♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥რჩევები♥


თმის ცვენის უამრავი მიზეზი არსებობს. მათგან უმთავრესია:

• გენეტიკური წინაპირობები;
• ჰორმონალური დარღვევები;
• იმუნიტეტის დაქვეითება;
• თავის კანის ინფექციური დაავადებები (სებორეა, დერმატიტი და სხვ.);
• ორგანიზმის შინაგანი დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰეპატოპათია, ანემია და სხვ.);
• ჰორმონალური პრეპარატების ან ქიმიოთერაპიის კურსი;
• არასაკმარისი სისხლის მიწოდება თავის კანისა და თმის ძირებისთვის;
• გარეგანი აგრესიული ფაქტორების მოქმედება (თმის ღებვა, ქიმიური დახვევა, თმის დავარცხნა);
• მშობიარობის შემდგომი პერიოდი;
• ეკოლოგიური ფაქტორები;
• საერთო ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ გადატანილი ოპერაციები;
• არასწორი კვება;
• სტრესები.

თუ თქვენ ცოტა ხნის წინ გადაიტანეთ სერიოზული ავადმყოფობა და თმა ამის გამო გცვივათ, საკმარისია დასუსტებული იმუნიტეტის აღდგენა, რომ თმამ ძლიერება და ბზინვარება დაიბრუნოს.

თუ თავის კანის რაიმე დაავადება გაწუხებთ, პირველ რიგში, ამ დაავადებას უნდა უმკურნალოთ, რათა თმა მწყობრში ჩადგეს.

ზამთრის პერიოდში, ძალიან სქელი და თავზე მოჭერილი ქუდის ტარებამ, შესაძლოა, თავის კანის სისხლის მიმოქცევის დარღვევა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, აუცილებლა ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1412 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მთავარი ლოზუნგია – ვცადოთ ყველაფერი, რაც მე და შენ მოგვესურვება!

რატომაც არა?!”

"ჩემო კარგო, იმაზე სასიამოვნო არაფერია, როცა სამსახურიდან დაღლილი მოვდივარ და ორალური სექსით ვკავდებით…”

"დაგიმატო, საყვარელო, ჩემი გაკეთებული კატლეტი?”

"საშინლად ვიღგზნები, როცა ფეხბურთის მატჩის დაძაბულ მომენტებს ემოციურად აღწერ…”

"მგონი, ძალიან მოიმატე, მაგრამ მხოლოდ შენი პენისი გასუქდა…”

"წარმოიდგინე, ჩემი ფიტნეს-კლუბის საშხაპე რომ შენს სახლში იყოს!”

"მამაჩემმა შემოგთავაზა თავისი სამოთახიანი ბინა ქალაქის ცენტრში და წყნეთის აგარაკი, თუ, რა თქმა უნდა, ამით დაინტერესდები…”

"შეიძლება ამას ადამიანები პორნოს ეძახიან, მაგრამ მე სრულიად ნორმალურად აღვიქვამ…”

"დაგროვილი სარეცხი, სამწუხაროდ, თავისთავად არ გაირეცხება, მაგრამ შენ არ შეწუხდე, მე მოვუვლი..”

"ვინ ჯანდაბაა რობერტ პატინსონი?”

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1232 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



აი კარს მოგვადგა სენტიმენტალური დღესასწაული - ვალენტინობა. გაიხსენეთ, რომ ამ დღეს შეყვარებულებს ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. რა გვირჩევს ამ შემთხვევაში ჰოროსკოპი?
ვერძი

მათ საჩუქარი მთელი გულით უნდა აჩუქოთ. რაც უფრო მეტია გრძნობა, მით უფრო ძვირფასია საჩუქარი. მოეწონებათ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია მოძრაობასთან. მაგ. რაიმე სპორტული მანქანის ან მოტოციკლისთვის.
კურო

ვერძების და მერწყულისგან განსხვავებით, კუროებს მხოლოდ ძლიერი ჩახუტება და მხურვალე კოცნა არ ეყოფათ, მას რაღაც არსებითი უნდა დაამატოთ. მათ სჭირდებათ სიყვარულის მატერიალური დამტკიცება. ამისთვის გამოდგება ოქროს მოკრძალებული ბეჭედი. ან ძვირფასი სასმელი ლამაზ ბოთლში.
ტყუპები

ყოველთვის უხარიათ პატარა სიურპრიზები, როგორიცაა წიგნები ან თეატრის ბილეთები. მათი გადაცემისას არ დაივიწყოთ თბილი სიტყვების თქმა.
კირჩხიბი

მისთვის მნიშვნელოვანია ყურადღება და არა საჩუქარი. ღმერთმა დაგიფაროთ დაგავიწყდეთ დღესასწაული, იგი განაწყენდება და გულმავიწყობას გულგრილობაში ჩაგითვლით. ქალებს მოეწონებათ საყვარელი ქალური წვრილმანები - სუნამო, სამკაულები, თეთრეული. მამაკაცებს - ქინძისთავი ჰალსტუხისთვის, ბალზამი გაპარსვის შემდეგ.
ლომი

რამდენი სასიყვარულო სიტყვაც არ უნდა უთხრათ ლომს, ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1829 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა არის საერთოდ რომანტიზმის გაგება- ის რომ საჩუქრებს უკეთებდე საყვარელ ადამიანს, სიურპრიზებს უწყობდე, რომანტიკულ საღამოებზე პატიჟებდე , ტკბილ სიტყვებს ეუბნებოდე, ლექსებს უწერდე, სიმღერებს უძღვნიდე?


მე არ ვიცი რამდენად რომანტიკული ადამიანი ვარ- ზედმეტი მგრძნობიარობა - ჩემიც და სხვისიც მაღიზიანებს (ამას აქვს რომანტიზმთან კავშირი?)

ამბობენ რომ კაცები ნაკლებად რომანტიკოსები არიანო - როგორ ფიქრობთ მართალია?
თვითონ კაცებსაც უყვართ ამის ხაზგასმა - თქვენ ქალებს რომანტიული რაღაცეები გიყვართ - ჩვენ უფრო პრაქტიკულად გვაქვს ტვინი მოწყობილი და არ დავფრინავთო - მსმენია ასეთი ფრაზები ქართველი მამრებისგან :)


არ ვიცი, ქართველ კაცს ხომ არ აქვს ისეთი ბუნება რომ არ უნდათ რომანტიკული ხასიათის გამომჟღავნება , თუნდაც იმიტომ რომ ეს სისუსტეში ჩაეთვლებათ?

ისე რა რომანტიულობა სჭირდება იმას რომ თუ გიყვარს - ამას საქციელებით,სიტყვებით -გამოხატავდე? როცა გიყვას და ფიქრობ მასზე- და გინდა რომ მას ესიამოვნოს - რატომ არის ძნელი ამის - გარეგნულად გამოხატვა. ძირითადას ამ გამოხატულების მოთხოვნილება აქვთ ქალებს და კაცებისთვის რატომ არის ეს ასე ძნელი და რატომ ეფარებიან ამ სიტყვას- "მე არ ვარ რომანტიული ადამიანი?!"

რატომ უნდა იცხოვროს ადამიანმა რომატიული მომენტების გარეშე- როცა ასე ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1837 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


რას გაუგებ მათ, ანუ რა ვაჩუქოთ საყვარელ მამაკაცს დაბადების დღეზე
"მამაკაცის სახლი - მისი ციხესიმაგრეა, მაგრამ ასე მხოლოდ გარედან ჩანს, შიგნიდან კი ის ჩვეულებრივი საბავშვო ოთახია"- კლერ ლიუსი

ძვირფასო ქალბატონებო, დამეთანხმეთ, რომ მამაკაცები ორი ბუნების მქონენი არიან. ეს ფაქტია, რომლის წინააღმდეგ ვერაფერს იტყვი. ერთის მხვრივ თქვენი უერთგულესი - ბრუტალური არსებაა, ნამდვილი მაჩო. მეორეს მხვრივ - ის მოუსვენარი ცელქი ბავშვია, რომელიც ეძებს თავგადასავლებს თავის ( კარგია თუ თავის) თავზე. თავქუდმოგლეჯილი ონავარი, ავანტურისტი, რომლის სურვილია რეგულარულად სისხლში ადრენალინის ფეთქება და ქალების თბილი ჩახუტება. საკითხი იმაშია: როგორ მოვიქცეთ და რა ვუყოთ ამ ფეთქებად ნაზავს, როდესაც გვიახლოვდება ჩვენი საყვარელი ადამიანის დაბადების დღე? როგორ გავახაროთ, გავაოცოთ ან თუ გინდათ - დავაკმაყოფილოთ ეს დიდი ბავშვი და მის სახეზე ნეტარი ღიმილი გამოვიწვიოთ?

მაშასადამე, პირველ რიგში გთავაზობთ, მოიშოროთ ძველმოდური და ასჯერ განმეორებული იდეები, რომელნიც სიმელოტის გარდა არაფერს მატებენ კაცობრიობის ძლიერ ნახევარს. თუ ოცნებობთ, რომ თქვენი ცხოვრების თანამგზავრი მელოტი იყოს? თუ არა მაშინ დავიწყოთ...

როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს, მაგრამ თქვენ უნდა დაივიწყოთ ისეთი სიტყვების მნიშვნელობა როგორიცაა - წვერის საპარსი. მესმის, ფსიქოლოგიურად ძნელია, მაგრამ უკეთესია თავი დაანებოთ იმ მაღაზიების შემოვლას სადაც ეს „ძვირფასეულობა" იყიდება. არ ღირს ფსონი ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1922 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


თინეიჯერებო, ყველა სკოლისა, შეერთდით! 
ოდესმე თუ გიოცნებიათ სკოლის ჰაერში ''აწევაზე"? რას გეკითხებით, ალბათ გიცდიათ კიდეც! ჰოდა, ახლა ყველამ ერთად მოვუხმოთ გიჟურ ფანტაზიას და შევცვალოთ სკოლის სტერეოტიპი, სკოლა კი ჰაერში ''ასაწევად'' მოემზადოს..

სკოლა (თუ საგიჟეთი?)
პირველ რიგში, სკოლა გადადის "გაძლიერებულ" სწავლებაზე - 10 წუთი სწავლა და 45 წუთი დასვენება; ჩამოიხსნება საკლასო ოთახების კარები, ზარი დიდი სიხარულით ჩაჰბარდება წარსულს, დასწრება იქნება თავისუფალი!.. ჟურნალები - მაკულატურაში, დაფები - შეშად!
ბავშვების პირველი იდეა იყო სკოლის ფასადის აჭრელება. აბა, წარმოიდგინეთ საღებავში ამოთხვრილი 500 გოგო-ბიჭი როგორ შესევიან დერეფნებს... ყველა სართულზე ბარი იქნება, თუმცა ბევრი ბჭობის შემდეგ სკოლას მაინც შეუნარჩუნეს ფუნქცია და ალკოჰოლურ სასმელს როგორღაც შეელივნენ.
გოგონების საღმა აზრმა იმარჯვა და კედლებზე უზარმაზარი სარკეები დამაგრდა, საკლასო ოთახებში კი ყველაზე დიდი საგიჟეთი დატრიალდა... კლასებში დაიყარა პუფები სკამების ნაცვლად, მერხების ნაცვლად კი პლაზმური დაფები, საკლასო ოთახებში განთავსდა "კოკა-კოლას" ავტომატები, ღორმუცელებმა ორჯერადი კვებაც "დააწესეს", ბიჭებმა ამჯერად გოგონებზეც იზრუნეს და მათ ფიტნესკლუბის გახსნასაც დაჰპირდნენ...


რაც უნდა გასაკვირი იყოს, პრიორიტეტი სასკოლო ფორმა აღმოჩნდა(!). ''ნიჭიერთა და საზრიანთა ერთიანმა საბჭომ'' დიზაინი თვითონვე მოიფიქრა: გოგონებს თეთრი ბლუზები და კუბოკრული ქვედაკაბები, ბიჭებს - ჯინსები და თეთრი პერანგებ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1109 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

ქორწილი – განსაკუთრებული მოვლენაა. ამიტომ მისი გატარებაც განსაკუთრებულადაა საჭირო. ქვემოთ წაიკითხავთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ გახადოთ ეს დღესასწაული დაუვიწყარი და ორიგინალური.

ტურისტული
ქორწილის მოსაწყენი სქემის მაგივრად – ექსკურსია ქალაქში, რესტორნის მაგივრად - ქორწილი სუფთა ჰაერზე. გააკეთეთ ქორწილი პიკნიკის ან ლაშქრობის მსგავსად. შეიძინეთ 3-4 დღის სამყოფი პროდუქტები, გზად კი ქორწინების სახლშიც შეიარეთ და ეკლესიაშიც. შემდეგ კი ბუნებაში წადით. თქვენ გელოდებათ ცეცხლი, გიტარა და სხვა მსგავსი რომანტიკა.
პლიუსები: სუფთა ჰაერი, სიჩუმე და მოსვენება. თანაც საპატარძლოს კაბისთვის აღარ დაიხარჯებით, ხოლო ფატის მაგივრობას ყვავილების გვირგვინი გაგიწევთ.
მინუსები: კომფორტის უქონლობა.

აღმოსავლური
ეს ვარიანტი შესაძლებელია როგორც თემატურ რესტორანში, ასევე ბუნებაში. მეორე შემთხვევაში შეიძლება კარვების გაშლა, ხოლო მათ შორის ხალიჩების დაგება. მაგიდის მაგივრად უკეთესია სუფრები გამოიყენოთ, რომლებსაც პირდაპირ მიწაზე გაშლით, ხოლო სკამების მაგივრად პატარა ბალიშები გამოიყენეთ. ნუ დაგავიწყდებათ აღმოსავლური სტილი მენიუშიც შეიტანოთ.
პლიუსები: ეგზოტიკურია, და არ არის აუცილებელი დაიხარჯოთ მოგზაურობისათვის ეგვიპტეში, თურქეთში ან არაბეთში. ამ ყველაფრის მოწყობა მცხეთაშიც შეიძლება და თბილისში ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1647 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

 

1.ფიქრის ძალა

სიყვარული ფიქრით იწყება. ჩვენ ხვდებით იმ სამყაროს ნაწილი, რომლებსაც ფიქრებში ვქმნით.
ეს სამყარო სავსეა სიყვარულითა და სიცოცხლით.


2.პატივისცემის ძალა

რომ შეგიყვარდეს, ჯერ პატივს უნდა სცემდე.
სხვას რომ სცემდე პატივს, ჯერ საკუთარი თავის პატივსცემა უნდა იცოდე.


3.გაცემის ძალა

თუ სიყვარულის მიღება გინდა მისი გაცემაც უნდა შეგეძლოს.
რაც უფრო ბევრ სიყვარულს გასცემ, მეტს მიიღებ უკან. სიყვარულის ფორმულა იმაში კი არ მდგომარეობს რისი აღება შეგიძლია,
არამედ იმაში რისი გაცემა შეგიძლია.


4.მეგობრობის ძალა

ნამდვილი სიყვარული რომ იპოვო, ჯერ ნამდვილ მეგობარს უნდა მიაგნო.
სიყვარული ერთმანეთის ყურებას კი არა, სამყაროს ერთად ყურებას ნიშნავს.


5.შეხების ძალა

ნაზი შეხება სიყვარულის ძლიერი გამოხატულებაა, რომელიც ანგრევს ბარიერებს, ამყარებს ურთიერთობას.
ოღონდ შეხება არ უნდა იყოს ვულგარული


6.თავისუფლების ძალა

თუ ვინმე გიყვარს მიეცი თავისუფლება. თუ დაგიბრუნდება ესე იგი ის შენია,
თუ არ დაგიბრუნდება არ იდარდო ესე იგი ის არც არასდროს ყოფილა შენი.
ჭეშმარიტი სიყვარულის დროსაც კი სჭირდებათ ადამიანებს საკუთარ სამყაროში თავისუფლება ნუ შეზღუდავთ მას.


7. ურთიერთობის ძალა

... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1287 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ნუ მოუყვები სიყვარულზე, ვისაც თვითონ არ ყვარებია..ასეთი ვინმე ბრმა სარკეა, რაც არ უნდა ლამაზი იყო არ გამოჩნდები..

ნუმოუყვები ვისაც ბევრჯერ ყვარებია..ასეთი ვინმე ცხრაკარიანი სახლივითაა,ყველა შედის და გამოდის...რაც მოხვდებათ გააქვთ და გამოაქვთ...

ნუ მოუყვები სიყვარულზე ვისაც უყვარს..შენ თუ უფრო ბედნიერი ხარ, არ დაგიჯერებს..თუ ის უფრო ბედნიერია-შენ ვერ მოგისმენს..

ნუ მოუყვები სიყვარულზე იმას, ვინც არ იცის სიყვარული.. თორემ მოეწონება და წაგართმევს..

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1089 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მწუხარე გახდი. სამსახურში, სახლში, მეგობრებთან, წვეულებებზეც მოგწყინდა. ყოველდღე ერთი და იგივე. უკვე ძალა და სურვილი აღარაა, რამე შეცვალო. ისე ხარ, რომ ხშირად გინდა, მთვარის შემყურე მგელივით აყმუვლდე და მთელი დარდი და ნაღველი ამ "მოთქმას” ამოაყოლო. მოგწყინდა იმიტომ, რომ ყველაფერი ჩვეულებრივია, ყველაფერს დიდიხანია, მიეჩვიე. სიახლე სულ უფრო ნაკლებია, გაოცებით სულ უფრო იშვიათად გაოცებს რამე. გასართობსაც არ მოაქვს ძველებური სიამოვნება და ახალაღმომჩენის გაკვირვება... შავ-თეთრი დღეები, უფერული, საღებავებისგან დაცლილი არსებობა...

ამას როგორმე ხომ უნდა ეშველოს?!

ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც არასდროს გაგიკეთებია...

იმპროვიზება შეგიძლია? ადვილია: თუ სამსახურში მანქანით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადიხარ - ფეხით წადი, აუჩქარებლად, რა კარგია, თუ გზად ბაღი ან სკვერია გასავლელი. ტელევიზორთან მოკალათების ნაცვლად უქმეებზე რომელიმე სასიამოვნო ადგილი მოინახულე. თუ კომპანიის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლია, დღეს განმარტოვდი, დაფიქრდი, მოუსმინე შენს დარდს.

ექსპერიმენტებს ნუ დაიზარებ. მოისროლე კულინარული წიგნი და შენი მოგონილი რეცეპტით გააკეთე რამე ორიგინალური, ექსპერიმენტული კერძი. ჩვეულებრივი საშინაო ვახშმის ნაცვლად, შესანიშნავი სადღესასწაულო სუფრა გაშალე, საინტერესო კერძებით, სანთლებით, ღვინით.. ექსპერიმენტს ხომ ყველაფერში ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1101 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 6 7 8 9 10 11 12 »
ხუთშაბათი, 2024-03-28, 10:18 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024