♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥რჩევები♥


თანამედროვე მეცნიერები მეჭეჭის მკურნალობის ეფექტურ და ბუნებრივ საშუალებას გვთავაზობენ. ნიორში შემავალ გოგირდის კომპონენტებს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები აქვს. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნივრის ექსტრაქტი ორ კვირაში მეჭეჭის კვალსაც კი არ ტოვებს.

მეჭეჭი სხეულზე ინფექციის შედეგად წარმოიქმნება. ის ჯანმრთელობისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ გადამდებია. ფართოდ გავრცელებული ხალხური საშუალებების გარდა, მაგალითად, უმი კარტოფილის წასმა და მრავალი სხვა, მეჭეჭის მოსაშორებლად წმინდა მეცნიერული მეთოდებიც არსებობს. მაგალითად, სალიცილის მჟავას საფენები - ის წვავს მეჭეჭს, მაგრამ შედეგის მისაღწევად ხშირად რამდენიმე თვეა საჭირო.

ბოლო დროს ექიმები მეჭეჭის მოსაშორებლად კრიოთერაპიას, ანუ მოყინვას იყენებენ. ეს უფრო სწრაფი, მაგრამ მტკივნეული მეთოდია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

ზემოხსენებული გამოკვლევების დროს ნივრით 23 პაციენტს უმკურნალეს. სეანსი დღეში ორჯერ ტარდებოდა. ერთი-ორი კვირის შემდეგ მეჭეჭი ყველას გაუქრა. გვერდითი მოვლენების სახით მხოლოდ კანის უმნიშვნელო სიწითლე და წვა შეინიშნებოდა.

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1691 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნეტავ რა სჯობს, სილამაზე გაჩუქოს განგებამ, თუ ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადო, თუნდაც ჩვეულებრივი გარეგნობით. ხშირად გაიგონებთ ქალბატონებისგან: ბედი მომეცი და სილამაზეს არ ვჩივიო. როგორც ჩანს, საფუძველს მოკლებული განაცხადი არაა. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ცხოვრებაში წარმატებას მისაღწევად მარტო სილამაზე, მართლაც, არ კმარა, მიზნის დასახვა და მისი მიღწევაა აუცილებელი, მარცხმა არ უნდა შეგაშინოს და წარმატებამ არ უნდა გაგათამამოს, იღმბალიიცაა საჭირო. მოკლედ სხვადასხვა უნარის მთელი თაიგული გვჭირდება
თუმცა არსებობს ერთი თვისება, რომელიც წინსვალას უდავოდ განაპირობებს, მის მფლობელს ნებისმიერ წრეში წარმატებას უქადის და გამუდმებით, ყველგან და ყოველთვის სხვების ყურადღებით მოსავს. ამ თვისებით, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთეულები არიან დაჯილდოებულნი; მხოლოდ ერთეულებს აქვთ ბედნიერება, მოიმკან იმის ნაყოფი, რასაც ზოგი ქარიზმას ეძახის, ზოგი - შარმს და ზოგიც � ხიბლს. საზოგადოებაში ასეთი ქალი უეცრად იპყრობს ყურადღებას და სიმპათიას, სხვაზე ლამაზი იქნებ არც არის, ჩვეულებრივია, მაგრამ მასში რაღაც შეუცნობელია - რითაც გამოირჩევა, რითაც ხიბლავს და რითაც ატყვევებს სხვას. მისი ნაზი ღიმილი, კეთილი გამოხედვა და ჰარმონიული მოძრაობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს გულგრილს ვერ ტოვებს. ქალების უმეტესობა მასთან დამეგობრებას ცდილობს, რომ უჩვეულო წარმატების საიდუმლო ამოიცნოს. 
გამოკითხვის შედეგად, დაახლოებით გ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1126 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



-- რას წარმოადგენს დეპრესია და რა თავისებურებები ახასიათებს მას?

დეპრესია ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ზეწოლას, დათრგუნვას ნიშნავს. ეს არის სინდრომი, რომლისთვისაც დამახასიათებელია გუნება-განწყობის დაქვეითება (ჰიპოთიმია), ინტელექტუალური და მოტორული ფუნქციების შეკავება, ვიტალური (სასიცოცხლო) სურვილების დაქვეითება, საკუთარი თავისა და გარემომცველ სინამდვილეში საკუთარი მდგომარეობის პესიმისტური შეფასება. მას, როგორც წესი, თან სდევს სომატურ-ნევროლოგიური დარღვევები. დეპრესიისთვის დამახასიათებელია ისეთი კოგნიტიური თვისებები, როგორიც არის საკუთარი პიროვნების, გარესამყაროსა და მომავლის უარყოფითი, გამანადგურებელი შეფასება. ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ემოციური სფეროს დარღვევებს უკავშირდება. ასეთ დაავადებებს თანამედროვე კლასიფიკაციაში გუნება-განწყობის ან ემოციური სფეროს დარღვევების სახელით მოიხსენიებენ. ეს იმით არის განპირობებული, რომ, შიზოფრენიისგან განსხვავებით, რომლის ერთ-ერთ ადრეულ და უმნიშვნელოვანეს სიმპტომს აზროვნების დარღვევა წარმოადგენს, გუნება-განწყობის დარღვევისას აღინიშნება გრძნობით-ემოციური სფეროს დათრგუნვა. ნორმალური ფსიქიკის ადამიანი გარემოში მიმდინარე ცვლილებებს რეალისტურად აღიქვამს, ახდენს მათ ობიექტურ შეფასებას და ადეკვატურად იქცევა. როდესაც ემოციური ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1590 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



დეპრესია- გზა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაავადებებისაკენ
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დეპრესიამ შეიძლება ხელი შეუწყოს გულის სასიკვდილო დაავადებების წარმოქმნას ქალებში.

მეცნიერები აკვირდებოდნენ 63 ათას ქალს 1992 წლიდან 2004 წლამდე. კვლევის დასაწყისში აბსოლუტურად ყველა ქალი ჯანმრთელი იყო, თუ არ ჩავთვლით დეპრესიის სერიოზულ სიმპტომებს ქალების 8 %-ში.

12 წლიანი დაკვირვების შემდეგ სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დეპრესიით შეპყრობილი ქალები 2-ჯერ უფრო ხშირად კვდებოდნენ მოულოდნელი სიკვდილით, რისი მიზეზიც არათანაბარი გულისცემა იყო. მათში ასევე მაღალი იყო სიკვდილიანობის რისკი გულის სხვა დაავადებებისაგან.

სპეციალისტები თვლიან. რომ სტრესებისა და ნერვიულობისაგან ქალებს უვითარდებათ არითმია და იზრდება უცაბედი გულის გაჩერების რისკი.

ამას გარდა, დეპრესიაში ჩავარდნილი ქალები აბსოლუტურად არ ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, საბოლოოდ კი სერიოზული გულის დაავადებები გვიან სტადიებში დიაგნოსტირდება.

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1449 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მამაკაცისათვის საჩუქრის შერჩევისას ქალს დიდი დაკვირვება მართებს. მაღაზიებში არჩევანი არც ისე დიდია: პორტმონე, ოდეკოლონი, საპარსი, საკინძი, ლითონის მათარა სპირტიანი სასმელებისთვის... და ზოგჯერ გულის სიღრმეში გიხარია კიდეც, რომ მამაკაცი სიგარეტს ეწევა, რადგან ეს საჩუქრის შერჩევას გიადვილებს: სხვა თუ ვერაფერი მოახერხე, სანთებელას ან პორტსიგარს აჩუქებ... მაგრამ დაანებებს კი მამაკაცი მოწევას თავს, როდესაც საჩუქრად "ზიპოს" ან "რონსონის" სანთებელას მიიღებს?!
განსაკუთრებით ძნელია საჩუქრის შერჩევა წარმატებული მამაკაცისთვის, რომელსაც ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი აქვს.

ტანსაცმლის ჩუქება სარისკოა - დანამდვილებით უნდა იცოდეთ სამოსის ზომა, დაუკვირდეთ საჩუქრის ადრესატის ჩაცმის სტილსა და ქცევის მანერას... დაწუნებულ საჩუქარს, ცხადია, გარდერობის შორეულ კუთხეში მიუჩენენ ბინას, ისეთი ნივთის ჩუქება კი, რომელსაც მზის სინათლის ხილვა არ უწერია, დამეთანხმებით, არცთუ ისე კარგი იდეაა. თუ საჩუქრის ადრესატი თქვენი შეფი ან კოლეგაა, მდგომარეობას ჰალსტუხი ან ქამარი გამოასწორებს. ჰალსტუხის ალალბედზე ჩუქებას არ გირჩევთ, სჯობია, ეს აქსესუარი იმ კოსტიუმს შეუხამოთ, რომელიც მის ტანზე ნახეთ. ასევე მიუდექით ქამრის შერჩევის საკითხსაც. თუ მამაკაცს ძალიან კარგად არ იცნობთ, არამც და არამც არ აჩუქოთ არასტანდარტული ნივ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1346 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1.უთხარით მას რომ ის ყველაზე ლამაზია. 

* * *

2.როგორც კი მოახერხებთ მოკიდეთ ხელი ხელზე,თუნდაც წამიერად.

* * *

3.აკოცეთ კისერზე,ან ყელზე.

* * *

4.დაუტოვეთ ხმოვანი შეტყობინება ალერსიანი ხმით.

* * *

5.ყოველთვის უთხარით რომ გიყვართ.

* * *

6.როცა ის გაბრაზებულია,მოიმწყვდიეთ მკლავებში და აუხსენით რა ბევრს ნიშნავს იგი თქვენთვის.

* * *

7.პატარა დეტალებსაც კი მიაქციეთ ყურადღება და ეს მას უთხარით.

* * *
8.უმღერეთ მას,რა საშინელი ხმაც არ უნდა გქონდეს.

* * *

9.უთხარით რომ მას ყველა ქალზე წინ აყენებთ.

* * *

10.დაუწერეთ ნიშნები კოცნაში.(აზარტულია)

* * *

11.გააცანით ის თქვენს ოჯახს და მეგობრებს,როგორც შეყვარებული.

* * *
12.ეთამაშეთ მის თმას.

* * *

13.აიყვანეთ და დაატრიალეთ.

* * *

14.დაჯექით პარკში მასთან ერთად და დაელაპარაკეთ თუნდაც სისულელეზე.

* * *

15.მოუყევით თუნდაც სულელური ანეკდოტები.

* * *

16.ესროლეთ მის ფანჯარას შუაღამისას კენჭები და თუ გამოიხედება უთხარით რომ გენატრებათ.

* * *

17.ეცადეთ დაიძინოს თქვენს მკლავებში.

* * *

18.ამოჭერით თქვენი სახელები ხეზე.

* * *

19.თუ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1492 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1. ბრაზილიური ეპილაცია

რამოდენიმე წლის წინ როდესაც ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა გვინეტ პელტროუმ განაცხადა, რომ ბრაზილიური ეპილაცია მისი პორადი ცხოვრების ბედნიერების საწინდარია, ამ სახის ეპილაციამ საქვეყნოდ გაითქვა სახელი და დღეს დღეობით უმარავი ქალბატონი აქტიურად სარგებლობს ამ პროცედურით. ეს თქვენი ნებაა შეუერთდებით თუ არა ამ ქალბატონთა სიას, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ამ პიკანტური საქმის შესახებ თქვენი რჩეულის ინფორმირება სასურევლი არ არის. მის თვალში ან სასაცილოდ გამოჩნდებით ან მაზოხიზმის მიმდევრად. უმჯობესია მან ძველებურად იფიქროს, რომ თქვენ იდეალური არსება ხართ ნებისმიერ რაკურსში.|

2. ინექციები

ამ პროცედურით სარგებლობენ არ ამხოლოდ საქვეყნოდ ცნობილი მსახიობები, მომღერლები და მოდელები, არამედ ჩვეულებრივი ქალბატონებიც. ინექციები მართლაც აქრობს ნაოჭებს და თქვენი სახის კანი ასაკთან ერთად უნაკლო და იდეალურ მდგომარეობაშია. თუმცა, ამის შესახებ თქვენი მეგობრების და პარტნიორის საქმის კურსში ჩაყენება არასასურველია. საერთოდ გახსოვდეთ: თქვენი სილამაზის საიდუმლოებებს ნურავის გაანდობთ.

3. დიეტა

თქვენს პარტნიორთან (განსაკუთრებით ახალშეძენილთან) თქვენი დიეტის შესახებ საუბარი არაეთიკურია, უფრო მეტიც ეს უგუნური საქციელია. მამაკაცების უმეტესობას არ მოსწონთ ისეთი ქალ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1735 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

1.უნდა ვიკვებოთ სწორად,განსაკუთრებით საჭიროა ცილები და ვიტამინები.
2.რაც შეიძლება იშვიათად გამოვიყენოთ ფენი,თმის გასწორება და ქიმიური დახვევა დამღუპელია თმისთვის.
3.არ გამოვიყენოთ თმის მუსი,ჟელე და სხვადასხვა ამდაგვარი საშუალებები. არ აქვს მნიშვნელობა ეს რომელი კომპანიის ნაწარმი იქნება,ყველა ერთი ნაგავია.
4.თმის საღებავებიც არ არის რეკომენდირებული და ეცადეთ თუ არ გჭირდებათ თმის შეღებვა,პრანჭაობის გამო არ შეიღებოთ,ან უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენეთ ყველასათვის ნაცნობი, ძირძველი ხნა,რომელიც ყველაფერთან ერთად იაფიც ღირს.
5.თმა კარგად იზრდება იმ შემთხვევასში თუ თავს სისხლი კარგად მიეწოდება,ამიტომ კარგი იქნება მასაჟებს თუ გაიკეთებთ.ეს ძალზედ მარტივია,თითებით დაიზილეთ თავი,დაიწყეთ შუბლის არიდან და ჩადით ბოლომდე.
6.ხშირად დაივარცხნეთ თმა,ეს ერთგვარი მასაჟის მოვალეობასაც ასრულებს.
7.მოუარეთ თმას,არ იაროთ შიშველი თავით არც მზეში და არც სიცივეში.დაიფარეთ ქუიდი,არ დაივარცხნოთ თმა სველ მდგომარეობაში,რადგან სველი თმა ადვილად წყდება.
8.თმის ნიღბები,ეს საუკეთესო საშუალებაა,მაგრამ არა ის ნიღბები რომლებიც იყიდება არამედ ხალხური ნიღბები(როგორებიცაა მაიონეზით,კვერცხით დამზადებული საშუალებები.ჩვენს საიტზე მრავალი ნიუსია დადებული ამ თემაზე.)
9.აბა თქვენ იცით გაითვალისწინეთ და გაიჯანსაღეთ თმა.

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1267 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა არის საჭირო და რა არა ურთიერთობებში, რომ მიაღწიოთ ჰარმონიას:

1. უნდა გჯეროდეთ თქვენი პარტნიორის.
2. უნდა სცემდეთ პატივს თქვენი პარტნიორის სურვილებს, მაგრამ არც საკუთარი დაივიწყოთ.
3. უნდა შეგეძლოთ პარტნიორის მოსმენა.
4. უნდა ავლენდეთ მის მიმართ მზრუნველობას.
5. უნდა იჩენდეთ ინტერესს მისი გატაცებების მიმართ, იქნებ ეს თქვენთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს.
6. პარტნიორის მიმართ სიყვარული უნდა გამოხატოთ არა მხოლოდ სიტყვების მეშვეობით, არამედ ქმედებითაც.
7. ურთიერთობებში აუცილებელია არა მხოლოდ �მიღება�, არამედ �გაცემაც�.
8. არასდროს არ შეამოწმოთ პარტნიორი ერთგულებაზე, თორემ შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ.
9. არ მოუწყოთ ყველა წვრილმანზე სკანდალები.
10. არ დაუსვათ შტერული შეკითხვები და არც ისეთი რომლებზეც არ გსურთ პასუხის მიღება.
11. არ მოუყვეთ თქვენს ყოფილ რომანებზე.
12. არ ისაუბროთ თქვენს ნაკლზე თქვენი პარტნიორის თანდასწრებით.
13. შეეცადეთ დაუთმოთ ბევრი დრო თქვენს პარტნიორს, თუ ეს შესაძლებელია.
14. არასდროს არ უსაყვედუროთ მას თუ ის გარკვეული მიზეზების გამო ვერ გითმობთ დროს.
15. იყავით გულწრფელი თქვენს პარტნიორთან.
16. არ გამოამჟღავნოთ ეჭვიანობის გრძნობა (ის ძირითადა გამოწვეულია უმნიშვნელო ფაქტორებით).
17. გამოიჩინეთ მოთმინება თქვენი პარტნიო ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1078 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



* ვეჭვიანობთ როცა ვხვდებით, რომ მისი სიყვარული ნელდება...
* ანდაც თავის გრძნობებს ისე ძლიერად აღარ გამოხატავს, ალბათ ჰგონია.. �უკვე რა ხანია ერთად ვართ. რა საჭიროა ვუთხრა �მიყვარხარ�, ეს ხომ უკვე იცის�
არადა ჩენ გოგოებს ამისი მოსმენა ყოველწამს გვინდა...

* ანდაც, ვეჭვიანობთ როცა გვგონია �ვიღაცა ჩემზე ძააალიან უკეთესია და ამიტომ მიღალატებს, ან უკვე მიღალატა�, ეს უფრო თვითშეფასების ბრალია

* ვეჭვიანობთ და ვაეჭვიანებთ... ისე... უბრალოდ... გოგოები ხომ პატარა ეშმაკუნები ვართ და ეს სახალისოა :)




5 საუკეთესო მეთოდი რომ აეჭვიანო შეყვარებული:

1 . დაგინახოს ხვა ბიჭთან ერთად, თუმცა გაიცინო.. და ის �მხოლოდ მეგობარია�, და მეტი არაფერი! არ აუხსნა არაფერი
2 . გამოიყურებოდე შენს მეგობრებთან რაც შეიძლება ბედნიერი
3 . არ უთმობდე იმდენ დროს რამდენიც საჭიროა
4 . ყოველთვის ცდილობდე რომ გასცე მოკლე მოკლე პასუხები რომ " სწერვულადაც " არ გამოგივიდეს და არც ისე ლაპარაკში გადაყვე ...
5 . ხშირად �გაქრე�, გამორთო მობილური და ... დაიკარგო

აიი ეს ყველაფერი გააგიჟებს მას და ყოველთვის ეცდება გაიგოს რაიმე შენზე : ) )
თუმცა ეს უბრალო წესები ხო ყოველმა გოგონამ იცის ბუნებრივად

და რისთვისაა ეს ყოველივე საჭირო? ოოჰ.. თუ ეს შეკითხვა დაუსვი თავს... რატო ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1322 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 11 12 »
პარასკევი, 2024-04-19, 2:33 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024