♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥რჩევები♥
  

ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად მხოლოდ სილამაზე საკმარისი არ არის. საჭიროა ცოტაოდენი გამართლება, ასევე მიზნების დასახვისა და მათი მიღწევის ცოდნა. საჭიროა იყოთ დაჟინებული თქვენს მისწრაფებებში, არ დანებდეთ მარცხს და თავი არ დაკარგოთ გრანდიოზული ტრიუმფის შემთხვევაში. მაგრამ არის კიდევ ერთი თვისება, რომლის ქონაც შესაძლოა დიდი უპირატესობა იყოს ცხოვრებუისეული წარმატებისაკენ სავალ გზაზე. სამწუხაროთ, იგი ყველა ქალს არ ახასიათებს, მხოლოდ ზოგიერთ ბედნიერს აქვს შესაძლებლობა მოიმკას იმის ნაყოფი, რასაც ერთნი ქარიზმას უწოდებენ, მეორენი - მოხიბვლის ხელოვნებას, მესამენი - უბრალოდ მომხიბვლელობას.

კომპანიაში მოხვედრისას ასეთი ქალები მაშინვე იმსახურებენ გარშემომყოფთა ყურადღებასა და სიმპათიას. თქვენ კი გაოცებული აანალიზებთ, რაშია მისი წარმატების საიდუმლო? უშნო სულაც არ არის, მაგრამ ლამაზმანსაც ვერ დაარქმევთ. თითქოს ერთი ჩვეულებრივი გოგოა, მაგრამ მისგან მოდის ჯადოსნური ფლუიდები, რომლებსაც სიტყვით ვერავინ აღწერს.

ასეთი ქალი ფლობს მოხიბვლის ხელოვნებას. იგი მხოლოდ ერთხელ გადაისვამს ხელს თმაზე დ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1505 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეიძლება შეემთხვას ადამიანს - ცალმხრივი სიყვარული. იმედის დაკარგვის შემთხვეაშიც კი არ არის ადვილი ამ ადამიანის დავიწყება. ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ემოციებს და გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით.

ნუ დაურეკავ

ალბათ უკვე ზეპირად იცით მისი ტელეფონის ნომერი და სანუკვარი ციფრების თავიდან ამოგდებას ვერაფრით ახერხებთ - არ არის ადვილი. ამიტომ ყოველთვის, როცა დარეკვა მოგინდებათ, აკრიფეთ რომელიმე დაქალის ნომერი და ცოტა წაიჭორავეთ. საუბარი გრძნობებზე ცოტათი ამსუბუქებს მის შემოტევებს.
ისტერიკების გარეშე

ნუ შეახსენებთ მისი ვალდებულებების შესახებ. ისეთი ფრაზები, როგორიცაა "თუ მიმატოვებ, თავს მოვიკლავ", ამცირებს თქვენს ღირსებებს მის თვალში. სიყვარულში არავინ არავის ვალდებული არაა(გამონაკლისია ცოლი და შვილები). ასეთი საქციელით არანორმალური ქალიშვილის შთაბეჭდილებას დატოვებთ.
დავიწყება

გადააგდეთ მისი ფოტო და ყველა მისი ნივთი, რომელიც მის თავს გახსენებთ. სამწუხაროდ, საერთო ნაცნობებთანაც მოგიწევთ კავშირის გაწყვეტა. ყოველ შემთხვევაში მათთან მაინც, რომლებიც, თქვენი გრძნობების მიუხედავად მაინც ილაპარაკებენ მასზე. ნუ ეცდებით იყოთ ამ დროს დელიკატური, გამოავლინეთ გონივრული ეგოიზმი.
დაკავდით რამით

დაკავდით საქმეებითა და გართობით იმდენად, რომ დრო აღარ დაგრჩეთ სევდიანი ფიქრებისათვის. მიხედეთ სხვადასხვა პრობლემებს, შეცვალეთ ურთიერთობების წრე, ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1444 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


წმინდა ვალენტინის დღე, ეს არის სიყვარულის, სინაზის, მოფერების, სილამაზისა და რომანტიკის დღესასწაული. თუ თქვენთვის 14 თებერვალი ყოველწლიურად ერთფეროვანია და უკვე ზეპირად იცით რომელ საათზე რა მოხდება და რის შემდეგ რა უნდა იყოს, გთავაზობთ რამდენიმე ხერხს ამ დღის გასამრავალფეროვნებად.

გადააქციეთ ჩვეულებრივი ვალენტინობის მისალოცი ბარათი და ტრადიციული რომანტიული ვახშამი უჩვეულო და დაუვიწყარ მოვლენად, მით უმეტეს, რომ ეს ძალიან იოლია - ჩართეთ წარმოსახვა და ყველაფერ სტანდარტულს არასტანდარტული სახე მიეცით.

1. გამოავლინეთ თქვენი ტალანტები

დაწერეთ მისთვის ლექსი, სიმღერა, მოიფიქრეთ ცეკვა. თუ ეს ადრე არასოდეს გაგიკეთებიათ, სცადეთ ახლა! ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რაც გულითაა გაკეთებული, გულგრილს არ დატოვებს თქვენს მეორე ნახევარს.

საკუთარი ლექსი შეგიძლიათ დაწეროთ სარკეზე, ღია ბარათზე, რომელსაც იგი დილით იპოვის, ან დიდ ფურცელზე, რომელსაც ფანჯარაზე მიაკრავთ და როდესაც იგი გაიღვიძებს და ფარდებს გადაწევს...
2. აავსეთ იგი მისალოცი ბარათებით

ჩაუდეთ პატარა მისალოცი ბარათები ყველა ჯიბეში: პერანგის, შარვლის, პიჯაკის, პალტოს... შეიძლება ასევე დადოთ გულის ფორმის მისალოცი ბარათები მისი გასაღების გვერდით, მანქანაში ან ქეისში.

მაგრამ ზედმეტი არ მოგივიდეთ და ეცადეთ ისე გააკეთოთ, რომ თქვენი მამაკაცი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდეს კოლეგების წინაშე: თუ ვალენტინობის მისალოცები მისი სამ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1382 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>


ბევრი ადამიანი თვლის, რომ სხვა ადამიანის გრძნობებით მანიპულირება არ შეიძლება, ხოლო ქორწინება ზეცაში ხდება. იდეალურ სამყაროში ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ რეალური ცხოვრება შორსაა იდეალურისაგან. ადამიანები ხშირად წლობით ელოდებიან მეორე ადამიანს, რომელიც ძვირფასია მათთვის, ელოდებიან, იმედი აქვთ და უყვართ. სამაგიეროდ კი ხშირად არაფერს იღებენ. გთავაზობთ არ გამოიყენოთ რაღაც შავი მაგია იმისათვის, რომ ადამიანს თქვენი შეყვარება აიძულოთ მისი ნების წინააღმდეგ, არამედ ოდნავ უბიძგოთ წარმატებას, რომ თქვენს მხარეს გადმოვიდეს. ეს ისე საშიში არაა.

იყავით გამუდმებით მის გვერდით... შემდეგ კი დაიკარგეთ

ბევრი თეორიის თანახმად, რაც უფრო დიდხანს იმყოფებით ამა თუ იმ ადამიანის გვერდით, მით მეტია ალბათობა, რომ მას თქვენს მიმართ სიმპათია გაუჩნდება (იმ შემთხვევების გარდა, როცა თქვენი განწყობა ამ ადამიანის მიმართ ნეგატიურია). ამიტომ არ უნდა იყოთ ქედმაღალი და უკარება. ამის მაგივრად ეცადეთ რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ თქვენი ინტერესის ობიექტთან და რაც შეიძლება ხშირად მოხვდეთ თვალში. შემდეგ კი, როცა მიხვდებით, რომ ამ მამაკაცს მოსწონხართ (უბრალოდ მოსწონხართ), გახდით ოდნავ მოუწვდომელი მისთვის. მნიშვნელოვანია, რომ არ გამოგეპაროთ ეს მომენტი. ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1761 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ყოველდღე ელოდები მას, ეძებ მის გამოხედვას მეტროში, ქუჩაში, სკოლაში, სასწავლებელში, დისკოთეკაზე. სხვადასხვაგვარ ახალგაზრდულ შეკრებებზეც კი დადიხარ, თუნდაც იქაური ატმოსფერო და სიტუაცია არ მოგწონდეს, ოღონდ იპოვო იგი. დრო კი გადის, შენ იზრდები, ხვდები სხვადასხვა ხასიათისა და აღნაგობის ბიჭებს, მაგრამ იცი, რომ "ეს ის არ არის".

შენს დაქალებს ბევრი თაყვანისმცემლები ყავს, ზოგიერთს "ბოიფრენდიც" კი, მეგრამ ისინიც უკმაყოფილოები არიან, მაგრამ თვლიან, რომ ჯობია ასეთი მაინც ყავდეთ, ვიდრე არავინ. შენ კი სულ სხვაგვარი ურთიერთობები გჭირდება, გჭირდება ადამიანი, რომელიც დაგაფასებს, შეგიყვარებს, პატივს გცემს, რომელთან ერთადაც გექნება აბსოლიტური ჰარმონია და ურთიერთგაგება.

რა თქმა უნდა, უკვე დიდი ხანია თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს აღარ ელოდები, რადგან უკვე იცი, რომ ყველა ადამიანს აქვს ნაკლი. უკვე გადაწყვეტილი გაქვს, აღარ იტირო ღამ–ღამობით ბიჭების გამო, განწყობა არ გაიფუჭო, არ "გადაეწყო" მათი ხასიათის მიხედვით და დარჩე და არა გამოჩნდე ისეთი, როგორიც ხარ. აღიარე საკუთარ თავთან, ეს ყველაფერი გამოგდის???

აღარ გინდა ტანჯვა და ლოდინი, თუ როდის გამოჩნდება "იგი"? დაეთანხმე საკუთარ თავს და იყავი გულახდილი!. "ის" გჭირდება ახლა და აქ. და არა იმიტომ, რომ გაზაფხულია და სიყვარული გწყურია, არამედ იმიტომ, რომ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1141 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



არსებობს ტანსაცმელი და აქსესუარი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს თანამედროვე ქალის გარდერობში, მიაჩნიათ ლონდონელ სტილისტებს.

ქალების კლასიკური must have უნდა მოიცავდეს 10 პუნქტს.

აღმოჩნდა, რომ ქალის გარდერობის აუცილებელი ატრიბუტი მხოლოდ მოკლე შავი კაბა არ არის.

little black dress-თან ერთად შესანიშნავი სქესის წარმომადგენლებმა უნდა შეიძინონ ჩანთა, შარფი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და რამდენიმე კაბა.

სპეციალისტებმა შეადგინეს ქალისთვის აუცილებელი ნივთების ჩამონათვალი და მოიყვანეს მაგალითად ცნობილი მარკების ყველაზე შესაფერისი მოდელები:

1. მოხერხებული, ტევადი ჩანთა (Birkin от Hermes)

2. პატარა, ქალური ჩანთა გრძელი სამხრეებით, მხარზე გადასადები (Chanel-ის მოდელი)

3. ელეგანტური ტრენჩკოტი (Burberry)

4. კოქტეილის კაბა (Alber Elbaz)

5. ქალური კოსტიუმ-სმოკინგი (Le Smoking от Yves Saint Laurent)

6. ზოლებიანი შარფი, გეომეტრიული ფიგურებით ან აბსტრაქციული ყვავილებით (Missoni )

7. ზოლიანი ტოპი

8. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი „შპილკა"

9. პატარ შავი კაბა კორსეტით (Dolce&Gabbana)

10. მოხდენილი კაბა ( Diane von Furstenberg).

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1304 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სად გაატარებთ საახალწლო შვებულებას? 


ბაკურიანში, გუდაურში, ბათუმში...


ქვეყნის გარეთაც რომ გახვიდეთ, ალბათ მაინც იმ მხარეს მიაშურებთ, სადაც ბევრი ფანტელი, თეთრი მთები და, ამავე დროს, მზიანი დღეებია...


ყინვა, სიცივე, ქარი - სახეს განსაკუთრებით ვნებს, აშრობს და აზიანებს ფორებს.




თუმცა, ყინულს მაინც შეუძლია სიკეთე მოუტანოს თქვენს კანს.


არც ისე სასიამოვნო შედარებაა, მაგრამ თქვენც იცით, როგორ კარგად ინახება ნებისმიერი პროდუქტი, განსაკუთრებით კი ხორცი, საყინულეში...
ყინული თქვენს სახის კანზეც იგივე პრინციპით იმოქმედებს...

თოვლის ნიღაბი ძალიან სასარგებლოა!


შეარჩიეთ ყველაზე მზიანი და თბილი დღე, გადით ბუნებაში და გაწმენდილ სახეზე დაიდეთ თოვლის თხელი ფენა.
ისე, რომ კანი მოგეყინოთ. გაიჩერეთ ეს ნიღაბი ოთხი ხუთი წუთის განმავლობაში, შემდეგ კი მოიშორეთ, შეიშრეთ სახე და წაისვით მკვებავი კრემი...
პერიოდულად, ორ კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთეთ ეს ნიღაბი სახლში.

ნატურალური თოვლის ნაცვლად, შეგიძლიათ, ყინულის ნატეხები გამოიყენეთ ან შეიძინოთ სპეციალური გასაყინი ჟელატინის პაკეტები, რომლებიც კოსმეტოლოგიურ კაბინეტში ან სალონში უხვად მოიპოვება...

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1079 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ზრდასრული ადამიანი ცხოვრების მესამედს ძილში ატარებს, ბავშვებს კი გაცილებით მეტი სძინავთ, ახალშობილებს - მით უმეტეს. მათი ძირითადი საქმიანობა ძილია, მხოლოდ მაშინ იღვიძებენ, როცა შივდებათ. ანუ როცა არ სძინავთ - ჭამენ, როცა არ ჭამენ - სძინავთ. გვესაუბრება პედიატრი მაკა შარაშენიძე.

- რა არის ძილი და რა საჭიროა იგი?
- მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ სიფხიზლის დროს ადამიანის ორგანიზმში გროვდება განსაზღვრული ნივთიერებები, რომელთაც ძილის ფაქტორები უწოდეს. სწორედ ეს ფაქტორები იწვევენ ტვინის "დაღლას". ამ ნივთიერებების ნეიტრალიზაციისთვის საჭიროა ძილი, რომლის დროსაც ძილის ფაქტორები იშლება და ტვინი ისვენებს, რათა აქტიური ცხოვრება განაგრძოს.

ასეა თეორიულად, მაგრამ თვით ეს "ძილის ფაქტორები" მეცნიერებმა ვერაფრით აღმოაჩინეს. ასევე უპასუხოდ რჩება კითხვაც, რაში სჭირდება ადამიანს ცხოვრების მესამედის საწოლში, არაპროდუქტიულ მდგომარეობაში გატარება, თუმცა უბრალო ცხოვრებისეული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ძილი სასიცოცხლოდ აუცილებელია ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვისთვის, მისი ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. მშვიდი, ხანგრძლივი ძილი ბავშვის ჯანმრთელობაზე მეტყველებს.


- რამდენი ხანი უნდა ეძინოს ახალშობილს? რაზეა დამოკიდებული მისი ძილი?
- ახალშობილი დღე-ღამის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს. ის, ფაქტობრივად, მხოლოდ ჭამს და სძინავს, ამიტომ ძილსა და კვებას შორის მჭიდრო კავში ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1654 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



უყვარდეს და თავადაც იმსახურებდეს სიყვარულს, არა მარტო მოზრდილი ადამიანის, არამედ პატარა ბავშვის მთავარი მოთხოვნაც არის. სწორედ მის რეალიზაციაზეა დამოკიდებული პიროვნების კეთილდღეობა. საკუთარი შვილის სიყვარული სავსებით ბუნებრივია. ბავშვი გვიყვარს იმიტომ, რომ ის არსებობს. თუმცა არსებობენ ისეთი მშობლებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შვილის "უბრალოდ" სიყვარული არ არის გამართლებული. მათი აზრით, ბავშვმა მშობლების სიყვარული უნდა დაიმსახუროს. მათგან ხშირად გაიგონებთ ფრაზას: "დღეს მიყვარხარ, იმიტომ რომ კარგად მოიქეცი (შენით ჩაიცვი, სათამაშოები შეინახე, წყნარად თამაშობდი და ა. შ.)".

არცთუ იშვიათად მოზრდილები თავიანთ სიყვარულს ულუფებად ყოფენ და ამა თუ იმ საქციელისთვის ჯილდოდ არიგებენ. შედეგად ბავშვებს მუდმივი შიში ეუფლებათ - ეშინიათ, რომ ნებისმიერ წუთს "გადაიყვარებენ". ზოგიერთ მშობელს სჯერა, რომ პატარები ისედაც გრძნობენ მათ სიყვარულს. ასეთ მშობლებს საჭიროდ არ მიაჩნიათ, პატარებს ეს "ელემენტარული ჭეშმარიტება" შეახსენონ. სინამდვილეში ბავშვებს მუდამ სჭირდებათ სიყვარულის დადასტურება. თავადაც გამუდმებით ცდილობენ, მშობლებს აგრძნობინონ თავიანთი დამოკიდებულება - ჩუქნიან მათ თავიანთ ნახატს, ორცხობილას ნატეხს, ეუბნებიან კომპლიმენტებს, ცდილობენ, კარგად მოიქცნენ... რატომ არ სურთ მშობლებს, შვილებს თავიანთი სიყვარული აგრძნობინონ? ალბათ ზოგიერთ მათგანს ეშინია, ზედმეტი ალერსით პატარა არ გაანებივროს. ს ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1228 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ფერები მკვეთრად აისახება ადამიანის განწყობაზე. ღია ფერები ქმნის სიმშვიდის ილუზიას და იწვევს დადებით ემოციებს, სიხარულს, მუქი ფერები კი - პირიქით.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ზოგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მის გარშემო არსებულ ფერებს - სახლში კედლების, ნივთების, ავეჯის და სხვა აქსესუარების ფერებს, ასევე საკუთარი ტანსაცმლის გარდერობის მრავალ/ერთფეროვნებას, ზოგი კი ვერც ამჩნევს რამდენად მოქმედებს მის გონებაზე ფერები რომელსაც თვალები აღიქვამენ. გოგონებს ხშირად აქვთ საყვარელი ფერი, რითაც ხელმძღვანელობენ ახალი ნივთების შეძენისას.

*რომელია შენი ფერი?

#1 წითელი
#2 ყვითელი 
#3 ლურჯი 
#4 მწვანე 
#5 იისფერი 
#6 თეთრი
#7 შავი 
#8 ფორთოხლისფერი 
#9 ნაცრისფერი 
#10 ვარდისფერi
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1444 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 8 9 10 11 12 »
პარასკევი, 2024-04-26, 2:15 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024