♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » იანვარი » 17 » როგორ ავირიდოთ კონფლიქტი
5:20 PM
როგორ ავირიდოთ კონფლიქტი


ოლ-ქმრის ჩხუბი რეგვენს მართალი ეგონაო, ნათქვამია. თუმცა, არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ძვირფასი ადამიანები ერთმანეთისგან გაუცხოებულნი აღმოჩნდებიან ხოლმე და უფრო ხშირად ასეთი შედეგი გამუდმებულ კამათს მოაქვს. კამათის დაწყება რატომღაც ადვილია, შეთანხმება კი - ძნელი.



1. დაინტერესდით პარტნიორით
შეეცადეთ, უკეთ გაიცნოთ: დაინტერესდით მისი მოსაზრებებით, გატაცებებით. სცადეთ, შეეგუოთ მის არა მხოლოდ დადებით თვისებებს, არამედ სუსტ მხარეებსაც. ვისაც მხოლოდ საკუთარი პრობლემები აინტერესებს, სხვასთან სირთულეები ექმნება, და ეს სხვა ხშირად ცხოვრების თანამგზავრისა ხოლმე.

2. მოუსმინეთ მეორე ნახევარს
მოსმენის უნარი უზრუნველყოფს კარგ კონტაქტს და ხშირ შემთხვევებში უფრო ფასეულია, ვიდრე საუბრის უნარი. ამ მხრივ ოჯახიც არ არის გამონაკლისი. თავს ახვევთ სამსახურიდან ახალდაბრუნებულ ქმარს ნებისმიერი წვრილმანის შესახებ ახალი ინფორმაციის ნაკადს, ეწუწუნებით ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა თქვენს გარდერობში ახალი ტანისამოსის ნაკლებობა და ა.შ. მსგავს სიტუაციაში ნუ ელით სასიკეთო ფსიქოლოგიური კლიმატის დამკვიდრებას ოჯახში. ქმარი დუმილს ამჯობინებს, თავის ფიქრებს დაუბრუნდება, რომელთა განდობას, შესაძლოა, შინ მომავალი, თქვენთვის აპირებდა. უმჯობესია, ჯერ მას მოუსმინოთ და შემდეგ გაუზიაროთ საკუთარი პრობლემები.

3. ისაუბრეთ იმის შესახებ, რაც თქვენს პარტნიორს აინტერესებს
მოსაუბრე უნდა გრძნობდეს, რომ პარტნიორი არა მხოლოდ უსმენს, არამედ მის აზრთა მდინარებას მიყვება, ესმის მისი. ამიტომ იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი საუბრის აზრი მეუღლეს აინტერესებდეს.

4. ბოროტად ნუ გამოიყენებთ კრიტიკას
კრიტიკა - ის იარაღია, რომელიც ბუმერანგივით უკან ბრუნდება. როცა ვინმეს გაკრიტიკებას შეუდგებით, უნდა იცოდეთ, რომ ის აუცილებლად გადაგიხდით. თუ ცოლი შენიშვნას აძლევს ქმარს, რომ გაუპარსავია და ცუდად გამოიყურება, შესაძლოა ასეთი პასუხიც მიიღოს მისგან: "საკუთარ თავს შეხედე, რას ჰგავხარ". კრიტიკა უნდა შეიცავდეს პოზიტიურ ელემენტებსაც. ის პარტნიორის ღირსებას კი არ უნდა აკნონებდეს, არამედ თვითკრიტიკისკენ უბიძგებდეს მას. გაუმართლებელია თავდასხმითი ხასიათის კრიტიკული შენიშვნები და პირდაპირი კრიტიკა.

5. მოერიდეთ ბრძანებებს
უმრავლესობა ვერ იტანს, როცა ბრძანების კილოთი ელაპარაკებიან, ახსენებენ მოვალეობებს. ეს განსაკუთრებით ცოლქმრულ ურთიერთობებს ეხება, სადაც პარტნიორები თანასწორუფლებიანები არიან. წინააღმდეგობის თავიდან ასაცილებლად ბრძანების კილო კითხვის ან თხოვნის ფორმით შეცვალეთ.

6. აღიარეთ საკუთარი შეცდომები
თუ შეცდომებს დროულად მიაქცევთ ყურადღებას და აღიარებთ, კონფლიქტს თავიდან აიცილებთ. როცა ჩვენ ნებაყოფლობით ვაღიარებთ საკუთარ შეცდომად იმას, რაც პირდაპირი მნიშვნელობით, შეცდომას არაა, წარმატებით გავართმევთ თავს კონფლიქტურ სიტუაციას.

7. ხშირად შეაქეთ და ცოტა გააიდეალეთ
ხშირად ვკიცხავთ იმის გამო, რაც არ მოგვწონს, და თუ რაიმე მოგვწონს, იმის შესახებ ვდუმვართ. თუ ქმრის გემოვნებას ცოლის მიერ მომზადებული კერძი აკმაყოფილებს, ჩუმად მიირთმევს მას, ხოლო თუ არ მოეწონა _ პრეტენზიებს გამოთქვამს. ცოლქმრული ტაქტიკა კი საპირისპიროს გულისხმობს. საუბარში ცოტა უნდა გავაიდეალოთ პარტნიორი - თითქოს ის უკვე არის ისეთი, როგორიც გვსურს, რომ იყოს.

8. გაითვალისწინეთ ერთმანეთის მდგომარეობა
საკამათო საკითხებს ყველა სხვადასხვა კუთხით უყურებს. მაგალითად: ქმარმა სამსახურიდან სადილზე დაიგვიანა და უგემურად მიირთმევს. ის დაღლილია, განერვიულებული და საკუთარ პრობლემებზე კონცენტრირებული. დაუმთავრებელი ულუფა გვერდზე გადადო... განაწყენებული დიასახლისი მეორე ოთახში გადის და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა იძაბება. ქალი ფიქრობს, რომ ქმარი უყურადღებოა მის მიმართ, ქმარი კი ვერ ხვდება, რომ ცოლს სურდა, მყუდრო გარემოში გემრიელი ვახშმით მისთვის სიურპრიზი მოეწყო. თუ თითოეული თქვენგანი შეეცდება, საკუთარი თავი სხვის ადგილას დააყენოს, პარტნიორის სიტუაცია და განცდები გაითავისოს, უფრო მომთმენი გახდება და მდგომარეობიდან გამოსავალს იპოვის, კონფლიქტსაც თავიდან აიცილებს.

9. ნუ იკამათებთ
დესტრუქციული კამათი ვერ წყვეტს პრობლემას, ის მხოლოდ აძლიერებს დაძაბულობას და უსამართლობის შეგრძნებას. პრინციპი "ნუ იკამათებთ" არ გულისხმობს დუმილს - ტაქტიკურად ის ნიშნავს "დადგე კამათზე მაღლა", მონაწილეობა მიიღო საუბარში, მაგრამ არ დაუპირისპირდე თანამოსაუბრეს. თუ მის ნათქვამს დავუპირისპირდებით სიტყვებით: "შენ არ ხარ მართალი", ან "შენი ბრალია", ეს იგივეა, პარტნიორს ვუთხრათ, რომ ის სულელია და ცუდი, ჩვენ კი უფრო შეგნებულნი და კარგები ვართ. ეს უსიამოვნოა ნებისმიერი ადამიანისთვის. ამგვარად მხოლოდ შეაფერხებთ საკუთარი მოსაზრების დამტკიცებას, მაშინაც კი, თუ ის მართალია.

10. ხშირად გაიღიმეთ
სასიამოვნო ღიმილი დიამეტრალურად უპირისპირდება კონფლიქტს. კეთილად მომღიმარი ადამიანის თანდასწრებით სხვასაც უქრება ჩხუბისა და კამათის სურვილი და კეთილგანწყობილი ხდება. განწყობილება ადვილად გადამდებია. თუ პარტნიორს ხშირად გაუღიმებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ღიმილითვე გიპასუხებთ. ერთის თბილი და კეთილი განწყობილება მეორე ადამიანის ანალოგიურ საპასუხო რეაქციას იწვევს და დაძაბულობას ხსნის.

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1148 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:01 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 70
სტუმარი: 70
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024