♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2009 » დეკემბერი » 31 » რა შეიძლება ითქვას ადამიანზე მისი თვალების მიხედვით?
9:44 PM
რა შეიძლება ითქვას ადამიანზე მისი თვალების მიხედვით?


შვედი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ შესაძლებელია ამოიცნოთ თუ რა ტიპის ადამიანი დგას თავენს წინ, უბრალოდ მის თვალებში ჩახედვით. მათ გამოიმუშავეს ისეთი თვისებების ამოცნობის პრინციპი, როგორიცაა: გულკეთილობა, მიმნდობლობა, ნერვოზული მდგომარეობა და იმპულსურობა. ზოგიერთი პიროვნული თვისებები გენეტიკურად დევს მათში, ამბობენ მეცნიერები. მეცნიერების მიერ ჩაფიქრებული ექსპერიმენტისათვის, მათ გადაიღეს მოხალისეთა თვალის ფერადი გარსის ფოტოები, ხოლო თავად მოხალისეებს კი დაურიგეს კითხვარები, მათი ხასიათის შესახებ.
შემდეგ მეცნიერებმა შეისწავლეს თვალის ფერადი გარსის რელიეფური მოხაზულობა. აღმოჩნდა რომ თუ თვალს ”ტეხილისებური” ჩანახატი აქვს, მისი მფლობელი-ნაზი, კეთილსინდისიერი, და ადვილად მიმნდობია. ხოლო მათ ვის თვალსაც მეტად ”დაზოლილი” ნახატი აქვს თვალის ფერად გარსში, უფრო ნერვოზული და იმპულსურები არიან.
მეცნიერები თვლიან რომ ადამიანის ხასიათის ჩამოყალიბება ხდება PAX6 გენით. წინამდებარე გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ამ გენის მუტაცია იწვევს ადამიანში ადაპტაციის უნარის დაქვეითებას. ეს თეორია გამოიკვლია და დაამტკიცა მეცნიერთა ჯგუფმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა პროფესორი მეტტომ ლარსონი. ის ამბობს რომ მათი თეორია დამტკიცდა ნამდვილად, რომ მსგავსი ხასიათის მქონე ადამიანებს თვალის ფერადი გარსის მოხატულობაც მსგავსი აქვთ. ”თვალის ფერად გარსებს შორის სხვაობა, ეს არის თავისებური ბიომარკერი, რომელიც გამოხატავს სხვაობას ადამიანებს შორის” განაცხადა ლარსსონმა. პროფესორი ჯორჯ ფელდმანი, ფსიქოლოგიის ლექტორი Buckinghamshire Chilterns University College-ში, ამ ფენომენს საინტერესოდ მიიჩნევს. ჩატარებული კვლევები ამტკიცებენ, რომ ზოგიერთი პიროვნული ასპექტი დევს ადამიანში გენეტიკურად და ეს მნიშვნელოვანია შეგეძლოს ადამიანის ხასიათის ამოცნობა მისი თვალების მიხედვით. ჩანს რომ ძველ ანდაზას ”თვალები-სულის სარკეაო” საფუძვლად უდევს სოლიდური გენეტიკური ინფორმაცია. ასევე, პროფესორი ფელდმანი აღნიშნავს, რომ ზემოთმოხსენებული გამოკვლევა უმრავლეს შემთხვევაში უადვილებს სამართალდამცავ ორგანოებს სამსახურს. ისეთ აეროპორტებში როგორიცაა: სიტროუ, მანჩესტერი და გეტვიკი უკვე იყენებენ სკანირების მეთოდს, უსაფრთხოების მიზნით. მაგრამ პროფესორი ფელდმანი ამატებს, რომ ეს მეთოდი უნდა გამოყენებულ იქნას დიდი სიფრთხილით. წარმოიდგინეთ რა მოხვდება თუ ხალხს დაიჭერენ მხოლოდ მათი თვალის ფერადი გარსის უცნაური მოხატულობის მიზეზით.

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1532 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-04-24, 4:30 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024