♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » ♥რჩევები♥

"პიჟამო" PARTY
"პიჟამო" PARTY-ს ორგანიზება არაჩვეულებრივი გზაა "გამოფინოთ" საკუთარი თავი მეგობრებთან (დაქალებთან) ერთად და უსაზრვროთ გაერთოთ თქვენს სახლში...
ეს არის ერთერთი იაფი "ფართი" რომელსაც არ სჭირდება წინასწარი მომზადება...
პიჟამო "ფართის" მოწყობას გოგონები პატარაობიდან იწყებენ და თინეიჯერობიდან მომწიფებულობამდე აგრძელებენ...
ეს ფართი სხვა წვეულებებს არ ჰგავს, იგი ბევრად "უსაფრთხო" , მშვიდი, ნაზი და საყვარელია :))
ამ წვეულებისას გოგონები მასპინძელი გოგონას ოთახში იკრიბებიან, სადაც მათ თავიანთი პიჟამოები
აცვიათ...ამ ღამეს მათ უმეტესად ღვიძავთ და დაუვიწყარ დროს ატარებენ: ჭამენ სხვადასხვა სასუსნაოებს,
სვამენ მსუბუქ სასმელს, თამაშობენ სხვადასხვაგვარ თამაშებს, იკეთებენ მაკიაჟს, მანიკურს და ა.შ. უყურებენ
სხვადასხვა ტიპის კინოებს, ჭორაობენ ბიჭებზე გოგონებზე თუ სხვაგვარ საჭორაო თემაზე...
ერთი სიტყვით ეს ყველაფერი ძალიან მაგარია გოგონებისათვის და თითოეულ გოგონას უნდა ჰქონდეს ასეთი
ფართი გატარებული...
სამწუხაროა, რომ საქართველოში ასეთი პიჟამო ფართები არ იმართება..თუმცა ამის გამოსწორება ძალიან ადვილია...თანაც ასეთი ტიპის ფართები ეხმარებათ გოგონებს ერთმანეთს დაუახლოვდნენ, გაანდონ თავიანთი საიდუმლოებანი თუ მრავალი სხვა რამ.....საყვარელია....
აბა ენჯელებო, ჩვენ ხომ ყველა ენჯელები ვართ და ასეთი რამეები გვაკლია...

ეს სწორედ ენჯელების ფართია ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1145 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



სახე, საუბრის მანერა და მოძრაობა ცხოვრებისგან მიღებულ სიამოვნებას ირეკლავს.
ადამიანს ახასიათებს ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე მსუბუქი, პირდაპირი და პატიოსანი საუბარი (ფაქტებისადმი მეგობრული დამოკიდებულება).

კომფორტის შეგრძნება კომპლიმენტის, გამართლების, კეთილ გამოხმაურების და ა.შ. მოსმენისას.

ადამიანი ღიაა კრიტიკისთვის და აღიარებს შეცდომებს, რადგან თვითშეფასება არაა მიბმული ”სრულყოფილების” ხატთან.

სიტყვებისა და მოძრაობების თვისებაა სიმსუბუქე და სპონტანურობა (არა არსებობს საკუთარ თავთან ბრძოლა).
ადამიანის ნათქვამ-გაკეთებულსა და იმას შორის, თუ როგორ გამოიყურება, როგორ საუბრობს და როგორ მოძრაობს იგი არსებობს ჰარმონიული კავშირი.

ახალი იდეების, ახალი გამოცდილების, ახალი ცხოვრებისეული შესაძლებლობების მიმართ ღია და ცნობისმოყვარე დამოკიდებულების პრინციპი.

შფოთისა და საფრთხის შეგრძნება (თუკი არსებობს) ნაკლებად ძლიერია, რადგან მათი მიღება, მათი მართვა და განცდა იშვიათად მიიღება ისეთ რამედ, რაც აუტანლად რთულია.

ადამიანს აქვს უნარი, ცხოვრების - საკუთარისა და სხვისი - იუმორისტული ასპექტებით დატკბეს.

სიტუაციებსა და ამოცანებზე რეაგირებაში მოქნილობაა, რომელიც გამომგონებლობასა და ლაღ დამოკიდებულებაში ვლინდება. რადგან ად ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1086 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



ბერნე - დაავადება ათასგვარი არსებობს, ჯანმრთელობა კი -ერთი.
ფენელონი - კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას.
შექსპირი - სულმდაბლურად ვინც პირფერობს ლხინში, გჯეროდეს, რომ გიღალატებს ჭირში.

დუსოლი - თუ არ ძალმიძს მთელი ქვეყნის მბრძანებლობა, ჩემი საკუთარი თავის მბრძანებელი მაინც ვიქნები.
შილერი - ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს.
ეგზიუპერი - გიყვარდეს-ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.
ბიუფონი(ჯან ლუიჯი არა) - არაფერი არ არის ისე გადამდები, როგორც შეცდომა, რომელსაც მხარს უჭერს ცნობილი სახელი.
პასკალი - რა ცარიელია ადამიანის გული! და რამდენი სიბილწეა ამ სიცარიელეში.
ციცერონი -ყველა ადამიანს შეუძლია შეცდეს, სიჯიუტეს მხოლოდ სულელი იჩენს.
ჰელვეციუსი - რომ გაგიკვირდეს ერთი წუთიც კმარა; საკვირველი საქმე რომ გააკეთო-მრავალი წელია საჭირო.
შექსპირი - მდაბალ გრძნობათაგან ყველაზე უმდაბლესია შიში.
ნაპლეონი - შემთხვევას ზედმეტ სახელად ქვია ,,განგება”.
კარლეილი - ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, როცა ადამიანი თავის თავს სრულად შეუცდომელად მიიჩნევს.
მიგელ დე სერვანტესი - მრავალსიტყვაობა ყოველთვის უსიამოვნების მომგვრელია.
ნიცშე - კარგი ქორწინება მეგობრობის ნიჭს ეფუძნება.
რუსო - ხანდახან ისეთი ქებაც გვიყვარს, რომლის გულწრ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1390 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1. კარგია თუ იცი რა უნდა თქვა, მაგრამ უკეთესია თუ ისიც იცი, როდის თქვა და სად !!!

2. თუ გინდა საკუთარი ნერვები წესრიგში გქონდეს, გაუფრთხილდი სხვის ნერვებს !!!

3. წლებმა თავისი წაიღონ, მაგრამ ეცადე შენი არ გაატანო !!!

4. უსაქმურობას თუ პროფესიად გაიხდი, კვალიფიკაციის ამაღლებას მაინც ნუ ეცდები !!!

5. თუ ხელქვეითები ყველაფერში მშვიდად გეთანხმებიან, მშვიდათ ნუ დაიძინებ !!!

6. მეზობელი თვალის სინათლეა, მაგრამ დრო და დრო თვალი გააპარე მისკენ, ფანჯარასთან კედელი არ ამოგიშენოს !!!

7. თუ არავის დაუჯერებ ვერაფერს გააკეთებ, მაგრამ ვერც იმით გააკეთებ რამეს, თუ ყველას დაუჯერებ !!!

8. თუ გითხრეს სანთელივით კაცი ხარო, სანთელივით ნუ დაიღვენთები !!!

9. თუ ისეთი საჩუქარი ვერ იშოვე რომ გააკვირვო ის ვისთანაც ხარ დაპატიჟებული, მიდი უსაჩუქროდ, ამაზე გასაკვირი და დასამახსოვრებელოი არაფერი იქნება !!!

10. სიყვარული თუ თავისით მიდის და მოდის , შენ რისი მაქნისი ხარ ?!

11. ღვინის სმაში ნურავის შეეჯიბრები, თორე გამარჯვება შეიძლება მიქელგაბრიელმა მოგილოცოს !!!

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1489 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



რა შეიძლება აკავშირებდეს ჩვენს დროში ახალგაზრდა ცოლსა და ასაკოვან ქმარს? რამდენად მდგრადი და ხანგრძლივია ეს საქორწინო კავშირი?
რას გვეტყვის ფსიქოანალიტიკოსი? იმას, რომ როცა ქალი თავისზე გაცილებით ასაკოვანს მიყვება ცოლად, მას ამოძრავებს სიყვარული და მოთხოვნილება სტაბილური ურთიერთობების მიმართ, რომელიც ასაკიან მამაკაცთან უფრო შესაძლებელია, ვიდრე თავისი ასაკის მამაკაცებთან.

ამ დროს ქალი შეიძლება შეეჯახოს მამაკაცის სამი ტიპიდან ერთ-ერთს: პირველი - რამდენჯერმე განქორწინებული, მეორე - ბერბიჭა, რომელიც მიხვდა, თუ რა საშინელებაა სიბერეში მარტო დარჩენა და მესამე - ჭაღარაშეპარული "თინეიჯერი" (შუახნის კრიზისი). ამ სამი ტიპიდან ნებისმიერთან ქორწინებას აქვს თავისი თავისებურებები, მინუსები და პლიუსები.

განქორწინებული

ასეთ მამაკაცს მდიდარი გამოცდილება აქვს ქალების სფეროში. მაგრამ ამისი ნუ შეგეშინდებათ, რადგან ყველა ყოფილმა ცოლმა მასში რაღაც გარკვეული დადებითი ცვლილება შიეტანა. მან იცის, თუ როგორ ასიამოვნოს ქალს, რა საჩუქრები უყიდოს: რატომ არის ქურქი კარგი, ხოლო - უთო - ცუდი. მან იცის, რომ სახლში უნდა დარეკოს როცა იგვიანებს, რათა ცოლმა არ ინერვიულოს. იცის როგორ მოიქცეს როცა ქალს დეპრესია აქვს ან ცუდი განწყობილება.

ამავე დროს მას აქვს მაგალითი შედარებისათვის. ერთი შესანიშნავად ამზადებდა, მეორე იდეალურად რეცხავდა და აუთოებდა, მ ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1471 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



5 მარტივი რჩევა იმისათვის, თუ როგორ შეინარჩუნოთ სიყვარული ფინანსური კრიზისის პერიოდში.


ადვილია იყოთ ალერსიანი ცოლი, თუ ოჯახში ყველაზე დიდი კონფლიქტი იმის გამო ხდება, თუ სად წახვიდეთ დასასვენებლად - ზღვაზე თუ მთაში. მაგრამ ამჟამად იშვიათად არსებობს ისეთი ოჯახი, ვისაც არ შეხებია ფინანსური კრიზისი. ქმარი სამსახურიდან (თუ ჯერ კიდევ მუშაობს) გაღიზიანებული ბრუნდება და ყველაფერზე ჩხუბობს. რა უნდა ქნას ამ დროს ცოლმა? რა თქმა უნდა არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომ ერთი აქნევით ყველაფერი გამოასწოროთ და ყველა პრობლემა მოაგვაროთ, მაგრამ ეს ყველაფერი რომ ასატანი მაინც გახადოთ და ქმარს გვერდში ამოუდგეთ, ეს ნამდვილად შეგიძლიათ.

მხარდაჭერა ხანდახან ძლიერი სქესის წარმომადგენლებსაც სჭირდებათ.

1. "ტვინს ნუ გაუბურღავთ" ქმარს

თუ სამსახურში არეულობა აქვს, თუ შეამცირეს და ახალი სამსახურის პერსპექტივები ჯერ კიდევ გაურკვეველია, ნუ გააღრმავებთ სიტუაციას. დაივიწყეთ ამ დროს სიტყვები: შენ არაფერი შეგიძლია, პარანოიკი ხარ, უნიჭო ხარ, უქნარა ხარ და ა.შ. თუ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ გაყევით ცოლად? წარმოიდგინეთ თქვენი თავი მის ადგილას: ისურვებდით ორი საყრდენის ერთდროულად დაკარგვას? უსიამოვნებები სამსახურში და სახლში ერთდროულად ნებისმიერს გამოაცლის ნიადაგს ფეხქვეშ, ყველაზე ძლიერ და გამობრძმედილ ადამიანსაც კი. ამას გარდა, მამაკაცებს ძნელად გადააქვთ მსგავსი რეპლიკე ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1142 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



პირველი – ჰარმონია

შეიძლება ცხოვრების მანძილზე ვთამაშობთ, თუნდაც საკუთარი თავის ან სხვადასხვა მხატვრული სახით წარმოვსახავთ მას, მაგრამ ჩვენი აზრები და იდეები, მიზნები და ქმედებები განსაზღვრავს, ვინ ვართ სინამდვილეში. შეიძლება თავი შევირაცხყოთ ბოროტი აზრებით, ვიყოთ პატივმოყვარე და ამაყი, მაგრამ საკმარისია საკუთარ თავთან მარტო დავრჩეთ, რომ იმად ვიქცეთ, ვინც სინამდვილეში ვართ. ამ მომენტში მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ გზა საკუთარი თავისკენ, დაველაპარაკოთ მას, გავუგოთ და მივიღოთ, შევიგრძნოთ საკუთარი სრულფასოვნება და ძალა – ესაა ჰარმონია.
მეორე – ინტერესები

ცხოვრება მით უფრო საინტერესოა, რაც მეტია გართობა და საქმიანობა. მონოტონურ და უმოქმედო ცხოვრებას დეპრესიამდე მივყავართ. ინტერესები გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ უსიამოვნებები, დავისვენოთ მძიმე ფიქრებისგან და განვთავისუფლდეთ უარყოფითი ემოციებისაგან. ინტერესების სფერო მრავალფეროვანია: სპორტი, ლიტერატურა, მუსიკა, მოგზაურობა.. მაგრამ ყველა მათგანი ერთი და იგივეს – დადებით ემოციებს გვიქმნის.
მესამე – სიყვარული

სხვებთან ემოციური ურთიერთობები ამყარებს საკუთარი თავის პატივისცემას და შეგრძნებას, რომ ვიღაცას ვჭირდებით, ვიღაცას უხარია ჩვენს გვერდით ყოფნა, დამატებით ძალებს გვმატებს და გვიბიძგებს მოქმედებისაკენ.
მეოთხე – მეგობრობა

ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეგრძნებაა ცხოვრებაში. რა სასიამოვნოა იმ ადამიანის კომპანიაში ყოფნა, რომელსაც დიდი ხანია იცნობ და რომელთანაც ბევრი სა ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1062 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



მოცემული სტატია ორიენტირებულია მამაკაცებზე. ეს რჩევები დაგეხმარებათ გაარკვიოთ შეხვედრებზე დაინტერესდა თქვენით თუ არა თქვენი მანდილოსანი და გაგრძელდება თუ არა თქვენი ურთიერთობა მომავალში.
1 ის აგრძელებს ყურებას აქეთ-იქით. როდესაც ქალს აიტერესებს თქვენთან ურთიერთობა ის ცდილობს ყურადღებით მოგისმინოს. თუ იგი იყურება აქეთ-იქეთ, საუბრობს სხვებთან, არ გისმენს ე.ი. მას თქვენ არ აიტერესებთ.
ის ძუნწსიტყვიანია . ყველაზე ძუნწსიტყვიან მანდილოსანსაც კი უყვარს საუბარი. ამიტომ მიეცით მას ეს საშუალება. თუ დაინახავთ, რომ მისი რეაქცია თქვენს საუბარზე შემოიფარგლება ”დიახ” ან ”არა” და არ გესაუბრებათ ეს ნიშნავს, რომ მას თქვენ არ აინტერესებთ. ასევე მიაგციეთ ყურადღება ჟესტების ენას. თუ თქვენი მოსაუბრე ხელებს აწყობს ჯვარედინად, ფეხიფეხზე იდებს, ”თამაშობს” თმებით ნიშნავს, რომ მან თქვენთან მოიწყინა. ხოლო თუ იგი იწყებს მაგიდაზე თითებით ”თამაშს” ე.ი. თქვენ მას თავი მოაბეზრეთ და ჯობია თავი დაანებოთ.
ის ამბობს, რომ ელოდება ვიღაცას. ნაკლებად დამაჯერებელია, რომ ის გააგრძელებს თქვენთან ნაცნობობას. თუ ქალმა გითხრათ, რომ ელოდება ვიღაცას აჯობებს დროულად წახვიდეთ.
ის ამბობს, რომ უნდა წავიდეს. თუ ქალი იყურება აქეთ-იქეთ, საათზე თითქოს ვიღაცას ელოდება და თავს გრძნობს თქვენს გვერდით როგორც ნემსებზე დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ურთიერთობა არ გაგრძელდება. რადგანაც თქვენი მოსაუბრე გისხლტებათ მიზეზით, ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1162 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



შვედი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შესაძლებელია ამოიცნოთ თუ რა ტიპის ადამიანი დგას თავენს წინ, უბრალოდ მის თვალებში ჩახედვით. მათ გამოიმუშავეს ისეთი თვისებების ამოცნობის პრინციპი, როგორიცაა: გულკეთილობა, მიმნდობლობა, ნერვოზული მდგომარეობა და იმპულსურობა. ზოგიერთი პიროვნული თვისებები გენეტიკურად დევს მათში, ამბობენ მეცნიერები. მეცნიერების მიერ ჩაფიქრებული ექსპერიმენტისათვის, მათ გადაიღეს მოხალისეთა თვალის ფერადი გარსის ფოტოები, ხოლო თავად მოხალისეებს კი დაურიგეს კითხვარები, მათი ხასიათის შესახებ.
შემდეგ მეცნიერებმა შეისწავლეს თვალის ფერადი გარსის რელიეფური მოხაზულობა. აღმოჩნდა რომ თუ თვალს ”ტეხილისებური” ჩანახატი აქვს, მისი მფლობელი-ნაზი, კეთილსინდისიერი, და ადვილად მიმნდობია. ხოლო მათ ვის თვალსაც მეტად ”დაზოლილი” ნახატი აქვს თვალის ფერად გარსში, უფრო ნერვოზული და იმპულსურები არიან.
მეცნიერები თვლიან რომ ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება ხდება PAX6 გენით. წინამდებარე გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ამ გენის მუტაცია იწვევს ადამიანში ადაპტაციის უნარის დაქვეითებას. ეს თეორია გამოიკვლია და დაამტკიცა მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი მეტტომ ლარსონი. ის ამბობს რომ მათი თეორია დამტკიცდა ნამდვილად, რომ მსგავსი ხასიათის მქონე ადამიანებს თვალის ფერადი გარსის მოხატულობაც მსგავსი აქვთ. ”თვალის ფერად გარსებს შორის სხვაობა, ეს არის თავისებური ბიომარკერი, რომელიც გამოხა ... Read More
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1531 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>



1. - დაბადებისთანავე ადამიანი უკვე დაღლილია,ამიტომ უნდა იცხოვრო იმისთვის,რომ დაისვენო.

2. - შეიყვარე საწოლი შენი,როგორც საკუთარი თავი.

3. - თუ ხედავ რომ ვინმე ისვენებს,დაეხმარე მას დასვენებაში

4. - დაისვენე დღისით რათა ღამით შეძლო დაძინება.

5. - სამუშაო წმინდა რამ არის ნუ შეეხები მას.

6. - თუ შეგიძლია საქმე ხვალ გააკეთო ნუ გააკეთებ მას დღეს,თუ ზეგ გააკეთებ იმას,რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია,ორი თავისუფალი დღე გექნება.

7. - იმუშავე რაც შეიძლება ნაკლები,სხვასაც დაუტოვე სამუშაო.

8. - დაწყნარდი,დასვენებისგან არავინ მომკვდარა,მუშაობისგან რამდენიც გინდა.

9. - თუ გრძნობ რომ მუშაობა გინდა,დაჯექი ყველაფერი გაგივლის.

10. - თუ მუშაობა ჯანმრთელობაა,დაე ავადმყოფებმა იმუშაონ.

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1264 | დამატებულია: nika_wero | სრულად წაკითხვა >>

« 1 2 ... 9 10 11 12 »
ხუთშაბათი, 2024-04-25, 11:17 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024