაერღვიათ მთვლემარე მყუდროება , რომელიც აპირებდა ძილისთვის მიეცა თავი
ერთადერთი რაც ხელს უშლიდა ქუჩას რომ წასულიყო მყუდროების ძილში ეს იყო პატარა ბაღი, საიდანაც იღვრებოდა ადამიანების მშვიდი, სასიამოვნო ძილის მომგვრელი ხმადაბალი საუბარი, პატარა ბაღის ძირითადი ნაწილი ეკავა სკამებს რომელიც
ბაღს წელიწადის ოთხივე დროს ხშირად აკითხავდნენ მოხუცები, რომლებსაც შვილიშვილები სათამაშოდ გაეშვათ თვითონ კი სკამზე მოკალათებულნი მშვიდად მოხუცური სიზანტით და სევდიანად იხსენებდნენ წარსულის ამბებს... მხოლოდ ზამთრობით იშვიათად, რომ გამოჩენილიყვნენ, ჩამოებერტყათ სკამებიდან თოვლი ცოტა ხნით დაესვენათ, ამოეღოთ მუხლიდან ქარი, რათა შემდეგ ისევ ბებრულად გაეგრძელებინათ სვლა .... თამამად შეგეძლოთ გეთქვათ, რომ ეს ბაღი მოხუცებისა და ბავშვების საკუთრება იყო....
ის ის იყო გაზაფხულს დამთავრებული ჰქონდა არე მარის მწვანედ მოხატვა და თავისივე ნახელავით კმაყოფილი იმით, რომ ზაფხულს დაუტოვა ბაცი სიმწვანე, გაუჩინარებას აპირებდა...ბაღს შეყვარებული გოგო წყვილიც აჩუქა და თითქოს წერტილი დაუსვა თავის ნამოქმედარსო გაუჩინარდა ......
გოგო ბიჭის სტუმრობა ბაღში თავდაპირველად ვერავინ შეამჩნია...მათი შემოპარვა , მოკალათება სკამზე, სკამის ზურგზე სახელების ამოჩხაპვნა თვით ყოვლისმცოდნე და ყოვლის მნახველ მოხუცებსაც კი გამოეპარათ
მაგ ... Read More

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1114 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

ხანდახან მგონია, რომ... რაგაც მგონია
ხანდახან მგონია, რომ მზე ვარ, რომელსაც მთვარის ნახვა სურს თუმცა ვერ ხედავს!
ხანდახან მგონია, რომ კლდეზე ამოსული ხე ვარ რომელაც ფესვები ვერ აიდგა, და კლდიდან თავქვე დაეშვა!
ხანდახან მგონია, რომ ცხოვრება მიილია და დავრჩი მარტო მე, თუმცა მე მივილიე და არა ცხოვრება!
ხანდახან მგონია, რომ ზღაპრის გმირი ვარ, რომელიც თითქოს და გმირულად იღუპება, მაგრამ გვიღირს კი ასეთი სიკვდილი.
ხანდახან მგონია, რომ აღელვებული ზღვა ვარ, რომელიც საღამოს დაწყნარდება და მშვიდი და უწყინარი ხდება!
ხანდახან მგონია, რომ სიყვარული არ არსებობს, თუმცა მაშინ რა მკლავს და რა მწვავს თუ ეს მგონია!
ხანდახან მგონია, რომ სამყარო მშვენიერია, თუმცა არც იმდენადაც რამენადაც მე ეს მგონია!
ხანდახან მგონია, რომ ცამდე ავაწვდენ ხელებს და იმ ვარსკვლავს მოვწყვიტავ რომლისთვისაც ღირს ცხოვრება!
ხანდახან მგონია, რომ გულში ჩაგიკრავ ჩაგიხუტებ, ისე ჩაგიხუტებ რომ ჩემად შეგიგრძნობ, თუმცა მგონია!
ხანდახან მგონია, რომ შანსი რომ მქონდეს ყველაფერს გავაკეთებდი ბედნიერებისათვის!
ხანდახან მგონია, რომ უშენოდ ცხოვრებას შევძლებ და ალბათ შევძლებ იქნებ ჩემი ხვედრიც სწორედ ას არის!
ხანდახან მგონია, რომ საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ. თუმცა ეს არ მგონი დანამდვილებიტ ვიცი!
ხანდახან მგონია, რომ მე ბევრი რამე მგონია!

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 980 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ჩვენი გაცნობა, ალბათ, უფალმა ინება! ოთხი წელი დიდი დროა იმ პატარა გოგონასთვის, რომელიც ახლა უნდა იწყებდეს ცხოვრებას. მაგრამ ღვთის ნებას ხომ ვერ გაექცევა ვერც ერთი ადამიანი?! ოთხი წლის წინ თოვლის მოსვლას ვნატრობდი, სწორედ მაშინ გაგიცანი . . . _ ნატვრის თვალი რომ ვიყო, რას ინატრებდი? _ მკითხე უეცრად. მე დავიბენი, შემეშინდა, გაქცევაც დავაპირე, მაგრამ ფეხები არ მემორჩილებოდა. _ უცხოოებს არ ველაპარაკები! _ უცხო რომ არ ვიყო, რას მიპასუხებდი? _ არაფერს! გავბრაზდი, რას გადამეკიდა ამხელა კაცი-მეთქი, გავიფიქრე.

ალბათ მაშინ თოთხმეტი წლის ბავშვს მეჩვენებოდი ხუთი წლით წლით უფროსი ამხელა კაცად. შენ არ მომეშვი თითქოს მეც რაღაც მიზიდავდა და მაკავებდა შენს წინ. ზამთარი იყო, ირგვლივ ყველაფერი უსიცოცხლოდ ღაფავდა სულს. ზამთარს ერთი რამ აკლდა თოვლი. . . . თოვლი ხომ აქ ყვეაფერს შეცვლიდა და გაალამაზებდა. იმ დღეს ვერაფერს გახდი, გარდა იმისა, რომ თავი მომაწონე. ხმას ამოიღებდი თუ არა მე გეუბნებოდი: _ არ გიცნობ და ნუ მელაპარაკები-მეთქი. ბავშვური აჩემებააო, ამბობდი, როცა მართლა ბავშვი ვიყავი. ერთხელ მარტო აღმოვჩნდი ეზოში.

შენ ჩემკენ წამოხვედი. მიახლოვდებოდი, მე ვნერვიულობდი. ჩემს გვერდით ჩამოჯექი. სიგარეტს მოუკიდე და რაღაცაზე დაიწყე ფიქრი. მე გიყურებდი, გათვალიერებდი, შორიდან გეალერსებოდი, შენ კი არ შ ... Read More
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1030 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 63 64 65 66 67 ... 88 89 »
შაბათი, 2024-11-23, 7:22 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024